ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი: უკრაინას სჭირდება ევროკავშირის დახმარება გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად

უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა 800 000 ევროს ღირებულების 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოში ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა გაზის იმ მოცულობის შესაძენად, რომელიც გამოიყენება რუსული დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის. მისი თქმით, საუბარია 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე. ზელენსკიმ აღნიშნა რომ უკრაინელებს ამჟამად ევროკავშირიდან დაახლოებით 800 000 ევროს ღირებულების ელექტროენერგიის მიწოდება სჭირდებათ.

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის მიზნით, მისი გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”, - წერია განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილისადმი წვდომა. „უკრაინა მომავალშიც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშვილისას, რომელიც გათავისუფლებულ უნდა იქნას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვალერი ზალუჟნი: იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, დღეიდან მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება. სხვათა შორის, ეს საკმარისია ჩვენთვის, რადგან მელიტოპოლი გვაძლევს სახმელეთო დერეფნის სრულ საცეცხლე კონტროლს, მელიტოპოლიდან უკვე შეგვიძლია სროლა ყირიმის ისთმუსზე, იგივე HIMARS-ებით და ა.შ.“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში გააკეთა. გენერალმა აღნიშნა, რომ წინსვლა დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე. უკრაინული მედიის ცნობით, 10-11 დეკემბერს, უკრაინის არმიამ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლსა და მის სიახლოვეს, რუსი ოკუპანტების სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა. მისივე თანახმად, ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 200 დაიჭრა.  

სლოვაკეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

სლოვაკეთში პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის პარტიის წევრებმა კენჭის ყრის დროს დარბაზი დატოვეს. უნდობლობს გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას 78 მხარდამჭერი ჰყავდა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, პარლამენტის 20 წევრი იყო. ორმა თავი შეიკავა. სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის ბორის კოლარის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, 2023 წელს ჩატარდეს. სლოვაკეთის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა, სუზანა ჩაპუტოვამ მთავრობა უნდა გადააყენოს. მომავალ არჩევნებამდე ედუარდ ჰეგერის მთავრობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ექნება.

ესტონეთი პირობას დებს, რომ უკრაინას გამარჯვებამდე დაეხმარება

ესტონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში მის საბოლოო გამარჯვებამდე. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა რადას სპიკერის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, აგრესორს არ უნდა მიეცეს უფლება, შეარყიოს საერთაშორისო წესრიგის ძირითადი პრინციპები. „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე. რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი თავის აგრესიულ დანაშაულებზე", - ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

რის მიღწევას ცდილობს რუსული პროპაგანდა უკრაინაში

ყველა პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის გავრცელებას რუსეთი ბოლო პერიოდში უკრაინულ მედიასივრცეში ცდილობს, მიზნად ისახავს, აიძულოს უკრაინის ხელისუფლება, ოკუპანტებთან დაიწყოს მოლაპარაკებები. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. ოფიციალური პირის თქმით, პროპაგანდის უდიდესი ძალისხმევა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: „სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვით, მოსახლეობის ზარალის გამო, მტერს უჩნდება სურვილი, პროვოცირება მოახდინოს უკრაინაში საპროტესტო განწყობებზე, რაც აიძულებს უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დაეთანხმოს რუსეთის მიერ წამოყენებულ „მშვიდობიან“ წინადადებებს.„ყოველი სარაკეტო თავდასხმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ომის კურსს თავის სასარგებლოდ შეცვლის. ყოველი სარაკეტო დარტყმით, კრემლი იმედოვნებს, რომ სრულ სიბნელეში ჩაგვაგდებს. ყოველი სარაკეტო დარტყმით ტერორისტულ სახელმწიფოს იმედი აქვს, რომ უკრაინელებს გატეხს, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოა“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებული ვართ

ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნეს ლიდერების წინააღმდეგ თურქეთში, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნეს ლიდერების წინააღმდეგ თურქეთში. კერძოდ ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობისა და ასევე ტერორიზმის მხარდაჭერისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ზედმეტად ფართო ხასიათის მქონე ბრალდებების გამო”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.   

უკრაინის გენშტაბი: რუსულმა ძალებმა ტოკმაკში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს

უკრაინის გენშტაბის დაზუსტებილი ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის დასახლების რაიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სხვადასხვა ტიპის მტრის ათამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა. გარდა ამისა, დაშავდა 180-მდე დამპყრობელი. ხერსონის ოლქის ქალაქ ლაზურნოეში კი რუსეთის ფედერაციის 30-მდე სამხედრო განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.  „გარდა ამისა, დაფიქსირდა რუსეთის ძალების მობილური კრემატორიუმების მუშაობის ფაქტი ქალაქ ტოკმაკში“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.  

მედია: ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ

რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, მედიას წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მედიის ცნობით, სანქციების პაკეტმა უნდა გაიაროს წერილობითი დამტკიცების პროცედურა პარასკევს შუადღისთვის, ამის შესახებ Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ციტირებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.  

პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა

მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, - პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. "მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება, როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,"- განაცხადა ჯანაშიამ. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.  

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ Reuters წერს.  „ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვთ ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, მონტენეგროს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.  

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას, თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის გენშტაბი: რუსულმა ძალებმა ტოკმაკში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს „დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის სიგნალი გამოცხადდა! გთხოვთ წადით თავშესაფარში!” - დაწერა ადმინისტრაციამ „ტელეგრამზე“. ტელეგრამ არხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ხა-101“-ის ტიპის რაკეტები გაუშვა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.  

მედია: გაზპრომისა და როსნეფტის თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

რუსული ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიების ზოგიერთ თანამშრომელს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა, ირწმუნება რუსული მედიაგამომცემა „ვიორსტკა“ „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ წყაროებზე დაყრდნობით. პირველ შემთხვევაში საუბარია ყველა თანამშრომელზე, მეორეში - მხოლოდ ხელმძღვანელობაზე. „არაოფიციალურად აგვიკრძალეს“ გამგზავრება „თუნდაც თურქეთში“ და ეს ეხება თანამშრომლების უახლოეს ნათესავებსაც კი - მეუღლეებსა და შვილებს, - განუცხადა გამოცემას „გაზპრომის“ სანქტ-პეტერბურგის ოფისის საშუალო რგოლის მენეჯერმა. „ბევრმა უკვე იყიდა ბილეთები და დაჯავშნა სასტუმროები საახალწლო არდადეგებისთვის. მაგრამ სამკურნალოდ წასვლაც კი არ შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ შვებულებაში. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა", - ციტირებს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.  მენეჯმენტისთვის მსგავსი აკრძალვა მოქმედებს „როსნეფტშიც“, - წერს „ვიორსტკა“, რომელიც სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეყდრნობა. წყაროს განმარტებით, აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ მაღალ ხელმძღვანელობას ეხება. „როსნეფტმა“ და „გაზპრომმა“ ეს ბრალდებები არც დაადასტურეს და არც უარყვეს.  შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ განიხილა საზღვარგარეთიდან დისტანციური მუშაობის შესაძლო აკრძალვა „სენსიტიური“ უბნების მუშაკებისთვის. „ეს ინიციატივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან“, - წერს მედია.  

შალვა პაპუაშვილი: შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება - მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა

შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან”, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.  

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი 3,159,558,975 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). „2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით. 2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბელორუსმა, დასავლური პროდუქციის იმპორტზე ემბარგო, ივნისამდე გადასწია

ბელორუსის მთავრობამ, „არამეგობრული“ ქვეყნებიდან სურსათის იმპორტზე, 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მინისტრთა საბჭოს ასეთი დადგენილება ეროვნულ სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა და ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა. ამის შესახებ ბელორუსული მედია იტყობინება. სურსათის იმპორტზე აკრძალვა 2022 წლის დასაწყისში შემოიღეს, ზაფხულში კი ექვსი თვით გაგრძელდა. ახალი რეზოლუცია განმარტავს კონტრსანქციებს. სასურსათო ემბარგო თავდაპირველად მოიცავდა 18 სახის საქონლის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის მსხვილფეხა რქოსანი ხორცის, ღორის, რძისა და რძის პროდუქტების (გარდა სპეციალიზებული ლაქტოზის გარეშე რძის), ხილისა და თხილის, ძეხვეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ბოსტნეულის იმპორტზე. 2022 წლის ივნისში მთავრობამ შეარბილა დაწესებული შეზღუდვები და იმპორტიორებს „არამეგობრული“ ქვეყნებიდან გარგრის, ალუბლის, ალუბლის, ნექტარინის, ქლიავის, ხურმის შემოტანის უფლება მისცა. სიიდან ასევე გამოირიცხა ვაშლი, მსხალი, ყაბაყი, ბადრიჯანი, ახალი ბულგარული წიწაკა, სალათის ფოთოლი, რუკოლა, შარდი, ისპანახი. სექტემბერში იმპორტიორებს მიეცათ საშუალება ბელორუსში კლემენტინის, კივის, ჩინური კომბოსტოს და ღეროვანი ნიახურის შემოტანა. თავდაპირველად, ემბარგო ეხებოდა საქონელს ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან, ალბანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან და შვეიცარიიდან. შემდეგ სიას დაემატა ლიხტენშტეინი და სერბეთი.  

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 595 ლარია - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით); ⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით); ⦁ მშენებლობა - 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით); ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით). 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 904.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 292.7 ლარი (18.2%ეკ). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2022 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 258.7 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1714.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 434.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 54.6 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 732.2 ლარი, გაიზარდა 16.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2022 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 160.3 ლარით (13.1%) გაიზარდა და 1 380.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.  

პუტინი ბელორუსში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკს 19 დეკემბერს ეწვევა. ბელორუსის დედაქალაქში ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოშობილ გამოწვევებზე რეაგირების ღონისძიებები. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დაიწყება. მათში ორი პრეზიდენტის გარდა, მთავრობის წევრები, მინისტრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. მხარეები განიხილავენ „ბელორუსი-რუსეთის ინტეგრაციის ყველაზე აქტუალური საკითხების მთელ სპექტრს". შემდეგ პუტინი და ლუკაშენკო მოლაპარაკებებს გამართავენ პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მოსალოდნელია პრეს-კონფერენცია.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით შარლ ფრიზს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. შეხვედრაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ გამოხატა მზაობა საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების შესახებ.შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.  

აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში, გაზის ტურბინის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, გაზის ტურბინის ელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა.