ძებნის რეზულტატი:
გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გაიმართეს
გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გაიმართეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან საუბრისას თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში ნაცისტურ იდეოლოგიას ებრძვის. "რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა ვურჩიე. ასევე, რუსეთის ლიდერის განცხადებები, რომ უკრაინას ნაცისტები ხელმძღვანელობენ, „მცდარია“. მე მას ასევე ვაცნობე რუსეთის პასუხისმგებლობა სურსათის მიწოდების გლობალურ სიტუაციაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს
„ევროპის დამცველი“ და „სწრაფი რეაგირება" - NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს. NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ჯარები დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, მიზანი NATO-ს ძალების მზადყოფნისა და თავსებადობის გაძლიერებაა. წვრთნები ამჟამად პოლონეთში და რვა სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, ის ასევე მოიცავს აქტივობებს ჩრდილოეთ მაკედონიაში. ალიანსის პრესსამსახურიდან Europetime-ს აცნობეს, რომ ესტონეთში, 14 ქვეყნიდან 15000 ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში. Hedgehog - ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო წვრთნებია ქვეყანაში, რომელიც 1991 წლიდან ტარდება და რომელშიც აშშ-ის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი (Wasp-class) Kearsarge მონაწილეობს. იმავდროულად, ლიეტუვაში სწავლებაში - Iron Wolf მოკავშირეთა 3000 ჯარისკაცი და დაახლოებით 1000 მოძრავი შემადგენლობა, მათ შორის გერმანული (Leopard) 2 ტანკები მონაწილეობს. NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ „მსგავსი წვრთნები აჩვენებს NATO-ს სიმტკიცეს და მზადყოფნას, დაიცვას მისი ერები ნებისმიერი საფრთხისგან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის რეგულარული წვრთნები, დაიგეგმა უკრაინაში რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრის წინ, მაგრამ ხელს უწყობს არასწორი გათვლების ან გაუგებრობის მოხსნას ალიანსის გადაწყვეტილების ირგვლივ, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მისივე თქმით, NATO-ს წვრთნები არის თავდაცვითი ხასიათის, გამჭვირვალე და შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს“. გარდა ამისა, გერმანიაში 7500 ჯარისკაცია ჩართული NATO-ს რეაგირების ძალების წვრთნებში - "Wettiner Heide". ხმელთაშუა ზღვაში კი USS Harry S. Truman Carrier Strike Group-ი წელს NATO-ს მეთაურობის ქვეშ უკვე მეორედ განთავსდება საზღვაო წვრთნების - Neptune series-ს დროს. ეს აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე ასეთი მონაწილეობაა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მომავალ თვეში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროპის ყველაზე დიდი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნები - Ramstein Legacy" გაიმართება. მასში მონაწილეობას 23 ქვეყანა მიიღებს. ივნისში, ასევე ჩატარდება - Baltops, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 50 წელზე მეტია, იმართება და მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს ბალტიის რეგიონში.NATO-ს პარტნიორები ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა რამდენიმე წვრთნებში უახლოეს კვირებში ჩაერთვებიან. ამჟამად, აშშ-ის, ბრიტანეთის, ესტონეთის და ლატვიის ძალები ფინელ მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ წვრთნებში - "Arrow 22". მასში ჩართულები არიან დიდი ბრიტანეთის (Challenger 2) ტანკები და ამერიკული Stryker-ის ჯავშანტექნიკა.
გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე
რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტებას ავრცელებს. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ბიძინა ივანიშვილის კურსის შედეგად“. „მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად", - აღნიშნა ბოკერიამ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა
პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ანგარიშები 2 სექტემბრამდე ხელმისაწვდომი არ იქნება. ამის შესახებ რუსული მედია, პოლონეთში რუსეთის ელჩ სერგეი ანდრეევზე დაყრდნობით წერს. რუსი დიპლომატის ცნობით, ანგარიშები პოლონეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით დაბლოკეს. „რა იქნება 2 სექტემბრის შემდეგ, არც ესაა ნათელი“, - თქვა ანდრეევმა. აღნიშნული ფაქტი, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ მაშინვე გააპროტესტა და პოლონეთი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკუარტურამ მიიღო და შესაბამისად რუსეულ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა. პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით $1.1 მლნ.). გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის საელჩო საბანკო ანგარიშებს "ტერორისტული საქმიანობის ან ფულის გათეთრების დასაფინანსებლად" იყენებდა. სახსრების ბლოკადის მიზეზი იყო რუსი დიპლომატების რამდენიმე მცდელობა, დიდი ოდენობით თანხა ანგარიშიდან გამოეტანათ და ფინანსური ოპერაციები ნაღდი ფულით შეესრულებინათ. თავის მხრივ პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, მომხდარის საპასუხოდ მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები გაყინა. ცნობისათვის მარტში, პოლონეთში 45 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.
ბრიტანეთმა, სანქცირებულთა სიაში ალინა კაბაევა და პუტინის ყოფილი ცოლი შეიყვანა
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები მოექცნენ. ვის და რატომ დაუწესდა სანქციები ალინა კაბაევა, „ნაციონალური მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონია (2004 წ) და რუსეთის სახელმწიფო დუმის მე-5 და მე-6 მოწვევის დეპუტატი. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაბაევას „ახლო ურთიერთობა“ აქვს პუტინთან. The Wall Street Journal-ის ცნობით კაბაევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში პუტინის აქტივების გადამალვის კუთხით. ლონდონმა ყოფილი ტანვარჯიშის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმით ახსნა, რომ NMG, რომელსაც კაბაევა ხელმძღვანელობს, "აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას" უკრაინაში შეჭრის შესახებ. ამბობენ, რომ კაბაევა "ჩართულია უკრაინის დესტაბილიზაციაში", რადგან ის თავად ან NMG-ის მეშვეობით "უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას". ინდივიდუალური სანქციები ვლადიმერ პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიასაც შეეხო. დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ასევე დაამატა ალექსანდრე პლეხოვი და ვიქტორ ხმარინი, რომლებიც პუტინის "მეგობრებად" მიიჩნევიან. ასევე სანქცირებულია მიხაილ კლიშინი, Bank Rossiya-ს აღმასრულებელი დირექტორი, კაბაევას ბებია, ანა ზაცეპლინა, Gelendzhik Seaport-ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ კოლბინი და Gazfond-ის პრეზიდენტი იური შამალოვი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება.
საქართველოს საპატრიარქო: ინფორმაცია ეპისკოპოსი მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ინფორმაცია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც საპატრიარქო განმარტავს, საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე შეთანხმება ხელდასხმის კანდიდატების მიერ კომისიის გავლის საკითხებს ეხებოდა. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინა ომის გრძელვადიან ფაზაში შედის
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის. „ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დააარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში. თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ მოიგერიეს ოკუპანტები და ჩაშალეს მათი გეგმები“. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზეც. „ჩვენ პარტნიორებისგან ვიღებთ მძიმე იარაღს. კერძოდ, ფრონტზე უკვე განლაგებულია ამერიკული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად ითვლებოდა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. პრეისტორია: აპრილის ბოლოს, გერმანიაში, რამშტეინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის პარტნიორების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რეზნიკოვი უკვე სთხოვდა უკრაინელებს მომზადებულიყვნენ გაჭიანურებული ომისთვის. ამ შეხვედრაზე მინისტრმა პარტნიორებს გადასცა იმ თანხების დეტალური სია, რომელიც უკრაინას სჭირდება რუსი ჯარისკაცებისგან მისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუს გენერლებს შორის დაიწყო შეტაკებები და ჩხუბი, რადგან მათ ეშინიათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობის გამო რეპრესიების მსხვერპლი არ გახდნენ. რუსეთის ხელმძღვანელობა სწავლის დასრულებისთანავე აგზავნის სამხედრო სკოლების კურსდამთავრებულებს ფრონტზე. 11 მაისს კონგრესის მოსმენაზე აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გაჭიანურებული ომი და აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი, შიდა პრობლემების ზეწოლის ქვეშ, დაიღლება უკრაინის მხარდაჭერით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „დანიშნოს „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“- ნათქვამია განკარგულების თანმდევ ინფორმაციაში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს
ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღებას 1-ელი ივლისიდან შეძლებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პარასკევს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Trend TASS-ზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღება შეგვიძლია 1-ელი ივლისიდან, ეს მიწოდება არ არის დამოკიდებული საბერძნეთთან სისტემათაშორისი გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის პეტკოვმა ასევე განაცხადა, რომ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შეერთებული შტატებიდან ორი ტანკერისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ და გემების გადმოტვირთვის ადგილი იყო დაცული. „ამერიკული გაზი ასევე მიეწოდება ბულგარეთს, ყველაფერი შეთანხმებულია“, - დასძინა მან. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს
რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება
11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს. დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა. ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის. ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი. ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს. მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან. ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.
რუსეთი, ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს
რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას 14 მაისიდან შეუჩერებს. მიზეზად რუსეთის ენერგეტიკული კომპანია „ინტერრაო“ ელექტროენერგიის საფასურის დავალიანებას ასახელებს. ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორი Fingrid „ინტერრაოს “ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დეფიციტს შვედეთიდან იმპორტით შეავსებს და ელექტროენერგიის ადგილობრივ გამომუშავებას გაზრდის. ფინეთი, ენერგოდეფიციტის შესავსებად, რუსეთისგან საჭირო ელექტროენერგიის 10%-ს ყიდულობს. ცნობისათვის, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი პირველად შედგა. . პენტაგონი იტყობინება, რომ „ოსტინმა მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იუწყება, რომ საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ვითარებას უკრაინაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „აზოვსტალის“ საკითხზე მოლაპარაკებებში, ყველა გავლენიანი შუამავალი ჩავრთეთ
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის საკითხზე, რუს ოკუპანტებთან მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მოლაპარაკებებში ყველა გავლენიანი შუამავალი ჩაერთო. „ჩვენ არ ვწყვეტთ მთელი ხალხის გადარჩენის მცდელობას მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ახლა ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევაკუაციის მისიის შემდეგ ეტაპზე - მძიმე დაჭრილების, ექიმების გაყვანაზე, საუბარია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცახდა, რომ „აზოვსტალიდან“, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ვოლოდიმირ ზელენსკი: დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება
"დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩენსკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: „აზოვსტალის“ საკითხზე მოლაპარაკებებში, ყველა გავლენიანი შუამავალი ჩავრთეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ
რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში. „დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებში მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება
ინდოეთში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის შედეგად სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა - BBC
ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2580 დოლარი) დაჰპირდა. მომხდარის გამო, ორი ადამიანია დაკავებული. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
შსს: თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 10 ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ. და 1994 წელს დაბადებული ი.ა. თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს. „სამართალდამცველებმა მ.ჯ.-ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის - ი.ა.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, კ. ს.-ის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ. სამართალდამცველებმა, ზ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 ვაზნა, ო.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა, ხოლო ბ.ა.-ს სახლის ჩხრეკისას - პისტოლეტი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ვ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.ფ. და 2000 წელს დაბადებული ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები.დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ზურაბ აზარაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, ფარმაცევტული და კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას წამლებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, 2022 წლის მარტი -აპრილის მონაკვეთში, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში მოქმედი ყველა ფარმაცევტული საწარმო და საბითუმო დისტრიბუტორი GMP/GDP სტანდარტზე უნდა გადავიდეს. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, DRG-ის პილოტური პროექტი დაიწყო. აღნიშნული სისტემა 2022 წლის ბოლომდე ყველა კლინიკაში ამოქმედდება. შეხვედრაზე ზურაბ აზარაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მხარეებმა ფარმაცევტულ და კლინიკურ სექტორში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ის შესაძლებლობები, რაც სამინისტროს მათ მხარდასაჭერად გააჩნია.
ანალენა ბერბოკი: მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, დიდი საფრთხეა
მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, არის დიდი საფრთხე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ,,ჰიბრიდული ომი არ არის მხოლოდ ტანკებითა და საჰაერო რაკეტებით, არა მხოლოდ ყალბი ამბებითა და პროპაგანდით, არამედ ეს არის სასურსათო ომი, რომელსაც უკვე მსოფლიოს გარშემო ვხედავთ. მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, არის დიდი საფრთხე. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ ახლა ამ სესიაზე ფოკუსირებას ვახდენთ გლობალურ სასურსათო კრიზისზე, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს", - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტერი აგრძელებს საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს
„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტერი აგრძელებს უკრაინის ქვედანაყოფების ბლოკირებას, ახორციელებს საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. „ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური ბრძოლები არ ჩაუტარებია. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი ჯარების ქალაქ ხარკოვიდან გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე. ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებმა საჰაერო დაზვერვის ღონისძიებები ჩაატარებს იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას რაიონებში. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებით მტერმა გამოიყენა ნაღმმტყორცნები, არტილერია, რეაქტიული სისტემები და ავიაცია, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის და გამაგრებული ობიექტებისთვის. მარიუპოლში მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში და ახორციელებს მასობრივ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, რუსული ძალების მხრიდან მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები მრავალეშელონიანი თავდაცვის ასაშენებლად“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ