ძებნის რეზულტატი:
უკრაინა რამშტაინის შედეგებით კმაყოფილია, ყველა დახმარების შესახებ საჯაროდ არ გაცხადებულა - რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, საკვანძო სიტყვები, რომლებიც ამ შეხვედრაზე ითქვა, არის ერთიანობა, დროულობა, დაუყოვნებლივი დახმარება, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება და შემდგომი კონტრშეტევა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. „უკრაინისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების გარდა, „დახურულ კარს მიღმა ითქვა გარკვეული პაკეტის შესახებ, ეს შთამბეჭდავია და ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს
უკრაინა 22 იანვარს ერთიანობის დღეს აღნიშნავს. 1919 წელს, ამ დღეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (UPR) და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (WUPR) გაერთიანების აქტს მოაწერეს ხელი. დღესასწაული ოფიციალურად 1999 წელს დაარსდა. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომაზე, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიიღეს. უკრაინელებმა მას მხარი 1991 წლის პირველ დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირეს. უკრაინა ახლა ამ დღეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე ხვდება.
უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკებისთვის წვრთნას დაიწყებენ
უკრაინის ჯარები გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკების გამოსაყენებლად წვრთნას დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით, წვრთნაზე შეთანხმება მიღწეულია. „ვიმედოვნებ, გერმანია მიიღებს გადაწყვეტილებას ტანკების გადმოცემის შესახებ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით, რადგან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ დავიწყებთ სატანკო ეკიპაჟების წვრთნას“. „ჩვენ გვაქვს გარღვევა. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ Leopard 2 ტიპის ტანკების მფლობელი ქვეყნები დაიწყებენ სასწავლო მისიებს, კურსებს ჩვენი სატანკო ეკიპაჟისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. უკრაინა რამშტაინის შედეგებით კმაყოფილია, ყველა დახმარების შესახებ საჯაროდ არ გაცხადებულა - რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, საკვანძო სიტყვები, რომლებიც ამ შეხვედრაზე ითქვა, არის ერთიანობა, დროულობა, დაუყოვნებლივი დახმარება, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება და შემდგომი კონტრშეტევა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. „უკრაინისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების გარდა, „დახურულ კარს მიღმა ითქვა გარკვეული პაკეტის შესახებ, ეს შთამბეჭდავია და ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან
ფრანგი და გერმანელი ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპა უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიიც კანცლერი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან. გერმანულ გაზეთ, Frankfurter Allgemeine Zeitung-ისა და ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის, Journal du Dimanche-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში, ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც გააძლიერებს. „ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამოცი წლის შემდეგ (დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლსა და გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერს მიერ, 1963 წლის 22 იანვარს გაფორმდა), საფრანგეთი და გერმანია ევროპის მომავალთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ჩვენ ვიზიარებთ იგივე ამბიციას: მტკიცე, ძლიერი და სუვერენული ევროკავშირის იდეას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ კონტინენტზე, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება სუფევს“, - აღნიშნავენ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.
უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია - ზელენსკი
უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია - ასე მიულოცა უკრაინელებს ერთიანობის დღე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ისტორიულმა მოვლენამ ორი სიბრძნე დაუტოვა მომავალ თაობებს: თუ ბრძოლას არ შეწყვეტ, ადრე თუ გვიან, ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება, ხოლო თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ მიიღწევა, დამოუკიდებლობა დაიკარგება. უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს „ყოველთვის ვიცოდით პირველი სიბრძნის შესახებ და 24 თებერვალს დავამტკიცეთ, რომ მეორე სიბრძნეც გავითავისეთ. ჩვენ ყველანი ერთად, სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას. ერთიანობა სუფევს უკრაინის მასშტაბით. ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ძლიერები ვართ. ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ერთიანები ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვების ხმებს მთელი უკრაინა გაიგებს“.
ამერიკელი სამხედრო ოფიცრები ხარკოვის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციას ეწვივნენ
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკელ სამხედრო ოფიცრებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა გააკეთა. „აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტ კეიტ კელოგთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტთან რობერტ მაკკრიისთან და სხვა ამერიკელ სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ხარკოვის რეგიონის უსაფრთხოების ვითარება. ჩვენ გვაქვს საერთო რწმენა, რომ ერთადერთი, რასაც შეუძლია, რუსეთის ტერორისტული ქმედებები შეაჩეროს და ხარკოვის რეგიონში სტაბილური მშვიდობა უზრუნველყოს, უკრაინის გამარჯვება და რუსების მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი მოწინავე მძიმე იარაღი ექნებათ“, - აცხადებს სინიეჰუბოვი.
NATO სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. NATO-ს ინფორმაციით, კოლომინას ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილია. კოლომინა სომხეთში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. აზერბაიჯანში ხავიერ კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ოფიციალურმა პირმა განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე. მან თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე, მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხავიერ კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოსალოდნელ ვიზიტზე, უფრო ადრე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „პირდაპირი დიალოგი არის გასაღები საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სლოვაკეთში ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩაიშალა
რეფერენდუმის ჩაშლის მიუხედავად, სლოვაკეთში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პარლამენტის 4 წლით არჩევის წესი შეიცვლება, რისთვისაც საკონსიტუციო ცვლილებაა საჭირო. რეფერენდუმი ბათილად გამოცხადდა, რადგან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 27% გამოცხადდა. ბარიერის გადასალახად კი, რეფერენდუმში მონაწილეობა 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. 1993 წელს დამოუკიკდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვაკეთში რეფერენდუმი ერთხელ შედგა, როდესაც კენჭისყრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩატარდა. ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს კვირას, საღამოს გამართავენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარების პერსპექტივებს განიხილავენ. არჩევნები შესაძლებელია, ზაფხულამდე ან შემოდგომამდე ჩატარდეს. მორიგი არჩევნები სლოვაკეთში 2024 წლის თებერვალშია დაგეგმილი. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ პრემიერ ედუარდ ჰეგერს იანვრის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ნაბიჯები გადაედგა. კაპუტოვამ მმართველი პარტია სლოვაკეთის ქაოტური გზით მართვის გამო გააკრიტიკა. ჰეგერმა მთავრობას გადადგომისკენ 2022 წლის სექტემბერში მოუწოდა.
ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს - მედია
ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს. შესაბამის სტატიას ისრაელის მედია აქვეყნებს. როგორც Times of Israel-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მთავარი მოთამაშე არ არის, იერუსალიმი თვლის, რომ არსებობს უნიკალური სარგებელი, რომლითაც მას მოკავშირეების უზრუნველყოფა შეუძლია. საუბარია მოკავშირეებზე, რომლებიც ისრაელის ინტერესებს შეესაბამებიან. „შესაძლოა, ამ ძალისხმევის ყველაზე აშკარა ნიშანია ძალიან კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და ისრაელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ირანს ესაზღვრება. ირანს, თურქეთს, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთის სუბკონტინეტს შორის მოქცეული ენერგიით მდიდარი რეგიონები საკვანძო მნიშვნელობის გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე დგას, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორეულ აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - წერს გამოცემა. The Times of Israel-თან საუბარში, აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტარი რამინ მამედოვი ამბობს: „ჩვენ უნდა გაეთვალისწინებინა რისკები, რომლებიც შეიძლება რეგიონული ძალების და სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარეობდეს“. „დღეს, იმედია, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხე წარსულში დარჩა“. ირანი, სადაც მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, დიდი ხანია, თავის პატარა ჩრდილოელ მეზობელს მის ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს. თუმცა მამედოვი აღნიშნავს, რომ ბაქო ისრაელთან კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვისას, ირანის პოზიციას აღარ ითვალისწინებს. „ისრაელი აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ისრაელმა 2016-2020 წლებში ბაქოს ძირითადი იარაღის იმპორტის 69 პროცენტი უზრუნველყო, რაც ამ პერიოდში იერუსალიმის იარაღის ექსპორტის 17%-ს შეადგენს. აზერბაიჯანის მდებარეობა მას ისრაელისთვის მიმზიდველ მოკავშირედ აქცევს. ბაქო, სავარაუდოდ, ისრაელს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ბაზები მის მიწაზე, რათა ირანის თავზე სადაზვერვო ფრენები განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ირანის რეაქტორებსა და ქარხნებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, აზერბაიჯანულ ბაზებზე წვდომა ამ ამოცანას ბევრად უფრო განხორციელებადს გახდის. ოქტომბერში თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბენი განცი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ზაქირ ჰასანოვს და ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა“, - წერს Times of Israel-ი.
პოლონეთი მცირე კოალიციას შექმნის, თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება
თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ პირობა დადო, რომ შეიქმნება „მცირე კოალიცია“ ქვეყნებისა, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინას Leopard 2 ტიპის ტანკები და სხვა აღჭურვილობა მიაწოდონ. ამასთან, მან გერმანიის პოზიციას მიუღებელი უწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ. დასავლური საბრძოლო ტანკები, განსაკუთრებით გერმანული წარმოების მძლავრი „ლეოპარდები“, უკრაინას ტექნოლოგიური აღჭურვილობის უპირატესობას მისცემდა. რუსეთი ძირითადად ძველ საბჭოთა მარაგზეა დამოკიდებული.
ბორის ჯონსონი უკრაინაშია
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ისევ ჩავიდა. BBC-ის ცნობით, ჯონსონი ეწვია ბუჩასა და ბოროდიანკას, რომლებიც ომის გამო ძლიერ დაზარალდნენ. ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა Reuters-მა გაავრცელა ბოროდიანკაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჯონსონს კიევის რეგიონის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ახლავს თან. 2023-01-13 10:01:00 მედია: ბორის ჯონსონი კიევში ჩასვლას გეგმავს ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი. ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph
ლოს ანჯელესთან ახლოს, შეირაღებულმა კაცმა ათი ადამიანი მოკლა - AP
პოლიციის ცნობით, ლოს ანჯელესთან ახლოს, კლუბში სროლის შემდეგ, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ქალაქ მონტერეი პარკში მოქალაქეები ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. თვითმხილველებმა დაინახეს კაცი, რომელმაც ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა. დაჭრილია 10 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი გაიქცა.
ალეპოში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა
სირიის ქალაქ ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი ბავშვია. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანგრევებისგან გაწმენდა და გადარჩენილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევის მიზეზი შენობის საძირკველში წყლის გაჟონვას უკავშირდება.
ფინეთმა €187 მილიონის რუსული აქტივები გაყინა
ფინეთმა 187 მილიონი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საუბარია უძრავი ქონებაზე, აქციებზე, მანქანებსა და იახტებზე. ამასთან, Reuters-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის იქნება მზად.
მედიის ცნობით, იაპონიის პრემიერი უკრაინას შესაძლოა, თებერვალში ეწვიოს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კიევში ჩასვლის საკითხს განიხილავს. ვიზიტის სავარაუდო პერიოდად კი, თებერვალი სახელდება. იტყობინება გაზეთი Yomiuri იაპონიის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. მედია წერს, რომ შვიდეულის ჯგუფის (G7) წამყვანი ეკონომიკის თავმჯდომარე ქვეყანას სურს, აჩვენოს, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. კიშიდა საბოლოო გადაწყვეტილებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს. ამ თვის დასაწყისში, იაპონიის ლიდერმა ზელენსკის სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ვიზიტის შესახებ გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელებს. იაპონია G7-ის ყოველწლიურ სამიტს მაისში, ჰიროსიმაში უმასპინძლებს. სავარაუდოდ, უკრაინა განხილვის მთავარი თემა იქნება. იაპონიის გარდა, G7-ის წევრები არიან შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.
ბორის ჯონსონი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook გვერდზე გავრცელდა. ზელენსკიმ ჯონსონს უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა. ბორის ჯონსონი მანამდე ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია. აღსანიშნავია, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჯონსონს 2023 წლის დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მედალი და „საპატიო კიევის მოქალაქის“ წოდება მიანიჭა.
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა დენის კირეევის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილე, დენის კირეევი, რომელიც კიევში, მარტის დასაწყისში მოკლეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შტატიანი თანამშრომელი იყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უწყების ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ბუდანოვის თქმით, კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ბუდანოვი კატეგორიულად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ კირეევი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. ბუდანოვის თქმით, მისთვის ცნობილია მათი ვინაობა, ვინც კირეევი მოკლა. მისივე განცხადებით, კირეევის მკვლელობის უკან დგანან ისინი, ვისაც არ სურდა უკრაინის გამარჯვება. სხვა დეტალები თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელს არ უხსენებია. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, კირეევი უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო. ის 5 მარტს მოკლეს. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავების მცდელობისას რუსეთის აგენტი მოკლეს, მაგრამ მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კირეევი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი იყო.
რა საკითხები განიხილა ბორის ჯონსონმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ზელენსკიმ ჯონსონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერით, უკრაინა რუსი აგრესორისა და ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მშვიდობის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაო. „დამატებითი მობილიზაცია ვერ დაეხმარება რუსეთს, მისი არმია არ არის მოტივირებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი - ტანკები, თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები.
უკრაინელი სამხედროები ქმნიან ახალ დანაყოფებს, რომლებიც დასავლური სამხედრო ტექნიკით აღიჭურვებიან - CNN
იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას ელოდება, მისი სამხედროები ქმნიან ახალ დანაყოფებს, რომლებიც დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღებით აღიჭურვებიან. სამხედროებმა ქვედანაყოფები ახალი აღჭურვილობისთვის უნდა მოამზადონ. CNN წერს, რომ ბელორუსის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინული ძალები, სასტიკ გაზაფხულის მოლოდინში გადიან წვრთნებს. „ჩვენ ვქმნით ახალ სამხედრო ნაწილებს. ჩვენი შემდეგი ქმედებები დამოკიდებული იქნება მათ საბრძოლო მზადყოფნაზე. ამიტომ, დასავლეთის დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განუცხადა CNN-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა სერხი ნაიევმა. უკრაინის თხოვნებს შორის მთავარია Leopard 2 ტიპის ტანკები, რომელიც NATO-ს ბევრ ქვეყანას ემსახურება. „ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს შეზღუდვები, მაგრამ რაც უფრო გვიანდება მძიმე შიარაღების მოწოდება, მით უფრო მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე გვეღუპება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა CNN-თან. RUSI-ს მკვლევრის ჯეკ უოტლინგის განცხადებით, Leopard 2 არის თანამედროვე, კარგად დაცული მთავარი საბრძოლო ტანკი, რომლის შენარჩუნება ომში უფრო მარტივია, ვიდრე NATO-ს ზოგიერთი სხვა აღჭურვილობა, მაგალითად, როგორიცაა Challenger 2.
პერუში, საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
პერუში, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. უნივერსიტეტში პოლიციის რეიდის შემდეგ, 200 სტუდენტი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ეზოში პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ჯარს წესრიგის შესანარჩუნებლად ჩარევის უფლებას აძლევს. აქციის მონაწილეები პერუს პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომას ითხოვენ. ბოლუარტემ დემონსტრანტები ვანდალიზმში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, მომიტინგეები ქაოცის შექმნას, წესრიგის დარღვევას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. 7 დეკემბრის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე პროკურატურა ბოლუარტეს მიმართ გამოძიებას დაიწყებს. ერთთვიანი სოციალური აფეთქება ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილიოს თანამდებობიდან გადაყენებამ გამოიწვია და აჯანყების ბრალდებით მისმა დაკავებამ გამოიწვია. როდესაც ის ცდილობდა კონგრესის დაშლას და კორუფციული ბრალდების გამო იმპიჩმენტის თავიდან აცილებას ცდილობდა.