ძებნის რეზულტატი:

ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა

ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა "ჰერიომ" საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები. ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა. როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ხორვატიაში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „დიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებს. ყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერი, რადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები რომ ხართ, აუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან-მეთქი. ჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა,“ - განაცხადა ხორვატიის პრემიერმა. მან ამავე გამოსვალში გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „თქვენ წნეხს გაუძელით და, რა თქმა უნდა, ამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც თქვენს ძალისხმევას, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას გისურვებთ, რადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქყვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამიტომაც არის, რომ კარგად გვესმის თქვენი და ემფატიურობის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.“ ამავდროულად, მტკიცედ გიჭერთ მხარს ერვოპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ვროპული პერსპექტივის აღიარებას. კენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდა. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდ. შემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მივესალმებით აგრეთვე NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება,“ - განაცხადა პლენკოვიჩმა. „ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვს. დღეს შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ, კულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფვოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზე. იგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებით, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება. ყოველივე ამის ფონზე, მოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას. აქ, ზაგრებში. ის იქნება „ძრავა“, რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად“, - განაცხადა პლენკოვიჩმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. „ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დაბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ივლისს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6003 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6003 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0232 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ისრაელის პარლამენტმა მასობრივი პროტესტის გამომწვევ პირველ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ისრაელის დეპუტატებმა უკიდურესად საკამათო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კანონი უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას ართმევს, გააუქმოს მთავრობის ქმედებები, რომლებსაც ის არაგონივრულად მიიჩნევს. BBC-ის თანახმად, ეს კანონპროექტი პირველია სადავო რეფორმების იმ სერიაში, რომელიც სასამართლოების ძალაუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ხსენებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნიან ისრაელს, როგორც დემოკრატიას. მთავრობა ამტკიცებს, რომ ზომები აუცილებელია ძალაუფლების დისბალანსის გამოსასწორებლად, რომლის დროსაც სასამართლოები უფრო ხშირად ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კენჭისყრას ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ კანონის მისაღებად, მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა საკმარისი იყო. ოპოზიციის ლიდერმამ, ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქნესეთში (პარლამენტში) გამოსვლისას ამ ნაბიჯს „ექსტრემალური უმცირესობის მიერ ისრაელის უმრავლესობის ხელში ჩაგდება“ უწოდა. მისგან განსხვავებით, ისრაელის იუსტიციის მინისტრს მიაჩია, პირველი ნაბიჯი გადაიდგა ისტორიულ პროცესში სასამართლო სისტემის გამოსწორების მიზნით.“ ამ პროცესების პარალელურად, ორშაბათს დილით მომიტინგეებს, რომლებიც ქნესეთთან მდებარე ტერიტორია დაბლოკეს, წყლის ჭავლი დაუმიზნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი მომიტინგე დაშავდა, ექვსი კი, დააკავეს. სხვა მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს პოლიციის ფურგონს და ყვიროდნენ - „სირცხვილი“ ოფიცრებს. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა BBC-ს განუცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა „დიქტატურას.“ პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პარლამენტში კენჭისყრაზე გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც კვირას საავადმყოფოდან გაწერეს. მას შაბათს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.  

ვენდი შერმანი თანამდებობას ტოვებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა სამთავრობო სამსახურის დატოვების შესახებ მაისში განაცხადა. ის მოვალეობას 28 ივლისამდე ასრულებს. სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შერმანის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს, ვიდრე ახალი კადრი დაინიშნება. ვენდი შერმანს აშშ-ის ადმინისტრაციაში სამ პრეზიდენტთან და ხუთ სახელმწიფო მდივანთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ბლინკენმა მის ღვაწლს გაუსვა ხაზი და შერმანს „შესანიშნავი საქმიანობისთვის“ მადლობა გადაუხადა. ნულანდთან დაკავშირებით კი, აღნიშნა: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს მისი გამოცდილების და უნარების ადამიანი, დეპარტამენტისადმი ერთგულებით, რომელიც ამ დამატებით პასუხისმგებლობას აიღებს.“ ნულანდი ამ ახალი როლის შეთავსების გარდა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის (პოლიტიკის საკითხებში) პოზიციაზე მუშაობს.  

ნარიყალას სიახლოვეს ხანძარია

ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ვიდეო და ფოტო-მასალა სოციალური ქსელებით ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ბალახის საფარს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.  განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნარიყალას ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდრებულია. მათივე ცნობით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.  

ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონი ევროა

ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (VGT) სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ლეიტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა წარადგინა, ითვალისწინებს არამხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, არამედ დახმარების ახალი და უკვე შეძენილი დახმარების გადაცემასაც. ასევე გათვალისწინებულია ლიეტუვაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება-რეაბილიტაცია. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განმარტავენ, რომ უკრაინის არმიის 2024-2026 წლების მხარდაჭერის გეგმაში გათვალისწინებულია დაახლოებით 200 მილიონი ევროს ბიუჯეტი. მხარდაჭერის ძირითადი სფეროები მოიცავს ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობების შეძენას, სამხედრო წვრთნას, ფინანსურ შენატანებს, სამხედრო ტექნიკის შეკეთებას ლიეტუვაში და პერსონალის მომზადებას. ივნისის ბოლოს ლიეტუვამ უკრაინას NASAMS-ის ტიპის ორი სისტემა, M113-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო მასალა გაუგზავნა, რის შემდეგაც ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის გაღებული სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ 0,5 მილიარდ ევროს მიაღწია.

უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერა, შავი ზღვის უსაფრთხოება - ბლინკენი რუმინელ კოლეგას ესაუბრა

რუმინეთის მახლობლად რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობსკუს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოდობესკუმ განიხილეს აშშ-რუმინეთის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოება და უკრაინისა და მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს საუბარი იყო მდინარე დუნაიზე არსებულ უკრაინულ პორტზე, რომელიც რუმინეთთან ახლოს მდებარეობს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

მედია: საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინული მარცვლეულის საბერძნეთში სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ Mediapool-ი დენკოვზე დაყრდნობით წერს. გეგმის მიხედვით, ბულგარული მატარებლები უკრაინული მარცვლეულით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე დაიტვირთება და მარცვლეულს საბერძნეთის ალექსანდროპოლის პორტში გადაიტანს. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია აქვს თუ არა ბულგარეთს საჭირო სატრანსპორტო შესაძლებლობები, რადგან მისი სახელმწიფო რკინიგზა ლოკომოტივებისა და სატვირთო ვაგონების დეფიციტს განიცდის. თუმცა, საბერძნეთმა თავისი სარკინიგზო ხაზების განვითარება დაიწყო, რაც ბულგარეთის ინტერესს იწვევს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

6 რუმინული გემი უკრაინის პორტში იყო რუსეთის თავდასხმის დროს - მედია

ექვსი რუმინული ხომალდი უკრაინის პორტ რენისში იყო ორშაბათს ღამით რუსული დარტყმების დროს. უკრაინული მედია სააგენტო Mediafax-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის დროს რუმინელმა მეზღვაურებმა გაიგეს აფეთქებების ხმა პორტში, რომელიც მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურები არ დაშავებულან და არც მათი გემები დაზარალებულან. დარტყმების შემდეგ მათ სწრაფად დატოვეს პორტი და მიაღწიეს მარჯვენა სანაპიროს, სადაც რუმინეთის ტერიტორია იწყება. ცნობისთვის, დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა დაგმო რუმინეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა. ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუმინელ კოლეგასთანაც განიხილა. 24 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე დუნაიზე მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების შესანახი ტანკები. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პორტის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რუსეთის ფედერაციის ბოლო დაბომბვას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ ასევე დაგმო მომხდარი. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ესპანეთი: Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკი და 10 ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინისკენ მიემართება

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივლისს განაცხადა, რომ Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკი 10 ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინისკენ მიემართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინისთვის განკუთვნილი სხვა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება ესპანეთის პორტიდან პოლონეთში უკვე გაემგზავრა.  ასევე ამ პაკეტის ნაწილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისთვის არის განკუთვნილი.  

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ამერიკული წყალქვეშა ნავი სამხრეთში ჩავიდა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე განლაგდა. 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში განთავსდა იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. იაპონური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილეთ კორეამ, შესაძლოა, რამდენიმე რაკეტა გაუშვა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. ჩრდილოეთ კორეამ ამაზე რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ ასეთი განლაგება შეიძლება, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. გასულ კვირას მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ გასულ კვირას ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

მედია: იტალიაში სპეცოპერაციის შედეგად, მაფიოზური კლანის 82 წევრი დააკავეს

იტალიის პოლიციამ, ფოჯიის კომუნაში სპეცოპერაცია ჩაატარა და 82 პირი დააკავა. იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებს ნარკოტიკებით ვაჭრობა, მისი გავრცელება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. მათივე თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც „The Firm“ ერქვა, ხელშეკრულება გააფორმა წელიწადში მილიონობით ევროდ ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის დისტრიბუციის შესახებ. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი მიესალმა პოლიციის ოპერაციას და ის „ძლიერ სახელმწიფო რეაგირებად" შეაფასა.  

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს

შეერთებული შტატები კვლავ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ, განაცხადა თეთრმა სახლმა სამშაბათს და გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თავდასხმებს რუსეთის შიგნით და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე.  „ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს," - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა. მოსკოვმა მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ 24 ივლისს განაცხადა და მომხდარში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.  

ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები გადაჭრას. მდინარე ნარინის აუზში წყლის დაბალი შედინებისა და ელექტროენერგიის სწრაფად მზარდი მოხმარების ფონზე, ყირგიზეთი გამომუშავებული სიმძლავრის დეფიციტს განიცდის. პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყირგიზეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომელიც 2023 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში და 2026 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება ქვეყანაში მზარდი ენერგიის მოთხოვნის ფონზე, გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად და სიმძლავრის ნაკლებობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღეს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს შეუწყობს სტრატეგიებისა და ქმედებების შემუშავებას და სამომავლოდ, მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შენარჩუნებას. ყირგიზეთის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან მაისამდე ყირგიზეთში სულ 6,486 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,3 პროცენტით მეტია.  

ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინა ყირიმსა და ქერჩის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე. CNN-ის კითხვას, არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა, რეზნიკოვმა უპასუხა: „ნორმალური ტაქტიკაა გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ.“ მისივე თანახმად, ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს უკრაინის წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას.” ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს საქმეს ყურადღებით აკვირებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს. „როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.  

რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა დრონი განადგურებულია - უკრაინა

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალები კიევს Shahed-ის დრონებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. მისივე ინფორმაციით, ეს რუსული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული მეექვსე თავდასხმაა მიმდინარე თვეში. „საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ყველა საჰაერო სამიზნე დროულად იქნა აღმოჩენილი და განადგურებული კიევთან მიახლოებისას,“ - აღნიშნა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.  

თეთრი სახლი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე: ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის შედეგია და კრემლს შეუძლია, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს თავისი ჯარების უკრაინიდან გაყვანით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 24 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. „ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს ეს ომი და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ომის დაწყებიდან 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე. „რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მან გაანადგურა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გარკვევით განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებას. „მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გარკვევით ვთქვით, რომ ყირიმი ნამდვილად უკრაინაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მოსკოვმა მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ 24 ივლისს განაცხადა და მომხდარში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.  

ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინის კონტრშეტევა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კიევის კონტრშეტევა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ არ ღელავს, რადგან ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, მცდარია წარმოდგენა, რომ ყველა კონტრშეტევა სწრაფი უნდა იყოს. რეზნიკოვმა მიუთითა რამდენიმე მიზეზზე, თუ რატომ შეიძლება იყოს კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელი, მათ შორის საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო სისტემები. „ეს არის საჰაერო თავდაცვის საკითხი. ეს არის ის, რომ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან გრძელი ბრძოლის ველი და გვყავს დიდი რაოდენობით მტერი. ასე რომ, ეს ომია და არა კომპიუტერული თამაში,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, თბილისში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც უწყების ცნობითვე, „2023 წლის 11 მაისს, თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს.“ „კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.“ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება. დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც უწყების ცნობით, „ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას სიცოხლის მოსპობით დაემუქრა.“ საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც უწყების ცნობით, „2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც უწყების ცნობით, 2023 წლის 16 მარტს, თბილისში, „ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.“ გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა. „საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული,“ - აცხადებს საგამოძიებოს სამსახური.