ძებნის რეზულტატი:
ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა
თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონული სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები ქმნიან სამომავლო ურთიერთქმედების საგრძნობი გაძლიერების პერსპექტივებს. „მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერებას საგარეო პოლიტიკის, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და განვითარების საკითხებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს მიულოცეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, რომელიც 2022 წლის 16 ივლისს აღინიშნა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ყველა მიმართულებით.
რუსული ძალების მიერ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა
რუსული ძალების მიერ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნიპროს სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა. ექვსი დაშავებული უკვე საავადმყოფოშია, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული სამი წლისაა. სახლში, მძინარე ბავშვს „გრადებიდან“ ესროლეს“, – წერს რეზნიჩენკო „ტელეგრამზე“. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიაში ქანდაკება „გაუმაძღარი პუტინი“ აუქციონზე გაიტანეს
გერმანიაში აუქციონზე ქანდაკება „გაუმაძღარი პუტინი" გამოიტანეს. მიღებული თანხის გადარიცხვა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იგეგმება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. სკულპტურის ავტორია გერმანელი ილუსტრატორი ჟაკ ტილი. ის ცნობილია თავისი პოლიტიკურად სატირული სკულპტურებით, რომლებიც პლატფორმებს საპროტესტო და აღლუმების დროს ამშვენებს. აუქციონში გამარჯვებული ქანდაკებას დროებით მიიღებს და სანაცვლოდ თანხას უკრაინას გადასცემს. ვინც მოქანდაკეს „გაუმაძღარი პუტინისთვის“ 20 000 ევრო მეტს შესთავაზებს, ჟაკ ტილი მას თავის სახელოსნოში მიიწვევს და ნამუშევრებს დაათვალიერებინებს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 38 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1700 ტანკი, 3905 ჯავშანტექნიკა, 856 საარტილერიო სისტემა, 250 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 221 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 703 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2775 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 70 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg
რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის შესახებ ქვეყნები გააფრთხილოს. Bloomberg-ის ცნობით, ამ ნაბიჯს დასჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა. ქვეყნების დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება გაზის მოხმარების სავალდებულო შემცირებას და აცხადებენ რომ ეროვნულ მთავრობებს უკვე აქვთ განხორციელებული საგანგებო გეგმები და შეამცირებენ მოთხოვნას. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ბუნებრივ გაზზე ნებაყოფლობითი შეზღუდვები საკმარისი არ იქნება. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.
ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოშია
6 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოშია. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. ევროდეპუტატები ასევე შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ვიზიტს წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 13 ივლისს, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი. ამავე კომიტეტის სხდომაზე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია“. „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა. ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტის განხილვისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შტუტგარტის მიმართულება დაემატა
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იოპერირებს. პირველ რეისს შტუტგარტიდან 155 მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალი გააფართოვა. დიუსელდორფის შემდეგ ავიაკომპანიამ ოპერირება თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე. ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულება დაემატებინა“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს
ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში. „ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის. ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს : თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს. მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას; გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო; ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში; გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში; თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას; არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ; დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება“, - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მისიას ასრულებს. ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა. ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კარლ ჰარცელს ოთხწლიანი ვადა ოფიციალურად სექტემბერში ეწურება. ახალი ელჩები თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელების კანდიდატურები 8 ივნისს დაასახელა, მათ შორის არის კარლ ჰარცელის შემცვლელი პაველ ჰერჩინსკიც. მომავალი ელჩი ახლა ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. რა პოზიციები ეკავა მანამდე, ამის გასარკვევად Europetime-მა პაველ ჰერჩინსკის შესახებ ცნობები მოიძია და მომავალ ელჩს უფრო ახლოს გაგაცნობთ. პოლონელი პაველ ჰერჩინსკი მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკის მიმართულებით (1987 | 1993 წლები - ვარშავა, ეკონომიკის სკოლა). ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა 2013 | 2017 წლები - პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩი, ბრიუსელი, ბელგია. 2008 | 2013 წლები - პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, აშშ. 2006 | 2008 წლები - დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დეპარტამენტი. 2003 | 2006 წლები - აფრიკისა და MENA-ს (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ერაყის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვარშავა, პოლონეთი. 1999 | 2003 წლები - NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიტიკური კომიტეტი; ბრიუსელი, ბელგია. 1996 | 1999 წლები - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პაველ ჰერჩინსკი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
ბენ ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს
CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩინდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი. უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს „ოკუპირებული აფხაზეთიდან ან „სამხრეთ ოსეთიდან“ ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს. არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა, ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტის პასუხზე, ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული, ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური ამბობს: „გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ. საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია, არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?“.
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოგისტიკური ტექნიკა გადასცა
ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოგისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ლოგისტიკური ტექნიკა საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან 2019 წელ ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გადაეცა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.
ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდეს, რადგან გაზსადენზე ტექნიკური რემონტი ჯერ არ დასრულებულა. რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ევროპის კონტინენტზე რუსული გაზის მიწოდების ყველაზე დიდი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის დღიური სიმძლავრე დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრია, „გაზპრომმა“ მიწოდების მოცულობა გასულ თვეში 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მილსადენი დახურულია ტექნიკური რემონტის გამო, რომელიც 21 ივლისს დასრულდება. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ კანადაში სარემონტოდ გაგზავნილი გაზის ტურბინა მალე არ დაბრუნდება რუსეთში, მილსადენის დღიური მოცულობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდეს. მისი თქმით, ორი ტურბინა დღეში 60 მილიონი კუბური მეტრი ამოტუმბავს. თუ ერთი არ დაბრუნდება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 30 მილიონი კუბური მეტრის ამოტუმბვა. ამასთან, 26 ივლისს იგეგმება კიდევ ერთი გაზის კომპრესორი ტურბინის შესაკეთებლად გაგზავნა. მანამდე Bloomberg-მა, ევროკომისარზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისია მილსადენის ექსპლუატაციის განახლებას რემონტის შემდეგ არ ელის. გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა. კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს
საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. „საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა მთავრობის მეთაური წერს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად”,- წერს პრემიერ-მინისტრი,
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს დონბასზე მინიმალური წარმატება აქვს - ურაინის შეიარაღებული ძალები კი, პოზიციების დაცვას განაგრძობენ
რუსეთს დონბასზე შეტევისას ისევ მინიმალური წარმატებები აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი, პოზიციების დაცვას განაგრძობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდზე. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის სავალი ნაწილი დაზიანებულია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ხიდით სარგებლობა სავარაუდოდ, ისევ შესაძლებელია, თუმცა, რუსი სამხედროებისთვის სუსტ ადგილად იქცა. ეს რაიონი ერთ-ერთია დნეპრზე არსებული ორი პუნქტიდან, საიდანაც რუსეთს შეუძლია ჯარის გადაადგილება, ან მისი მომარაგება მდინარიდან დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯოზეფ ბორელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 16 ივლისს, თბილისში გაიმართა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გასულ შაბათს, თბილისში გაიმართა. მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მან ამ შეხვედრის შესახებ მოგვაწოდა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და უთანხმოების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 19 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცილ ბრიფინგზეც განაცხადეს, რომ აშშ მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას და აღნიშნეს, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. „ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. უფრო ადრე, თავად სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე განთავსდა ენტონი ბლინკენის შეფასება, რომელიც აღნიშნავდაა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 16 ივლისს უმასპინძლა.
კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება. „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: • ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის; • ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის; • ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის; • ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის. პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში. საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.
კარლ ჰარცელი: ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა
„თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა“, - ეს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილია მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვიდან, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა. ელჩის განცხადებით, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. „მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნავ კარლ ჰარცელი ვიდეოგზავნილში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
კახა კალაძე: თბილისის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ
დედაქალაქის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ. „ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანახმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარეტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარემოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. ასევე დედაქალაქის მერმა უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მისცემს. „რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ჩვენმა სამსახურებმა განახორციელეს დემონტაჟი იმ მშენებარე ნაგებობების, რომელიც სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ არის განთავსებული. სახელმწიფო მიწების მიტაცების ფაქტები გრძელდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ფართებით. თუ სტატუსი არ აქვთ მიღებული, შესაძლებლობა აქვთ, ქირით გავიდნენ, რასაც ჩვენ ვიხდით. ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს და ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მიწების მიტაცების და იქ უკანონო შენობების განთავსების საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ესპანეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება
ინფლაციის სწრაფად მზარდი მაჩვენებლების საპასუხოდ, ესპანეთის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები უკვე განახევრდა, ახლა მთავრობამ კიდევ 100%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. შედეგად, სექტემბრიდან, მგზავრებს, მათ შორის ტურისტებს, Renfe-ის საზოგადოებრივი მატარებლის ქსელით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მატარებლების მრავალმხრივი ბილეთები, რომლებსაც მართავენ ქსელის საჯარო სერვისები - Cercanías, Rodalies და Media Distance, პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე იქნება უფასო. CNN ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ზომა გამორიცხავს ერთჯერადი მგზავრობის ბილეთებს ან შორ მანძილზე მგზავრობას. მრავალმხრივი ბილეთები მოიცავს სულ მცირე 10 მოგზაურობას (return trips). ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების შესამცირებლად ზომები მიიღო. გასულ თვეს გერმანიაში 9 ევროდ (9,50 აშშ დოლარი), შეუზღუდავი ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა გახდა შესაძლებელი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლომდე მოქმედებს. თავის მხრივ, 2021 წლის ბოლოს, ავსტრიამ შემოიღო - „კლიმატის ბილეთი", რომელიც ქვეყნის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედებს და რომლის მიზანია, წაახალისოს მოსახლეობა, რათა ავტომობილები სახლში დატოვონ.
მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე ჯარიმა 5 000 ლარი იქნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი. „არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ. პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა), ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა). ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ მსგავსი ცვლილებების პროექტით საქართველოს მთავრობასაც მიმართა და დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. „პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო და გამოაქვეყნა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტით ჩვენ ასევე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც მიიღო დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავებზე მერიის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრის ან გადარგვის შესახებ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.