ძებნის რეზულტატი:
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ომის მოგებაში
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ომი მოიგოს“. მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით გაოცებულია. „პუტინის მიმართ ჩვენი გზავნილი ასეთია: მათ დაიწყეს ყველაზე სასტიკი, ცინიკური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პუტინი ალბათ განცვიფრებულია უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანი და დავეხმარებით უკრაინას ამ ომის მოგებაში. მილიარდობით ევროს დახმარებით, სამხედრო მარაგების გადაცემით, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით, მათი თავდადებითა და ჩვენი დახმარებით, უკრაინა შეუძლია, ეს ომი მოიგოს“, - განუცხადა მირჩა ჯოანამ მედიას. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს.
NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. Reuters-ის ცნობით, ბერლინის შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ამასთან, ხაზს უსვამენ, მათი წევრობის შესახებ წინადადებების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას, რასაც როგორც წესი, ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, რაც, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია. თუ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბერბოკი გულისხმობდა რატიფიკაციის პერიოდს, რომლის დროსაც სკანდინავიური ქვეყნები ჯერ კიდევ არ იქნებიან დაცული NATO-ს მე-5 მუხლით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბერლინში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ „თითქმის ყოვლისმომცველი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ მოისმინა. ბლინკენი დარწმუნებულია, რომ NATO-ს ქვეყნები ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ. „აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს NATO-ს შვედეთის ან ფინეთის განცხადებას, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს“, - ამბობს ბლინკენ. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი. სტოლტენბერგი კოვიდინფიცირების გამო, ბერლინში ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო. სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს“ და მზადაა, იმოქმედოს, თუ რუსეთი NATO-ს წევრებზე რაიმე თავდასხმას განახორციელებს. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანება ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ალიანსი შეისწავლის გზებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბალტიის რეგიონში. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ანალენა ბერბოკი: ფინეთო, შვედეთო, თუ მზად ხართ, ჩვენც მზად ვართ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. ანალენა ბერბოკის თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს. ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს. ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ
ანალენა ბერბოკი: NATO ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ NATO ახლა ისე მნიშვნელოვანი და რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. ბერბოკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO მნიშვნელოვანია ყველას თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ანალენა ბერბოკი: ფინეთო, შვედეთო, თუ მზად ხართ, ჩვენც მზად ვართ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. მისი თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ამასთან, უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გააუქმონ თურქეთისთვის ექსპორტის აკრძალვები. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი არავის ემუქრება, მაგრამ საუბრობს შვედეთის მხრიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაზე. ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს თურქეთი დიდი ხანია, სკანდინავიურ ქვეყნებს, განსაკუთრებით შვედეთს ექსტრემისტული, ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
შვედეთის მმართველმა პარტიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს
შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს. თუმცა შვედეთს არ სურს ბირთვული იარაღი ან NATO-ს ბაზები ქვეყანაში. „სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. დღესვე, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ NATO-ს წევრი შვედეთი მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მიაღწევს უფრო მეტ უსაფრთხოებას. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ შვედეთი დაუცველი იქნება განაცხადის წარდგენის პროცესის დროს, ვიდრე სხვა ქვეყნების სრულ მხარდაჭერას მიიღებს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
რას გულისხმობს ცალმხრივი დათქმები, რომლებსაც შვედეთის მმართველი პარტია NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში დაუჭერს მხარს
შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს, თუმცა შვედეთს თავისი პირობები აქვს. „სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. შვედეთს და ფინეთს პირობებს უყენებს თურქეთი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მიუხედავად ამისა, NATO-ს ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
„ვეფხისტყაოსანი“ აფხაზურ ენაზე გამოიცა
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა. გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება. რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა. წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ძალების თითქმის მესამედი დაკარგა
რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო ძალების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა, ამ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. მისივე თანახმად, აგრესორის მებრძოლთა მოტივაცია სულ უფრო მცირდება და „შემცირებული საბრძოლო ეფექტიანობა“ აშკარაა. რუსეთის შეტევამ დონბასის რეგიონში დაკარგა იმპულსი და მნიშვნელოვნად ჩამორჩა დადგენილ გრაფიკს, აცხადებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიუხედავად თავდაპირველი მცირემასშტაბიანი მიღწევებისა, რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ტერიტორიული თვალსაზრისით. სამინისტროს განცხადებით, რუსეთი კიდევ უფრო მეტ დანაკარგს უნდა ელოდოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი
შვედეთის პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ მაგდალენა ანდერსონის თქმით, თუ შვედეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა ბალტიისპირეთის რეგიონში, რომელიც არ შეუერთდა NATO-ს, „ძალიან დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან". შვედეთის პრემიერის თქმით, ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება დაეხმარება შვედეთს, მიაღწიოს უფრო მეტ უსაფრთხოებას და თავადაც შეიტანოს წვლილი უფრო მეტ უსაფრთხოებაში. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც საუკეთესოა შვედეთისთვის. თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია ფინეთის პრეზიდენტი. „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმები და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. რას გულისხმობს ცალმხრივი დათქმები, რომლებსაც შვედეთის მმართველი პარტია NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში დაუჭერს მხარს გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი დასავლეთისგან და „რუსულ ნავთობზე ნამდვილი ემბარგო“, რათა რუსეთი წლის ბოლომდე დაამარცხოს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. „უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით. ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ძალების თითქმის მესამედი დაკარგა გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნამდვილი ემბარგო,ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, ეს ერთად დავასრულოთ", - აცხადებს პოდოლიაკი. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იტალიამ ევროვიზიის კონკურსის დროს პრორუსული ჰაკერების თავდასხმები დაბლოკა - Reuters
იტალიამ ტურინში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალისა და ფინალის დროს, პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთა. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „კენჭისყრისა და წარმოდგენების დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა ქსელის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა დაბლოკა“, - განაცხადა უწყებამ Reuters-ის ცნობით. 11 მაისს, Killnet-მა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე იტალიური ინსტიტუტის ვებგვერდზე, მათ შორის იტალიის პარლამენტის ზედა პალატის და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) რესურსზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა IT სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე შესაძლო კიბერშეტევების გამო, განგაშის დონე გაზარდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობი, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა „ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.
ფაშინიანი რუსეთს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს (ОДКБ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი. მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ ფაშინიანი ბოლო ერთ თვეში მოსკოვს უკვე მეორედ ეწვევა.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთი უკრაინაში გასაგზავნად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, რუსეთი, ვორონეჟის, ბელგოროდსკის და როსტოვის მხარეებში, უკრაინაში გასაგზავნად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, ცდილობს ჯარში არსებული დანაკარგები რეზერვისტებით შეავსოს“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში, როდესაც დასავლეთის ქვეყნები აქტიურად განიხილავდნენ რუსეთის პოტენციურ ომს უკრაინის წინააღმდეგ, Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოიძახა „ათობით ათასი რეზერვისტი, რამაც პოსტსაბჭოთა დროში უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. 2022 წლის მაისში, საგამოძიებო ჯგუფის, კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსლან ლევიევმა, აღიარა, რომ რეზერვისტების ჯარში გაწვევა შესაძლებელი იყო, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის თავდაცვა: „აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული
„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. „პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ აზოვსტალის ჩვენი დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავს უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა რუსული ჯარის დიდი რაოდენობის კონცენტრირებას იწვევს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა მალიარმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: „აზოვსტალის“ საკითხზე მოლაპარაკებებში, ყველა გავლენიანი შუამავალი ჩავრთეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება
მედია: უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ
უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, რუსეთის საზღვართან ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონი მივიდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავების მიზნით, უკრაინის არმიის სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული სარკინიგზო ხიდები ააფეთქეს ქალაქ რუბეჟნოესა და სევეროდონეცკს შორის. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს. ხარკოვის მერი: რუსი სამხედროები ქალაქის შემოგარენს ტოვებენ და საზღვრისკენ გადაადგილდებიან უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს ორი რუსული ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო თვითმფრინავი, სამი ტანკი და ექვსი ჯავშანმანქანა. დონბასში ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიის ნაწილებმა რუსეთის 17 შეტევა მოიგერიეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.