ძებნის რეზულტატი:

IMF „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის გამო, ფასების 15%-ით გაზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, მარცვლეულის გლობალური ფასები, შეიძლება, 15%-ით გაიზარდოს. IMF-ის შეფასებით, შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამ, შესაძლოა, მსოფლიო მარცვლეულის ფასები 10-15%-ით გაზარდოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა მედიას განუცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის საკმარისად მიწოდების უზრუნველყოფას უწყობდა ხელს, რამაც სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა. სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის 2023 წელს 6.0%-მდე, 2024 წელის კი 4.7%-მდე შემცირდება.  

გაეროს დასკვნა უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვაზე, რუსეთის ვერსიას უარყოფს

გაერომ განაცხადა, რომ რუსეთის ცნობები 2022 წლის ივლისში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დასკვნით, უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ოლენივკის კოლონიაში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილის მიზეზი სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განხორციელებული შეტევა ვერ იქნებოდა, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს. მანამდე CNN-ის ვრცელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსული დეზინფომრაცია იმის შესახებ, რომ ბანაკს უკრაინულმა HIMARS-ის რაკეტით დაარტყეს, სიცრუეა. რუსეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს აფთქების ადგილის გამოკვლევის საშუალება არ მისცა, თუმცა გადარჩენილი სამხედროების გამოკითხვის და არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ აფეთქება არ იყო გამოწვეული HIMARS-ის რაკეტით. არასაკმარისი მასალების გამო, რეალური მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 2022 წლის მაისში, ქალაქ მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის პოლკ „აზოვის“ მებრძოლები ოლენივკაში, ყოფილი კოლონიის შენობაში გადაიყვანეს. 29 ივლისს აფეთქების შემდეგ, რუსეთი აცხადებდა, რომ შენობა უკრაინის არმიის სამხედროებმა აშშ-სგან მიღებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ით ააფეთქეს, რათა „აზოვის“ მებრძოლებს არ ეღიარებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. კიევმა კოლონიის განზრახ აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ფოლკერ ტურკის განცხადებით, ოლენივკაში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო ტყვეები და მათი ოჯახები იმსახურებენ იმას, რომ სიმართლე იცოდნენ და პასუხი აგოს ყველამ, ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია. 29 ივლისს ერთი წელი სრულდება ოლენივკაში სულ მცირე 54 უკრაინელი სამხედროს დაღუპვიდან.  

ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროზე სატვირთო გემი იწვის

პანამაში რეგისტრირებულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემთხვევა ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროზე მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის  სანაპირო დაცვამ განაცხადა. გემი კუნძულ ამლენდიდან ჩრდილოეთით 27 კმ-ში, დედაქალაქ ამსტერდამიდან დაახლოებით 180 კმ-ში მიდიოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ხანძრის წყარო ელექტრომობილი იყო. სატვირთო გემს გერმანიიდან ეგვიპტეში 2857 მანქანა, მათგან 25 ელექტროავტომობილი გადაჰყავდა. ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა. ევაკუაცია ნიდერლანდების ახლომდებარედ, პორტ ლაუვერსოგში განხორციელდა, მას შემდეგ, რაც ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ცეცხლმოკიდებული გემის მახლობლად სასწრაფო დახმარების სამსახურები კვლავ იმყოფებიან.  

იაპონიის მოსახლეობა 47-ვე პრეფექტურაში პირველად შემცირდა

იაპონიის მოსახლეობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 801,000-ით, 122,423,038-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა მის ისტორიაში მას შემდეგ, რაც მსგავსი კვლევა 1968-დან დაიწყო. Japan Times-ის ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იაპონიის მოსახლეობა, მათ შორის უცხოელი მცხოვრებლები, 125,416,877 ადამიანს შეადგენდა, რაც დაახლოებით 511,000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.  

Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ალჟირში ავარიულად დაეშვა

Boeing 737-Max 8-ს, რომელიც სტამბოლის აეროპორტიდან მაროკოსკენ გაემგზავრა, ავარიულად დაშვება მოუწია. ბორტზე მყოფი მგზავრი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა საპირფარეშოში, რამაც ეკიპაჟი შეაშფოთა. ალჟირის მედიის ცნობით, ადგილზე მისულ ეკიპაჟის წევრებს  მგზავრი გარდაცვლილი დახვდათ. ბორტზე მყოფმა ექიმმა მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ შეძლეს. შედეგად თვითმფრინავს ალჟირში ავარიულად დაშვება მოუწია. სამედიცინო ჯგუფმა მგზავრის გარდაცვალება დაშვებისას დაადასტურა. ალჟირის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. თურქეთის ავიახაზების თანამშრომლები მასთან თანამშრომლობენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრი თურქეთს ეწვევა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრი და CPC ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ოფისის დირექტორია, თურქეთს ეწვევა. Daily Sabah-ის ცნობით, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს განიხილავენ. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია გუშინ, 25 ივლისს გავრცელდა.  

აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკება სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის სფეროში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამედიცინო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებული დონე. თურქმა და აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.  

სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საქმეში თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.  

უკრაინა განაღმისთვის $240 მილიონს მიიღებს

უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები ნაღმების გაწმენდისთვის უკრაინას 244 მილიონ დოლარზე მეტს გადასცემენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა. ამ წლის ბოლოსთვის უკრაინა მიიღებს [ნაღმზე გაწმენდის] აღჭურვილობას თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის არის ხორვატიული კომპანიის - DOK-ING-ს 10 მანქანა, 10 თითქმის 200 მანქანა ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტებისთვის. 600-ზე მეტი ლითონის დეტექტორი და სხვა აღჭურვილობა.  

ზელენსკი: კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება. მისივე თქმით, დრონების არმია გაიზრდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება ყველა ტიპის დრონი: საკმაოდ მარტივი „მავიკებიდან“ დაწყებული საზღვაო და თავდასხმის დრონებით დამთავრებული, რომლებსაც დიდ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. „ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი აზერბაიჯანში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს პროდიუსერი რატი აბზიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნანი ბრეგვაძე ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.  

ვარკეთილში 8 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში 16 200 აბონენტს გაზის მიწოდება გუშინ, 25 ივლისს ავარიულად შეუწყდა. ნაწილს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიწოდება. რადიო თავისუფლების ცნობით, ამ დროისთის გაზის მიწოდება აღდგა 8 ათასზე მეტი აბონენტისთვის. „თბილისის ენერჯი“ კოპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ გათიშვილის მიზეზი ჯავახეთის ქუჩაზე შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" წარმოებული სამუშაოს დროს მილსადენის დაზიანება გახდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაზი ყველა აბონენტს 26 ივლისს, 18:00 საათისთვის აღუდგება. გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა: კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ; კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 36-38-ის მიმდებარედ (ყოფ.სამხედრო ნაწილის შენობა), 10-1ს/დ; ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი); III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”); გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, შუამთის ქ. 28 (42ა)-ში მდებარე შოს ,,ტჯ ჯგუფი”-ს; ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის, მშენებლეთა დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ანდრია დადიანის (ნავთლუღ-კახეთის), ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩებზე, კახეთის ჩიხის, კახეთის გზ-ის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ოცნების სახლი”-ს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 7-ში (ვარკეთილის დასახლება, ნაკვ. 02/073) შპს ,,იეს მუსი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ვარკეთილის ზ/პლატოს II მ/რ, კორპ 1/10-ის მიმდებარედ ნაკ. 02/016-ში (საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 1, იმედა კახნიაშვილის ქ. 6) შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, გიორგი მელიქიშვილის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ეიმ ბილდინგი”-ს, ვარკეთილის II – კორპ. 1/10-ის მიმდებარედ – შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, შუამთის ქ. 3, 8, შუამთის ქ. 10ბ-ში (ნაკვ. 024/083) მდებარე შპს ,,იეს მუსი”-ს, შუამთის ქ. 15, ელდარის ქ. 12 (12-1, 12-2), 15; ვარკეთილის II მ/რ-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის, ნაკვ. 14/282-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის; ჯავახეთის ქ. 1, 2, 3, 3ა, 4, 5, 5ა, 6, 7, 7ა, 8, 9, 9ა, 10, 11, 29, 68, ჯავახეთის I შეს. 4ა, ჯავახეთის 1შ.1, 1შ.2, 1შ.3, 1შ.4, 1შ. 4ა, 1შ.5, 1შ.7, 1შ.9; ჯავახეთის II შეს. 1ა-ში მდებარე შპს ,,ბრიქსი ვარკეთილი”-ს; ჯავახეთის 2შ.6, 2შ.8, 2შ. 10, 2შ.12; ჯავახეთის ქუჩაზე, ნაკვ, 12/026-ში მდებარე შპს ,,შოანდე”-ს, ჯავახეთის 3შ.5, ჯავახეთის ქ. 58ა, (ჯავახეთის ქ. 18-20-22ა), 78; კახეთის გზ. 1, 7, 8, 10, 17, 19, 21, 36, 46, 48, 50; გ. ონაშვილის ქ. 9, კახეთის გზ. 44-ში (იგივე ზურაბ ჩაჩუას ქ. 4) მდებარე შპს ,,მადანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების; ვარკეთილის IV მ/რ - რიგი 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17; შინდისელი გმირის ქ. 6ა (იგივე აეროდრომის 1ქ.2გას.15), აეროდრომის დას. 2ქ. 4-6-ში მდებარე შპს ,,ბთჯ”-ის; ალ. წულუკიძის ქ. 15/17-19/17ა-ში (იგივე ძეგლევის ქ. 1) მდებარე შპს ,,ანდრია დეველოპმენტი”-ს, ალ. წულუკიძის ქ. 21-ში (იგივე ალ. წულუკიძის ქ. 4) მდებარე სს ,,ფეიქარი 95”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, აეროდრომის VIII ქ. 1-ში მდებარე შპს ,,სუხო”-ს; აეროდრომის XI ქ. 3 (11-3), კალოუბნის ქ. 4, 4ა, 7, 14, 44, ,,ა-ბ”; ხომლელის ქ. 2, 3, 3ა, 8, ,,დ”, ,,ჟ”; 29ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხომლელის II შ. 4ა, ხომლელის II შ. 4ბ, ვარკეთილის დასახლებაში, 3კვ. 8-ში (იგივე მასივი 3, კვ. მდებარე შპს ,,ინვესტ ჯორჯია”-ს საცხოვრებელი კორპუსის; III მასივის 1კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, III მასივის მე-4 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13; III მასივის მე-5 კვ-ში მდებარე კორპ. # 2, 3, 4; III მასივის მე-6 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 5, 7, 8, 9, 10, 12, 13, ვ97; III მასივის მე-7 კვ-ში მდებარე კორპ. # 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 15, 16, 17; III მასივის მე-8 კვ-ში მდებარე კორპ. #N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18; III მასივი, კვ. 6, კორპ. 5-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ანრი 2016”-ს, საცხენისის ქ. 12, ხომლელის ქ. 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ემ კუბი დეველოპმენტი”-ს, 17 შინდისელი გმირის, აეროდრომის 1ქ, 2ქ, 3ქ, 4ქ, 6ქ, აეროდრომის VII ქუჩის, VIII ქუჩის, IX ქუჩის, X ქუჩის, XI ქუჩის, XII ქუჩის, XIII ქუჩის, ზურაბ აბულაძის, ხომლელის, კალოუბნის, ზურაბ ჩაჩუას, კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, შუამთის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ დაწესებულებებსაც.

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ელექტრო ქსელიდან გათიშვას აჩქარებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ელექტრო ქსელიდან გათიშვას დააჩქარებენ. ეს პროცესი არაუგვიანეს 2025 წლის თებერვლისა უნდა განხორციელდეს, თუმცა ადრე ამის გაკეთება 2025 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთთან და ბელორუსთან ერთად ელექტრომომარაგების საერთო სისტემას იზიარებენ, რომელიც მოსკოვიდან არის ცენტრალიზებული. 2022 წლის მაისში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მთლიანად შეაჩერეს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული.  „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.  

ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს

ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო საქონელი ექსპოერტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს. Skynews-ის ცნობით, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ თითქმის ყველაფრის ექსპორტისთვის. ეს არის თვეში დაახლოებით 4 მილიონი ტონა ზეთის თესლი და მარცვლეული  - ჩვენ მივაღწიეთ ამ მოცულობას გასული წლის ნოემბერში," - განაცხადა იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ. ვიდრე რუსეთი გამოვიდოდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან, უკრაინის ექსპორტის 60% იგზავნებოდა სოლიდარობის გზებით, ხოლო 40% შავი ზღვის გავლით. „სოლიდარობის მარშრუტით“ შესაძლებელია, რომ საქონელი უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნების გავლით გაიტანონ, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა ან შიდა წყლის საშუალებით.  

მოლდოვა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთა რაოდენობას ამცირებს

მოლდოვა რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს.  გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები. მოლდოვამ რუსეთის ელჩი გამოიძახა ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პოპესკუმ ხაზი გაუსვამ, რომ მოლდოვა მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის „მტრული ქმედებების ობიექტი“, რომელთა უმეტესობა კიშინიოვში საელჩოს მეშვეობით განხორციელდა.  

პრეზიდენტი ორ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება. ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს. „ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს. სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას. საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ეს საფრთხე. პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს,“ - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციები გამკაცრდება

თბილისის მერია საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მიმართავს. თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა. „რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

მეტროსადგურ „ვარკეთილს“ რეაბილიტაცია დაკეტვის გარეშე ჩაუტარდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაო სადგურის დროებით დაკეტვის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა, რადგან გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები „ვერ და არ შეასრულა.“ „იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სიმართლე ვთქვათ, გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა, შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება. დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს „ბადა კონსტრაქშენი“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით დაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და, გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი. სადგურის ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის. „უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება,“ – განაცხადა თბილისის მერმა.  

ლატვიაში კიდევ სამი რუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი დაიბლოკა

ლატვიაში კიდევ სამ რუსულ პროპაგანდისტული ვებგვერდს ( wagner2022.ru, dentv.ru და yapolitic.ru) დაბლოკავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო. სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს რესურსები  გამოიყენება რუსეთის აგრესიული პროპაგანდის მხარდასაჭერად, კერძოდ, დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ, ასევე მათი გასამართლებლად. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან დაკავშირებულ რიგ რესურსებზე (ძირითადად Sputnik და RT დაბლოკეს) დროებით შეზღუდა წვდომა. აპრილში ლატვიაში დაიწყო სასამართლო პროცესების სერია, რომელშიც 16 ჟურნალისტი მონაწილეობდა - ისინი რუსულ საინფორმაციო პორტალებთან - Sputnik- და Baltnews თანამშრომლობდნენ და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი.  

ჩეხეთი მოსკოვს: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს და არ ვახდენთ ოკუპაციას, დატოვეთ უკრაინა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსოფობიაზე“ რუსეთის ფედერაციის განცხადებას მკაცრი ტონით პასუხობს. „ჩეხეთის რესპუბლიკის ქრონიკული პრობლემები: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს, არ ვბომბავთ საავადმყოფოებს და არ ვახდენთ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. დატოვეთ უკრაინა", - უპასუხა ჩეხეთის საგარეო უწყებამ რუსეთს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩეხეთს ქრონიკული პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრასაც არ აპირებს.“ მოსკოვის თანახმად, ჩეხეთი „რუსოფობიურ“ და „დესტრუქციულ საგარეო პოლიტიკას“ ატარებს.