ძებნის რეზულტატი:

მედიის ცნობით, საელჩოს ეგიდით აშშ-ში იმყოფებოდნენ მოსამართლეებიც, რომლებმაც 2022 წელს ვიზიტზე უარი თქვეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ხარჩილავა და ნინო ნაჭყებია იმ მოსამართლეებს შორის არიან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეგიდით, ქალაქ ბალტიმორში 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ. მედია წერს, რომ ხათუნა ხარჩილავამ და ნინო ნაჭყებიამ შარშან სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე უარი, მას შემდეგ განაცხადეს, რაც იმავე პროგრამიდან მოიხსნა ლაშა ჩხიკვაძე. იმ დროს „სოლიდარულ” მოსამართლეებს შორის ხათუნა ხარჩილავასა და ნინო ნაჭყებიას გარდა, ასევე იყვნენ მაია ქოქიაშვილი, გიზო უბილავა, რომეო ტყეშელაშვილი. ჩხიკვაძისადმი მოსამართლეების მიერ სოლიდარობის გამოცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც მან განაცხადა: „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი". „ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა იმასაც, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს." რამდენიმე მოსამართლემ აშშ-ში ვიზიტზე 2023 წელსაც განაცხადა უარი. ამჯერად მიზეზი 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. სავიზო სანქციები დაუწესეს საქართველოს სამი მოქმედ და ერთ ყოფილი მოსამართლეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.  

ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მოქალაქეები სტვენითა და შეძახილებით აცილებენ  ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა," - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. „რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს," - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად მიმდინარეობს. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. IPN-ის ცნობით, ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა." აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი უკრაინის მშობლიური ქალაქიდან მუზეუმში გადაიტანეს

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ კამენსკოეში ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი დაშალეს. უკრაინაში მიღებული კანონი დეკომუნიზაციის შესახებ, მის დემონტაჟს ითვალისწინებდა. ქალაქის მერმა, ანდრი ბელოუსოვმა, განაცხადა რომ ძეგლს გადაიტანენ ქალაქის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაშენებულ ხეივანში. ხოლო ქალაქის ცენტრში იმ ადგილას, სადაც ბიუსტი იდგა, მოგვიანებით რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართება. აღნიშნული ბიუსტი დამონტაჟდა 1976 წელს, მას შემდეგ, რაც ბრეჟნევს საბჭოთა კავშირის გმირის მეორე ოქროს ვარსკვლავი მიენიჭა. სსრკ-ში, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირებს სიცოცხლეშივე უდგამდნენ ძეგლებს თავიანთ სამშობლოში. კიევის საკრებულომ ბრეჟნევისთვის მინიჭებული საპატიო მოქალაქის სტატუსი გააუქმა ლეონიდ ბრეჟნევი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში. ის უკრაინის ამჟამინდელ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბადა.  

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებულ აქციას ეხმაურება. „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

Abrams-ის ტიპის პირველ ტანკები უკრაინაში შესაძლოა, სექტემბერში ჩავიდეს - Politico

ამერიკული Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ბრძოლის ველზე, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდნენ. Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ აგვისტოში Abrams-ის რამდენიმე ტანკის გერმანიაში გაგზავნას გეგმავს, სადაც ისინი საბოლოო მოდიფიკაციას გაივლიან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სექტემბერში, ტანკები უკრაინაში გაიგზავნება. გამოცემას თავდაცვის ინდუსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და კონგრესის თანაშემწემ განუცხადა, რომ Abrams-ის პირველი პარტია მოიცავს 6-8 ტანკს. საერთო ჯამში კი აშშ 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რომ ისინი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტანოთ,” - განუცხადა გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაასახელა. Politico-ს ინფორმაციით, ვიდრე უკრაინელი სამხედროები ტანკების გამოყენებას დაიწყებენ, მათ უნდა გაიარონ სწავლების კურსი, რომელიც გერმანიის გრაფენვერის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 კვირას გაგრძელდება. პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინელების აღნიშნული წვრთნების დასრულება აგვისტოში იგეგმება.  

კობახიძე ბათუმში საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებულ აქციაზე: რაც ვიხილეთ, უბრალოდ ქაჯობაა

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე საუბრისას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლიმ კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, მშვიდობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად. კითხვას, რას აპირებს ხელისუფლება, როდესაც საზოგადოების ნაწილში არსებობს აღქმები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას ეწევა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ უახლოეს წარსულში საქართველოსთვის შექმნილ ყველა პრობლემაში, აგრესორ რუსეთს ხელს უწყობდა საქართველოს წარმომადგენლების „ქაჯური“ პოლიტიკა. „ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა. სწორედ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველაფერთან ერთად - ავტოკრატიასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან, ადამიანების წამებასთან ერთად. დღეს, იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

რუსეთი მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

ოფიციალური წყაროების თანახმად, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, სამხედროებმა აპარატების ჩამოგდება მოახერხეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა ფიქსირდება. 24 ივლისს მომხდარი თავდასხმის ობიექტი თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან მდებარეობდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. „ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ღარიბაშვილმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. „უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა,“ - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ჩინეთის პროექტი -„ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება  

სი ძინპინი: საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. სი ძინპინის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. „უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა”, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს შეხვდა. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ჩინეთის პროექტი -„ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ქალაქი ახალციხე - ჩრდილო-აღმოსავლეთი - 13კმ. სოფელი ფერსი - 5კმ. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდას შეადგენდა.  

აშშ უკრაინას Skydio-ს ტიპის დრონებს გადასცემს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განაცხადა, რომ უკრაინას ომის დანაშაულის დოკუმენტაციისთვის Skydio-ს ტიპის 9 დრონს გადასცემს. Skydio აშშ-ის წამყვანი მწარმოებლის მიერ შექმნილი დრონია. „სკაიდიო 2+ თვითმფრინავებს აქვთ 4K კამერები, რომლებიც ფოტო და ვიდეო კონტენტის გადასაღებად, ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის გამოიყენება,“ - აცხადებენ USAID-ში. დრონები გენერალურ პროკურატურას, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 115,000-ზე მეტი შემთხვევის და ფრონტის ხაზზე თემებსა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებების დოკუმენტაციისთვის გადაეცემა.  

საქსტატი: 2022 წელს საქართველოში შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებების შემთხვევებმა იმატა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4 პროცენტით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა. 2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 3.5 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 კაცი).  

რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ბელორუსის საზღვართან მდებარე ქალაქ კოდენში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. მიმდინარეობს არსებული დანაყოფების შევსება და სამი ახალი განყოფილების შექმნა. ასევე გაძლიერებულია პოლონეთის სამხედრო ყოფნა ბელორუსის საზღვარზე. პოლონეთი სარაკეტო ბრიგადას და „HIMARS-ის აკადემიას“ ქმნის ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში. მედია: NATO პოლონეთში უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო ცენტრს გახსნის  

სინგაპურში, 2004 წლის შემდეგ პირველად, ქალი სიკვდილით დასაჯეს

სინგაპურის 45 წლის მოქალაქე, სარიდევი ჯამანი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო გაასამართლეს, დღეს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის არის პირველი ქალი, რომელიც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. სარიდევი ჯამანს სიკვდილით დასჯა 2018 წელს, 30 გრამი ჰეროინის კონტრაბანდის გამო მიუსაჯეს. ნარკოტიკების პოლიტიკის გლობალური კომისია, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციაა და Amnesty International-ი სინგაპურის მთავრობას მოუწოდებდა, განაჩენის აღსრულება შეეჩერებინა.  

იაპონია რუსეთში გარკვეული ავტომობილების ექსპორტს კრძალავს

Reuters-ის ცნობით, იაპონია, 9 აგვისტოდან, 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე და ჰიბრიდული ავტომობილების რუსეთში ექსპორტს კრძალავს. „ეკონომიკის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში არსებულ ვითარებას, მსოფლიო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, „დიდი შვიდეულის“ და სხვა ქვეყნების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ყველა ღონეს გამოიყენებს ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის განსახორციელებლად,“ - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა. ახალი ზომები 2 აგვისტოს გამოცხადდება 9 აგვისტოდან ამოქმედდება. „შესაბამისად, რუსეთში 1900 მილილიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ჰიბრიდული ავტომობილების, მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების საბურავების ექსპორტის აკრძალვა მოხდება,“ - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ.  

მელონი ბაიდენთან შეხვედრაზე: დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თეთრ სახლში მიიღო. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს. „ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, უკრაინის საკითხში პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ,“ - აღნიშნა მელონიმ. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯორჯია მელონის და იტალიელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის. „იტალია და შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლობას გიხდით უკრაინის რუსეთის სისასტიკისგან დაცვაში ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, „ტრანსატლანტიკური პარტნიორობა არის საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედი და იტალიის ჯარები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.“ შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებზეც. ჯო ბაიდენის თქმით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ ვერ უნდა გაძლიერდეს ვაჭრობა იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის.  

ზელენსკი: ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი სამხრეთი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება. „აქ, ფერისცვალების ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, იგრძნობა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა, მთელი ჩვენი სამხრეთი. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკვე შეუერთდა ამ საქმეს ჩვენთან ერთად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფერიცვალების ტაძრის აღდგენის შესაძლებლობის შესაფასებლად არქიტექტურის ექსპერტები მუშაობენ. შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.  

იაპონიამ რუსეთს ევროპაში უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხე უწოდა

იაპონიის თავდაცვის „თეთრი წიგნის“ ახალ გამოცემაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ტოკიოს შეფასებით, იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხეების წინაშე დგას და გეგმავს, განახორციელოს ახალი სტრატეგია, რომელიც მოითხოვს დიდ სამხედრო გაფართოებას. ამასთან, იაპონიის ხელისუფლება შეშფოთებულია აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, ასევე რუსეთსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებით. კიდევ ერთი საფრთხე არის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ავითარებს ბირთვულ და სარაკეტო მოვლენებს. ამ ფონზე, იაპონია პრიორიტეტულად მიიჩნევს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მაგრამ იტოვებს უფლებას „დაიცვას საკუთარი მიწა " და შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგე. 2023 წლის თავდაცვის „თეთრი წიგნი,“ რომელიც ფუმიო კიშიდას კაბინეტმა დაამტკიცა, პირველია მას შემდეგ, რაც დეკემბერში მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო. „მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსისა, რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, ხოლო რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები "შეიძლება განიმარტოს, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. მსოფლიო საზოგადოება, ისევე როგორც იაპონია, არ შეეგუება რუსეთის ასეთ ქმედებებს,“ - წერია იაპონიის თავდაცვის „თეთრ წიგნში“.  

TI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული 21 300 რუსული კომპანიიდან, მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ამ 1700 კომპანიის 82% კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. „რაც შეეხება დარჩენილ წილს, კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს. 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების სფეროშია, ხოლო კომპანიების 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია,“ - წერია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, 2022-2023 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ჯამში, 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს.