ძებნის რეზულტატი:
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. თბილისში სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ქარი. 16 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +19, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გორში ნალექიანი და ქარიანი ამინდია, სადაც +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. აქაც იწვიმებს. გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +11, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. რუსთავში წვიმიანი და ქარიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლემ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების განკარგულება გასცა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ გვარამიას მიესაჯა 50 000 ლარიანი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. გვარამია სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, [რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას – საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.] მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა. „აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე“ და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გამოაცხადა. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამიას აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი, ხოლო დამენიას და იაშვილს - 50 000-50 000. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2022 წლის 11 მაისს დასრულდა.
თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე - შსს
სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნისმოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „მას ბრალიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავროჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკულისაშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანშემოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდშემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონოშეძენა-შენახვისა და გადაზიდვას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა „საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე. ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისათვის პასუხისმგებლობის დღემდე არ დაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა. წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგას ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგასთან ალექსეი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლოიდ ოსტინმა და ალექსეი რეზნიკოვმა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინის საჭიროებები განიხილეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ბელორუსი უკრაინის საზღვარზე ძალებს გაგზავნის
ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლეს სადაზვერვო ცნობებშია ნათქვამი. მან ასევე განათავსა საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ნაწილები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, საწვრთნელ პოლიგონებზე, იუწყება ბრიტანული დაზვერვა. „საზღვრის მახლობლად ბელორუსის ძალების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინულ ჯარებს შეზღუდავს, ამიტომ, ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ დღემდე, ბელორუსის ძალები უშუალოდ არ იყვნენ ჩართული კონფლიქტში“, - აღნიშნულია დაზვერვის ცნობებში. როგორ ხედავს აშშ ბელორუსს უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში „ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მას უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - მიიჩნევს ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯოზეფ ბორელი: მსოფლიოს მასშტაბით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს ვხვდებით, გავაერთიანოთ ძალები და მიზეზები ავხსნათ
ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა. "ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, რომ ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ეს არის ომის გამო. რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას. ჩვენ განვიხილავთ ამას და დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ ჩვენი ისედაც ძლიერი ერთიანობისა და ასოცირების ძალისხმევას“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დაადასტურა, რომ დელეგაცია თურქეთს ეწვევა, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. როგორც ცნობილია, თურქეთს მოკავშირეებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. რუსეთის რეაქციის შეფასებისას, ან ლინდემ აღნიშნა, რომ რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა იმის შესახებ, რომ შვედეთის მოქალაქეები ნაცისტები არიან. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიბერშეტევების გააქტიურებას ელის. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი
ოლაფ შოლცის პარტია ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა
კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD) გერმანიის საკვანძო რეგიონალურ არჩევნებში დამარცხდნენ. მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების გასამმაგება შეძლეს და არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ამჟამინდელი მონაცემით, არჩევნებში კონსერვატიულმა CDU-მ ხმების 35,7%-ზე მეტი მიიღო. Scholz-ის SPD-მა მხოლოდ ხმების 26,7% დააგროვა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში (მხარე გერმანიაში), რომელიც დიდი ხანია, სოციალ-დემოკრატებისთვის მთავარ ცენტრად ითვლებოდა. გერმანიის ფედერალური კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების 4.5% დაკარგა.
პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდების მხარე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნ. გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ანალოგიურად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. ამ შემთხვევაშიც, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. კახაბერ დამენიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყებაში კიდევ ერთხელ განმარტავენ ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების დეტალებს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. კახაბერ დამენიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე. ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე. წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს „ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95 პროცენტს ითხოვდა შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 5 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფით და მის საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისთვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყეს. 2015 წელს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის რეალიზაციიდან შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 48 014 847 ლარი, საიდანაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გადაუხადა მხოლოდ 36 467 000 ლარი, რაც 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე მიღებულ თანხებთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები იყო. შედეგად, ნ. გვარამიამ და კ. დამენიამ, 2015 წლის მეორე ნახევარში, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს. შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით – 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის – ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან უკანონოდ მიიღო შესაბამისი სარგებელი – უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩაზე მდებარე ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით – 238,74 კვ.მ. ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უძრავი ქონებების უკანონოდ მიღების შემდეგ, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა. შედეგად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში, 2017 წლის ივლისში და სექტემბერში ორივე საცხოვრებელი ბინა გაასხვისა სხვადასხვა პირზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 602 521 ლარის შემოსავალი. გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის თებერვალში ნ. გვარამიამ „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, რაც მასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას“ მეშვეობით განხორციელდებოდა. შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის გაფორმდა ავტომანქანა Porche Macan S-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს „პროესკო მედია“ დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს „პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას. 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი – Porche Macan S“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ბულგარეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს. საგარეო უწყების ცნობით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები იყო. „ბულგარეთის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსება და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ დაფასდება ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებასა და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებსა და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა
უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ - ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენკენ, უკრაინის მიმართ“, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯოზეფ ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას მოკლედ უპასუხა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს. ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა როგორია თქვენი გზავნილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისარს ჟურნალისტებმა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო „წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“, – უპასუხა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო. უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში
"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგიმ განაცხადა. „მიმაჩნია, რომ ევროკავშირის მიდგომა დასავლურ სამყაროსთან ერთად დგომასთან დაკავშირებით სწორია. ჩვენ განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ასე რომ, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი და მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში“, – განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს უკრაინის და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან - ბოგდან აურესკუ
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. რუმინელი დიპლომატის თქმით, საქართველოს უკრაინის და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ რეკომენდაციები სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით, ერთდროულად მოამზადოს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ამ ქვეყნებს სჭირდებათ საგზაო რუკა რეფორმებისთვის. ამის შემდეგ უკვე პროცესში მყოფ თითოეულ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული ამ გზის გავლა. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს შესაძლებლობა არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნებზე იქნება, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან გზაზე და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით, რომ მხარი დავუჭიროთ მათ“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო. ჯოზეფ ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, NATO-ს მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, სამხედრო სწავლება ჩატარდა
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა სამხედრო სწავლებაში - „ტროას ნაკვალევი" მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები აქტიურ წვრთნებს გადიან NATO-ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. „ევროპაში ეს ერთობლივი, კომბინირებული სწავლება გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცებას“, - იუწყება ამერიკის საელჩო. „სპეციალური ოპერაციის ძალები კვლავაც საერთაშორისო თავდაცვის საყრდენია, სპეცოპერაციებისა და კონვენციურ ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციას კი ძალთა გამრავლების ეფექტი აქვს." - განაცხადა გენერალ-მაიორმა დეივიდ თეიბერმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაურმა.
ნიკა გვარამია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნიკა გვარამია დღეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი უკრაინაში ომის გამო, რუსეთის გარდა ბელორუსის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. მაიკ კარპენტერი აღნიშნავს, რომ აშშ-ს იმთავითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა შეკითხვები ბელორუსთან, თუმცა მინსკის გამუდმებით ცრუობდა. „ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა. ბელორუსმა ასევე განათავსა საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ნაწილები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, საწვრთნელ პოლიგონებზე, იუწყება ბრიტანული დაზვერვა. „საზღვრის მახლობლად ბელორუსის ძალების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინულ ჯარებს შეზღუდავს, ამიტომ, ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ დღემდე, ბელორუსის ძალები უშუალოდ არ იყვნენ ჩართული კონფლიქტში“, - აღნიშნულია დაზვერვის ცნობებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა ვითარებას ართულებს
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას განცხადებით ეხმაურება. „მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან: ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად. სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე განაცხადა: „როგორც კი დრო მოვა, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 300 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 27 700 სამხედროს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1 228 ტანკი, 2 974 ჯავშანმანქანა, 577 საარტილერიო სისტემა, 195 ზალპური სარაკეტო სისტემა, 89 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 200 თვითმფრინავი, 165 ვერტმფრენი, 2101 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13 ერთეული გემი/კატერი, 427 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 42 სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.