ძებნის რეზულტატი:
აზოვი: ოკუპანტები „აზოვსტალზე“ იერიშს, მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით განაგრძობენ
„მტერი საჰაერო თავდასხმით, მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით ცდილობს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეღწევას“, - ნათქვამია „აზოვის პოლკის“ ახალ შეტყობინებაში, რომელიც Telegram-ში გავრცელდა. „რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საწარმოს დაბომბვას, ქვეყანაში აგრესორის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 80-ე დღეს.ბომბების გარდა, რუსები მძიმე არტილერიას და ტანკებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ განათავსეს დიდი რაოდენობით ქვეითი ჯარისკაცები უკრაინის პოზიციებზე შტურმისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში. „აზოვსტალის“ დამცველები სიტუაციას უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ, თუმცა იცავენ პოზიციებს და ცდილობენ მტრის ჯარების შეკავებას. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 21:14 საათზე დაფიქსირდა და ის 4.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.
გაგლოევის განცხადებით, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული მარიონეტი პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ, ის რეფერენდუმის ჩატარებას ეთანხმება, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა. ალან გაგლოევმა ადგილობრივ გამოცემას განუცახდა, რომ რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან ბიბილოვმა იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში. ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა ამასთან, „სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ადგილობრივ გამოცემასთან გამოთქვა ეჭვი, რომ ბიბილოვის განკარგულება კითხვებს აჩენს, „იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიღებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან“. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. „შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება
თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, (ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს), – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. „თუნდაც წარსულში, როდესაც NATO-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, ჩვენს რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ NATO არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
თურქეთი მზადაა, უკრაინას დაჭრილი სამხედროების აზოვსტალიდან ევაკუაციაში დაეხმაროს
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა. ამის შესახებ იბრაჰიმ კალინმა Reuters განუცხადა. კალინის თქმით, მან პერსონალურად განიხილა ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორი კვირის წინ და განაცხადა, რომ შეთავაზება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არაა თანახმა. სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლები გადაყვანილი იქნებიან ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც ასევე მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რის შემდეგაც თურქული ხომალდი მათ სტამბოლში ჩაიყვანს. „ეს თუ ამ გზით შესაძლებელი იქნება, ჩვენ ამის გაკეთებით მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ. სინამდვილეში, ჩვენი გემი მზად არის გასამგზავრებლად და დაჭრილი ჯარისკაცების და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა კალინმა. უკრაინულ და რუსულ მხარეს მარიუპოლიდან დაჭრილების ზღვით ევაკუაციის შესახებ კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან, კალინის თქმით, რუსების პოზიცია ყოველდღიურად იცვლება. „ისინი აკვირდებიან ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას და სხვა დინამიკას, მათ მოლაპარაკებებს, მათ საშინაო კოორდინაციას. ამიტომ ნებისმიერი მხრიდან ხშირ შემთხვევაში რთულია მტკიცე პასუხის მიღება. გემი სტამბოლშია და ის მზადაა გასამგზავრებლად. თუმცა ჩვენ ველოდებით რუსული და უკრაინული მხარის საბოლოო თანხმობას ბერდიანსკში გასამგზავრებლად და დაჭრილების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
თურქეთის პრეზიდენტი: რიზე-ართვინის აეროპორტი ტრანსპორტირების საკითხებს საქართველოსაც გაუადვილებს
„რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რთულ გეოგრაფიულ პირობებში აშენდა, ტრანსპორტირებას ჩვენს მეზობელ საქართველოსაც გაუადვილებს“, - ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 14 მაისს რიზეში, ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ახალი აეროპორტი მსოფლიოში ზღვაზე აშენებული ხუთი აეროპორტიდან ერთ-ერთია. „ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა. ასევე წაიკითხეთ თურქეთში, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა რიზე-ართვინის აეროპორტში, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა
მედია: ბუფალოში, მასობრივი სროლისას სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოს სუპერმარკეტში, მასობრივი სროლისას სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ NBC News სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, დაიღუპა კაცი, რომელმაც იარაღიდან ისროლა. სროლისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემა სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, ბუფალოში,Tops Friendly Market-ში ევიდა და შაშხანიდან ცეცხლი გახსნა.
ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა
ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, შაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა. ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ 2021 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ შეუქცევადად გაჟღერებულმა მოთხოვნამ, რომ დაიბლოკოს ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე 2022 წლის თებერვალში, ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა. „საუბარი იყო პირდაპირი და ესკალაციის გარეშე წარიმართა“, - იუწყება სახელმწიფოს მეთაური პრეს-რელიზში. როგორც ნიინისტომ აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინს 2012 წელს მათი პირველი შეხვედრისას უთხრა, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო მაქსიმალურად იცავს საკუთარ უსაფრთხოებას. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგას განუცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს. შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილ ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია
„კალუშის“ ბენდი 631 ქულით „ევროვიზია 2022“-ის პირველ ადგილზე გავიდა. „გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, - გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა ამ სიტყვებით მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „კალუშის“ ბენდს გამარჯვებისთვის, ასევე, ყველას, ვინც კონკურსში ხმა უკრაინას მისცა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უმასპინძლოს. „დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სიმღერის კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, რაც 1998 წლის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო შედეგია. საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ - 6. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს, რასაც მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
ნიუ-იორკის შტატში მომხდარ თავდასხმაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ნიუ-იორკის შტატში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პოლიცია რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულად თვლის. BBC-ს ცნობით, გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. მედია: ბუფალოში, მასობრივი სროლისას სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა „ჩვენ ვიძიებთ ამ დანაშაულს, როგორც რასობრივი მოტივით სიძულვილის, ასევე რასობრივი მოტივით ძალადობრივი ექსტრემიზმის საქმეს“, - განაცხადა სტივენ ბელონგიამ, FBI-ს ბუფალოს ოფისის წარმომადგენელმა. ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე მოძრაობდა. ბაფალოს პოლიციის კომისარმა ჯოზეფ გრამაგლიამ აღნიშნა, რომ სულ ცამეტ ადამიანს ესროლეს და მათი უმრავლესობა შავკანიანი იყო. BBC-ის ინფორმაციით, 18 წლის კაცი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, ქალაქ ბუფალოში შემთხვევის ადგილზე შეტაკების შემდეგ დააკავეს. თავდაპირველად ვრცელდება ცნობა, რომ ის მოკლულია.
რუმინეთის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა
რიგი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების შემდეგ, კიევში მუშაობა რუმინეთის საელჩომაც განაახლა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა. „ძალიან მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეიდან კიევში რუმინეთის საელჩომ განაახლა თავისი საქმიანობა. რუმინეთი სრულად დგას თავისი პარტნიორი უკრაინის გვერდით, მის მამაც ბრძოლაში თავისუფლებისთვის“, - განაცხადა აურესკუმ. კიევში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ბრუნდებიან, მათ შორის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც არიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ხელისუფლებაში გადატრიალება მზადდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მძიმედ არის ავად და უმაღლეს ეშელონებში, მის გადასაყენებლად ემზადებიან. მან პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილებაზეც მიუთითა. „ეს საბოლოოდ გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ისინი ამ გზით მიდიან", - განაცხადა უკრაინელმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა Sky News-თან ინტერვიუში. კითხვას მიმდინარეობს თუ არა გადატრიალება, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ, ისინი ამ გზით მიდიან და მისი შეჩერება შეუძლებელია“. სხვადასხვა წყარო ბრიტანულ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიბო და პარკინსონის დაავადება აქვს. თავად ბუდანოვს არ დაუსახელებია წყაროები, რომლებმაც პუტინის ჯანმრთელობის შესახებ აცნობეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა. უკრაინაში საქართველოს კონსულის თქმით, რატი შურღაია ხარკოვში შეტაკებებისას დაიჭრა და საავადმყოფოში მკურნალობდა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა დაიღუპნენ.
ზელენსკი: ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერთ დღეს, ევროვიზიას თავისუფალმა, მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა იზრუნებს იმაზე, რომ მომდევნო ეროვიზიას მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს. „ჩვენი სიმამაცე მსოფლიოზე დიდ შთაბეჭდილებას აჩენს. ჩვენი მუსიკა ევროპას იპყრობს! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. და მჯერა - არა უკანასკნელად. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერთ დღეს, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს თავისუფალმა, მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს. მადლობა გამარჯვებისთვის Kalush Orchestras-სა და ყველას, ვინც ხმა მოგვცა. რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდამდე დიდი დრო არ დარჩა. დიდება უკრაინას“. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით „ევროვიზია 2022“-ის პირველ ადგილზე გავიდა.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება
„შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, შავი ზღვის ბლოკადის შედეგად ჩაახშოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მან ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „NATO ყოველთვის პატივს სცემს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არ ექვემდებარება სხვის ვეტოს. ჩვენ წლებია, საქართველოსთან ვმუშაობთ, ვიცი, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ღია კარის პოლიტიკა უცვლელია და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ბლოკადის მცდელობებს, რათა მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში.მე ასევე ვიცი, რომ მოლდოვის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი, ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პარტნიორები ჩვენს მიერ იქნებიან მხარდაჭერილი ამ რთულ მომენტში“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.
უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და პოლონეთში ვიზიტი დააანონსა
უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შაბათს ინაუგურაციის ცერემონიაზე დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი პოლონეთში შედგება. მეზობელ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უნგრეთის უარი და მისი წინააღმდეგობა ევროკავშირის დაგეგმილ ნავთობემბარგოზე, ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის ურთიერთობებს ართულებს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს ნოვაკი, რომელიც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირეა, პრეზიდენტად მარტში აირჩიეს. „სამშაბათს, 17 მაისს, მე მივემგზავრები ვარშავაში, რათა შევხვდე პოლონეთის პრეზიდენტს. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანდჯეი, მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ ისე, როგორც მეგობრებს შეეფერება“, - განაცხადა ნოვაკმა ინაუგურაციაზე. „ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას", - აღნიშნა ნოვაკმა. Reuters-ი წერს, რომ ვიქტორ ორბანმა ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მაგრამ თავი აარიდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკას, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ენერგეტიკის სფეროში, რუსეთის მიმართ სანქციებს. რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, ემბარგოს შესახებ შეთანხმებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას უქმნის. ეს ზომა ევროკომისიამ ევროკავშირს მაისის დასაწყისში შესთავაზა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციის მიუხედავად, კონსენსუსის იმედი აქვს. ამ თემაზე ჯოანას ბერლინში დაუსვეს შეკითხვა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილნი. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. „გუშინ, ჩვენი არაფორმალური შეხვედრის პირველი რაუნდის დროს გვქონდა დისკუსია და როგორც ყოველთვის, NATO-ში არის გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მათ გამოთქვეს შეშფოთება და ის განიხილება მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის. დარწმუნებული ვარ, თუ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი) გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში, შევძლებთ, ვიპოვოთ ყველა პირობა კონსენსუსის მისაღწევად“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს
პრეზიდენტმა საული ნიინისტომ 15 მაისს დაადასტურა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ფინეთის პრეზიდენტს განაცხადის წარდგენის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ოფიციალური განაცხადის წარდგენა შესაძლოა, დღეს მოხდეს. „დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და სამთავრობო საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი NATO-ს, წევრობისთვის მიმართავს, განუცხადა ნიინისტომ ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს ნიინისტომ და პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა ხუთშაბათს, 12 მაისს განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ ალიანსში გაწევრიანებას, რითაც მწვანე შუქი აუნთეს განაცხადის წარდგენას. ნიინისტომ შაბათს დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების გეგმების შესახებ ესაუბრა. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯი ზიანს აყენებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
კულებამ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისთვის, გზაშია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა, რომელიც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას მასპინძლობს. „მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინული სურსათის ექსპორტირება უზრუნველვყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ის ლიდერობისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.