ძებნის რეზულტატი:
ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაზარდა
2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთიდან $68,4 მილიონის ნავთობპროდუტების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია. ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები, იანვარ-ვნისში ძირითადად თურქეთში ($26 მილიონი) და ჩინეთში ($9,5 მილიონი) გაყიდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები მალტაში ($7,1 მილიონი), ბელგიაში ($4,7 მილიონი), ნიდერლანდებში ($4,2 მილიონი) და სხვა ქვეყნებში გაიტანა.
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ საუდის არაბეთის და კვიპროსის ძალები. ინფორმაციას ეგვიპტური მხარე ავრცელებს. Hercules-2022 რამდენიმე დღის განმავლობაში ეგვიპტეში, მოჰამედ ნაგიბის სამხედრო ბაზასა და ჩრდილოეთ სამხედრო ზონის სხვა სასწავლო ზონებში გაიმართება. ტრენინგში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბაჰრეინი. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების პირველი ეტაპი კონცეფციების გაერთიანებას ისახავს მიზნად და მოიცავს ტრენინგში გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენას, ასევე, ლექციებს კიბერუსაფრთხოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში. Hercules-2021 გასული წლის სექტემბერში ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალების მონაწილეობით, საბერძნეთში გაიმართა.
6 წლის შემდეგ პირველად, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს
არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს, რადგან რეგიონი პოტენციური ბირთვული შეთანხმებისთვის ემზადება. „საემიროების ელჩი ირანში, საიფ მოჰამედ ალ ზააბი, თეირანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რათა ორმხრივ ურთიერთობებში წინსვლა განაგრძოს, ორი მეზობლისა და რეგიონის საერთო ინტერესების მისაღწევად“, იტყობინება არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ი. ამერიკელი და ირანელი დიპლომატები ახლა ცდილობენ, მსოფლიო ძალებთან ბირთვული შეთანხმების შესახებ 16-თვიანი მოლაპარაკებები დაასრულონ. გასულ კვირას, ქუვეითმა 2016 წლის შემდეგ პირველად, თეირანში ახალი ელჩი დანიშნა. მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ირანული ჯგუფი საუდის არაბეთის ორ დიპლომატიურ მისიაში შეიჭრა, რითაც სამეფოს მიერ ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. 2016 წელს, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თეირანში თავისი ელჩი გაიწვია.
ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას ამარტივებს
ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას გაამარტივებს. ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში 12 000 სამუშაო ადგილი ვაკანტურია, - აცხადებს ახალი ზელანდიის მიგრაციის მინისტრი მაიკლ ვუდი. მისი თქმით, მიგრანტებისთვის „კანონმდებლობა დროებით მარტივდება, რადგან ადგილობრივი მეწარმეები, სამუშაო ძალის დეფიციტის გამო დაზარალდნენ. ახალ ზელანდიას კვალიფიციური მიგრანტები შემდეგ სექტორებში სჭირდება: ხანდაზმული მოქალაქეების მოვლა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ხორცისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავება, ტურიზმი. საიმიგრაციო პოლიტიკა, შეღავათებს ითვალისწინებს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ არდადეგების დროს ჩავლენ. მათ ახალი ზელანდიის მთავრობა ვიზას 6 თვით გაუხანგრძლივებს, რათა სამუშაო ძალის ქვეყანაში დაკავება შეძლოს.
აზერბაიჯანი და სერბეთი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრისას ვუჩიჩმა სახელმწიფოს მეთაურს აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა. სერბეთის პრეზიდენტმა მიესალმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი მიულოცა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და სერბეთის წარმატებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბრისას მხარეებმა აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ხედვები გაცვალეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში დელფინების რაოდენობა სულ მცირე 5 000-ით შემცირდა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში დელფინების რაოდენობა სულ მცირე 5000-ით შემცირდა. უკრაინის ტუზლას ლაგუნების ეროვნული პარკის კვლევის ხელმძღვანელი, ივან რუსევი ამბობს, რომ რუსული ხომალდების მიერ გამოყენებული სამხედრო სონარი აზიანებს დელფინების სმენას და ხელს უშლის მათ ექოლოკაციას, რომელსაც ისინი ნადირობის, ნავიგაციისა და მტაცებლების თავიდან ასაცილებლად იყებენ. მისი თქმით, ექოლოკაციის დაკარგვის შედეგად, დელფინები მხედველობას კარგავენ, ხდებიან დაუცველები, ეჯახებიან კლდეებს, ნაკლებ საკვებს იღებენ და სწრაფად იკელებენ წონაში.
თურქეთი, ფინეთი და შვედეთი პირველ სამმხრივ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავენ
NATO-ს სამიტზე, მადრიდში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთი, ფინეთმა და შვედეთი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართვენ. თურქული მედიის ცნობით, ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეკრებას, თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი სედათ ონალი უხელმძღვანელებენ. შეხვედრას ფინეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი ივლისში მოაწერეს. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
ტაჯიკეთი ყაზახეთში სპილენძის მადნის ექსპორტს ზრდის
ტაჯიკეთმა 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყაზახეთში სპილენძის მადნის ექსპორტი გაზარდა. იტყობინება ტაჯიკეთის საბაჟო სამსახური. სტატისტიკური მონაცემებით, ტაჯიკური სპილენძის მადნის ექსპორტმა ყაზახეთში 2022 წლის პირველ ნახევარში 87,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექვსჯერ მეტია (14 მილიონი აშშ დოლარი). ამავდროულად, ტაჯიკეთის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ ყაზახეთში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 245,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 51,3 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (161,6 მილიონი აშშ დოლარი).
იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგებას განიხილავს - Reuters
იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ, კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტის განლაგებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გემების ან თვითმფრინავების საშუალებით გაშვებული იარაღი ძირითადად, სამხრეთ ნანსეის კუნძულების გარშემო განლაგდება, მისი რადიუსი 1000 კმ იქნება და შეძლებს, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სანაპირო ზონებს მიაღწიოს. იაპონიის საგარეო უწყება კომეტარს არ აკეთებს. ცნობისათვის, რეგიონული დაძაბულობა ამ თვეში, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაიზარდა. პელოსი ტაივანს ჩინეთის მუქარის მიუხედავად ეწვია. საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. იაპონიამ განაცხადა, რომ ხუთი ჩინური რაკეტა ასევე ჩავარდა მის წყლებში და ჩინეთს წვრთნების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
დღეს ყარსიდან ბაქოში საქონლის რკინიგზით მიტანის დრო 70 საათია. აუცილებელია ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთის მიწოდების დროის შემცირება. ამის შესახებ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა ტურაგაიმ განაცხადა. ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა „ამჟამად საქართველო-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობა არ არის მაღალი, თუმცა ეს ვაჭრობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის შესაძლებლობებს. მსოფლიო ვაჭრობა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც სატრანზიტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს“, - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა - მედია
21 ივლისის საღამოს, ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა. ამასთან, რუსულმა მხარემ სამხედრო აეროდრომ „ბელბეკთან“ მომხდარი საჰაერო იარიშის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურეს. ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშის შესახებ ინფორმაციას, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი Telegram-ზე ადასტურებს. ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ევპატორიიდან „ბელბეკის“ მისადგომებზე იმუშავა. ასევე კაზაჩკაში, ხერსონესის კონცხის მახლობლად“, - განაცხადა რაზვოჟაევმა. ამავდროულად, ადგილობრივი ტელეგრამის არხები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებდნენ სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ ცნობებს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა - მედია
Insa-Consulere -ის (საბაზრო და სოციალური კვლევის ინსტიტუტი გერმანიაში) გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა. ანალოგიური მონაცემები აქვს მმართველო კოალაიცია „შუქნიშანს“. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შოლცი ორ კონკურენტთან მარცხდება. გამოკითხვაში, რომელიც 15-19 აგვისტოს ჩატარდა 1 426 მოქალაქე მონაწილეობდა. აქედან 62% გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა, საპირისპირო პოზიცია გამოკითხული მოქალაქეების 25%-მა დააფიქსირა. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ჩატარდებოდა, გამოკითხვის თანახმად, შოლცის კოალიცია მესამე ადგილზე გავიდოდა. გერმანიაში მმართველო კოლაიცია „შუქნიშნის“, საქმიანობით Insa-Consulere -ის გამოკითხვის თანახმად, 65%-ია უკმაყოფილოა, ხოლო მხარდაჭერას 27% უცხადებს. შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა. მან ამ თანამდებობაზე ანგელა მერკელი შეცვალა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო
Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილო ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობს, ადგილზე მობილიზებულია 300 მეხანძრე-მაშველი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დორისთვის დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების რისკი არ არსებობს. რაც შეეხება ხანძრის კერების რაოდენობას და ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის ფართობის მოცულობას, როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაზუსტების შემდეგ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
უკრაინა 23 აგვისტოს დროშის დღეს აღნიშნავს
23 აგვისტოს უკრაინის ყველა მოქალაქე ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თავად დღესასწაული შედარებით ახალია და უკრაინის მეორე პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით 2004 წლის 23 აგვისტოს დაწესდა. უკრაინის ეროვნული დროშა უმაღლესმა რადამ 1992 წლის 28 იანვარს დაამტკიცა. „დროშის ფერების ყველაზე პოპულარული ინტერპრეტაციის თანახმად, მისი ლურჯი ზოლი განასახიერებს მოწმენდილ ცას, ხოლო ყვითელი - ოქროს ხორბლის მინდვრებს“, - წერს უკრაინული მედია. ოფიციალურ სიმბოლოებში ლურჯი და ყვითელი ელემენტების კომბინაცია 1 256 წელს გამოიყენეს. კერძოდ, ლვოვის დაარსების დღეს და ქალაქის გერბს ლურჯ ფონზე ოქროს ლომი ამშვენებდა.
რუსეთმა შავ ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეაჩერა
რუსეთმა შავ ზღვაში სამგზავრო გადაზიდვები ნაწილობრივ შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია, რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ტექნიკური სამუსაოების გამო, 21 დან 23 აგვისტომდე რეისები ნოვოროსიისკს, გელენჯიკს, სოჭს და ასევე ოკუპირებულ სოხუმს, იალტასა და სევასტოპოლს შორის დროებით შეწყდება. ბილეთების გაყიდვა შეწყდა „ხომალდების ტექნიკური მახასიათებლების სრულ შემოწმებამდე“.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება, რუსეთთან მოლაპარაკებებზე სამუდამოდ უარს ვიტყვით
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სამუდამოდ იტყვის უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება. ამის შესახებ მან 22 აგვისტოს ღამით გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად გასაგები იქნება. თუ ეს საძაგელი „სასამართლო პროცესი“ შედგება, თუ ჩვენს ხალხს ყველა შეთანხმების, საერთაშორისო წესის დარღვევით ამ დეკორაციებში შეიყვანენ... ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი თავს მოიწყვეტს მოლაპარაკებებისგან, საუბარი აღარ იქნება, ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, მარიუპოლში, რომელიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება, რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვის პოლკის“ მებრძოლების სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან. აგვისტოს დასაწყისში Life-მა გამოაქვეყნა ვიდეო მარიუპოლის ფილარმონიიდან, სადაც მომავალი სასამართლო პროცესისთვის, ბრალდებულებისთვის ლითონის გალიები აშენდა. უკანასკნელად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები მარტის ბოლოს სტამბულში გამართეს. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. მაისში დელეგაციებმა შეაჩერეს მოლაპარაკებები და ერთმანეთი პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბორჯომში, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია
ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში. ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას უახლეს სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაკლებობის გამო მისი მთავრობის კრიტიკას არ ეთანხმება. გერმანია უკრაინას 255 მართვად საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიჰყიდის - მედია „გერმანია უკრაინასდ აწვდის უამრავ იარაღს და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესშია", - განაცხადა შოლცმა გერმანიის კანცლერმა ჩამოთვალა, თუ რა შეიარაღება მიაწოდა უკრაინას ამ დრომდე გერმანიამ. „მათ შორის Gepard საზენიტო ტანკები, Panzerhaubitze 2000 საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. ასევე დაგეგმილია Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისა და Cobra-ს არტილერიის რადარის მიწოდება“. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
გერმანული Bosch-ი რუსულ აქტივებს ყიდის - მედია
საყოფაცხოვერებო ტექნიკის მწარმოებელი გერმანული გიგანტი, Bosch-ი თავისი რუსული აქტივებისთვის მყიდველს ეძებს. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Bosch-ის აქტივებით, საცალო ქსელური გაყიდვების რამდენიმე რუსული კომპანია დაინტერესდა. გერმანული Bosch-ის რუსული სტრუქტურა (BSH Household Appliances LLC, რომელიც აწარმოებს მაცივრებსა და სარეცხი მანქანებს რუსეთში) ეძებს მყიდველებს პეტერბურგის მახლობლად სოფელ სტრელნაში მდებარე ორი ქარხნისთვის. „ახლა, პროდუქციის წარმოების გარეშე, ქარხნები ბევრად ნაკლები ღირს“, - აცხადებს წყარო, რომლის ინფორმაციითაც საწარმო „სპეციალიზირებულია Bosch-ის ტექნოლოგიებში“. Bosch-ის წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
ნავთობის ფასი გლობალური ეკონომიკის შენელების საფრთხის ფონზე ეცემა
ნავთობის ფასი სამდღიანი ზრდის შემდეგ დაეცა, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ-ს საპროცენტო განაკვეთების აგრესიული ზრდა შეასუსტებს გლობალურ ეკონომიკას და შეასუსტებს მოთხოვნას საწვავზე. დოლარის გამყარებამ ასევე გაზარდა ზეწოლა ბაზარზე. წერს Reuters. Brent-ის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასი 1,20 დოლარით, 1,2%-ით დაეცა და ბარელზე $95,52 დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის სექტემბრის მიწოდების ფასი 1,24 აშშ დოლარით, ანუ 1,4%-ით დაეცა და ბარელზე $89,53 დოლარამდე შეადგინა. ხოლო ოქტომბრის ფიუჩერსები 1,17 დოლარით (1,3%) შემცირდა და ბარელზე 89,27 აშშ დოლარი შეადგინა.