ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება
ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართება და ასევე პრეზიდენტი ზელენსკი დაპატიჟებულია ბრიუსელში“, – განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, სამიტის ჩატარების ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის.
Nokia-სა და Ericsson-ის გასვლის შემდეგ, რუსეთში მობილური კომუნიკაციები შესაძლოა, 1990-იან წლების დონეზე აღმოჩნდეს - Reuters
სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლების Nokia-სა და Ericsson-ის გასვლა რუსეთის ბაზრიდან წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით კომუნიკაციების გაუარესებას გამოიწვევს. ქვეყნის მასშტაბით და დაფარვა შესაძლოა, თანდათან 1990-იანი წლების ბოლოს არსებულ ვითარებას დაუბრუნდეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Ericsson-ი და Nokia, რომლებიც რუსეთში სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ და საბაზო სადგურების დაახლოებით 50%-ს ფლობენ, აწარმოებენ ყველაფერს, სატელეკომუნიკაციო ანტენებიდან დამთავრებული აპარატურით, რომელიც აკავშირებს ოპტიკურ ბოჭკოს, რომელიც გადასცემს ციფრულ სიგნალებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას აძლევს ქსელის სხვადასხვა ნაწილებს სინქრონულად იმუშავონ. „ჩვენ ვმუშაობთ წლის ბოლომდე და სწორედ ამ დროს იწურება სანქციებით დაშვებული ყველა გამონაკლისის ვადა“, - განუცხადა Ericsson-ის ფინანსურმა დირექტორმა კარლ მელანდერმა Reuters-ს. ასევე Nokia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პეკა ლუნდმარკმა რუსეთიდან გასვლის შესახებ განაცხადა: „ჩვენი გასვლა დასრულდება. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას".
საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
„თქვენი ჩამოსვლა მნიშნელოვანია. გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სითბო დაგანახოთ თქვენ და დავანახოთ უკრაინელ ხალხს. თქვენ გაქვთ ახლა განსაკუთრებული პერიოდი. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩამოაყალიბოთ მეგობრობა თანატოლებთან, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში გაგყვებათ. პარლამენტი იქნება თქვენი მეგობარი და დღეს თქვენი ვიზიტით ეს მეგობრობა შედგა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიღებაზე, რომელიც პარლამენტში საქართველოში მყოფი უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა. ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლის 24 აღსაზრდელი და მათი მწვრთნელები საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში წინასაახალწლო დღეებს გაატარებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს ბავშვების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „როდესაც საუბარია მეგობრობის ჯგუფებზე, ეს, როგორც წესი, არის საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი, მაგრამ ამ წელმა აჩვენა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს მეგობრობის ჯგუფებს. მიხარია, რომ უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ამდენი რამ შეძლო და ასე მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთს ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებს, ხალხებს და არის გარკვეული საპარლამენტო ხიდი, რომელიც დღეს არის განსაკუთრებულად აქტიური“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს ასევე სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, - „ეს ვიზიტი დაგეხმარებათ, ისტორიის ამ რთულ მომენტში, როდესაც უკრაინაში ომია და უკრაინა იბრძვის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, კიდევ ერთხელ იგრძნოთ თქვენი მეგობრების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს უყვარხართ და გვინდა, უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ჩვენ გვსურს უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა წარმართოს თავის ქვეყნის მომავალი და ამაში მთელ დასავლურ საზოგადოებასთან ერთად, უკრაინას აქვს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ამ რთულ დღეებში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინელი კოლეგების მიმართ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძემ თავის მხრივ თბილისის მერს კახა კალაძეს გადაუხადა მადლობა პროექტის ორგანიზებისა და ბავშვების ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კი ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს მიმართა სამადლობელი სიტყვით გაწეული ძალიხსმევისთვის. საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლუდმილა მარჩენკომ კი განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, - ნაქთქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ღონისძიებაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კელი დეგნანი: ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფონდმა 2022 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო - მიმდინარე წელს ფონდის მიერ 53 დაჭრილი მებრძოლი დაფინანსდა, ჩატარდა 17 ოპერაცია, მათ შორის 13 ურთულესი, ოფთალმოლოგიური ჩარევა და ა.შ. ღონისძიებაზე ახალი ინიციატივაც გახდა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი სპეციალური კურსები შეიქმნა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისა და ვეტერანების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ფონდის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი კირუშენ აბიდინოღლუ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე. ვიდეოტელეკონფერენციით კი, ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ჩაერთო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობის პარალელურად მსურველებს შემოწირულობის გაღება შეეძლოთ. 2018 წლის ივლისიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს“ კომპანია „სილქნეთი“ ხელმძღვანელობს.
თურქეთი, ინფლაციის ფონზე, 2023 წელს მინიმალურ ხელფასს 55%-ით ზრდის
თვიური მინიმალური ხელფასი თურქეთში 2023 წელს 8506,80 ლირა (455 დოლარი) იქნება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ეს ნიშნავს მინიმალური ხელფასის 55%-იან ზრდას ივლისში დადგენილ დონესთან შედარებით და 100%-ით იანვართან შედარებით“, - განაცხადა ერდოღანმა. მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური ხელფასი ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს. ბოლო თვეებში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა, მაგრამ ნელ-ნელა კლება დაიწყო.
აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა პირველად 20-21 დეკემბერს დატოვა. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით, კიევის აქტიურ მხარდამჭერ სახელმწიფოში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგით ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიღო. უკრაინის ლიდერი ისტორიული სიტყვით წარსდგა კონგრესშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ბაიდენმა ამერიკაში წლის ადამიანი უწოდა, ახლა „შინ კარგი ამბებით ბრუნდება“. მანამდე იყო კონგრესისადმი 25-წუთიანი მიმართვა, რომელშიც ვაშინგტონისადმი სამადლობელ სიტყვასთან ერთად ზელენსკიმ აღნიშნა: „თქვენი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლიერნი ვართ. ეს საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა“. „სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს. ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება, იგნორირებული იყოს, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა დაგვიცავს“, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა. Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით ჩავიდა კონგრესში მისვლამდე, უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაუდასტურა, რომ უკრაინა მიიღებდა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რასაც კიევი კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმის ფონზე. ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ ის მარტო არ არის და ყველას ესმის დღეს, რა დევს სასწორზე. ბაიდენი ზელენსკის: თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უკრაინისთვის, ახლა განსაკუთრებით მნიშნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. Europetime-თან ის ამბობს, რომ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, რომ შტატები მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე უკრაინის რუსეთის ძალებს არ განდევნის ქვეყნის ტერიტორიიდან. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, ზელენსკის ჩასვლა აშშ-ში, ვიზიტის სიმბოლურ დატვირთვაზე მიუთითებს. „ამ ვიზიტს ტრანსფორმაციულს ვერ ვუწოდებ. ეს უფრო აშშ-ის განზრახვის დადასტურებაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ის არ განდევნის რუსულ ძალებს უკრაინიდან. მნიშვნელობა აქვს სიმბოლიკასაც; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება“, - ამბობს პოლ გობლი. ის მიიჩნევს, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“. „წინ გვაქვს ზამთრის დღეები, ამიტომ ახლა ფლობას იმ იარაღისა, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩამოვიდა და მიიღო საჭირო მხარდაჭერა. ეს გაცილებით რთული იქნება მათთვის, ვისაც სურს, შეეწინააღმდეგოს უკრაინისთვის მეტის გაღებას, რაც კიევს აუცილებლად სჭირდება“, - მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, 5 000-ლარიანი გირაო დაეკისრა
ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირი იოსებ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა. ამასთან, თავად ბრალდებულმა, ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი მისი მხრიდან შეცდომა იყო. „ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული. მეორეჯერ არ განმეორდება”, - განაცხადა სირაბიძემ. ცნობისთვის, დაკავებულ იოსებ სირაბიძეს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი საავტომობილო კონგლომერატს შექმნიან
უზბეკეთი, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან თანამშრომლობით, „საავტომობილო ინდუსტრიის კონგლომერატის" შექმნას გეგმავს. ინფორმაცია Trend-ს უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ დაუდასტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. კონგლომერატის შექმნის იდეა გულისხმობს თანამშრომლობის დამყარებას უზბეკური კომპანია UzAuto Motors-ს, აზერბაიჯანულ ავტომწარმოებელ ქარხანას Azermash-სა და Saryarka Avtoprom LLP-ს, ყაზახეთში ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელს შორის. ეს კომპანიები რამდენიმე წელია უზბეკეთის მიერ მიწოდებული ნაწილებიდან აწყობენ „შევროლეს“ მანქანებს. კონგლომერატის შექმნის იდეა, სამი ქვეყნის საინჟინრო ინდუსტრიაში ძლიერ კავშირებს ემყარება. ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მემორანდუმს აზერბაიჯანში ავტომობილების წარმოების ლოკალიზაციის შესახებ Azermash OJSC-სა და UzAvtoSanoat JSC-ს შორის ხელი მოაწერეს Azermash-ის საბჭოს თავმჯდომარემ ემინ ახუნდოვმა და UzAvtoSanoat-ის თავმჯდომარის მოადგილემ სარდორ ტაჯიევმა. აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართული უზბეკეთ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ავტომობილების წარმოების სფეროში რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი შეთანხმება ეხება UzAvtoSanoat-ის მიერ Chevrolet-ის სათადარიგო ნაწილების $500 მილიონის მიწოდებას Saryarka Avtoprom-ის საწარმოსთვის. სავარაუდოდ, კონგლომერატის იდეა დაკავშირებულია უფრო მჭიდრო თანამშრომლობასთან UzAuto Motors-ის დახმარებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ახალი Chevrolet მოდელების აწყობის თვალსაზრისით, ასევე არსებული სიმძლავრეების გაფართოებასა და კომპონენტების მიწოდების გაზრდას უზბეკეთიდან. „საავტომობილო კონგლომერატი" სავარაუდოდ მოიცავს სამი ქვეყნის ბაზრებს, სადაც დაახლოებით 65 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6740 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.94 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8446 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.59 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1432 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2313 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 დეკემბრიდან შევა ძალაში.
ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა,- ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა განაცხადა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო "სააკაშვილის დემენციის დიაგნოზი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. სააკაშვილმა უნდა დატოვოს საპატიმრო, რადგან ყოველი შემდეგი დღე, რომელსაც ის ციხეში ატარებს, ნიშნავს მისთვის ტრავმასთან შეხებას, რაც უკვე არსებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას ახდენს. მას შემდეგ, რაც ის ციხიდან იქნება გაყვანილი, უნდა გადაიყვანონ შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში დასავლეთში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან დაკავშირებით", - განაცხადა მან. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 11:00 საათზე ჩანიშნა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო მისი განცხადებით, „სასამართლო სხდომების ყოველდღე დანიშვნა შეუძლებელია“. „ყოველთვის გასათავლისწინებელია ადამიანის ჯანმრთელობს მდგომარეობა", თუმცა, ის მასალა რაც დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა წარადგინეს, გამოკვლევას საჭიროებს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ასე იქნება. ვერ დავტოვებთ გამოკვლევების გარეშე მტკიცებულებებს და ვერ მივატოვებთ შუა გზაში მოწმეებს",- განაცახდა არევაძემ. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა
ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის 2023 წელს ახალი საჰაერო მარშრუტი იხსნება
2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის საჰაერო მარშრუტის გახსნის პროექტი. ამის შესახებ Trend სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ტაჯიკაერონავიგაციის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის პროექტი გამოიყენებს PBN მარშრუტს RNP-4-ის სპეციფიკით. როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო სანავიგაციო აღჭურვილობის მონტაჟი და 2022 წლის ბოლოსთვის ამ პროექტის ხაზისთვის ADS-B სისტემა აღიჭურვება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დასრულდა. რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური რიადის გუბერნატორის მოადგილემ პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდმა და საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან.
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხევის დროს, კორპუსში მცხოვრებნი იმყოფებოდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. Europetime საგანგებო სიტუაცების სამსახურში დეტალებს აზუსტებს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ზელენსკი, პოლონეთში პრეზიდენტ დუდას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკი ანდჟეი დუდას აშშ-დან დაბრუნებისას, პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაჯამა და იმ რთულ ისტორიულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც უკრაიონაში, რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. „სახლისკენ გზაზე შევხვდი უკრაინის მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ჩვენ შევაჯამეთ ერთი წლის შედეგები, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომის გამო ისტორიული გამოწვევები მოიტანა. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო დონეზე 2023 წელს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას ზრდის. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ უკრაინული პორტების წინააღმდეგ რუსეთის ოპერაციების გამო, რუსეთის საზღვაო სექტორს სანქციები დაუწესდებათ. აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი ზელენსკის ვიზიტს მოჰყვა. „შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა რომ შეაჩეროს რუსეთის შეტევები უკრაინაზე ჰაერიდან, მიწიდან თუ ზღვიდან. ეს ზომები ხაზს უსვამს მარტივ გზავნილს: კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი სასტიკი კამპანია უნდა დაასრულოს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა. მაკრონის თქმით, ევროპამ NATO-ში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს, როგორც NATO-ს ალტერნატივას ვერ ხედავს. მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ახალი არქიტექტურის პირობებში უნდა გავრცელდეს უკრაინასა და რუსეთზე, ისევე როგორც მეზობლებზე, როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და სომხეთი. „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან (რუსეთთან, რედ)“. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. მაკრონმა ჯერ კიდევ კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ. მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
მაკრონის თქმით, ევროპამ NATO-ში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს
„ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს აკეთებს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიას, იორდანიიდან დაბრუნებისას განუცხადა, როდესაც ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტზე ჰკითხეს. „ევროპა ასევე ბევრს აკეთებს და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ“, - განაცხადა მაკრონმა lemonde-ს ცნობით.ფრანგული მედია ასევე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი უკრაინელი კოლეგის „ათპუნქტიანი გეგმაც“ შეაქო. ამასთან, მაკრონმა აღიარა, რომ დიპლომატიის დრო ჯერ არ მოსულა. „ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთის ძალები მზად იყვნენ ცეცხლის შეწყვეტისთვის და მშვიდობისთვის, დაინახეს, რომ ასე არ არის. რასაც რუსეთი თავიდანვე ითხოვდა, არის დანებება და არა მშვიდობა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. lemonde წერს, რომ მაკრონი ცდილობს, როგორღაც დააბალანსოს ბოლოდროინდელი უკმაყოფილება, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.„ეს არ არის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც საბოლოო ეტაპზე იქნება. დღეს პრიორიტეტია უკრაინის დაცვა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პირველი დღიდან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „უკრაინის NATO-ში შესვლა, რუსეთის მხრიდან კონფრონტაციულ ნაბიჯად ჩაითვლება“... „შეუერთდება თუ არა უკრაინა NATO-ს - ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი - მას უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიები უნდა მიეცეს, რადგან მას რუსეთი დაესხა თავს", - აღნიშნა მაკრონმა. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას თავი. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და შესაძლებლობების ავტონომია შეერთებული შტატებისგან და შექმნას რეალური ევროპული საყრდენი NATO-ს ფარგლებში. „ეს არ არის ალტერნატიული პროექტი", - განაცხადა მაკრონმა. მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა. ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს ისე, როგორც NATO-ს ალტერნატივას, ვერ ხედავს. მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით.
ორბანი ევროპარლამენტის გაუქმების მოწოდებით გამოდის
„თუ ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, - ამ მოწოდებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა. Politico-ს ცნობით, ორბანმა ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული გარანტიები სამწუხაროდ, ჩავარდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატებისგან დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში დადანაშაულების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და იუწყება ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებულ ისეთი შემთხვევაზე, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის. საპატრიარქო განმარტავს, რომ მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. „როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.