ძებნის რეზულტატი:
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების სპეცტექნიკა ჩაერთო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო „ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ააქტიურებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს როგორც სასაკლაოებზე, ასევე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, - აცხადებს სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000კგ-მდე ხორცი.
ამერიკული ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი უკვე ინგლისის ქალაქ ფეირფორდში არიან. NATO-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეთა და პარტნიორთა ძალებთან ერთად წვრთნებისთვის მზადაა. აშშ-ის საჰაერო ძალების B-52H Stratofortress თვითმფრინავი აშშ-ის ევროპის სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაშია. „სამუშაო ჯგუფის ეს მისიები ევროპის მასშტაბით იძლევა დიდ შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ თავსებადობას“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, USAFE-AFAFRICA და AIRCOM-ის მეთაურმა. ამერიკული მხარის ცნობით, Bomber Task Force-ის მსგავსი მისიები რეგულარულად დაგეგმილი მისიებია. ამერიკელი ბომბდამშენები დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ადგილობრივ საჰაერო სივრცეს გაეცნონ. ამერიკული B-52-ები ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ და ევროპის გარშემო რიგ მისიებს ასრულებდნენ.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ISFED-ზე აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკეს
„ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ, - ასე ეხმაურებიან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ლიდერები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. ამერიკის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას მათი შეფასებით, „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. „უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა. საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში. პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. „პივიტი“) გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა. სწორედ „პივიტის“ გაყალბება იქცა რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად და პარლამენტის საბოტაჟის განსახორციელებლად, რასაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ და „საიასთან“ ერთად, პოლიტიკური კრიზისი პირველად სწორედ „ისფედმა“ უწოდა. როდესაც ასეთი მასშტაბის გაყალბების ავტორ ენჯეოს ამერიკის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, ცხადია, რაშიც არის საქმე. ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო „ისფედს“ სრულად ენდობა. ბოლოსდაბოლოს, მან ამ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბებაც კი ანდო. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული „პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც „ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის „ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს. პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ „ისფედის“ ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა. როდესაც ამის შემდეგ საელჩო „ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა „ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია - ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა. როდესაც საელჩოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა - მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა - ასეთი „დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს. გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს. წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია”, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
ფოტოსესიის დროს გაშიშვლებულმა აქტივისტებმა, გერმანიის კანცლერს, რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდეს
კვირას, 21 აგვისტოს „ფედერალური მთავრობის ღია კარის დღეზე“ გამართულ ღონისძიებებზე ორი სტუმარი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი სურათის გადაღებისას მოულოდნელად წელს ზევით გაშიშვლდა. ორმა გოგომ, ოფიციალურ შეხვედრაზე საპროტესტო აქცია მოაწყო და ოლაფ შოლცს, „რუსული გაზის ემბარგოსკენ“ მოუწოდა. აქვიის ერთ-ერთ მონაწილეს მკერზე ჰქონდა წარწერა „გაზის ემბარგო -ახლა“. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონდა. Focus-ი წერს, რომ „შოლცი ოდნავ გაკვირვებული დარჩა“. აქციის მონაწილე გოგოები ინციდენტის ადგილიდან დაცვამ გაიყვანა.
აშშ-მ და სამხრეთ კორეამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, საველე სწავლების განახლებით დაიწყეს. Reuters-ის ცნობით, მოკავშირეები ცდილობენ, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციური ცდების ფონზე მზადყოფნა გააძლიერონ. ყოველწლიური საზაფხულო წვრთნები, (Ulchi Freedom Shield) პირველ სექტემბერს უნდა დასრულდეს. წვრთნები ყველაზე მასშტაბურია 2017 წლის შემდეგ. სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინამორბედი მოლაპარაკებებს ცდილობდა ფხენიანთან, რომელმაც სამხედრო მანევრებს შეჭრის მიზნით რეპეტიცია უწოდა. ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროდან ორი საკრუიზო რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა წვრთნებისთვის წინასწარი მზადება დაიწყეს.
ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანს ამერიკის კიდევ ერთი ოფიციალური პირი ეწვია
ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანში ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდა. ინდიანის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, ერიკ ჰოლკომბი, ტაივანში ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ ჰოლკომბთან შეხვედრისასტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა პირდაპირ მიუთითა პეკინის წვრთნებზე და მოუწოდა თანამოაზრე ქვეყნებს, ტაივანის მხარდაჭერა განაგრძონ. „ამჟამად ჩვენ გლობალური ავტორიტარიზმის მუდმივი გაფართოების საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - განუცხადა ცაი ინ-ვენმა ჰოლკომბს. ეს ვიზიტი ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებას მოჰყვა. შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
დანიის F16 ტიპის გამანადგურებლები ისლანდიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
დანიის F16 ტიპის თვითმფრინავები კეფლავიკის (ქალაქი რეიკიანესის ნახევარკუნძულზე სამხრეთ–დასავლეთის ისლანდიაში) საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ. NATO-ს უწყვეტი მისიის ფარგლებში, ისლანდიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვით მიზნით, საჰაერო პატრულირება იწყება. მისიაში ჩართულია ისლანდიის სანაპირო დაცვა. დანიის რაზმი ისლანდიის სანაპირო დაცვასთან ერთად იმუშავებს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქნება მზადყოფნაში.ეს არის რიგით მეხუთე დანიური გამანადგურებელი თვითმფრინავის განლაგება ისლანდიაში 2009, 2010, 2015 და 2018 წლებში განლაგების შემდეგ. მომზადებულია ალიანსის წყაროებზე დაყრდნობით
NATO-ს საჰაერო ძალებმა ბულგარეთში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
ბულგარეთის, კანადის, საბერძნეთის, რუმინეთის და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ოპერაციებში ერთობლივი მუშაობის უნარს აუმჯობესებენ. ამ მიზნით, ერთობლივი წვრთნა „Thracian Viper“ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ჩატარდა. თვითმფრინავები ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის ტერიტორიიდან ბულგარეთის ხელმძღვანელობით მანევრირებდნენ. წვრთნებში მონაწილეობდნენ F-16, F-18, MiG-29 და Su-25 ტიპის თვითმფრინავები, ასევე, AS-532 Cougar ტიპის ვერტმფრენები. „Thracian Viper" 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება, რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეთა საჰაერო ძალებს, თავიანთი უნარები მრავალეროვნულ გარემოში დახვეწონ. ბულგარეთის საჰაერო ძალების (BAF) ეკიპაჟებმა ერთობლივი საფრენოსნო წვრთნაზე „Thracian Viper – 2022“ დავალებების შესრულება 8 აგვისტოს დაიწყეს. წვრთნაში საბერძნეთის, კანადის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. მომზადებულია ალიანსის წყაროების მიხედვით
„შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მოლაპარაკების მაგიდასთან სტამბოლში შედგა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა „მარცვლეულის დერეფანი“ და უკრაინის პორტებიდან 24 თებერვლის შემდეგ დაბლოკილი ხორბლის გადაზიდვა დაიწყო. ორი კვირის წინ, სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თურქეთი რუსულ ბანკებთან ითანამშრომლებს და გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლში დაფარავს. მოგვიანებით კი ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კრემლთან მოლაპარაკებების გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. რა როლი აქვს თურქეთს მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები ანკარასა და მოსკოვს შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელ, დავით გოჩავას ესაუბრა. ET: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვხედავთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ზედაპირზე ჩანს მხოლოდ „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში აქტიურობს, თუ რუსეთთან ურთიერთობების „კვალი“ უფრო ღრმად მიდის? როდესაც სოჭიდან სახლში ბრუნდებოდა, ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, რომ აქვს სურვილი, იყოს „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და მათთან, ვინც ამ ორგანიზაციას დამკვირვებლად ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით შეუერთდება - „მაგალითად, საუდის არაბეთი და ყატარი. ჩვენი მიზანია მათთან ერთად ყოფნა“, - თქვა ერდოღანმა. აქ ეს არის მთავარი გზავნილი. ერდოღანი ამბობს, რომ „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობა ურჩევნია. ამას თურქეთის პრეზიდენტი ღიად და თამამად აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში. ET: რატომ არის „შანხაის ხუთეული“ თურქეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? „შანხაის ხუთეულის“ წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა. მონღოლეთი, ირანი, ინდოეთი ავღანეთი და პაკისტანი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით არიან, ბელორუსი და თურქეთი კი, „პარტნიორი დიალოგის საკითხში" თანამშრომლობენ). შესაძლოა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ირანიც. ამ შეხვედრაზე რუსეთი ეპატიჟება თურქეთსაც. შორი არაა ის დრო, როცა თურქეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „შანხაის ხუთეულის“ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა, დაახლოებით, პლანეტის მოსახლეობის ნახევარია და ამ ქვეყნებში მსოფლიოს შიდა პროდუქტის მესამედი იქმნება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაჭრობენ ევროპასთან. აქ უკრაინის ომიდან გამომდინარე გაჩნდა ამ ქვეყნებში შექმნილი საქონლის ტრანსპორტირების პრობლემა. ეს საკითხი შესაძლოა, იმის მიხედვით გართულდეს, თუ როგორ და რა მოცულობით გაიზრდება სანქციები. ET: ამ შეფასებიდან გამომდინარე ე.ი. რუსეთი ეძებს პარტნიორს, რომელიც დაპირისპირებულ დასავლეთთან დააკავშირებს? დიახ, რუსეთი ეძებს ქვეყანას, რომელიც ამ დაპირისპირებულ დასავლეთთან კავშირს დაამყარებს და კომუნიკაციას შეძლებს, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთის ეკონომიკა რომ გადარჩეს, ამისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა ივაჭროს. იყო ასეთი გეგმა, რომ ის გახდებოდა ჩინეთის ე.წ. ნედლეულის დანამატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რადგან ჩინეთს აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა. ჩინეთმა დასავლეთზე გააკეთა აქცენტი და უფრო ევროპის კავშირთან და აშშ-თან არსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარება განიზრახა, ვიდრე ის, რომ რუსეთიდან ბუნებრივი რესურსები იაფად მიიღოს. ET: იმ ფონზე როცა მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთს უპირისპირდება, რას ეყრდნობა ერდოღანის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ესაა ტაქტიკური ნაბიჯები თუ კონკრეტული სტრატეგია? რუსეთი ეძებს პარტნიორს. თურქეთი ვრცელი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის. ხელსაყრელია მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ახლა ქვეყანაში რთული ვითარებაა, იმ გაგებით, რომ ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ასევე, 2023 წელს თურქეთში არჩევნებია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თურქეთს რუსეთი სჭირდება როგორც ჰაერი. თავის მხრივ კი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების განეიტრალება სურს. ET: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეული მინიშნება, რომ სანქციების საფრთხე არსებობს და დასავლეთს თურქეთთან მიმართებით გარკვეული ეჭვები აქვს. თუ ასეა, მაშინ რატომ რისკავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი? პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ შესაძლებლობების ზღვარზე გადის. ერდოღანი რუსეთთან მიმართებით რისკავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება პუტინთან მისი ურთიერთობა. ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მოცემულ მომენტში არის უნიკალური. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაღაც საკითხში მაინც აღწევს შეთანხმებას პუტინთან, არის ერდოღანი. ET: ცნობილია, რომ თურქეთი NATO -ს წევრია და ამ ალიანსში აშშ-ის შემდეგ რესურსით მეორეა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მადრიდში, ბოლო შეხვედრისას დაამტკიცა განვითარების სტრატეგია, რომელის თანახმადაც უპირველესი მტერი არის რუსეთი. ამ ფონზე როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები? ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა „მეგობრობს“ და თანამშრომლობს NATO-ს უპირველეს მტერთან. რა თქმა უნდა ეს არის რისკი, ხიფათი, საშიშროება. რა თქმა უნდა თურქეთს ემუქრება სანქციები. თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის საპასუხოდ. დააკვირდით, როგორ ლავირებს. ფაქტი ერთია, შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან რიგ საკითხებზე შედეგს თუ მიაღწია ვინმემ, აქ არის თურქეთის პრეზიდენტის ფაქტორი. ერდოღანმა არსებული პრობლემა, ან შეარბილა, ან გადაწყვიტა. ამასთან, დასავლეთის ინტერესშიცაა, რომ პუტინთან ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა. ომის ზღვარზეა მსოფლიო და ვინმეს თუ შეუძლია სიტყვა უთხრას პუტინს, ეს ერდოღანია და ის ამით სარგებლობს. ხომ ნახეთ, ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაერთიანების წინააღმდეგ წავიდა. თურქეთს ჰქონდა თავისი მოთხოვნები და დასავლეთმა ეს მოთხოვნები დაუკმაყოფილა. ჯერჯერობით, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით გადაწყვეტილება არაა მიღებული. ამ საკითხის რატიფიცირება უნდა მოხდეს. ანუ თურქეთი ვაჭრობს, ერდოღანი პოლიტიკოსია. იმასაც ეთამაშება და ამასაც... თურქეთს სარგებლის მიღება უნდა შექმნილი ვითარებიდან და მისი სარგებელი უზარმაზარია. ET: რა სარგებელს ელის თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში და რა არის ამ ვითარებაში მისი მთავარი ბონუსი? „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრები, აზიის ქვეყნები, რომებიც ვაჭრობენ ევროპასთან და ევროპა, რომელიც თავისთავად ვაჭრობს აზიასთან, ამ ტვირთნაკადმა უნდა გაიაროს თურქეთზე. ეს ქვეყანა დიდი ხანია, ემზადებოდა ამისთვის. თურქეთი ქმნიდა ლოგისტიკურ ცენტრებს, ავითარებდა სატრანსპორტო სისტემას. (სამგზავრო მიმოსვლა იქნება ეს თუ სატვირთო გადაზიდვები). სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი მსოფლიოში უდიდესია. 12 ლოგისტიკური ცენტრი შენდება და ექსპლუატაციაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს. თურქეთი ემზადებოდა და ემზადება იმისთვის, ეს საკითხები უზრუნველყოს და ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. მან უნდა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და როლი. ამას ხედავს დასავლეთი. მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, მოცემულ მომენტში, „მარცვლეულის დერეფანი“ რომ გაიხსნა უკრაინის პორტებიდან, ერდოღანის დამსახურებაა. მან შეძლო უკრაინისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და მიაღწია ამ შეთანხმებას. დასავლეთი ამას ხომ ვერ უგულებელყოფს. არის სანქციების საფრთხე, მაგრამ არის კიდევ სარგებელი, რაც პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობებიდან მოდის. ET: კიდევ ერთი საკითხი - თურქეთი და საქართველო. ეს ქვეყანა საქართველოს მთავარი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობს. თურქეთის ახლო კავშირების შედეგად რუსეთთან, საქართველოსთან მიმართებით, გარკვეული საფრთხეები ხომ არ იკვეთება? ჩვენ ხომ არ ვაქტიურობთ. დააკვირდით საქართველოს ქცევას. ჩვენ არ ვაქტიურობთ არცერთ ფრონტზე. ჩვენი ინტერესი რომელიმე საკითხზე ნათლად და მკაფიოდ გამოხატული ბოლოს როდის ნახეთ? ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ დაუსვამს არცერთი მწვავე საკითხი. ET: „საქართველოს რომ არავინ არაფერს ეკითხება“, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? მაგალითად 2019 წელს, ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები და ერთმანეთთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ტარიფების დაწესების, ტვირთების მოზიდვისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ. ამ ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს გარეშე ხვდებიან და იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ტვირთებს. ეს იყო ოფიციალური ვითარება, თორემ არაოფიციალური კავშირები და კომუნიკაცია ქართულ მხარესთან ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან აუცილებლად შედგებოდა. საგულისხმოა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდებოდა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომბინატის ტვირთები, თურქეთის მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებდა თურქული მხარე. აზერბაიჯანული მხარე, ხანდახან, ოფიციალურად აქვეყნებდა ინფორმაციას აბრამოვიჩის კომბინატის მიერ გამოშვებული პროდუქციის გადაზიდვის შესახებ. შესაძლოა, ეს ტვირთები ახლაც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდება. ვიღაცები შეთანხმდნენ და ჩვენი ქვეყნის გავლით გადააქვთ ტვირთები. საფრთხეა, როცა არ გვეკითხებიან და ისე წყვეტენ საკითხებს, საქართველოს გავლით რა გადაიტანონ.
კახა კალაძე Credit Suisse-ზე: ეს რეკეტია, შეიძლება, უფრო მეტიც
თბილისის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. კახა კალაძის შეფასებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. „რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, მიღებულია ეს გადაწყვეტილება თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „რეკეტზე“ საუბრობენ. შეგახსენებთ, შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლო დავა აქვს. Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილმა მოიგო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ზოგიერთი საბრძოლო ნაწილი შეტევითი ოპერაციებისთვის არასაიმედოა
„რუსეთი ცდილობს და სულ უფრო უჭირს მოტივირება მარიონეტული ძალების, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში თავისი რეგულარული არმიის გასაძლიერებლად იყენებს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაში. „რუსეთს, სავარაუდოდ, სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, რომელსაც იყენებს დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად“, - იუწყება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. „მეთაურები, სავარაუდოდ, მიმართავენ პირდაპირ ფინანსურ წახალისებას, მაშინ, როცა ზოგიერთ საბრძოლ ნაწილს შეტევით ოპერაციებში ვეღარ ენდობა“, - ნათქვამია ანგარიშში. „პრობლემების თანმიმდევრული ხელშემწყობი ფაქტორია რუსეთის მიერ ომის კლასიფიკაცია, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამართლებრივი იძულების ღონისძიება“, - აცხადებენ ბრიტანეთის ოფიციალური პირები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს - ლევან დავითაშვილი
ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ამის პირველი მკაფიო მაგალითი იყო ასევე, ის თუ რა დონის სახელმწიფო ვიზიტები გვქონდა, პრემიერ-მიმიტრს და საქართველოს მთავრობას შუა აზიის ქვეყნებში. ჩვენ გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ამ საკითხებს ვიხილავდით, როდესაც საუბარია მინერალური რესურსებიტ მდიდარი ქვეყნების მეტად დაინტერესებაზე საქართველოს დერეფნით და ამაზე კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, რამდენიმე დელეგაცია იყო ჩასული საქართველოდან ამ ქვეყნებში და ეს მუშა პროცესი ახლაც გრძელდება. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის 12 აგვისტოს Reuters-მა გამოქავეყნა მასალა, სადაც გამოცემამ სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ვითარება ბრძოლის ველზე: უკრაინის გენშტაბი ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიესა და სამხრეთ ბუჰის მიმართულებით საჰაერო იერიშები განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ანგარიში გამოაქვეყნა. უკრაინული მხარის ცნობით, მტერი აგრძელებს ფოკუსირებას ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებასა და ხარკოვის, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის რეგიონების ნაწილებზე, საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენასა და უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო კონტრშეტევის აღკვეთაზე. „მტერმა სცადა შეტევა დოვჰენკი - დიბრივნეს, ბრაჟკივკა - ნოვა დმიტრივკას მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა და უკან დაიხია. კრამატორსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა როზდოლივკას, ჰრიჰორივკას, ვერხნიოკამიანსკეს, დრონივკასა და სერებრიანკას სიახლოვეს. მტერი ცდილობს შეტევის დაწყებას სპირნე - ვესელეს მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება“, - აღნიშნავს უკრაინული მხარე. მისივე თანახმად, ავდიივკის მიმართულებით, მტერმა დაბომბა ოპიტნეს, მარინკას, პისკის, ავდიივკის და ნეველსკეს ახლომდებარე ტერიტორიები. ცდილობდა თავდასხმითი ოპერაციების განხორციელებას რამდენიმე დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. „მტრის საზღვაო ჯგუფი შავი და აზოვის ზღვების წყლებში თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გემების დაბლოკვასა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტების და ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები და ავიაცია აგრძელებენ საცეცხლე მისიების წარმატებით შესრულებას. მტერი განიცდის მკვეთრ დეფიციტს დანაყოფებში, რომლებიც სისტემატურად განიცდიან დანაკარგებს“, - იუწყება გენშტაბი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოკუპირებულ დონეცკში რუსული ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზა იწვის
ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში რუსული ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზაზე ცეცხლის გაჩენის შემდეგ, აფეთქებების ხმა ისმის. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს. „ახლა დონეცკში, ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან „ციდან ქვები“ ჩამოცვივდა - ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი „პიატნაშკას ბაზა“ იწვის, - აცხადებს გაიდაი. ასევე წაიკითხეთ ვითარება ბრძოლის ველზე: უკრაინის გენშტაბი ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, თბილისში იმსჯელებენ
23 აგვისტოს თბილისში, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტრანპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „საუბარია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხზე. მინისტრები სწორედ ამ თემაზე იმსჯელებენ, რომ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები და დიდხანს მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მაგრამ ეს ერთ დღეში ვერ მოხერხდება“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებაში, ძალიან ბევრი კერძო კომპანიაა ჩართული. „მესაკუთრეები არიან საერთაშორისო კონსორციუმები, ნავთობკომპანიები შუა აზიაში, რომელთა გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვანია. მუშა პროცესი მიმდინარეობს და შესაძლებლობები არის საკმაოდ დიდი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სინქრონში იმიშავებენ დერეფნის მონაწილე ქვეყნები და როგორ იქნება გამართული ერთი მხრივ ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ მომსახურება. ზუსტად ამაზე გვექნება ხვალაც საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის განცადებით, ტვირთნაკადის უფრი მეტად ზრდა 2023 წლიდანაა მოსალოდნელი.
ლევან დავითაშვილი: ელექტროენერგიაზე თავისუფალი რეჟიმის შემოღება მომატებულ რისკებს შეიცავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახადა, რომ ენერგეტიკული ბირჟა პირველ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. მინისტრის თქმით, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია. „რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, იცით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ალბათ, ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, წლებია სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ სრულყოფილად გაიხსნას ბაზარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ბევრად უფრო მოწინავეა იმ ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა. დღეს უკვე რამდენიმე ათეული მონაწილე ვაჭრობს სიმულაციის რეჟიმში ელექტროენერგიით. ბირჟის ნაწილში ყველაფერი გამართულია. ჩვენ ვაკვირდებით, რომ კომპეტენციები იზრდება სიმულაციის რეჟიმში მონაწილე მხარეების, თუმცა, ამავე დროს ვითვალისწინებთ რისკებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, მრეწველობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის მოსახლეობის ინტერესები, ამ საკითხს ჯერ კიდევ ვაანალიზებთ და ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ განვაცხადოთ, რომ დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, რომ თავისუფალ რეჟიმში ფუნქციონირებდეს ბაზარი გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, რაც ოდესმე ყოფილა. ამაზე კამათი ზედმეტია და ყველა დაგვეთანხმება. საომარი მოქმედებები მიდის ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს შორის. შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხები სხვა ჭრილში გადადის. ჩვენ დავინახეთ ენერგორესურსზე ფასების მკვეთრი მატება, რაც საბოლოოდ თავს იყრის ელექტროენერგიაში. საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დამოკიდებულია იმპორტზე. ეკონომიკის სწრაფ ზრდას ჩვენთან სამწუხაროდ, ასაზრდოებს იმპორტირებული ელექტროენერგია, განსაკუთრებით პიკურ რეჟიმებში, ზამთრის თვეებში. და იმ პირობებში, როდესაც მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ იციან როგორი ზამთარი იქნება, რეგიონის ბევრი ქვეყანა ვერ პროგნოზირებს როგორი იქნება ფასები ან უზრუნველყოფა ენერგომატარებლებით, ვფიქრობ, ზედმეტი, მომატებული რისკების შემცველია თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ყველაფერი გაკეთებული აქვს ტექნიკური კუთხით. იცით, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ 1-ელ სექტემბერს უნდა მიიღოს. გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია. დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო უწყების განმარტებით, დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავეა 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა. მან ინფორმაციის შეგროვების მიზნითი ბინა იმ სახლში იქირავა, სადაც დუგინა ცხოვრობდა. ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ „მინი კუპერი“ გამოიყენა. რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ხოლო 21 აგვისტოს, დუგინას მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში გადავიდნენ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7896 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.74 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7910 ლარი გახდა.1.51-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2923 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1539 ლარი შეადგინა.
როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს
მომზადებულია BBC-ის მიხედვით ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, რუსული სარაკეტო დარტყმის მაღალი რისკის გამო, მასობრივი ღონისძიებები კიევში აკრძალულია. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვში სამშაბათის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე გაფართოებული კომენდანტის საათი ამოქმედდება. საჰაერო შეტევის ე.წ. სირენებს ასევე დაემატა ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც ქიმიურ და ბირთვულ საფრთხეებზე მიუთითებს. „ოკუპანტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ახლაც კი, ასეთი სასტიკი ექვსთვიანი ომის შემდეგ, ჩვენ აღვნიშნავდით ჩვენს დამოუკიდებლობის დღღეს ჩვენს მიწასა და ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს თავის რეგულარულ ვიდეომიმართვაში. „180 დღე, თითქმის ექვსი თვე, და, ჩვენი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენ უკრაინის გამარჯვებას მივაღწევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს შესაძლო პროვოკაციების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა „მტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენი დამცირება, სასოწარკვეთის, შიშის და კონფლიქტის დათესვა. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება, რუსეთთან მოლაპარაკებებზე სამუდამოდ უარს ვიტყვით „ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა პროვოკაციას და ვაიძულოთ ოკუპანტები, ტერორისთვის მძიმე ფასი გადაიხადონ“, - დაამატა ზელენსკიმ. ვითარება ბრძოლის ველზე: უკრაინის გენშტაბი ბოლო მონაცემებს აქვეყნებს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.