ძებნის რეზულტატი:

ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე

თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ამ ნაბიჯს უკანონოდ მიიჩნევს, თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა. ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. მისი თქმით, ანკარა დიდ ძალისხმევას დებს დიპლომატიური არხების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რისი გამოვლინებაც იყო თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ანტალიაში, ასევე - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება უწოდა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. „18 აგვისტოს, ლვოვში ჩვენი ვიზიტისას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თურქეთის პოზიცია. თუმცა იმპულსის შენარჩუნება და მისი გრძელვადიან შედეგებად გადაქცევა, დიდწილად თავად მხარეების მშვიდობიან ნაბიჯებზეა დამოკიდებული. თურქეთი მოწოდებულია, გადადგას ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. კოლეგების მსგავსად ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. „ევროკავშირი დაუღალავად მუშაობს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ დარღვევების გამოსააშკარავებლად, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს. ღრმად შეშფოთებული ვართ ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ადამიანების გაუჩინარებით, წამებით, მკვლელობებით, ყირიმელი თათრების სიკვდილით დასჯით, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადვოკატების დაშინებით. ეს არის პუტინის ოკუპაციის ბნელი რეალობა. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა ლაიენმა. ,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.  

შარლ მიშელი: რუსეთი ყირიმს უკრაინაზე თავდასხმებისთვის და მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მიშელის თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 24 თებერვალს, არამედ, ის დაიწყო 2014, წელს ყირიმის უკანონო ანექსიით. შარლ მიშელმა დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და დაამატა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.  „თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია. პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

შოლცი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: გავაგრძელებთ კიევისთვის იარაღის მიწოდებას

ჩვენი გზავნილი ნათელია: არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ისეთი ერთიანი არიან, როგორც არასდროს, რასაც სწორედ დღევანდელი სამიტი ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს მტკიცედ დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი და მათი მდგრადობა და მამაცობა აღტაცებას იწვევს მთელ მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო გამშვებებსა და ტონობით საბრძოლო მასალას და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

თურქმენეთი „ლაპის ლაზულის“ დერეფნის გააქტიურებას ცდილობს, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა

თურქმენეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების წარმატებულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს.   „თურქმენეთის მთავრობის მხარდაჭერა არსებითი იქნება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების, კერძოდ, „ლაპის ლაზულის“ დერეფნის წარმატებული განვითარებისთვის, რათა შედგეს რეგიონული კავშირი, რაც რეგიონში კეთილდღეობასა და საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.  ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში აცახდებენ, რომ ამ მარშრუტების გასწვრივ ყველა ქვეყანამ, ტრანსსასაზღვრო საკითხებში კოორდინაცია, გლობალურ და რეგიონულ დონეზე უნდა დაიწყოს.  დერეფანი „ლაპის ლაზული“ შეიქმნა სატრანზიტო და სავაჭრო თანამშრომლობისათვის ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რომლის მიზანია გადაზიდვების და ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების შემცირება და რეგიონში საბაჟო პროცედურების ინტეგრაციის განვითარება. დერეფანი „ლაპის ლაზული“ იწყება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აქინა (Aqina) და ჰერათის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქუნდი (Turqundi) და გრძელდება თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტამდე თურქმენბაში, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით შედის ბაქოში და საქართველოს დედაქალაქს უკავშირდება, შემდეგ კი ფოთისა და ბათუმის პორტებს. მარშრუტი გაივლის აგრეთვე თურქეთის ქალაქებს ყარსსა და სტამბოლს, ბოლოს კი ევროპას უკავშირდება.    „ამავდროულად, ეს ქვეყნები სწრაფად უნდა გადავიდნენ სატრანსპორტო დოკუმენტებისა და პროცედურების გაციფრულებაზე. ასევე გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკა და გლობალური სტანდარტები სასაზღვრის გადაკვეთისას სხვა პრობლემების გადასაჭრელად. „ლაპის ლაზულის“ დერეფნის განვითარება, რეგიონში თურქმენეთის, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას გააძლიერებს “, - განაცხადეს IRU-ში. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქმენეთი და IRU ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. თურქმენეთი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კონვენციას (TIR) ​​1996 წელს შეუერთდა.  

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები ევროპის ორ ქვეყანაში გაიტანა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა ექპორტზე $68,4 მილიონის ნავთობპროდუქტები გაყიდა, რაც გასული წლის ანალიგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია.  ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ - ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ყირგიზეთის ნავთობის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან თურქეთი ($26 მლნ) და ჩინეთი ($9,5 მლნ).   ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ყირგიზეთმა საანგარიშო პერიოდში $7,1 მილიონის ნავთობპროდუქტები მალტაში გაყიდა. ამასთან, ყირგიზეთმა ნედლეული ბელგიასა ($4,7 მლნ) და ნიდერლანდებში (4,2 მლნ) გაყიდა.   

ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ზეწოლა პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსეთის ჯარი უკრაინას არ დატოვებს

ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ხარჯების დაკისრება და ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას. „ყირიმი უკრაინაა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს და ასე რჩება 2022 წელსაც“, - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა ყირიმის პლატფორმის მთავარი საფუძველია. მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს საზღვრები. ,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.  

უკრაინის პარტნიორების გზავნილები ყირიმის პლატფორმის სამიტზე

ჩვენი გზავნილი ნათელია: არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამომსვლელთა რიგებს დღის ბოლოს, ვიდეომიმართვით შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ხარჯების დაკისრება და ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას. „ყირიმი უკრაინაა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს და ასე რჩება 2022 წელსაც“, - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა ყირიმის პლატფორმის მთავარი საფუძველია. მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს საზღვრები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ისეთი ერთიანი არიან, როგორც არასდროს, რასაც სწორედ დღევანდელი სამიტი ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს მტკიცედ დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი და მათი მდგრადობა და მამაცობა აღტაცებას იწვევს მთელ მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო გამშვებებსა და ტონობით საბრძოლო მასალას და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. კოლეგების მსგავსად ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. „ევროკავშირი დაუღალავად მუშაობს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ დარღვევების გამოსააშკარავებლად, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს. ღრმად შეშფოთებული ვართ ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ადამიანების გაუჩინარებით, წამებით, მკვლელობებით, ყირიმელი თათრების სიკვდილით დასჯით, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადვოკატების დაშინებით. ეს არის პუტინის ოკუპაციის ბნელი რეალობა. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა ლაიენმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მიშელის თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 24 თებერვალს, არამედ, ის დაიწყო 2014, წელს ყირიმის უკანონო ანექსიით. შარლ მიშელმა დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და დაამატა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.  „თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია. პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას“, - განაცხადა შარლ მიშელმა. თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ამ ნაბიჯს უკანონოდ მიიჩნევს, თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა. ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. მისი თქმით, ანკარა დიდ ძალისხმევას დებს დიპლომატიური არხების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რისი გამოვლინებაც იყო თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ანტალიაში, ასევე - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება უწოდა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. „რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები... საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე იქნება. მინდა, რუსეთს შევახსენო საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას. გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ალიანსმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. „ივნისში, მადრიდის სამიტზე, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ დახმარების გაძლიერებულ პაკეტზე. ჩვენ უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორობის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, გავაგრძელებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმას და დაგეხმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე“, - დაამატა ალიანს გენმდივანმა.  ამავდროულად, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთში, „რადგან ალიანსის უსაფრთხოების გარანტიები მოსკოვში არასწორი გათვლების ადგილს არ ტოვებს და ისინი მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ უკრაინის თავდაცვის უფლებას“. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას.   „ეს არის ნებისყოფის და ლოგისტიკის ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.   ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოების დახმარება, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გაგრძელებაა ახლანდელი ომი, თუმცა მაშინ ყველას არ ესმოდა, ამის მნიშვნელობა. „მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა გააძლიერა, საერთაშორისო საზოგადოებამ ძლიერად და ერთიანობით მოახდინა რეაგირება. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის სხვა ტერიტორიის ანექსიას. პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე. ცნობისთვის, სამიტზე ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც და დააფიქსირა პოზიცია, რომ „ყირიმი უკრაინაა“. უკრაინაში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. „უკრაინა საკმარისად ძლიერია, რომ უკრაინული ყირიმის პერსპექტივა დაინახოს. უკრაინისთვის ყირიმი არ არის მხოლოდ ტერიტორია, არ არის ხრიკი გეოპოლიტიკურ თამაშში, როგორც ეს არის ტერორისტული სახელმწიფოსთვის. უკრაინისთვის ყირიმი ჩვენი ხალხის ნაწილია, ხალხის, რომელსაც ჩვენ თავისუფლების გარანტიას ვაძლევთ. მადლობა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტის ყველა მონაწილეს ერთობლივი ქმედებებისკენ მზადყოფნისთვის. ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის ეფექტიანი „რეანიმაციაა“, - მიმართა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამავე სამიტის მონაწილეებს. შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ დროშის დღეს აღნიშნა, ხვალ კი, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რუსეთის შეჭრიდან 6 თვე გადის.

აშშ უკრაინას, დამოუკიდებლობის დღეს $3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - მედია

შეერთებული შტატები 24 აგვისტოს, როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, დამატებითი $3 მილიარდი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელის ფარგლებშიც უკრაინული ძალების მომზადება და აღჭურვა უნდა განხორციელდეს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააგენტოს წყაროს თქმით, მოსალოდნელია, რომ გამოყოფილი თანხები დრონების, იარაღისა და სხვა აღჭურვილობის კონტრაქტების დაფინანსებას მოხმარდება.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კანადაში, სასტუმროდან ჩერჩილის ცნობილი ფოტო მოიპარეს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფოტოსურათი, კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე Chateau Laurier სასტუმროდან მოიპარეს და ასლით ჩაანაცვლეს. სასტუმროს ცნობით, მათ შაბათ-კვირას შენიშნეს, რომ ჩერჩილთან ერთად ფოტო გარკვეულწილად გადახრილი იყო. ამის შემდეგ მუშებმა დაადგინეს, რომ ჩარჩო, რომელშიც ფოტო იყო განთავსებული, არ ემთხვეოდა კარშის სხვა ფოტოების ჩარჩოებს. კარშმა ჩერჩილის ფოტო 1941 წლის დეკემბერში გადაიღო, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობის მეთაური კანადის პარლამენტში გამოვიდა. ფოტო ცნობილი გახდა ჩერჩილის დამახასიათებელი პოზის გამო, ასევე ამ ფოტოში ჩერჩილს სიგარა, როგორც მისი ყოველდღიურობის ატრიბუტი, არ აქვს.  იუსუფ კარში მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფოტოგრაფად მიიჩნევა. ის მეუღლე ესტრელიტასთან ერთად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა შატო ლაურიეში, სადაც საკუთარ სტუდიას მართავდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე - ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე, უკრაინის პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის. ესტონეთი დარია დუგინას მკვლელობაზე FSB-ს ვერსიას პროვოკაციად მიიჩნევს „ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.  იგი არ გვაინტერესებს. ის არ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის არც ოკუპირებულზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.

გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის დამატებით, 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დააანონსა - Reuters

გერმანია გეგმავს უკრაინას, დამატებით 500 მილიონი ევროს ($498,55) სამხედრო დახმარება გადასცეს.   ამის შესახებ Reuters  წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმატორი ტორონტოში, ონლაინ კონფერენციას ესწრებოდა.  Reuters-ის წყაროს ცნობით, გერმანიის კანცლერმა დააანონსა, რომ უკრაინას დამატებით 20 სარაკეტო დანადგარს, საბრძოლო მასალას, დრონებისგან დამცავ სისტემებსა და ათამდე ბრონირებულ მანქანას გადასცემს. ასევე გერმანია უკრაინისთვის დამატებით, სამი Iris-T -ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას გეგმავს.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახლახან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მადლიერება გამოხატა ყველასთან მიმართებით, ვინც უკრაინის მხარდამჭერია. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს „მადლობა ყველას, ვინც იცავს ნამდვილ ღირებულებებს. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობა ყველას ვინც, 24 თებერვლიდან მოყოლებული, აირჩია ბრძოლის გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ძალიან მალე, უკვე ხვალ, ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენთვის უმთავრესს - დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბევრი აქტივობაა დაგეგმილი.  „ბევრი აქტივობა დავგეგმეთ - ისეთი, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენ მიერ ერთად განვლილ გზას უკრაინაში, თავისუფალ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინელები ყველგან იბრძვიან, მათ შორის საზღვარგარეთ - ყველა იბრძვის, ვინც უკრაინის შესახებ სიმართლეს ავრცელებს; ყველა, ვინც მოუწოდებს, იბრძოლონ უკრაინისთვის. არცერთი დამპყრობელი არ იგრძნობს თავს დაცულად დედამიწაზე, ყველა კოლაბორატორმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.  ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს უკრაინის პრეზიდენტმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ზელენსკი უკრაინის მხარდამჭერებთან მიმართებით მადლიერებას გამოხატავს.  როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს „მადლობა ყველას, ვინც იცავს ნამდვილ ღირებულებებს. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობა ყველას ვინც, 24 თებერვლიდან მოყოლებული, აირჩია ბრძოლის გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ძალიან მალე, უკვე ხვალ, ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენთვის უმთავრესს - დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.   მისი თქმით, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბევრი აქტივობაა დაგეგმილი.  „ბევრი აქტივობა დავგეგმეთ - ისეთი, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენ მიერ ერთად განვლილ გზას უკრაინაში, თავისუფალ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინელები ყველგან იბრძვიან, მათ შორის საზღვარგარეთ - ყველა იბრძვის, ვინც უკრაინის შესახებ სიმართლეს ავრცელებს; ყველა, ვინც მოუწოდებს, იბრძოლონ უკრაინისთვის. არცერთი დამპყრობელი არ იგრძნობს თავს დაცულად დედამიწაზე, ყველა კოლაბორატორმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინამ სახელმწიფო დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.   

ბორის ჯონსონის რეზიდენცია, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის ლურჯი და ყვითელი ყვავილებით გააფორმეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პატივისცემის ნიშნად, ლურჯი და ყვითელი ყვავილების ინსტალაციითაა მორთული. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ფლორისტებმა დაუნინგ სტრიტის 10-ის შესასვლელი, სადაც ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალური რეზიდენციაა განთავსებული, ყვავილებით დაამშვენეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.   როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს

ევროპაში აუქციონზე, რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად გაიყიდა

Axioma, სანქცირებული რუსი ოლიგარქის კუთვნილი პირველი იახტაა, რომელიც აუქციონზე, გიბრალტარში  გაიყიდა.  გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს საერთო ჯამში, აუქციონზე 63 განაცხადი შევიდა, თუმცა რამდენი გადაიხადა და ვინ არის აუქციონში გამარჯვებული ჯერჯერობით უცნობია.  72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ გაიყიდა. ბანკი ამტკიცებს, რომ  იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.      

ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა. ბორჯომის შემდეგ, ცეცხლი ახალციხის სოფლებამდეც აღწევს. ხანძრის ლოკალიზებას, ტყის მიუვალი ადგილები და ცუდი რელიეფი ართულებს.  ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს და  ხანძრის სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება. შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს“, - აცხადებენ შსს-ში. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა ჩაერთო. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ოლექსი რეზნიკოვი: ომის ყველაზე უფრო ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ

რუსეთის სამხედრო შეჭრის ყველაზე უარესი სცენარი უკან დარჩა და უკრაინა ამჟამად ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზაციის ეტაპზეა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით, უკრაინამ ბევრი კარგი შემაკავებელი მექანიზმი შექმნა. ეშენია თუ არა იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაიღლება, რეზნიკოვი ამბობს, რომ ის ამას „დაღლილობის სინდრომს“ უწოდებდა.  „ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვთხოვოთ ხალხს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არ არის მზად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მინსკი-3, მინსკი-5 ან მინსკი-7 არ იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს 2014 წლის მინსკი-1-ისა და 2015 წლის მინსკი-2-ის შეთანხმების უარყოფითი გამოცდილების გამეორება. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში და უკრაინა დარჩება თავისი ტერიტორიების ნაწილის გარეშე, ხოლო რუსეთს შეუძლია, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ დაიწყოს საომარი მოქმედებები. „იმ წერტილში, სადაც ჩვენ ვართ, ჩვენ არ ვართ მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ავუხსენით, რომ არ იქნება მინსკი-3, მინსკი-5 ან მინსკი-7. ჩვენ არ ვითამაშებთ ამ თამაშებს... იმიტომ, რომ ეს არის ხაფანგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

უკრაინა: უკრაინელმა სამხედროებმა ტოკმაკში რუსეთის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

24 აგვისტოს ღამით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის საბრძოლო მასალის საცავი დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში, ზაპოროჟიეს რეგიონში. შესაბამისი ვიდეო ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერჰი ბრაჩუკმა Telegram-ზე გამოაქვეყნა. „რაშისტების საბრძოლო მასალის საცავი იწვის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში, ზაპოროჟიე“, - წერს ბრაჩუკი.