ძებნის რეზულტატი:

კობახიძე შოვის სტიქიაზე: მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მძიმე სპეკულაცია უწოდა განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა. „ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის, უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, ამიტომ ვინც, სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ თავიდანვე პირველივე საათებში ჰქონდა შსს-ს სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის საშუალება, ყველაფრის იდენტიფიცირების საშუალება და რეალობა იყო, სამწუხაროდ, ასეთი, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი და ვისაც არ მისწვდა - მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, დრონები იყო ადგილზე, მუშაობდნენ დრონების გამოყენებით სამაშველო სამსახურები და თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა რეალურად სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვით საშუალებით, აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა დამონტაჟებული ვერტმფრენში, რომელიც იძლევა ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას. იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს. ვერტმფრენები თავისი ღამის ხედვით აპარატურით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის გამოყვანა ლოკაციიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია იყო სრულად დათვალიერებული მანამდეც, ბუნებრივია, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო სრულად შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი. ეს არის რაც განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით უბრალოდ არ არსებობდა,“ - განაცხადა კობახიძემ.  

ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა - ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5-მდე ნაღმია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები ზოგჯერ ერთ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან. „დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესანგრეები და გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული," - აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დღეს 7:05 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან იყო და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.  

საქსტატი: II კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი წინა წელთან შედარებით, 57%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.7 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 57.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. „საქსტატის“ თანახმად, მოგზაურთა დიდი ნაწილი, 46.4%, 31-50 წლამდე ასაკისაა. „აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონიტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით. საერთაშორისო ვიზიტორების 73.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდექსკურსანტების წილმა 22.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.7 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში“, - წერია ინფორმაციაში.  

7 თვეში ექსპორტი 16%-ით, $3.6 მილიარდამდე გაიზარდა

„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 097.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.0 პროცენტით მეტია. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 575.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 15.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).  „უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4 946.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.  საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით, ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. ამასთან, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია.  მინისტრის თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება. გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ „თათბირი ჩავატარეთ, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა, დაახლოებით, 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება დაიგეგმა შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები - მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, სტიქიის ზონასთან მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებებს კი, თავად იღებდა. „პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც, ყველა. ჩართული ვიყავი თუმცა 1000 კილომეტრის იქიდან ისე ვერ უხელმძღვანელებ, როგორც ადგილზე რომ ხარ. ჩემი მოადგილეები იყვნენ. ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი. მინისტრიც ჩამოსული იყო, პრემიერიც, ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული. სამსახურები იყვნენ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებდნენ, აუცილებელი არაა, ყველა ჩამოვიდეს,“ - განაცხადა შს მინისტრმა. გომელაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. „ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული,“ - განაცხადა გომელაურმა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს აქვს ინიციატივა, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შს მინისტრმა ასე უპასუხა: „შექმნან თვითონ ან არ შექმნან [საგამოძიებო კომისია] - რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერია.“

შს მინისტრი: დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ

შს მინისტრმა ვერტმფრენის გამოყენების საკითხზე მის მიერ 14 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები განმარტა. 14 აგვისტო: გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ მინისტრის თქმით, ვერტმფრენი მუშაობდა დაღამებამდე და მან ევაკუაცია განახორციელა, დრონები კი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.  გომელაურის თქმით, „დრონი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ვერტმფრენიდან პროჟექტორით დაბლა ყურება,“ „რადგან დრონს აქვს სითბური და ღამის ხედვა.“ „რაც შეეხება გუშინდელ ჩემ განცხადებას, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს ვთქვათ, აეროპორტიდან თბილისის, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე რა თქმა უნდა. შეუძლია, ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთაგორიანი, მთები და ასე შემდეგ. სადაც არის მთები... მაგალითად, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით, 6 საათისთვის. მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს, რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5 თუ 6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?! ეს რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი დაახლოებით დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი ან ჩაფულილი საიდანაც შეიძლებოდა, ამოგვეყვანა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

მალიარი: ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. მალიარმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსული ძალები ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში სამხრეთ ფრონტზე და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ. „ამ კვირაში, უროჟაინოეს დასახლებულ პუნქტში ბრძოლა გრძელდებოდა, არის გარკვეული წარმატებები," - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მალიარმა ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს „გარკვეული წარმატებები" ჰქონდა სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც. 11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, რომლებიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს, აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები წინსვლას აღწევენ უროჟაინოეს დასახლებისკენ, რომელიც დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ზონის გასწვრივ მდებარეობს.  

Reuters: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს პრობლემა შეექმნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი იძულებული გახდა, ორშაბათს მისი თვითმფრინავის მექანიკური პრობლემების გამო, ავსტრალიაში გამგზავრება დროებით შეეჩერებინა. ამის შესახებ Reuters-ი მინისტრის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს. სამთავრობო თვითმფრინავი იძულებული გახდა, აბუ დაბიში უსაფრთხოების მიზეზების გამო დაბრუნებულიყო. გერმანიის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მისი ეკიპაჟი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის გაგრძელება შეძლოს. მისი ტურნე ასევე მოიცავს გაჩერებებს ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე. საჰაერო ძალებმა განმარტა, რომ გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციას, როდესაც Airbus A340 გასამგზავრებლად მზად იქნება.  

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ - მინისტრი

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერ“ ჯგუფთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს. მარიუშ კამინსკი ამბობს, რომ ორივე რუსს ჯაშუშობაში ედება ბრალი. უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 18 ადამიანი დააკავეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა  

მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია - სამხარეო ადმინისტრაცია

ზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. „სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოს მთავრობამ 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

14 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. მათ შორის, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თანახნად, სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. „დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისათვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. ამასთან, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. „მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით, შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ამავდროულა, უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გლობალიზაცია და ევროკავშირთან მზარდი ეკონომიკური კავშირები საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში სრულად ინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, ამ პროცესში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქვე აღინიშნა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დანიისა და ნიდერლანდების F-16-ებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ ორ რუსულ ბომბდამშენს გზა ჩაუჭრეს

დანიის საჰაერო ძალების მოიერიშეებმა გზა ჩაუჭრეს ორ რუსულ ბომბდამშენს, რომლებიც ნიდერლანდების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განაცხადა ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებმა ორშაბათს. მისივე განმარტებოთ, F-16-ები ორშაბათს დილით გამოიყენეს, მაგრამ რუსული ბომბდამშენები მანამდე დააკავეს, ვიდრე NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ და ახლა ისინი უკვე უკან დაბრუნდნენ. საჰაერო ძალების სპიკერმა განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათად არღვევენ ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეს ან უახლოვდებიან მას. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ორი F-16 ასევე გაგზავნა თავის პასუხუსმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში.  

ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს,“ - აღიშნულია ინფორმაციაში.  

ლატვიის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგება. კარინში იმედოვნებს, რომ მის პარტიას შეუძლია, შექმნას ახალი კოალიცია ხელისუფლებაში მყოფ სამ პარტიას შორის განხეთქილების შემდეგ. „ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ,“ - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე. კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ახალი ერთობა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს. მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა უნდა მიანიჭოს. ლატვიის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.  

ისრაელი უკრაინას მედიკამენტებს გაუგზავნის

უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელი უკრაინული მხარის მოთხოვნით, კიევს რამდენიმე ტონა მედიკამენტს გაუგზავნის. „დღეს შედგა საუბარი ისრაელისა და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრებს. უახლოეს დღეებში, უკრაინული მხარის მოთხოვნით, ისრაელი უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტს გაუგზავნის," - წერს ბროდსკი ტელეგრამ არხზე. ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, $70,000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, რომელიც ფილტვების ამბულატორიული მკურნალობის შესაძლებლობებით კავკასიის რეგიონში ერთადერთია,  $70,000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და პაციენტთა რეაბილიტაციაში, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დახმარება გააუმჯობესებს პაციენტებზე ზრუნვის კომპლექსურ პროცესს. გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის: მაგნიტური თერაპიის აპარატი, ხელ-ფეხისა და სხეულის ზედა ნაწილის ერთობლივი სავარჯიშო მოწყობილობა, სარეაბილიტაციო წოლითი ველოსიპედი, სარეაბილიტაციო ბილიკი შშმ პირებისთვის, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ანალიზატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი ინჰალატორით და სხეულის ტემპერატურის ინფრაწითელი თერმული გასასვლელი.

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 25-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას შსს ადასტურებს. უწყების ცნობით, გრძელდება 8 ადამიანის ძებნა. მეხანძრე-მაშველებმა 3 ცხედარი ბოლოს 11 აგვისტოს იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდე იყო გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

თბილისში მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრთან მანქანა დაიწვა. მანქანაში მყოფი მძღოლი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. რადიო თავისუფლების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მანქანის ჩაქრობა დაიწყეს, თუმცა მძღოლი უკვე დაღუპული იყო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალები უცნობია.  

ნორვეგია უკრაინას $70 მილიონის ღირებულების ანტი-დრონის სისტემას მიაწვდის

ნორვეგიული საერთაშორისო ტექნოლოგიური ჯგუფი Kongsberg Gruppen - ი უკრაინას 70 მილიონი დოლარის ღირებულების ანტი-დრონის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფოს მთავრობამ თავის ვებგვერდზე განათავსა. ძვირადღირებული სისტემის მიწოდება უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით განხორციელდება, რომლის მთავარი კონტრიბუტორი ნორვეგიაა. Cortex Typhon C-UAS არის ახლად შემუშავებული ანტი-დრონის სისტემა, რომელიც აწყობილია Teledyne Flir-ის, Kongsberg-ის და ჯავშანტექნიკის კომპონენტებისგან.