ძებნის რეზულტატი:
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა. „14 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 227 ბავშვი დაიღუპა, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ
საგარეო საქმეთა მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-ისა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.
კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ უბედურებას უწოდებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. „ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა
უკრაინასთან რუსეთის ომის გამო, ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს
უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 27 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 27 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 1218 ტანკი, 2934 - ჯავშანტექნიკა, 551 - საარტილერიო სისტემა, 195-სარაკეტო სისტემა, 88 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 200 - თვითმფრინავი, 163- ვერტმფრენი, 2059 - საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 13- გემი/კატერი, 411- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 42 - სპეციალური აღჭურვილობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ
ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალის“ ქარხნიდან 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს
უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია. პირველ რიგში, საჭიროა მათი ევაკუაცია, იმიტომ რომ ყველას ევაკუაციაზე რუსული მხარე არ თანხმდება. შესაბამისად, ჯერ მძიმედ დაჭრილები და მედიკოსები - 60 ადამიანი“, - აცხადებს ვერეშჩუკი. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
შემოსავლების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წევრებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისთავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ისმაილ ჰუსეინოვთანდა დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ლევან კაკავას თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის პროცედურების ეფექტური აღსრულება და გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის კოორდინირებული მართვა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში შეიქმნა და ასევე განვიხილეთ მათი სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობები. ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა კომპანიებმა შეძლონ საქართველოს გავლით დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით ტვირთების შეუფერხებლად გადატანა“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ მსხვილ რეგიონალურ პროექტზე, რომელიც ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ გახსნას უკავშირდება. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები „სარფის“ და „ვახტანგისის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრნენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას WAM-ი ავრცელებს. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში, 13 მაისს გარდაიცვალა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით
სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო, ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და დარეგულირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა. ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა. რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თურქეთში, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. ახალი აეროპორტის საერთო ფართობია 3 მილიონი კვადრატული მეტრი. აეროპორტი მდებარეობს პაზარის რაიონში - ქალაქ რიზედან 34 კილომეტრის, ხოფადან 54 კმ-ს და ართვინიდან 125 კმ-ს დაშორებით. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგანე 45 მეტრია, სიგრძე კი 3 კილომეტრი. ესაა ქვეყნის მეორე აეროპორტი, რომლის ასაფრენი ბილიკიც ზღვის სანაპიროზეა აგებული. დღეისათვის მსოფლიოში, მხოლოდ ხუთი აეროპორტია, რომელთა ასაფრენი ბილიკი ზღვის სანაპიროზეა აშენებული - მათგან ორი თურქეთშია. რიზე-ართვინის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
დიდი შვიდეული: კიდევ უფრო გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიაში, სამდღიანი სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად. „ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. მათივე თქმით, გაფართოვდება სასანქციო ზომები, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული. დიდი შვიდეულის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პირობა დადეს, რომ შეებრძოლებიან რუსულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანია დასავლეთის დადანაშაულება მსოფლიოში, სურსათის მიწოდების გამო შექმნილ პრობლემებში, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო შეიქმნა. G7-ის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა მოუწოდეს ჩინეთს, არ დაეხმაროს მოსკოვს და არ გაამართლოს რუსეთის ომი. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში მინისტრების განცახდებით, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გასაღებია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა ან შესყიდვის ეტაპობრივი შეწყვეტა. „ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ, მომავალ კვირას ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინაც კი, თუ უნგრეთი განაგრძობს წინააღმდეგობას“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შევამციროთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება მალე, G7-ის ვალდებულებების საფუძველზე, ეტაპობრივად შეწყდეს ან აკრძალოს რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიის გზით ცდილობდა და მხარს დავუჭერთ უკრაინას, მათ შორის ყირიმის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - განაცხადეს მინისტრებმა. მინისტრებმა ასევე გააკრიტიკეს ბელორუსი უკრაინაში ომის მიმართ პოზიციის გამო. „ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს რუსული აგრესიის ხელშეწყობა და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში. G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება. დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
ირაკლი კობახიძე არესტოვიჩის განცხადებაზე: ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან
"ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია აიცილოს. „მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“.
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა - არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. „რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი და მავთულხლართები არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა. „შეგახსენებთ, მაგალითად 2004-2005 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში. დასახლებული ტერიტორიის 2/3 აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები საკუთარი კანონით, რომელიც გაუქმდა გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. ეს გააკეთეს იქედან 15 წლის თავზე. ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული სეპარატისტული ხელისუფლება, რაც დაგვირგვინდა ბოლოს 20 პროცენტის ჩაბარებით, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები. და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის. რაც შეეხება რეფერენდუმს, რაც შეეხება მავთულხლართებს და ა.შ., შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის რა თქმა უნდა, ცხრაწლიანი მმართველობის პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ. ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება. მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
კახა კალაძე: სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა
"სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. "სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა. სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. თუ გადაყვანილია კლინიკაში და ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას",- აღნიშნავს კალაძე. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
ირაკლი კობახიძე: „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას პოზიტიური მიზეზით არ ვესწრებით, არ ვართ ომთან დაკავშირებული
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ მონაწილეობს საქართველო გერმანიაში, დიდი შვიდეულის“(G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი პოზიტიურია. რატომაც არ ვესწრებით „დიდ შვიდეულს“ არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც სწუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი ასევე სწუხან იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანამდე, გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ბიძინა ივანიშვილის კურსის შედეგად“. „მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად", - აღნიშნა ბოკერიამ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. „15 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია. სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით: 34.4% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.7% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.7 % - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების შემთხვების რეგიონული განაწილება: თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1235; იმერეთში 1119; აჭარაში 1079; აფხაზეთში (541); კახეთში (465); ქვემო ქართლში (549); შიდა ქართლში (357); გურიაში (200); სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ. 2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა. გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტია – 5; დაუდგენელია – 3 შემთხვევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში კონგრესის დელეგაცია მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში კონგრესის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა. „აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. მადლობა ჩვენს მიმართ იმ ბრძოლაში დახმარებაში, რომელსაც ვაწარმოებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს
სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. ამის შესახებ სომხური მედია, რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩზე ედმონ მარუკიანზე დაყრდნობით წერს. ედმონ მარუკიანის ინფორმაციით, პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე პასუხობს აზერბაიჯანული მხარის წერილს, რომელიც მათ 11 მარტს გადაეცათ. რაც შეეხება მეორე პუნქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მარუკიანმა განაცხადა: „როგორც გახსოვთ, იქ აზერბაიჯანი ამბობს, თქვენ არ უნდა გქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ მიმართ. ჩვენ კი ვამბობთ, მომისმინე, ძმაო, შენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს და არ გვქონია. თავდაპირველად, სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს. მასში ნათქვამია, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს, დსთ-ის შექმნის შესახებ აზერბაიჯანთან ერთად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 1992 წლის 18 თებერვალს. ანუ, იმ დროს, როდესაც ხელი მოვაწერეთ, ამ სტრუქტურაში გაწევრიანებით ჩვენ ორმხრივად ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები“. ამასთან, მისი თქმით, მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები. მარუკიანმა დაამატა, რომ მეოთხე პუნქტში სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებებში დაფიქსირებულ ვალდებულებებს. „და რა არის ეს ვალდებულებები – სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა, რასაც აზერბაიჯანი აჭიანურებს“, – განაცხადა მარუკიანმა და დაამატა, რომ სომხური მხარე ამ პუნქტით განმარტავს, რომ იგი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ხოლო აზერბაიჯანი – არა. მისივე ინფორმაციით, მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე. „ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არსებობს თავიდანვე. ანუ, ერების თვითგამორკვევის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლებები აქ არის დაფიქსირებული“, – განმარტა მარუკიანმა. მისივე თქმით, სომხური მხარე მეექვსე პუნქტის შესახებ იტყობინება, რომ შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის სომხეთმა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რიზე-ართვინის აეროპორტში, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა
თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. რიზე-ართვინის აეროპორტში შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. შეხვედრის ბოლო ნაწილში პრეზიდენტებს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეტ ბაჰჩელი, რომელიც მონაწილეობდა პრეზიდენტ ერდოღანისა და ალიევის საუბარში. დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.
ხარკოვის მერი: რუსი სამხედროები ქალაქის შემოგარენს ტოვებენ და საზღვრისკენ გადაადგილდებიან
რუსი სამხედროები, ხარკოვის შემოგარენს ტოვებენ, ამის შესახებ BBC ქალაქის მერ იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით წერს. ტერეხოვის განცხადებით, სამხედროები მუდმივად ისროდნენ ხარკოვის მიმართულებით, მაგრამ ხუთი დღეა ქალაქი აღარ დაუბომბავთ. „ახლა ქალაქში სიმშვიდეა და ადამიანები თანდათან ბრუნდებიან. ჩვენ ყველას ვაწვდით წყალს, ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას. თუმცა სამწუხაროდ, ხარკოვში ბევრი შენობა დანგრეულია ან დაზიანებული. სამომავლოდ რეკონსტრუქციის ჩატარება მოგვიწევს“, - აღნიშნავს ტერეხოვი. ტერეხოვმა ასევე განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსულმა შენაერთებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ქალაქის მცირე ნაწილის დაკავება და იქ დიდხანს არ დარჩენილან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში, ხარკოვიდან ჯარების გაყვანის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა 13 მაისს დაასკვნეს, რომ ხარკოვისთვის ბრძოლა სავარაუდოდ უკრაინამ მოიგო. ექსპერტების აზრით, რუსული ქვედანაყოფები ბოლო დღეებში არ ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას უკრაინული ძალების კონტრშეტევების ფონზე და ქალაქს დაშორდნენ. ხარკოვი, რუსეთთან საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. რუსი სამხედროები ომის პირველივე დღეს მიუახლოვდნენ ქალაქს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ