ძებნის რეზულტატი:

ჩინეთი ცდილობს, რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს

ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. 2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი - ბარელზე $60 დააწესა. რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენის Power of Siberia-2-ის ასაშენებლად ემზადება. Power of Siberia - 2 გაზსადენის მშენებლობა სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება და მხოლოდ 2030 წლისთვის დასრულდება. რუსული გაზი ამ მილსადენით მონღოლეთის ტერიტორიიდან ჩინეთის ცენტრალურ ნაწილამდე გაივლის. ორი Power-Ciberia მილსადენის სრული ექსპლუატაციით, რუსული გაზის ექსპორტის მოცულობა ჩინეთში 88 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ეს მოცულობა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთს გაუგზავნის იმ გაზის ნახევარზე მეტს, რომელიც ევროპას კონფლიქტამდე მიჰყიდა. 2021 წელს რუსული გაზის წილი ჩინეთის იმპორტის კალათაში 10 პროცენტი იყო.   

NATO 2023 წელს სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტს მეოთხედზე მეტით გაზრდის

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში NATO-ს 2023 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტებზე შეთანხმდნენ. ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 370,8 მილიონი ევროთი (27,8%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით), სამხედრო კი 1,96 მილიარდ ევროთი (25,8%-ით მეტი) განისაზღვრა. ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი NATO-ს პერსონალის ხელფასებს, საოპერაციო ხარჯებს და პროგრამულ ხარჯებს ითვალისწინებს, ხოლო სამხედრო - ფარავს NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის შტაბის ოპერაციულ ხარჯებს, ასევე მთელ მსოფლიოში მისიებსა და ოპერაციების დაფინანსებას. NATO-ს თანადაფინანსების კიდევ ერთი ელემენტია ალიანსის უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემას ეხება. 2023 წლისთვის პროგრამის ზედა ზღვარი 1 მილიარდი ევროა, რაც 26.6%-ით მეტია 2022 წლის დაფინანსებასტან შედარებით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში მადრიდში გამართულ სამიტზე, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, გაზარდონ ინვესტიციები NATO-ში, რათა უპასუხონ უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გამოწვევებს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, გერმანია მიზნად ისახავს მიაღწიოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანს, რომ თავდაცვაზე 2025 წლისთვის მშპ-ს სულ მცირე 2% დახარჯოს.  

თეთრი სახლი: რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება ზელენსკიმ უნდა მიიღოს

თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, დღეს თუ არა წლის ბოლომდე მაინს. მაგრამ რასაც ვხედავთ ჰაერში და უკრაინის მიწაზე მისვლა დასკვნამდე, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება, რთულია“, - განაცხადა კირბიმ. „ორივე მხარე კვლავ იბრძვის დონბასში, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები ბახმუტში და მის გარშემო [...] რუსეთის ჯარებმა დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები სამხრეთით და უკრაინელები წინსვლას ცდილობენ“, - განაცხადა კირბომ.  ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა შენელდება, მაგრამ არ შეჩერდება.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოლდოვა თავდაცვის ბიუჯეტს თითქმის 70%-ით გაზრდის

2023 წელს მოლდოვას თავდაცვის ხარჯები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 650 მილიონი ლეით, ანუ დაახლოებით 68,2%-ით გაიზრდება - თანხები საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიიმ მოლდოვის ევროინტეგრაციის ფორუმზე განაცხადა. „ეს თანხა გადაეცემა კრიტიკულ სექტორებს, რომლებიც გამოიკვეთა სამხედრო სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების გადახედვისას. ინვესტიციები მიმართული იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კერძოდ საჰაერო თავდაცვაზე", - განაცხადა მინისტრმა. მან განმარტა, რომ დღეს არსებული წინადადებების გათვალისწინებით - ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ სარაკეტო თავდაცვის რადარზე - მოლდოვა ასეთი სისტემის შეძენას მხოლოდ წელიწადნახევარში შეძლებს. მიმდინარე წელს მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე გაიზარდა 14,5 მილიონი ლეით, თანხის ნახევარზე მეტი პერსონალის ხარჯებზე განაწილდა.   

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

15 დეკემბერს, 11:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.  

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისში ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს

გასული დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "უკრაინელებმა 5 დარტყმა მიაყენეს რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაარტყეს რუსების 2 საკონტროლო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიას და საწვავი და საპოხი მასალების საწყობს. მტერი აგრძელებს ფოკუსირებას ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ის ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება კუპიანის, ლიმანის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კელი დეგნანი სააკაშვილზე: მიმდინარე სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს მათ შორის პირადი ცხოვრების უფლების დაცვით

„მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, ფსიქოლოფიური დახმარების გაწევა და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით“, - განუცხადა ელჩმა მედიას. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნო. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის მიერ მიღებულ შესაბამის რეზოლუციაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაცია „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას“, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიას ახდენს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სჩადის ომის დანაშაულებსა და გენოციდს“, ასევე „ეწევა მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას“. კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“.   

საგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის სახით 27 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 13 პირი დააკავეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 44 841 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Washington Post: აშშ უკრაინისთვის „ჭკვიანი ბომბის“ კომპლექტის გადაცემას გეგმავს

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას გაუგზავნოს მოწინავე ელექტრონული აღჭურვილობა, რომელიც საავიაციო ბომბის „ჭკვიან“ ბომბად აქცევს და რომლითაც უკრაინა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე მაღალი სიზუსტის დარტყმებს განახორციელებს. ამის შესახებ Washington Post-ი ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. კომპლექტები გლობალური პოზიციონირების მოწყობილობებისგან შედგება და მისი სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად გამოყენებაა შესაძლებელი, მას პენტაგონი "Joint Direct Attack Municition" ან JDAM-ს უწოდებს. ამერიკელმა სამხედროებმა ეს ტექნოლოგია 900 კგ-მდე წონის საავიაციო ბომბების წინააღმდეგ გამოიყენეს. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მისაწოდებლად ემზადება.  

ელჩი დეგნანი: ჩვენთვის შემაშფოთებელია ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა

„შემაშფოთებელია როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აშშ-ის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს კონფერენცია უკვე ათი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ქალთა და გოგონათა სოციალური, ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობა არის პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამ კუთხით ცნობიერება გაიზარდოს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს, ასევე მინდა გითხრათ ცხელი ხაზის შესახებ, სადაც მსგავსი შემთხვევევბის დროს შეუძლიათ, დარეკონ -116006“,  – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. ცნობისთვის, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროკავშირის ელჩი: რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების საშუალება

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული. მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, {მიხეილ სააკაშვილმა} გადაწყვიტა, არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

არჩილ თალაკვაძე: გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს

გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. „არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, გახლავთ უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის ასევ იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურის განცხადებით, ხელისუფლებამ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა, როდესაც ექსპრეზიდენტის შესახებ ვიდეოკადრები გაავრცელა. ადვოკატის თქმით, კადრები ადასტურებს, რომ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. შალვა ხაჭაპურე სისხლის სამართლის საქმის აღძღვრას მოითხოვს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.

ანგარიში: ზამთრის პერიოდში უკრაინის დატოვებას მოქალაქეების მხოლოდ 7% განიხილავს

რუსეთის მიერ გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ზამთრის პერიოდში უკრაინის დატოვებას მოქალაქეების მხოლოდ 7% განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბოლო ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. „თითქმის 18 მილიონი ადამიანი - უკრაინის მოსახლეობის 40 პროცენტი - საჭიროებს სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ ზამთარში, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ აქვს თავშესაფარი ან სითბო. IOM მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, გააფართოონ თავიანთი ძალისხმევა, რადგან საჭიროებები დღითიდღე იზრდება“, - თქვა IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, ანჰ ნგუენმა. IOM-მა ხარკოვის მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა 18 გენერატორი. IOM-მა კიდევ ოთხი გენერატორი მიაწოდა ომით დაზარალებულ ქალაქ მიკოლაივს. IOM-ის ცნობით, მსგავსი დახმარება უკრაინის სხვა რეგიონებსაც მიეწოდება, ხოლო მომდევნო კვირებში კიდევ 1200 გენერატორის მიწოდება იგეგმება.

ჩანაწერი, რომ ბიძინა ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია - ბურჭულაძე

ჩანაწერი, რომ ბიძინა ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია და არ შეიძლება ასე მოხდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო "მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივი და არ შეიძლება ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ბურჭულაძემ.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

15 დეკემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში: თბილისი - ღამით 0°, დღისით +11°, უმეტესად უნალექოდ. სოხუმი - ღამით +10°, დღისით +17°, წვიმა. ბათუმი - ღამით +12°, დღისით +20°, უმეტესად უნალექოდ. ფოთი - ღამით +10°, დღისით +17°, წვიმა. ზუგდიდი - ღამით +9°, დღისით კი +18°, წვიმა. ქუთაისი - ღამით +9°, დღისით +16°, წვიმა. მესტია - ღამით 0°, დღისით +8°, თოვლი. გორი - ღამით -2°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. ბორჯომი - ღამით -1°, დღისით კი +10°, უმეტესად უნალექოდ. ახალციხე - ღამით -3°, დღისით კი +10°, უმეტესად უნალექოდ. ცხინვალი - ღამით -3°, დღისით +11°, უმეტესად უნალექოდ. რუსთავი - ღამით 0°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით -1°, დღისით კი +11°, უმეტესად უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით +3°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით +1°, დღისით კი +10°, უმეტესად უნალექოდ. ცაგერი - ღამით +2°, დღისით კი +15° უმეტესად უნალექოდ. ბახმარო - ღამით -2°, დღისით +8°, თოვლი.  

აშშ უკრაინას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად $17 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), უკრაინაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის აღდგენის დასაფინანსებლად დამატებით 17 მილიონ დოლარს გამოყოფს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ვიქტორ ლიაშკოსა და მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს იჰორ კუზინს შორის ვაშინგტონში CDC-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას გახდა ცნობილი. თანხების ნაწილი მოხმარდება უკრაინელი სპეციალისტების სასწავლო კურსის შემდგომ მხარდაჭერას და განვითარებას, რაც დადებითად აისახება უკრაინაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს

ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ამ კადრებით, არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,"- განახადა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.