ძებნის რეზულტატი:
ბლინკენმა და კულებამ NATO-ს სამიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მხარეებმა რომლის NATO-ს სამიტისა და უკრაინის არმიის კონტრიერიშის შესახებ იმსჯელეს. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ კვირის NATO-ს სამიტის წინ“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ამავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მიზანი სამიტის თაობაზე დეტალების განხილვა იყო. სამიტი ვილნიუსში 11 ივლისს იწყება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა უკრაინის არმიის პროგრესი კონტრშეტევაში და ასევე, მზადება ვილნიუსის სამიტისთვის. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები მდივანმა ასევე გაიმეორა, რომ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და უსაფრთხოების მუდმივი დახმარება გრძელდება, რადგან უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიისგან.
უზბეკეთის ვადამდელ არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
უზბეკეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, შავკათ მირზიოევმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, მირზიოევს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 87,05%-მა. უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 30 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა. 9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო.
„ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რვა პირს პატიმრობა მიესაჯა, ერთი გამართლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი, პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის - 3- წლით, დევი კახოიძეს - 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს - 3.6 წლით, დავით თუშიშვილს - 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს - 3- წლით და ბექა მურღვლიანს - 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი, გამართლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარედგინა „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 2022 წლის 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.
უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო
თურქულმა კომპანია Baykar-მა Bayraktar თვითმფრინავების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა უკრაინაში უკვე დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ 10 ივლისს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა. „გადავედით რეალურ ნაბიჯებზე“, - განაცხადა მინისტრმა. „ბაიკარმა“ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოების ლიცენზია 22 ივნისს მიიღო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, თვითმფრინავების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით 95 მილიონი დოლარი იქნება. კიევმა და ანკარამ ბაიკარის ქარხნის გახსნაზე შეთანხმებას, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოაწერეს ხელი. უკრაინის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2022 წლის 13 დეკემბერს მოახდინა. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული დრონები აღჭურვილი იქნება უკრაინული წარმოების ძრავებით, ასევე დაწესებულებაში იქნება უკრაინელი პილოტების სასწავლო ცენტრი. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. გასული წლის ოქტომბერში გახდა ოფიციალურად ცნობილი, რომ თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ბაირაქტარი“ უკრაინაში საწარმოს გახსნის. „თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა,ჰალუქ ბაირაქტარმა 2022 წლის ოქტომბერში.
ოკუპანტების მიერ დაკავებული 6 მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე 7 ივლისს დააკავეს.
ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. „პირველ რიგში, მოდით, თურქეთს ევროკავშირში გზა გავუხსნათ, შემდეგ კი გზას გავუხსნით შვედეთს ისევე, როგორც ეს ფინეთთან მიმართებით გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიდრე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „50 წელზე მეტია, თურქეთს ალოდინებენ ევროკავშირის კართან“ ერდოღანმა ასევე გაიმეორა, რომ შვედეთის გაწევრიანება დამოკიდებულია შარშანდელ სამმხრივ შეთანხმებაში ასახული საკითხების შესრულებაზე, რომელიც მადრიდში, NATO-ს სამიტის დროს გაფორმდა. ვილნიუსში ორდღიანი სამიტის დროს ლიდერები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს, უკრაინის ალიანსთან დაახლოებას, NATO-ს წინაშე გამოწვევებს და ნაბიჯებს სამხედრო ალიანსის თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად. დღის წესრიგში იქნება შვედეთის წინადადება NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ფინეთის გაწევრიანება დაამტკიცა, შვედეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება. მანამდე ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთს გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე „მწვანე შუქს უნთებს ტერორისტებსა და ტერორისტების მხარდამჭერებს“. NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, მათ შორის თურქეთის, რომელიც 70 წელზე მეტია, ალიანსშია და რომელსაც სიდიდით მეორე არმია ჰყავს.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე MAP-ი აღარ დასჭირდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს. „მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
პრიგოჟინი მოსკოვშია სულ მცირე პირველი ივლისიდან - ფრანგული მედია
Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი. მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში. ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა კრემლის სპიკერმა. პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. პესკოვის თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, - განაცხადა პესკოვმა. Liberation-ის თანახმად, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში დაიბარეს „ვაგნერის“ მთავარ მეთაურებთან ერთად, სადაც ის პუტინის გარდა, როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა. შეხვედრების დეტალებზე გამოცემა არ წერს. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ის რუსეთში დაბრუნდა.
ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნის გავლით მოგზაურობაზე ახალ შეზღუდვებს უწესებს
ფინეთში და ფინეთის გავლით შენგენის ზონის სხვა ნაწილში რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამკაცრებული ზომები ეხება საქმიან მოგზაურობას, რომელიც მხოლოდ ფინეთში იქნება დაშვებული. სხვა ქვეყნებში ტრანზიტი აკრძალულია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი მიზეზები პირადი საქმიანი მოგზაურობისთვის. რუსებს, რომლებიც ფინეთში უძრავ ქონებას ფლობენ, უნდა ჰქონდეთ საფუძველი ფინეთში ყოფნისთვის. ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს
ბაიდენი და სუნაკი NATO-ს სამიტის წინ აფიქსირებენ, რომ ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება, პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს შეხვდა. BBC-ის თანახმად, ლიდერებმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც შტატებმა კიევს მიაწოდა, სწორედ აღნიშნულ იარაღს შეიცავს. დიდი ბრიტანეთი არ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს. მიუხედავად ამისა, შეხვედრის დროს ბაიდენმა აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას „მყარი" უწოდა. სუნაკმა კი აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან. ორივე ლიდერი ლიეტუვაში, NATO-ს სამიტს უნდა დაესწროს, რომელიც ხვალ დაიწყება. „ჩვენ ვართ ორი ყველაზე მყარი მოკავშირე ამ ალიანსში და ვიცი, რომ ჩვენი სურვილია, ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად,” - განაცხადა სუნაკმა. თავის მხრივ, ბაიდენმა მიმართა სუნაკს, რომ „არ შეიძლება შეხვედროდა უფრო ახლო მეგობარს და უფრო დიდ მოკავშირეს", ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერია. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე MAP-ი აღარ დასჭირდება უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი დააკავეს
პოლონეთმა დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, განაცხადა ორშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა. პოლონეთი მოსკოვს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი სამხედრო ობიექტებსა და საზღვაო პორტებს აკონტროლებდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პოლონეთში 2019 წლიდან იმყოფებოდა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურორების თქმით, ის წინასწარ პატიმრობაში იქნება. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს. პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში შემდგომი დაკავებები გამორიცხული არ არის.
თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს
10 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი. „პროექტის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში. საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ. „18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში გაძლიერდება სერვისები და შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-NATO საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში, რომელიც 12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს ვილნიუსში სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ასევე გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ სამიტზე იქნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით.
სტოლტენბერგის თქმით, MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები გრძელდება
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოლაპარაკებები NATO-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ მის ფორმულირებაზე საუბარი ნაადრევია. ორშაბათს ვილნიუსში, სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების თხოვნით, მან კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ტვიტზე, რომ მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. „კონსულტაციები გრძელდება და დღეს სხვა შეხვედრები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოკავშირე შეთანხმდება ძალიან მკაფიო მესიჯზე, როდესაც საქმე უკრაინას ეხება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან გაიხსენა ოსლოში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინას 3-ნაწილიანი პაკეტი შესთვაზეს. „ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წარვადგინე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და NATO-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას NATO-სთან; მეორე იყო NATO-უკრაინის საბჭოს შექმნა; ხოლო მესამე ელემენტი იყო MAP-ის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს. „მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
თანაინვესტირების ფონდი: სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან
თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილია „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები, - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის, „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები. სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია, ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას“, – ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას „თავხედურ ტყუილებს" უწოდებს. რობერტ ამსტერდამი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იღეს პასუხისმგებლობას ბრალდებაზე და მისი წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ საქმე არ ეფუძნება რაიმე რეალურ გამოძიებას, ცხადს ხდის ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციის არსებობას და ბიძინას სურვილს, გამოიყენოს სახელმწიფო ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის რეპუტაციის გასანადგურებლად", - ამბობს ადვოკატი. შეგახსენებთ, ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინის მითვისებაში ბრალდებულ ბაჩიაშვილს 6 ივლისს 2.5-მილიონიანი გირაო შეეფარდა.
სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შვედეთის NATO-ში ყოფნა გეოგრაფიას ცვლის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს აკონტროლებენ - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ქალაქი ბახმუტი და ასევე ამ ქალაქში რუსი სამხედროების გადაადგილება ქვეყნის თავდაცვის ძალების კონტროლს ექვემდებარება. მალიარი ხაზს უსვამს, რომ ეს შესაძლებელი გახდა ქალაქის გარშემო მთავარი სიმაღლეების დაკავების შედეგად. „უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენი სამხედროები საცეცხლე მხარდაჭერით აკონტროლებენ ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს, ასევე ამ ქალაქში რუსი ჯარის გადაადგილებას. ეს შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც წინ წაწევის პროცესში ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ამ ქალაქის გარშემო არსებული სიმაღლეების დაკავება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის
Rheinmetall უკრაინაში ტანკების წარმოებასა და შეკეთებას გეგმავს გერმანული იარაღის მწარმოებელი Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის ქარხანას მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის, განუცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა CNN-ს 10 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. კონცერნის დირექტორმა ასევე გამოაცხადა უკრაინელი პერსონალის მომზადებს ამ ქარხანაში წარმოებული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის შესანარჩუნებლად. Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქარხანა განთავსდება დასავლეთ უკრაინაში, რუსული დარტყმებისგან დაცულ ტერიტორიაზე. კონცერნის დირექტორმა ასევე გამოაცხადა უკრაინელი პერსონალის გადამზადების გეგმების შესახებ. პეპერგერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საბრძოლო მასალა უკრაინელი სამხედროებისთვის უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე ტანკები და რომ Rheinmetall-ი გეგმავს, გაზარდოს საარტილერიო სროლების წარმოება მომავალ წელს 100,000-დან 600,000-მდე. კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ დიდი ნაწილი უკრაინისთვის იქნება განკუთვნილი. გერმანული გამოცემა Rheinische Post-მა 4 მარტს გაავრცელა ინფორმაცია Rheinmetall-ის 220 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმის. ქარხანას წელიწადში ორი 400-მდე ახლად შექმნილი Panther ტანკის წარმოება შეეძლება, ხოლო მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემებით. 20 მაისს კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Fuchs-ის ჯავშანტექნიკის წარმოებაზე უკრაინის სახელმწიფო კონცერნ Ukroboronprom-თან (ახლანდელი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია) თანამშრომლობა სურს.
სტოლტენბერგი: შვედეთის წევრობა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში
„თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში“, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ის ღია დარჩება. ამის შესახებ ბლინკენმა ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ შეკავება და თავდაცვა, დახვეწონ თავდაცვის ხარჯები და უფრო გააღრმაონ კავშირები დაამყარონ ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან. „NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ის ღია დარჩება,“ - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები პოლ გობლი: ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.