ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა უკრაინას 200 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი და 2000-ზე მეტი რაკეტა მიაწოდა
წლის განმავლობაში მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 200 000-ზე მეტი ჭურვი გადასცეს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას თითქმის 22 4000 საარტილერიო ჭურვი და 2300 რაკეტა მიაწოდეს. ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. გეგმის პირველი ეტაპის შესაბამისად, რომელიც თებერვლიდან მაისის ბოლომდე მოქმედებდა, ერთი მილიარდი ევრო გამოიყო, რომ ევროკავშირის ქვეყნების არსენალებიდან მიწოდებული ჭურვების ღირებულების დაახლოებით ნახევარი დაფარულიყო. გეგმის მიზანია, ერთი წლის განმავლობაში უკრაინა მილიონი ჭურვით უზრუნველყონ. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმა შეათანხმა. მისი ღირებულება ორი მილიარდი ევროა. დახმარების პაკეტი ევროპის ქვეყნების მარაგებიდან უკრაინის ჯარების მომარაგებას და ასევე, ახალი საბრძოლო მასალის წარმოების შეკვეთებს ითვალისწინებს. ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 155-მილიმეტრიანი ჭურვებისა და რაკეტების საწარმოებლად ერთობლივი კონტრაქტების შესახებ, იარაღის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავენ. ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, კიევში 9 მაისს განაცხადა. ცნობისთვის, საერთო ჯამში, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ 2023 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 20 მილიარდი ევრო დახარჯეს უკრაინის ყველა სახის იარაღით მომარაგებისთვის. პენტაგონის მონაცემებით, 25 ივლისის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,7 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას? უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის პასუხად, ევროკავშირის ლიდერებმა და ინსტიტუტებმა დაუყოვნებლივ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევა. ევროკავშირი მოითხოვს რუსეთისგან, რომ მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ევროკავშირი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ევროკავშირი ერთიანია უკრაინისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერაში და მან ქვეყნისადმი პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერა. რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა და მისმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა 37.8 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლეს. ეს თანხა უკრაინის ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ გამძლეობას მაკროფინანსური თუ საბიუჯეტო მხარდაჭერის, სასწრაფო დახმარების, კრიზისზე პასუხისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით ხმარდება. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ასევე აფინანსებს იარაღის და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას და იმ ქვეყნისთვის მიწოდებას, რომელიც თავდასხმის ქვეშაა. ამავე დროს, ევროკავშირმა მიიღო სანქციების უპრეცედენტო პაკეტი როგორც კრემლის, ისე ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით? უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას მიაწოდებს. ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. თანხა 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშებით 2022 წლის 23 მარტს, 13 აპრილს, 13 მაისს, 19 ივლისსა და 17 ოქტომბერს და 2023 წლის 23 იანვარს გაიზარდა, რის შედეგადაც დაფინანსებამ მთლიანობაში 3.6 მილიარდი ევრო შეადგინა. ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას. დამატებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ორწლიან სამხედრო დახმარების მისიას (EUMAM Ukraine) შექმნის. მის ფარგლებში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს წვრთნები ჩაუტარდება. მისია ასევე კოორდინირებას გაუწევს ევროკავშირის იმ ქვეყნების საქმიანობას, რომლებიც უკრაინაში წვრთნებს გამართავენ.
კატალონიის ნუდისტური ფედერაცია საცურაო კოსტიუმებით შემოსილ ტურისტებს „დისკრიმინაციაში“ ადანაშაულებს
კატალონიის ნატურისტ-ნუდისტთა ფედერაციამ კატალონიის მთავრობას წერილით მიმართა და იმ „დისკრიმინაციის“ მოგვარება სთხოვა, რომელსაც მათი თქმით, ნუდისტები კატალონიის პლაჟებზე აწყდებიან. „ადრე ხალხი ნუდისტურ სანაპიროზე ან გაშიშვლდებოდა ან საერთოდ ტოვებდა მას. ახლა ისინი საცურაო კოსტიუმით რჩებიან. ვერ აცნობიერებენ, რომ თუ ბევრნი იქნებიან, დისკომფორტს შეგვიქმნიან. ეს პატივისცემის ნაკლებობაა,“ - განაცხადა კატალონიის ნატურისტ-ნუდისტების ფედერაციის ხელმძღვანელმა, სიგმონ როვირამ, The Guardian-თან ინტერვიუში. როვირამ ასევე აღნიშნა, რომ პლაჟის მოყვარულები ხშირად უგულვებელყოფენ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ პლაჟი სპეციალურად ნუდისტებისთვის არის განკუთვნილი. Guardian-ის ცნობით, ასოციაციას ჯერ არ მიუღია პასუხი კატალონიის მთავრობისგან. მთავრობამ არც მედიის შეკითხვებს უპასუხა.
დმიტრო კულება: საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაზე ხმები გაქრეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, უკრაინას რთული პოლიტიკური შემოდგომა ელის, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, „მსოფლიოში გავრცელებული ხმებია," რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები. „ყველას ვაფრთხილებ, ძალიან რთული პოლიტიკური სეზონი იქნება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ფრონტზე, მაგრამ რთული შემოდგომა იქნება,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „მძიმე შემოდგომა“ დიპლომატიური გაგებით, კულებამ უპასუხა, რომ იქნება ბევრი რთული საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას დასჭირდება „არა მხოლოდ ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა ევროპიდან, არამედ - მთელი მსოფლიოდან.“ „თქვენ ისმენთ მთელ ამ ხმებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისმის, რომ არის „პრობლემები;“ რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ეს ხმები გაქრეს,“ – განაცხადა კულებამ.
ბომბის არსებობის საფრთხის გამო, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
საფრანგეთის პოლიციამ ბომბის არსებობის საფრთხის გამო, პარიზში, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. Reuters-ის ცნობით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა ევაკუაცია მოახდინეს, სტუმრები ეიფელის კოშკთან უკვე ბრუნდებიან. „ცრუ განგაში იყო, ხალხს შეუძლია, დაბრუნდეს შიგნით,“ - განუცხადა Reutrers-ს წყარომ სამართალდამცავი უწყებიდან.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, მარიუშ ბლაშჩაკს ეჭვი არ ეპარება, რომ ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ აცხადებს, რომ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის. „ვაგნერელთა“ გადაადგილება ბელარუსში, უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა. განსაკუთრებით ჩვენს საზღვარზე ბელორუსულ-რუსული ჰიბრიდული თავდასხმების კონტექსტში,“ – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ბლაშჩაკის თქმით, ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. „ჩვენი პოზიცია ნათელია. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაუყოვნებლივ უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას,“ აღნიშნა ბლაშჩაკმა. კითხვაზე, განმეორდება და გაძლიერდება თუ არა ბელარუსული მხარის პროვოკაცია, მან უპასუხა, რომ ამაში ეჭვი არ ეპარება. ბლაშჩაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და ყველაფერს აკეთებს პოლონელების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასეთ ნაბიჯებს შორის მან სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთისკენ გადაადგილება, თავდაცვის ხაზის გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა დაასახელა. ბლაშჩაკმა განმარტა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და ადეკვატურად უპასუხებენ საფრთხეს. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
საბერძნეთი უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა
საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ „მადლობელი ვარ საბერძნეთის, რომ შეუერთდა უკრაინის მხარდაჭერის G7 დეკლარაციას. საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. ხსენებულ დოკუმენტს ბოლოს რუმინეთი და ლატვიაც შეუერთდნენ. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.
თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. Anadolu-ს ცნობით 16:39 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონში იყო. 16:40 საათზე კი, ამავე ადგილას ამჯერად 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოდესამ პლაჟები ოფიციალურად პირველად გახსნა
უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის ხელისუფლებამ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პლაჟი ცურვისთვის პირველად გახსნა. Reuters-ის ცნობით, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ საჰაერო განგაშის დროს პლაჟით სარგებლობა აიკრძალება. ოდესა რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე არაერთხელ გახდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და პლაჟებზე ნაღმების აფეთქების ინციდენტების შემდეგ, სანაპირო დაიკეტა. „პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს ქალაქის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ,“ - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა. მისი თქმით, პლაჟები ღია იქნება დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. მიღებულია უსაფრთხოების ზომებიც. ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობა დამსვენებელს ზედაპირული ნაღმებისგან დაიცავს.
ვარშავა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლუკაშენკოს შეთავაზებას პასუხობს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შესახებ. მისი თქმით, ეს მხოლოდ ბელორუსის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რადგან კიევს არასდროს ჰქონია მტრული ზრახვები ბელორუსის მიმართ. „თუ ბელორუსს სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს პოლონეთთან, ამის გზა ძალიან მარტივია. შეაჩერეთ თავდასხმები ჩვენს საზღვარზე, გაათავისუფლეთ ანდჟეი პოცობუტი და სხვა 1000 ადამიანი ბელორუსის ციხეებიდან", - განაცხადა პაველ იაბლონსკიმ. „ჩვენ არ ვაპირებთ ბელორუსთან ცუდი ურთიერთობების შენარჩუნებას. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ ისინი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი იყვნენ, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც იქცევა და ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს. მხოლოდ ბელორუსს აქვს მტრული განწყობა პოლონეთის მიმართ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ლუკაშენკოს თქმით, საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ბელორუსი ცდილობას, პოლონეთთან ურთიერთობი გააუმჯობესოს. ბელორუსის ლიდერის თქმით, მინსკი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გამწვავებას უნდა მოერიდოს და მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან კონტაქტები არ უნდა გაწყვიტოს. „პოლონელებს უნდა დაველაპარაკოთ. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო: არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ქერჩის ხიდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყება
ოკუპირებული ყირიმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მტკიცებით, შაბათს ქერჩის სრუტეში, შავ ზღვაში კიდევ ერთი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. აქსიონოვმა განაცხადა, რომ შაბათს ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. სოციალური მედიის პლატფორმებზე გავრცელებულ ფოტოები და ვიდეოებს აჩვენებს, რომ ხიდის მიმდებარედ თეთრი კვამლი ამოდის. ოკუპირებული ყირიმის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა - უკრაინული მედია CNN წერს, რომ დამოუკიდებელი წყაროებით არ დაუდასტურებია სურათების ავთენტურობა. გარკვეული კონტექსტი ყირიმის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რუსეთისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის საჭირო მარაგების გადასატანად. კრემლის ნარატივში ქერჩის ხიდი ნიშნავს ყირიმის „გაერთიანებას“ რუსეთის მატერიკთან. ოქტომბერში ხიდი ნაწილობრივ დაინგრა, როდესაც საწვავის ტანკერი აფეთქდა და გზის დიდი ნაწილი დააზიანა. კრემლმა კიევი ამ აფეთქებაში კიევი დაადანაშაულა. პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო უკრაინის უშიშროების სამსახურების მიერ ორგანიზებული "დივერსიული აქტი." ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. 12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში. ახალი ჯგუფის ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება საველე პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა. „ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.“ ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად,“ - აღნიშნა ბლაშჩაკმა. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
მედია: გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის. იტყობინება გერმანული მედია კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, NG-ი Luna-ს ახალი თაობის დრონებს წარმოადგენს. სხვა მოდელის დრონები კი, უკრაინას უკვე გადაცემული აქვს. Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ. დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი, 100 კმ-ს აჭარბებს. უფრო ადრე გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, მანქანებს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავისი სარაკეტო და უპილოტო დარტყმები გააძლიერა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთს საჰაერო თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერების მოწოდებით მიმართეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას 10-დან 12-მდე Patriot-ის სისტემა სჭირდება, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას.
NATO-ს საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში წვრთნებს გამართავს
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი 14 აგვისტოდან საერთაშორისო წვრთნებს - Deployex დაიწყებს წვრთნების მიზანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ჯგუფის ჯარების და აღჭურვილობის სწრაფი განლაგების უზრუნველყოფა. ასევე, წვრთნები ხელს უწყობს NATO-ს საბრძოლო ჯგუფში შემავალი ძალების თავსებადობის დონის ამაღლებას. „14-18 აგვისტოს, დაახლოებით 250 ფრანგი და ლუქსემბურგელი ჯარისკაცი და NATO-ს საბრძოლო ჯგუფის 65 ტექნიკური აღჭურვილობა რუმინეთში, Deployex-ის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - აცხადებს უწყება. NATO-ს საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში 2022 წლის მაისში შეიქმნა. NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ხელს უწყობს რუმინეთის სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას მონაწილე ქვეყნებთან - საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან (როტაციის გზით), ასევე ლუქსემბურგთან. ასევე უზრუნველყოფს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას.
ზელენსკი: აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს
აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს, მათ შორის განაღმვის აღჭურვილობა, განაცხადა უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მანვე აღნიშნა, რომ განაღმვითი სამუშაო პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის 174 000 კვადრატული კილომეტრი პოტენციურად საშიშია აუფეთქებელი ნაღმებისა და საბრძოლო მასალის გამო. „რაც უფრო მეტი გამწმენდი მანქანა გვეყოლება, რაც მეტი სპეციალური გამწმენდი დრონი გვეყოლება, მით უფრო აქტიურად შევძლებთ უსაფრთხოების აღდგენას. მადლობა თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან დაგეგმილ ახალ დახმარებაზე ცნობილი 10 აგვისტოს გახდა. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის კომენტარზე დაყრდნობით წერდა. იევში გამართულ შეხვედრაზე მარდალიევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა. „ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არამხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ, საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული,"- განაცხადა მარდალიევმა. აზერბაიჯანული მხარე ასევე დაჰპირდა უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ განაღმვის მანქანას. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ბაქომ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი. აზერბაიჯანი, რომელიც იზიარებს რუსეთთან საზღვარს, ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას მოსკოვთან.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გიულერმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თქმით, „მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შექმნა.“ გიულერმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმების წყალობით 33 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაიგზავნა გაჭირვებულ ქვეყნებში. „რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ეს ორი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მარჩენალია. იქიდან მიწოდების შეწყვეტას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. თუ მიწოდება არ არის, არის შიმშილის საშიშროება. ახლა თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი და გაეროს გენერალური მდივანი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერდოღანს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა,“ - აღნიშნა მინისტრმა.
საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა
მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისსტროს ცნობით, საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა. უწყების ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა. „თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს. ყოველწლიური გეგმიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ - წერია ინფორმაციაში.
თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე მედიასთან ისაუბრა. თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11 აგვისტოს მდგომარეობით, ისევ 24-ია. „მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
აშშ-მ იტალიას მოპარული არტეფაქტების ნაწილი დაუბრუნა
შეერთებულმა შტატებმა იტალიას 250-ზე მეტი უძველესი არტეფაქტი დაუბრუნა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათი მოპარვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. იტალიის პოლიციის ხელოვნების განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ საქმე ეხება 1990-იან წლებში მოპარულ და აშშ-ის მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებისთვის მიყიდულ ნივთებს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ძვირფას არტეფაქტებს შორისაა ქოთნები, ნახატები და სკულპტურები, რომელთაგანაც ზოგიერთის ასაკი 3000 წლამდეა, რამდენიმე მოზაიკის ღირებულება კი, ათობით მილიონი ევროს აღწევს. იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არტეფაქტები მენილის კოლექციაში იყო გამოფენილი, მაგრამ მუზეუმის სპიკერმა უარყო ეს და განაცხადა, რომ ისინი არასოდეს ყოფილან კოლექციის ნაწილი. 2022 წლის სექტემბერში ნიუ-იორკმა იტალიას ასევე დაუბრუნა 19 მილიონი დოლარის (16 მილიონი ფუნტი) ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ქალღმერთ ათენას მარმარილოს თავი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით არის დათარიღებული და 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა
ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, უილიამ ლაის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაგმო, მას სეპარატისტი უწოდა და განაცხადა, რომ პეკინი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად, მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლაი ჯიუტად იცავს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ პოზიციას. „ტაივანი არის ჩინეთის ინტერესების მთავარი ბირთვი. მომხდარმა ისევ აჩვენა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის მიზეზი არის ტაივანი, რომელიც ცდილობს „დამოუკიდებლობის საძიებლად აშშ-ს დაეყრდნოს,“ ნათქვამია განცხადებაში. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, კრემლის ნაცვლად „ვაგნერს“ ბელორუსი აფინანსებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დიდი ალბათობით, რუსეთი „ვაგნერის“ ჯგუფს აღარ აფინანსებს. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ვაგნერს“ შესაძლოა, ბელორუსი აფინანსებდეს. „თუ რუსეთის სახელმწიფო აღარ აფინანსებს „ვაგნერს“, მაშინ მეორე ყველაზე სავარაუდო გადამხდელი ბელორუსის ხელისუფლებაა,“ - ასკვნის ბრიტანული დაზვერვა СNN-ის ცნობით. აქედან გამომდინარე, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფს ბელორუსი სავარაუდოდ, შემცირებისა და რეკონფიგურაციის პროცესისკენ უბიძგებს, რათა პერსონალის ხელფასი დაზოგოს.“ „ვაგნერის“ ხანმოკლე „აჯანყება“ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად შეაფასა. „ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსში განლაგდნენ, მათმა იქ ყოფნამ მეზობელი პოლონეთი შეაშფოთა. თავად პრიგოჟინი გასულ თვეში რუსეთში შენიშნეს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის გარკვეულ ძალაუფლებას ინარჩუნებს,“ წერს CNN. პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა ვარშავა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლუკაშენკოს შეთავაზებას პასუხობს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან