ძებნის რეზულტატი:

ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში

„სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს, აუაროს გვერდი სანქციებს. „ეს გაცხადებული ჩვენი მიზანი და პოლიტიკაა. მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან და ამაზე, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს, არცერთი მტკიცებულება, არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია უკრაინულ მხარეს. ეს რაზე მიუთითებს - რაზეც მე გითხარით, მესმის, რომ არიან გაწბილებულები, რომ ვერ მიიღეს მეორე ფრონტი და ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ ვფიქრობთ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ჩემთვის მთავარი ეს არის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება არის, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ სხვის ინტერესებზე, ეს არის უბედურება, ამაშია ჩვენი ტრაგედია. ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა და ჩვენ ეს კარგად ვიცით. არ მინდა საჯაროდ ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ ჩვენ მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები. ჩვენი წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა სიმართლესთან, რომ თითქოს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის უპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. გვესმის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კიდევ ერთხელ, სოლიდარობა მინდა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც. საქართველომ და ქართველმა ხალხმა აჩვენა ყველაზე ძლიერი ხასიათი. მთელი ერი მობილიზდა და 190 ერს შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში. ეს არის ჩვენი დიდი ერი, ძლიერი ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი: ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ვუსწრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული თუ რაიმე გააკეთა,ჩვენმა მთავრობამ ყველაზე მეტი გავაკეთეთ. ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში და ამ მხრივ წინ უსწრებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ასოცირებული ტრიოს წევრებს. „მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, მომეწერა ხელი 2014 წელს. ეს არის ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციად ავიღოთ და მისი შესრულების პროგრესის მხრივ ჩვენ ვუსწრებთ ყველა ქვეყანას, რომელიც შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას და მოლდოვას. შესრულების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე აღარ მაქვს საუბარი, ასოცირებულ ტრიოსაც ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება. ზოგადად, შესრულების მიმართულებით, 45% არის უკვე შესრულებული მთელი ასოცირების შეთანხმების. უვიზო რეჟიმი მიღწეულია, თავისუფალი ვაჭრობა მიღწეულია, ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურად განაცხადი წევრობაზე“, – განაცხადა პრემიერმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, ისტორიული, მომწიფებული გადაწყვეტილებაა. „თუმცა, მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული, ჩვენ 2024 წელს უნდა შეგვეტანა განაცხადი, მაგრამ მანამდე შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ დავაჩქარეთ პროცესები. ჩვენ მივყვებით მშვიდად, ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით ამ პროცესს. მოგეხსენებათ, წევრობა არ ხდება ერთ და ორ დღეში, ევროპელი ლიდერებისგანაც მოვისმინეთ, რომ ამას შეიძლება რამდენიმე, 10 წელიც დასჭირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. ამას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა, ფეხზე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქალაქები, მუნიციპალიტეტები, უნდა გავაძლიეროთ ინდუსტრიები და მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა წევრობისთვის. ეს არის მთავარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მედია: ბელორუსში წითელარმიელი ჩაპაევის ძეგლი აღადგინეს

ბელორუსში, გროდნოში ვასილ ჩაპაევის [პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის მონაწილე, წითელი არმიის განყოფილების უფროსი]ძეგლი აღადგინეს, რომელიც 3 წლის წინ დემონტაჟს დაექვემდებარა. ამ ქმედებისთვის ადგილობრივ ჩინოსნებს მოსახლეობისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე, ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწიათ. ახლა კი ძეგლი გორდნოში ისევ დააბრუნეს. დეტალები: მედიის ცნობით, ჩაპაევის ბიუსტი დააბრუნეს და მისი მონტაჟი შორსის ქუჩაზე, ომონის სამხედრო ნაწილთან განხორციელდა. მანამდე ჩაპაევის ძეგლი გროდნოში, ვასილკის ქუჩაზე იდგა და ამ ადგილიდან 2019 წელს გაუჩინარდა. მაშინ საქალაქო სამსახურში განაცხადეს, რომ ძეგლს აღადგენდნენ და გორდნენსკის ოლქის 75 წლისთავისთვის ისევ დაამონტაჟებდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს კანონი და კონსტიტუცია წყვეტს. „კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას. მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

Reuters: კატარს მიაჩნია, რომ გერმანიისთვის გაზის დიდი მოცულობის მიყიდვა სარისკოა

კატარი გეგმავს გაზის გაყიდვების დივერსიფიცირებას, რამაც შესაძლოა გერმანიის შესყიდვების ამბიცია შეზღუდოს. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურს. „მე არ მსურს გაზის მთელი წილი გერმანიას მივყიდო. თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ კატარის გაზი აღარ გამოიყენოს, ჩვენ მახეში ვართ“, - განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-კაბიმ. ამასთან აღნიშნა, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. შეგახსენებთ, რომ კატარის ემირმა ტამიმ ბინ ჰადამ ალ-ტანიმ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ კატარი თხევად ბუნებრივ აირს გერმანიას 2024 წლიდან მიაწვდის. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს მარტში, გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.  ცნობილია, რომ გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე. 

მედია: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უკრაინიდან ლტოლვილებს ფარულად მასპინძლობს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება გადაწყვიტა და საკუთარი სახლის კარი გაუღო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლებში უკვე განათავსეს უკრაინიდან ლტოლვილები. ინფორმაცია უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Express სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ცნობილია, რომ ლტოლვილთა საქმეების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც ომს გამოექცნენ ბრიტანეთში თავი კომფორტულად იგრძნონ. ამასთან, დაახლოებით 150 ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა პროგრამაში „სახლი უკრაინისთვის“ და თავის საცხოვრებელ ფართში უკრაინული ოჯახები განათავსეს. „თითქმის 54 000 უკრაინელი ახლა უსაფრთხოდ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ახალბედებს იმუშაონ და ისწავლონ, რათა მათ შექმნან ცხოვრება აქ და მოუთმენლად ველი დიდ ბრიტანეთში უფრო მეტ ოჯახს", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლორდ ჰარინგტონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლეონიდ სლუცკი: მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას

რუსეთის ხელისუფლება სწავლობს უკრაინელი პოლიტიკოსის ვიკტორ მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას, რომლებმაც მარიუპოლში „აზოვსტალის“ კომბინატი დატოვეს. ამის შესახებ დუმის „ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის“ ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ დონეცკში პრესკონფერენციაზე განაცხადა. პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს. პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს „ჩვენ ვსწავლობთ მედვედჩუკის „აზოვის“ წარმომადგენლებზე გაცვლის შესაძლებლობას. არა „ლიბერალ-დემოკრატები“, არამედ ის ადამიანები მოსკოვში, რომელთაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება“, - ასე უპასუხა სლუცკიმ „ინტერფაქსის“ შეკითხვას. მოგვიანებით, სლუცკიმ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე გავრცელდა. „ჩემი აზრი არ შეცვლილა: არ უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციაში აკრძალული აზოვის მებრძოლების გაცვლა, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს... რაც შეეხება წინადადებებს იმავე მედვედჩუკთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია. უნდა განიხილონ ეს საკითხები“, - წერს ის. პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთისთვის დღეს ნებისმიერი დათმობა, არის ომის რამდენიმე წლით გაგრძელება

უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისი ტერიტორიების დაბრუნება და რუსების გაძევება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დღეს ნებისმიერი დათმობა არის ომის რამდენიმე წლით გაგრძელება.  „თუ შემთხვევის ადგილიდან ათასი ან კიდევ უფრო მეტი კილომეტრით ხარ დაშორებული გეჩვენება, რომ გლობალურად გესმის ყველაფერი, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის შესახებ. განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ მცირე დათმობებზე უნდა წახვიდე, რათა ხელი მოაწერო სამშვიდობო შეთანხმებას. ასე რომ, ნებისმიერი დათმობა რუსეთის ფედერაციასთან არის აბსოლუტური, უდავოდ უფრო ძლიერი ომი გაცილებით მოკლე დროში. ანუ ესაა გადადებული ომი. ჩვენ გვინდა მეტი ომი. ჩვენ კიდევ უფრო სისხლიანი ომი გვინდა. ჩვენ გვინდა ამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამიტომ გევუბნებიან, რომ დათმობებზე უნდა წავიდეთ რუსეთთან. მაგრამ უკრაინას ყველაფერი სხვანაირად ესმის“, - განაცხადა პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ტერიტორიების გათავისუფლება. და ასევე გადაისროლონ რუსები იქ სადაც არიან - შუა საუკუნეებში. „ამიტომ, უკრაინის სტრატეგია აბსოლუტურად ნათელია და ჩვენ არ გვჭირდება შეუძლებელი გეგმების შეთავაზება რუსეთის ფედერაციის ფიზიონომიის შესანარჩუნებლად. არა, უკრაინა თავად გადაწყვეტს თავის ბედს", - დასძინა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პენიტენციურ სამსახური, მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. „მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რეალობისგან განსხვავებული საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას. 19 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გეგმურად დანიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევა უტარდებოდა, რომლის დროსაც იგი პალატაში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამედიცინო გამოკვლევების დასრულებას არ დაელოდა, დატოვა კლინიკა და მედიასაშუალებებთან საუბრისას სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეზღუდვების დაწესებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. ტყუილია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან, შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. მსგავსი მოთხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2022 წლის 18 მაისამდე არავის მოუმართავს. ვიზიტის მოთხოვნიდან მეორე დღეს, 2022 წლის 19 მაისს, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებული ნ. გვარამია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნ. გვარამია, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის დღიდან, ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ. იგი დაწესებულებაში სტანდარტულ საკანში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მარტო, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენციის მიზნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

ყარსში თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ყარსში, სახმელეთო სწავლება „ჰეიდარ ალიევი 2022“ (თურქეთი აზერბაიჯანი) მიმდინარეობს. ინფორმაცია და ფოტომასალა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები წარმატებულად მიმდინარეობს“, - წერს Anadoly. გამოცემის ცნობით, წვრთნებში თურქეთის შეიარაღებული ძალების და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობებია ჩართული.  მანამდე, 20 მაისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთში, იზმირში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში Efes-2022 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება

უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჯერჯერობით, ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია. გაერო რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინული ხორბალი განბლოკოს, რადგან ეს აზიის ქვეყნებში შიმშილს, ხოლო მსოფლიოში იძულებით მიგრაციას გამოიწვევს. განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გათავისუფლების რამდენიმე სცენარი იკვეთება.  როგორ აისახება ეს ვითარება საქართველოზე მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის მარაგების შემცირება დაადასტურა.   რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინული ხორბალი პორტებში? რა გავლენა ექნება კრიზისზე გაეროს განცხადებებს და რა ვითარებაა მსოფლიო ბაზარზე მას შემდეგ რაც ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი ნაწილობრივ შეაჩერა? როგორ შეიძლება განიბლოკოს უკრაინის პორტებიდან ხორბალი?   Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინის პორტებში ბლოკირებული ხორბლის შედეგად შექმნილი კრიზისი საქართველოზე არ აისახება, თუმცა მოსალოდნელია ამ ქვეყნიდან იმპორტირებული სხვა პროდუქტების გაძვირება. „ამ კრიზისის შედეგად დაზარალდებიან მსოფლიოს მესამე სამყაროს ქვეყნები, სადაც ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და სიღარიბის მაჩვენებელი მაღალი. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 ათასია. თუ ფასები კიდევ გაიზარდა სახელმწიფოს აქვს უნარი, ინფლაციის გავლენის შესამცირებლად განახორციელოს სუბსიდირება“. რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, $4.6 მილიონის ღირებულების კი, ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა). საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. 2022 წლის იანვარ-აპრილი:  ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი; იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი; ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი; 2021 წლის იანვარ-აპრილი:  ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი; იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი; ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. „საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება იმ პროდუქტებს გააძვირებს, რაც საქართველოს ამ ქვეყნიდან შემოჰქონდა. განსაკუთრებით მოსალოდნელია სასურსათო ზეთის გაძვირება“, - ამბობს რამიშვილი. რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინის პორტებში ხორბლი და როგორ შეიძლება განვითრდეს მოვლენები Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის თემას ბევრი ასპექტი აქვს და ეს საკითხი პირველ რიგში პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. „თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის საკითხი შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო შესასუსტებლად. კერძოდ, შავ ზღვაში, უკრაინის პორტების თავზე ცა დაიხუროს და ეს ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადდეს და ასე მოხდეს ხორბლის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის აღმოფხვრა. პოლიტიკური თვალსაზრისით ამან გაეროს გადაწყვეტილებებზეც შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება და მოხდეს რუსეთის სტატუსის შემცირება ამ ორგანიზაციაში. ამასთან კავშირშია ისიც, რომ აშშ-მ უკრაინისთვის უფრო შორს მოქმედი Harpoon და Naval Strike-ს რაკეტების გადაცემა ჰუმანიტარული პრობლემებით გაამართლოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული, თუმცა არ გამოირიცხება და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც“.  უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი Europetime-თან ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ხორბლის ბაზარზე პანიკის შექმნა. „რუსეთმა თვითონ აკრძალა ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. თვითონ წავიდა ზარალზე, რომ ხორბლის ბაზარზე პანიკა შექმნას. ამ აჟიოტაჟის კვალდაკვალ შესაძლოა დასავლეთი დაზარალდეს და შეიძლება, ამ ამღვრეულ წყალში რუსეთმა მოიგოს. ესაა რუსეთის ერთ ერთი ბერკეტი დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს და ბუნებრივია ამ შანსს იყენებს“. გაეროს განცხადებები და ვითარება ხორბლის მსოფლიო ბაზარზე  უკრაინის პორტებში აჟიოტაჟის კვალდაკვალ, გასულ კვირას რუსული ხორბალი გაძვირდა და 1 ტონაზე ფასმა $390 შეადგინა. ხორბლის მსოფლიო ფასებზე მყისიერი გავლენა ჰქონდა ინდოეთის განცხადებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტის ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ. ევროპაში 1 ტონა ხორბალი €422-დან €435-მდე გაძვირდა. ასევე, ფასების ზრდა დაფიქსირდა ჩიკაგოს ბირჟაზეც და ივნისის ფიუჩერსებზე 1 ბუშელ ხორბალზე (35,2 ლიტრი) $12,47 შეადგინა. „ტრეიდერები ამბობენ, რომ ახალი აკრძალვა დამატებით ზეწოლას ახდენს გლობალურ საექსპორტო ბაზარზე, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთი უნდა გამხდარიყო რუსეთისა და უკრაინის ალტერნატივა მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში“, - თქვა ჯეკ სკოვილმა, Price Futures Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ინდოეთმა ხორბლის ექსპორტის ნეწილობრივ შეჩერებაზე განცხადება მოულოდნელად გააკეთა და მიზეზად მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. ქვეყანაში ხორბლის მოსავალი აპრილში გვალვებმა დააზიანა. მარტში ინდოეთმა მსოფლიო ბაზარზე გასაყიდად 7,85 მილიონი ტონა ხორბალი გამოიტანა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 მილიონი ტონა იყო. ამ ვითარებიდან გამომდინარე გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე მწვავე განცხადებები გააკეთა. WSJ-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გაერო და დასავლეთი ბელორუსთან უკრაინული ხორბლის ექსპორტის დაშვებას განიხილავს, სანაცვლოდ კი, კალიუმის ექსპორტზე სანქციების მოხსნას სთავაზობს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს ხორბლის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე ლაპარაკობს უკრაინაც. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. „უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში და შემდგომში გემებით ტრანსპორტირება და მთელი მსოფლიოსთვის მიწოდება“. Europetime-თან ბადრი რამიშვილი ამბობს რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად დასავლეთს სურს ხორბლის პრობლემით გაეროში მსოფლიოს მესამე ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. „დასავლეთი ცდილობს, ხორბლის პრობლემით მოიპოვოს მესამე სამყაროს ქვეყნების მხარდაჭერა და რუსეთთან მიმართებით უკმაყოფილება გაზარდოს. მსოფლიოს მესამე ქვეყნებისთვის ეს ხორბალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, უკრაინული ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი იყო ბანგლადეში ასევე აფრიკის ქვეყნები“.  როგორ განვითარდება მოვლენები პორტებში დაბლოკილ უკრაინულ ხორბალთან დაკავშირებით, პროგნოზირება რთულია, ამბობს ბადრი რამიშვილი, თუმცა ამ ვითარებიდან საკუთარი სარგებლის მიღებას ყველა მხარე შეეცდება. FAO-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტიორი TOP 5 ქვეყანაა: რუსეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია, უკრაინა. TOP 5 მწარმოებელი ქვეყანაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი.   

ლიეტუვამ რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი დღეიდან სრულად აკრძალა

ლიეტუვამ რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი 22 მაისიდან სრულად აკრძალა. ლიეტუველი მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა მიაღწევს სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, როდესაც წარმატებით განახორციელებს სინქრონიზაციას, დააკმაყოფილებს ელექტროენერგიის საჭიროებებს ადგილობრივი მწვანე ენერგიის წარმოებით და გახდება ელექტროენერგიის ექსპორტიორი. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი „ეს არამხოლოდ ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპია ლიეტუვისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე, არამედ არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება", - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში

შეერთებული შტატები საქართველოს  NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ  საქართველო აშშ-სა და NATO-ს უახლოესი პარტნიორია. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა.      საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთობები გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება.      DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება,  რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს

პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევრომდე ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მემორანდუმს ხელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ კიევში მოაწერეს. „უკრაინამ წელს უნდა მიიღოს პირველი ტრანში 100 მილიონი ევროს ოდენობით. ეს თანხა უკრაინას დაეხმარება, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ომის დროს და საშუალებას მისცემს მას, უფრო სწრაფად აღდგეს ჩვენი გამარჯვების შემდეგ. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ანდჯეი დუდა უკრაინაშია

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უკრაინაშია. დუდა სავარაუდოდ, 22 მაისს, კვირას, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა. Polska Times-თან ბოლო ინტერვიუში დუდამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კიევისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. პოლონეთის ლიდერის თქმით, ომის პირველ დღეებში შიშობდა,ზელენსკის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა, უკრაინელ კოლეგას ყოველდღე ესაუბრებოდა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ორი ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი შეშფოთება განიხილა. ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, რომ ანკარა მისი შეშფოთების გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო უნდა გაუქმდეს. ანდერსონმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფასებს თურქეთის ამ მოწოდებას და რომ შვედეთი თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას იმედოვნებს. „მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი აშკარად მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და PKK-ის ტერორისტულ სიაში შეყვანას“, - ამბობს ანდერსონი გავრცელებულ განცხადებაში. ნიინისტომ განაცხადა, რომ ღია და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა ერდოღანთან და დათანხმდა მჭიდრო დიალოგის გაგრძელებას. „განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო Twitter-ზე. NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

963 ამერიკელს შორის, რომელთაც კრემლმა რუსეთში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი სენატორებიც მოხვდნენ

963 ამერიკელის სიაში, რომელთაც კრემლმა რუსეთში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი სენატორებიც მოხვდნენ. კერძოდ, ჯონ მაკკეინი, ორინ გეტჩი და ჰარი რიდი რუსეთის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებულ შავ სიაში არიან. პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს Reuters-ის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს 963 მოქალაქეს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის ფედერაციაში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება საჯარო მას შემდეგ გახადა, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფაზე კანონს მოაწერა ხელი. 14 აპრილს, რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა.  

ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უკრაინაში შეერთებული შტატების ახალ ელჩს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. ბლინკენმა ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილებას გაუსვა ხაზი. „ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება და რეგიონის საკითხების ცოდნა უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ამ უპრეცედენტო დროს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.  სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად, პრეზიდენტ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგება. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულება: მხოლოდ უკრაინა განსაზღვრავს, როდის და როგორ დასრულდება ომი, ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პირობას დებს, რომ უკრაინა საკუთარ მიწას არ დათმობს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „უკრაინა და მხოლოდ უკრაინა განსაზღვრავს, როდის და როგორ დასრულდება ომი. სასტიკი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ვიყენებთ თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი მიწა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია“, - წერს კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა UNESCO-დან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

უკრაინა გეგმავს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას, წევრი სახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართოს.  შესაბამისი დადგენილების პროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა. „როგორც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) წევრი, უკრაინა ყოველთვის იზიარებდა ამ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს და ზრუნავდა კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვა, საჰაერო და სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავს უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.ამის გათვალისწინებით, უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის იუნესკოში ყოფნას. უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ჩამოართვას რუსეთის ფედერაციას იუნესკოს წევრი სახელმწიფოს სტატუსი“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტის განმარტებით ბარათში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.