ძებნის რეზულტატი:

ბლინკენი: რუსეთის მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა „უკვე წააგო“ ომი იმ თვალსაზრისით, თუ რის მიღწევას ცდილობდა ვლადიმერ პუტინი. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კიევმა ამჟამინდელი კონტრშეტევით დაიბრუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მოსკოვმა თავდაპირველად სრულმასშტაბიანი შეჭრისას დაიპყრო. ბლინკენმა ასეე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, „ძალიან მძიმე ბრძოლა.“ „მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის აღმოფხვრა, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 23 ივლისს, CNN-თან ინტერვიუში. ბლინკენმა აღიარა, რომ უკრაინის მისია, დაიბრუნოს მოსკოვის მიერ დაკავებული ტერიტორიები „ძალიან მძიმე ბრძოლა“ იქნება. მან ივარაუდა, ომი, რომელიც ახლა უკვე 500 დღეზე მეტი ხანია, რაც მიმდინარეობს, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. „რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

კულება: რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისტორიიდან ისწავლეს და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მუდამ ერთად დადგებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობის მცდელობებზე, უკრაინა მეზობელ პოლონეთს დაუპირისპიროს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „პუტინის მცდელობები ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში.“ „რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისწავლეს ისტორიიდან და მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ," - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს  

პოლონეთი ბელორუსის საზღვართან ახალ სამხედრო ნაწილს შექმნის

წელს, პოლონეთში, ქალაქ ავგუსტოვში, ბელორუსის საზღვართან ახლოს ახალი საინჟინრო ბატალიონი შეიქმნება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ავგუსტოვში ვიზიტისას განაცხადა.  მინისტრის თქმით, ქვედანაყოფი შეიარაღებული იქნება, მათ შორის ნაღმების ბორბლიანი დაგების სისტემებით. როგორც ბლაშჩაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, პოლონეთი თავს იცავს იმ საფრთხისგან, რომელიც „ვაგნერის“ ბელორუსში განლაგებას მოჰყვა. ამიტომ მან ორი მექანიზებული ბრიგადა დასავლეთიდან ქვეყნის აღმოსავლეთში, ბელორუსის საზღვართან უფრო ახლოს გადაიტანა. კერძოდ, საუბარია მე-12 და მე-17 მექანიზებული ბრიგადების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის გადაყვანაზე. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს  

რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, იტალიის დელეგაცია ოდესაში ჩავიდა

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის დელეგაცია ქალაქ ოდესას ეწვია. დელეგაციის წევრებს  რუსეთის მიერ 23 ივლისის ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგები აჩვენეს. შესაბამისი განცხადება ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა გააკეთა. „ჩვენ შევხვდით იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და სათემო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლია კვარტაპელე პროკოპიო, უკრაინაში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,პიერ ფრანჩესკო ზაზოს თანხლებით“, - წერს კიპერი. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენეს რუსეთის ტერაქტის შედეგები, დანგრეული არქიტექტურული ძეგლები, საცხოვრებელი კორპუსები და საკათედრო ტაძარი. კიპერმა მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დაეხმარონ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში. შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დღეს განაცხადა, რომ იტალიის რესპუბლიკა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოდესაში მდებარე ფერიცვალების ტაძრისა და უკრაინის სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციაში. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

ბლინკენი: აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ბლინკენი გასულ თვეში გაემგზავრა ჩინეთში და აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდა.   „ადრე ბევრს არ ვლაპარაკობდით. ახლა ჩვენ გვყავს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი არიან, ან აპირებენ ჩაერთონ დისკრეტულ საკითხებზე… ეს არის პრობლემები… ურთიერთობაში, სადაც მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ გადაწყვეტას.“ ახლა ადრეული ეტაპია, ვნახავთ შედეგებს,” - განაცხადა ბლინკენმა.   „ჩვენთვის გამოცდაა, შეგვიძლია არა გავუმკლავდეთ ამ გზას, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევინარჩუნებთ კომუნიკაციის ამ ხაზებს, ვაგრძელებთ საუბარს და ვმუშაობთ, როგორც ვთქვი, განსხვავებების მოგვარებაზე და იმის დანახვაზე, შეგვიძლია თუ არა თანამშრომლობა,” - განმარტა სახელმწიფო მდივანმა. CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო.   კითხვას, უნდა მოხსნას თუ არა შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ბლინკენმა თქვა: „ეს სანქციები ხელს არ უშლის მინისტრს ურთიერთობაში ან ჩვენთან ჩართულობაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. გასულ თვეში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ სინგაპურში გამართულ რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლი შანფუსთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მარტში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. რამდენიმე დღით ადრე მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.   იმავე სამიტზე გამოსვლისას, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის.  

ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიშისას, ოდესაში საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კვირას ღამით ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობაც დაზიანდა. ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 2 დღის წინ, 20 ივლისს, ოდესაზე თავდასხმის დროს, ჩინეთის გენერალური საკონსულო დაზიანდა. „მხოლოდ ამ ღამით ოდესაში დაზიანდა თითქმის 50 სახლი, მათგან 25 არქიტექტურის ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკოს მფარველობაშია. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც. ეს უკვე მეორე საკონსულო დაწესებულებაა, რომელიც რუსული ტერორით დაზარალდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

რეზნიკოვი ელის, რომ უკრაინა ომს მოიგებს და მომავალ ზაფხულს NATO-ში გაწევრიანდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ მომავალი ზაფხულისთვის უკრაინა ომს მოიგებს და NATO-ში 2024 წლის ივლისში გაწევრიანებას შეძლებს.  „ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია," - განაცხადა რეზნიკოვმა. მან აღიარა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. CNN-ის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ომი მომავალ ზაფხულს დასრულდება, მან უპასუხა: „დიახ. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს.“ მისივე განმარტებით, ეს თავად ალიანსის ინტერესებშიც იქნება, რადგან უკრაინა გახდა NATO-ს და იგივე ევროპის ნამდვილი აღმოსავლური ფარი. „უკრაინამ მოიპოვა „ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება - როგორ შეაკავოს რუსები, დაამარცხონ ისინი, დაამარცხონ ისინი NATO-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით,“ - აღნიშნა რეზნიკოვმა.  

UNESCO ოდესაში მისიას გაგზავნის: კულტურული ძეგლების განადგურება ომის დანაშაულია

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის ისტორიულ ცენტრზე და უახლოეს დღეებში გაგზავნის მისიას ქალაქში ზარალის წინასწარი შეფასებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, კულტურული ობიექტების განზრახ განადგურება შეიძლება, ომის დანაშაულად ჩაითვალოს, როგორც ამას ასევე აღიარებს გაეროს უშიშროების საბჭო - რომლის მუდმივი წევრიც არის რუსეთის ფედერაცია. „იუნესკო ღრმად შეშფოთებულია და მკაცრად გმობს რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავხედურ თავდასხმას, რომელმაც დაარტყა რამდენიმე კულტურულ ობიექტს ოდესის ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი „ოდესის ისტორიული ცენტრი“. იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის შეფასებით, „ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა აღნიშნავს ძალადობის ესკალაციას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

ზელენსკიმ პარტნიორების მიერ დახმარების ახალი პაკეტების მომზადება დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებისგან დახმარების ახალი პაკეტების მომზადება დააანონსა. მისივე თქმი, ამ დახმარებას შორის იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო და შორი დისტანციის იარაღი. „ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მომავალი კვირისთვის. იქნება ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებლად გააძლიერებს უკრაინის დაცვას. მადლობას ვუხდი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომის ოპერატიულად მოწვევისთვის. ფაქტობრივად, გუშინდელი საუბრის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით თარიღზე - შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ, მხარდაჭერის პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისგან - ყველაფერს, რაც აახლოებს რუსი ტერორისტების დამარცხებას. მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, მეტი არტილერია, მეტი დისტანციური იარაღი. ომის დასრულების რეცეპტი აშკარაა: ყველაფერი დამოკიდებულია ყველას ერთიანობასა და მონდომებაზე, ვინც აფასებს თავისუფლებას, კულტურას და სიცოცხლეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.  

მოსკოვს დრონებით შეუტიეს - რუსეთი

რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში, დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა, შენობები, რომლებზედაც თავდასხმა მოხდა, საცხოვრებელი შენობები არ იყო. მერმა ასევე განაცხადა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სერგეი სობიანინის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამასთან, რუსული "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონის ნამსხვრევები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახლომდებარე შენობასთან აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს. ბოლო პერიოდში მოსკოვი არაერთი ასეთი შეტევის შესახებ აცხადებს. უკრაინა მასში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.   

რეზნიკოვი: F-16-ებზე წვრთნები აგვისტოში დაიწყება

F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება აგვისტოში დაიწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წვრთნებს მინიმუმ 6 თვე დასჭირდება და რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დამატებითი ინფრასტრუქტურა საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმისტურად ფიქრობს, რომ მფრინავები F-16-ებს უკრაინის ცაში მომავალი წლის გაზაფხულამდე გამოიყენებენ. რეზნიკოვის თქმით, უკრაინას რომ ახლა ეს მოიერიშე თვითმფრინავები ჰქონდეს, ისინი ქვეყანას მიმდინარე კონტრშეტევაში მეტი პროგრესის მიღწევაში დაეხმარებოდნენ. ”თუ გაქვს უფრო დახვეწილი, უფრო თანამედროვე იარაღი, უფრო ეფექტური იქნები,” - აღნიშნა რეზნიკოვმა. მისი თქმით, წვრთნები, რომლებიც, სავარაუდოდ, დანიასა და ნიდერლანდებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში, ან პოლონეთში ჩატარდება, მოიცავს ინტენსიურ სესიებს ტექნიკოსებისთვისაც, რადგან თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება "სერიოზული ამოცანაა". რეზნიკოვის განმარტებით, წვრთნები, შესაძლოა, ქვეყნებს შორის გაიყოს, მაგრამ საბოლოო გეგმები ჯერ კიდევ დასრულების პროცესშია.  

ISW: უკრაინამ, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 53% გაათავისუფლა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მისივე შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით - სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში). ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ პრიუტნოეს რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში). ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, 22 ივლისის სხვა კადრები ასევე აჩვენებს უკრაინელი დამცველების წინსვლას ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, კამინსკის რაიონში. ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე და, სავარაუდოდ, ხრომოვოეს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით). „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ ოკუპანტების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53% გაათავისუფლა.  

ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იგეგმება ევაკუაცია

რუსული მხარის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ანექსირებულ ყირიმზეც განხორციელდა. ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი აცცახებს, რომ 11 დრონი ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს. მისივე ინფორმაციით, დრონი მოხვდა ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საწყობს. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის. „ყირიმის ცაზე მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ჩაახშეს ელექტრონული ომით. ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავში დარტყმა მოხდა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლი კიროვსკის რაიონში," - განაცხადა აქსიონოვმა. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანკოის რაიონში, უახლოესი დასახლებების მოსახლეობის (5 კმ-ის რადიუსში) ევაკუაცია მოხდება. „ტელეგრამ“ არხმა „ბაზამ“ გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმად, სარკინიგზო მოძრაობა ჯანკოის რეგიონში და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე შეჩერდა.  

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. Reuters-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მმართველი კოალიციის შექმნისა და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება. ხმების დათვლის შემდეგ კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი მიიღო. მედიის ცნობით, ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით, მაგრამ ანალიტიკოსების ვარაუდით, პროცესი შეიძლება, კიდევ ერთი არჩევნებით დასრულდეს. ესპანეთის პარლამენტის არჩევნები 2023 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მმართველი „სოციალისტური პარტია" მაისში, მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.  

რუსეთი ოდესას ისევ თავს ესხმის

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესას კამიკაძე-დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ნაწილი გაანადგურეს.  უკრაინის მოხალისეთა არმიის ოპერატიული სარდლობის, "სამხრეთის" პრესსპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქში საჰაერო განგაში თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „მტერმა სცადა შეტევა ჩვენი რეგიონის სამხრეთზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა, არის ჩამოგდების ფაქტები, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ფაქტებიც," - განაცხადა ბრატჩუკმა. მისივე თქმით, რუსები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის მარცვლეულზე დარტყმის განხორციელებას. ამასთან, ბრაჩუკი იმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მარცვლეულის შეთანხმება ახალ ფორმატში, უსაფრთხოების გარანტიებით.  

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი.“ პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. „პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა: შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს); ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული); არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული), პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“- წერია უწყების ინფორმაციაში.  

გასული კვირას უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა - მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარის განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთის ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო ბახმუტის მიმართულებით 4 კილომეტრით დაწინაურდნენ. „უკრაინის ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე შეტევის დროს გაათავისუფლეს 192 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია. [...] უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით," - აღნიშნა მალიარმა „ტელეგრამზე“ განთავსებულ პოსტში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკვანძო ბრძოლები გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკის, კურდიუმოვკის მიდამოებში. თავის მხრივ, უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, 23 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 35 შეტაკება მოხდა.  

თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა - ოდესის ეპარქიის მეუფე რუსეთის პატრიარქს

ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც ოდესაზე რუსეთის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს და ფერიცვალების ისტორიული ტაძარი გაანადგურეს. „თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან,“ - ამბობს მეუფე წერილში. მისი თქმით, 2022 წლის 27 მაისს გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელმძღვანელობდა, მისი დაქვემდებარებიდან გადიოდა. „დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან.“ „მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ აირჩია. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც მათი შვილებისადმი თქვენს „კურთხევას,“ - აღნიშნულია წერილში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს ომენტარი არ გაუკეთებიათ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ ცნობებზე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქზე თავდასხმა დაადასტურა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ტაძარი არ იყო მისი სამიზნე. სამხედრო დეპარტამენტში იმასაც ამტკიცებენ, რომ ფერიცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის მიზეზი „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოპერატორების გაუნათლებელი მოქმედებების“ შედეგად, საზენიტო რაკეტის ჩამოვარდნა გახდა. 23 ივლისის ღამით ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4-მა თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანი კი, მაშველებმა გადაარჩინეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებლები დააკავეს.  

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, უკრაინელებმა საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს

უკრაინის მიერ ყირიმის ქალაქ ჯანკოიზე დღეს დილით, დრონებით განხორციელებული თავდასხმისას საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელმძღვანელი“, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 11 დრონი ჩაახშო და მოიგერია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია საბრძოლო მასალის საწყობზე დრონით პირდაპირი დარტყმა განხორციელდა თუ ის ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა გაანადგურა. ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იგეგმება ევაკუაცია