ძებნის რეზულტატი:

AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

France Press-ის (AFP) ინფორმაციით, ლიეტუვამ მოუწოდა ევროკავშირს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ევროკომისიაში გაგზავნილ წერილში, რომელიც AFP-მა მოიპოვა, სამმა ლიეტუველმა მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის პორტები შეიძლება იყოს „საიმედო ალტერნატივა უკრაინული პროდუქტების, მათ შორის მარცვლეულის ტრანზიტისთვის.“ ლიეტუვის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ყოველწლიურად 25 მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირებას. 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

„ვაგნერთან“ თანამშრომლობის გამო, აშშ-მ მალის თავდაცვის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმ მალის თავდაცვის მინისტრს, სადიო კამარას და მალის ორ სხვა სამხედრო ლიდერს, რომლებიც მათ ქვეყანაში „ვაგნერის“ საქმიანობას ხელს უწყობდნენ, სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მალის საჰაერო ძალების შტაბის უფროსს, ალუ ბოი დიარას და მის მოადგილეს ადამ ბაგაიოკოს. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 13 ფიზიკური პირისა და სხვა ბიზნეს სუბიექტების მიმართ, რომლებიც (PMC) მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში „ვაგნერის“ ქმედებებთან არიან კავშირში. „ვაგნერს“ დასავლეთი ომის არაერთ დანაშაულში სდებს ბრალს.  

IAEA-ს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმები აღმოაჩინეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. იუწყება Reuters-ი. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ქარხანაში განლაგებულმა სააგენტოს ინსპექტორებმა სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში ნაღმები  შენიშნეს. ეს ის ადგილია, რომელზეც სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ. გროსის ინფორმაციით, სააგენტოს გუნდმა ეს საკითხი განიხილა სადგურის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს და ეხება ზონას, რომელსაც სწორედ ისინი აკონტროლებენ. მისივე განცხადებით, ობიექტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ეწინააღმდეგება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს და ბირთვული უსაფრთხოების წესებს და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმნის. სააგენტოს ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, სადგურის პერიმეტრზე არსებული ნაღმების შესაძლო დეტონაციას გავლენა არ ექნება ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებაზე. გროსიმ სამჯერ მოინახულა ქარხანა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ძალებმა აიღეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება

26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილი „მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.“ FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.  

KazMunayGaz-ი და SOCAR-ი აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდაზე მუშაობენ

ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია KazMunayGaz-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან ერთად, აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. KazMunayGaz-სა და SOCAR-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება (წლიური მოცულობით 1,5 მილიონი) ტონა წელს დაიწყო. ითვალისწინებს რა მნიშვნელოვან თავისუფალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას, ეროვნული კომპანია აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებად მიიჩნევს. აზერბაიჯანული მხარის წინადადებით, ნავთობკომპანია KMG ასევე სწავლობს ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და პოტენციური სარკინიგზო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება დამოკიდებული იქნება მარშრუტის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters  

კობახიძის თქმით, რიგი რეკომენდაციების შესასრულებლად, ევროკავშირისგან „მეტი კონკრეტიკაა“ საჭირო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. მისი თქმით, „ევროკავშირს არ უთქვამს, რა იგულისხმა „ფართო სასამართლო რეფორმაში“: „სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - ამბობს კობახიძე. „ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.“ რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, კონკრეტიკა აქაც საჭიროა. „მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს, ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა (ევროპარლამენტარი იუკნევიჩიებნე. რედ.) არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის (ევროპის საბჭოს სტრუქტურა Moneyval, რედ.) რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ 12-დან სამი რეკომენდაცია შეასრულა, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკომისიის სამი რეკომენდაცია შეასრულა და ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა. „12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას როგორი განმარტება ან მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე, ამ ეტაპზე, სამი რეკომენდაცია შეგვიძლია, გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ შესრულებულად. დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის. მეორე - იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ. აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე. როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.  

ბათუმელი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში დრონებით თავდასხმის დროს იყვნენ, საქართველოში ბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში, დონეცკის ოლქში, კერძოდ კი, რენეს პორტში დრონებით დაბომბვის დროს მალტურ გემზე იყვნენ, უსაფრთხოდ არიან. სააგენტოს განმარტებით, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, ქართველი მეზღვაურები უკვე ბულგარეთის ტერიტორიაზე არიან და თურქეთის გავლით დაბრუნდებიან საქართველოში. 17 ივლისს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შედეგ, რუსეთის იერიშების სამიზნედ სახლებისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, პორტები და ნავმისადგომები იქცა. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდება

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ის ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“ ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებს უმასპინძლებს

რუსეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. DW-ს ცნობით, ვიზიტი „გამარჯვების დღის" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. 26 ივლისიდან, ფხენიანს ჩინეთის დელეგაციაც ეწვევა, რომელსაც პოლიტბიუროს წევრი, ლი ჰონჯონგი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ილ სუნის მოედანზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ რაკეტებსა და სხვა „სამხედრო მიღწევებს“ წარადგენენ. როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, ფხენიანი აპირებს, მასშტაბურად აღნიშნოს კორეის ომის ზავზე ხელმოწერა, რომელიც ცნობილია როგორც „გამარჯვების დღე“ ჩრდილოეთ კორეაში. „დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი და სხვა ღირსშესანიშნავი ღონისძიებები,“ - წერს მედია. რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირეა. ვაშინგტონის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ურყევი მხარდაჭერა გამოავლინა რუსეთის შეჭრის მიმართ უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა  

TI: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. მისივე ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ეს რაოდენობა გასამმაგდა.  

პაველ ჰერჩინსკი რეკომენდაციებზე: რაც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ საჭიროა დაჩქარება. „12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება. ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება. დანარჩენ 7 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ შემდგომ პროგრესს ველით. ამდენად, როგორც ხედავთ, სურათი სხვადასხვაგვარია, რაც ჩემი აზრით, უფრო პოზიტიურია. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გაავრცელებს გაფართოების ანგარიშს ოქტომბერში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის 27 წევრი მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების დონეზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯებზე. ამ გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ხელშია,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის, ასეთ დროს რომ მიგვანიშნებენ ჯანმრთელობაზე, არასწორია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან. „წარმოუდგენელია, კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში. თქვენ ნახეთ ვიდეოკადრებიდან მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ როგორ არის მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. კაცი პატიმარია, ციხეში ყოფნა ეკუთვნის და ციხეშიც კი არ არის. საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული შიმშილით, შემდეგ გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ჯანმრთელობაზე არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან,“- აღნიშნა კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს  

მარცვლეულის გარიგების ჩაშლა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეფერხების ღონისძიებებს მოიცავს. უკრაინის დაზვერვის თანახმად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ჩაშლის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, რუსეთის მონაწილეობა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2022 წლის 3 ნოემბრამდე შეჩერდა. დოკუმენტის მიხედვით, ამან მარცვლეულის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. შემდეგი ეტაპი მოიცავდა ზომებს გემების წვდომის შეზღუდვის შესახებ პივდენის პორტშ, რათა ინსპექტირების ჯგუფების რაოდენობა (არაუმეტეს ორი) შემცირებულიყო და შეწყვეტილიყო მარცვლეულის მატარებლების რეგისტრაცია. ამან რუსებს საშუალება მისცა „ეფექტიანად“ შეეზღუდათ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემების რაოდენობა, მნიშვნელოვნად შეეზღუდა უკრაინიდან სურსათის ექსპორტის მოცულობა, რამაც ზოგადად მოსპო კიევის სურვილი, გაეტანა დაახლოებით 20 მილიონი ტონა ტვირთი.“ უკრაინის თავდაცვის დაზვერვა მიიჩნევს, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შემთხვევაში, რუსები მთელ დაგროვილ „გამოცდილებას“ შეთანხმებების ეფექტიანად ჩაშლის მიზნით გამოიყენებენ. „დოკუმენტი აჩვენებს, რომ მარცვლეულის გარიგების ჩაშლის ყველა ქმედება ერთიანი, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია და უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა მისი განხორციელებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,“ - წერს უკრაინული მედია დაზვერვაზე დაყრდნობით.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ფილიპ ბარტონმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და თანამშრომლობის შეთანხმებას განამტკიცებს. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.  

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ ვცდილობთ რუსეთის იზოლირებას და ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, მიჰყვნენ იმავე მიდგომას

„ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, აგვეკრძალა და შეგვეზღუდა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვსურს რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის განხორციელება, გვსურს, რომ რუსეთმა ზღოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ვხედავთ, რა დანაშაულები და სისასტიკე ჩაიდინა, ამას ისე ვერ დავტოვებთ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ ზეწოლის მოხდენას და რუსეთის იზოლირებას. ჩვენი თვალსაზრისით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ, მიჰყვნენ იმავე მიდგომას,“ – განაცხადა ჰერჩნინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდი ევრო გამოყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ მკაცრად გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის საცავებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ არის მიმართული. „რადგან რუსეთი ამ დაუნდობელ ომს აგრძელებს, შესაბამისად, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. დღეს ჩვენ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.  

რუსეთი საპატრულო გემ „სერგეი კოტოზე“ თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს. მისივე თანახმად, თავდასხმა განხორციელდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში. სამინისტროს მტკიცებით, კორვეტს უკრაინის არმია დაესხა თავს და რომ თავდასხმაში მონაწილე ორივე დრონი განადგურდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. „სერგეი კოტოვი" რუსეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთი უახლესი გემია, რომლის მშენებლობა 2016 წელს, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში დაიწყო და ფლოტს 2022 წლის ივლისში, დაგეგმილზე ოთხი წლით გვიან გადაეცა, რადგან სამქცირების გამო საჭირო გახდა გემების მთავარი ენერგეტიკული დანადგარის შემცვლელის იმპორტირება.  

ევროკავშირის ელჩი: გვსურს, საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართოს

გვსურს, საქართველოში გაიმართოს დისკუსია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „არ არსებობს ოქროს სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემას, ევროკავშირშიც მიმდინარეობს დისკუსია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ. გვსურს, რომ ეს დისკუსია საქართველოშიც გაიმართოს და საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის და როგორიც არ უნდა იყოს იდეები, მისი განხილვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან, ვენეციის კომისიასთან და „ოდირთან“ ერთად და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის საუკეთესო გზას წინსვლისთვის, როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან დახვეწილ და ძალიან რთულ საკითხს, რომელიც არის სათანადო სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის საკითხზე დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მედიასთან ისაუბრეს. „რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 25 ივლისს.  

კობახიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებზე: მოგიწოდებთ, ეს თემა ჩახუროთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია. ამ თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენს ინტერესში. ჩემი ინტერესი ეს არ არის, „ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია, ამიტომ, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ასეთი თემების აქტუალიზაციაში. ასეთი თემების, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი.  აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან შსაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს