ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილის კადრებზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს - სიმონიშვილი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა "რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?! როგორც მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახსენა, მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო. პროცესზე რომ ჩაგერთოთ და მიგეცათ საშუალება, ასე ვერ გავიგებდით საზოგადოება როგორ არის ის?! რა საჭირო იყო ამ კადრების გამოქვეყნება. მაგრამ გინდაც ის მიზანი ყოფილიყო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, არ არის გაუარესებული მდგომარეობა, ვიდეოს ჩვენებით როგორ უნდა ვნახოთ, ვიდეო როგორ უნდა იყოს იმის მტკიცებულება, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა თუ არა და მეორე, როგორ შეიძლება ვიდეოთი დადასტურდეს, რომ არ არსებობს სასჯელის გადავადების საფუძვლები", - განაცხადა სიმონიშვილმა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამის განცხადებას თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა „2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება - ომბუდსმენის აპარატი

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას პენიტენციური სამსახურის მხრიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა ომბუდსმენის აპარატი თვლის, რომ გამოქვეყნებული კადრებით ეჭვქვეშ არის დაყენებული პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას: „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2022 წლის 14 დეკემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელდა სამედიცინო დაწესებულებაში პატიმარ მიხელ სააკაშვილის პალატის ვიდეო ჩანაწერები. სამსახურის განმარტებით, კადრების გასაჯაროება მოხდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ეს კადრები ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ასევე უწყება მიუთითებს, რომ აღნიშნულ ვიდეომასალაში ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ  არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ოფიციალური განმარტების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის. ამ შემთხვევაში კი სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი საჯარო განმარტების გათვალისწინებით, კადრების გასაჯაროება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროპორციულად და ადეკვატურად შემდეგ გარემოებათა გამო:  როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მე-7 დასკვნა გამოქვეყნდა 2022 წლის 6 დეკემბერს. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინა პერიოდთან შედარებით გაღრმავებულია ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია, ასევე დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას. განვითარებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ არა ერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და შეფასების მომენტისთვის, პაციენტი იმყოფებოდა აქტიური კატაბოლიზმის (ე.წ. ორგანიზმის თვითმონელება) ფაზაში, რასაც ადასტურებს განსაკუთრებით ოქტომბრიდან ძალიან აჩქარებული წონის კლება. 2022 წლის 6 დეკემბრის ექსპერტთა დასკვნა შეიცავს დამატებით დიაგნოზს, რომელიც არ გასაჯაროებულა მისი სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე (აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს). ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს პაციენტის საერთო მდგომარეობა შეაფასა როგორც მძიმე. 2022 წლის 14 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრებით ეჭვქვეშ არის დაყენებული პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობა. აღნიშნული მსჯელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო შეფასებას. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტის აგრესიული ქმედება იდენტიფიცირებული დიაგნოზების ერთ-ერთ შესაძლო დამახასიათებელ ქცევად მიიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება. სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს პატიმარ პაციენტს, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს და არ გამოიყენოს პატიმრის სამედიცინო ჩვენება მის საწინააღმდეგოდ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მითითებული თარიღების მიხედვით ჩანაწერების უმრავლესობა 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმრის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში. აღსანიშნავია რომ პაციენტის მკურნალი ექიმების გადმოცემით, 2022 წლის 4 ოქტომბერი (ვიდეო ჩანაწერების დიდი ნაწილის თარიღი) არის ის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რასაც მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო.  მიხეილ სააკაშვილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით 6 დეკემბრის მდგომარეობით გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეო ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი. შესაბამისად, გასული პერიოდის კადრების გასაჯაროებით პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმართ არსებული საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. ამავე დროს გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას. აპარატის შეფასებით, ამ ეტაპზე აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო და სამართლებრივი ღონისძიებების გადადგმა, რომელიც პატიმრის/პაციენტის რეალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და სრულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს. სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში წარმართოს  სამსახურის მიერ აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებული შესწავლა  და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება." ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველოსა და აზერბაიჯანსა შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ღარიბაშვილის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული „სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას“. „დიდი პატივია ჩემთვის ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და გამოცდილია ბოლო წლების განმავლობაში. ასევე საუკუნეების განმავლობაში გვაქვს ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს, რაც იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენ შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მიმეღო მონაწილეობა ბაქოში აღნიშნული კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში. წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, რაც ჩვენი საერთო მიზანი და სურვილია, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ალი ასადოვი: აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობამ, დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, იქნას განხილული ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. „გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი მეგაპროეტქტები, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს, ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს, თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება - თურქული კვლევითი ცენტრი

ევროპაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, კასპიის ზღვა, ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგით, ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის იმედის წყაროდ იქცა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია, თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, Nord Stream-2 გაზსადენის მშენებლობის შეჩერების გამო, კასპიის პროექტები საკვანძო, გადამწყვეტი ხდება. ამ ფონზე, როოგრც სტატიაშია აღნიშნული, სამხრეთ გაზის დერეფანი (SGC) გახდა ევროპაში გაზის ექსპორტის ყველაზე საიმედო მარშრუტი, განსაკუთრებით ახალი დამატებითი მილსადენებისა და ინტერკონექტორების წყალობით, როგორიცაა TAP-ი ან TANAP-ი. არსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, აზერბაიჯანი გეგმავს შემდგომ გაფართოებას ბალკანეთში და იკვლევს ახალ შესაძლებლობებსა და კონტრაქტებს ამ კუთხით. „ავსტრიული ენერგეტიკული რეგულატორის E-Control-ის ხელმძღვანელის ვოლფგანგ ურბანჩიჩის განცხადებები, რომ აზერბაიჯანი ალჟირთან და ნორვეგიასთან ერთად ალტერნატიული ბაზარი გახდება, არ უნდა იყოს იგნორირებული ამ ინიციატივების კონტექსტში, რადგან აზერბაიჯანი იქცევა ევროპისთვის მნიშვნელოვან ცენტრად ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის დროს“, - აღნიშნავს ავტორი. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

მიხეილ სააკაშვილი: შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ

გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად თავი ბოლომდე „გაიფარჩაკა“შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო „გუშინ, სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად „გაიფარჩაკა“ ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს. თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

პირველი თებერვლიდან მანქანის განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდა იმავე ინსპექტირების ცენტრში, სადაც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება). თუმცა, განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის არარსებობის პირობებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ ინსპექტორის მხრიდან დადგინდეს ხარვეზი, შემდგომ, განმეორებით ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით. აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და გარკვეულწილად, ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტეს სახელმწიფოებში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30%-ს.შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი.• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი.• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.  

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ მან აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. „ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სამხრეთ გაზის დერეფნისა და TANAP-ით ევროპაში ტრანსპორტირდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის საკითხთან დაკავშირებით ასევე მზად ვართ გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნა. ენერგეტიკულ თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე ქმნის აუცილებელ ჩარჩოებს“, - დასძინა ჩავუშოღლუმ.  

კარენ დონფრიდი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს

აშშ აზერბაიჯანისთვის, თურქმენული გაზის მიწოდების მხარდაჭერის შესაძლო გზებს იკვლევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება - თურქული კვლევითი ცენტრი „აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში ენერგომომარაგების დივერსიფიკაციასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს. SGC ხელს უწყობს ევროპაში ენერგიის იმპორტის მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიკაციას, რაც ახლა აშშ-ს პოლიტიკის პრიორიტეტია. აშშ იკვლევს გზებს, რათა მხარი დაუჭიროს თურქმენული გაზის მიწოდებას აზერბაიჯანში, რათა გაზარდოს არარუსული ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დონფრიდმა.  მისივე თქმით, ივლისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის იმპორტის გაორმაგების შესახებ, წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. „არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ საჯაროდ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანულ გაზზე უფრო ფართო წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. აზერბაიჯანს ასევე აქვს განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენი დახმარება სწორედ ამისთვისაა მიმართული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ევროპული დიპლომატიის პირველი წარმატება აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის დივერსიფიკაციისა და თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა დონფრიდმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი, მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ

მიხეილ სააკაშვილი დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს, მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო "მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. გარდა ამისა, გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს და ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მან დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა. ვთქვათ, თუ დედამისს არ შეატანინეს საკვები, რამდენიმე ექთანზეა საუბარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკვების შეტანა. მიზეზი არის ის, რაც გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებულია მიმართოს ამ ზომებს. ჩვენ ვაცნობეთ ამის შესახებ საბადრაგო სამსახურს და ისინი თავის ხელმძღვანელობას აცნობებენ და ამ საკითხებში გაარკვევენ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი

  საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ამასთან, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. „მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

საქართველოში ნოემბერში გადმოგზავნილი ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 316 მილიონის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 819%-ით მეტია, რაც რეკორდულ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. მეორე ადგილზე 36 მილიონი დოლარით იტალიაა, მესამეზე კი აშშ 29 მილიონი დოლარით. ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს: 1. რუსეთის ფედერაცია - 316 მილიონი, მატება წინა წელთან 819% 2. იტალია - 36 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 3. აშშ - 29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%; 4. ყირგიზეთი - 20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%; 5. საბერძნეთი - 19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%; 6. ისრაელი - 17 მილიონი, მატება წინა წელთან 1%; 7. გერმანია - 15 მილიონი, მატება წინა წელთან 41%; 8. ყაზახეთი - 11 მილიონი, მატება წინა წელთან 14%; 9. ესპანეთი - 5 მილიონი, მატება წინა წელთან 3%; 10. საფრანგეთი - 4 მილიონი, მატება წინა წელთან 20%;  

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი 84-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად 270,0 მლნ ლარით იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი 660,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი. შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით, 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარით გაიზრდება და 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ ლარი იქნება. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი სოციალურ პროგრამებს მოხმარდება - კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საბიუჯეტო სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს, დაახლოებით, 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ გზების მშენებლობას მოხმარდება, დანარჩენი კი - ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციასა და სკოლების მშენებლობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლრდ. ლარი იქნება, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარს შეადგენს. სამხედრო პირთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება. გაიზრდება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით მოემატებათ. იზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს. მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,3 მლნ ლარს შეადგენს.  

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1 წელში 31.4 ლარით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენს. საარსებო მინიმუმი 2021 წლის ამ პერიოდში 223.7 ლარს შეადგენდა. წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით, 2022 წლის ნოემბერში მონაცემი 31.4 ლარით გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდა ქვეყანაში არსებულ ინფლაციურ მაჩვენებელს უკავშირდება. ოფიციალური მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.  

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ასეთი სამსაათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი

ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი, - ასე აფასებს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებს, რომელიც მესამე პრეზიდენტს უკავშირდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო „ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. არ ვიცი, ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში. პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა",- აღნიშნა წულუკიანმა. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

პრეზიდენტმა შარლ ფრიესთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში შარლ ფრიესთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.  საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. პრეზიდენტმა დაგმო რუსული აგრესია, შეტევები მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება რუსეთის მეზობელი, ყველა პატარა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება კვლავ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები.  ევროკავშირის წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა ჰუმანიტარული მიმართულებებით განხორციელებული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახორციელებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ევროკავშირის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს ინკლუზიური. ხაზი გაესვა ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოს როლი და შესაძლებლობი კიდევ უფრო იზრდება ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას.

უკრაინის ჯარებმა, ლუგანსკის რეგიონში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის, გენერალ ოლექსი გრომოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქის დიბროვას დასახლებასთან, თითქმის ნახევარი კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ გრომოვმა გენერალური შტაბის ბრიფინგზე 15 დეკემბერს განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევითი მოქმედებები ლუგანსკის რეგიონში, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელ დონეცკის რეგიონში რუსული ძალების გააქტიურების ფონზე, სადაც მტრის არმია, უკრაინის თავდაცვის გარღვევას ორი რეგიონის საზღვარზე ცდილობს. გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, თვითგამოცხადებული LPR-ის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში იმყოფება რუსული არმიისა და პრორუსული ფორმირებების 3600-ზე მეტი მებრძოლი. მათგან 500 - ძირითადად ვაგნერის PMC დაქირავებული მებრძოლია.   

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს.  თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობას იწყებს. ანი წითლიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, რისთვისაც ბოდიშს უხდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. „ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა,სადაც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, გულგრილი არ დატოვა არავინ. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის გადაყვანამდე, იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, ვაცხადებთ შიმშილობას. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ევროპარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.  ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა უკრაინული მედიის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემზარავ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, 17-მა თავი შეიკავა. მიღებული რეზოლუცია გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და პატივს სცემს მილიონობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ხელოვნური შიმშილის მოწყობის შედეგად.  გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ცდილობს მის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციას, ძარცვავს მარცვლეულის საწყობებს და აფერხებს ექსპორტს. მიღებული რეზოლუცია გადაეცემა უმაღლეს რადას, პრეზიდენტს, უკრაინის მთავრობას, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, ევროსაბჭოსა და კომისიას, წევრ ქვეყნებს, გაეროს, ეუთოს, ასევე რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.