ძებნის რეზულტატი:
უკრაინის დამცველებმა კუნძულ ზმეინზე სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა კუნძულ ზმეინზე სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს. ამის შესახებ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა, სერხი დეინეკომ განაცხადა. „ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეების სრული მხარდაჭერით“, - განაცხადა დეინეკომ. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან 2022 წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს. მიმდინარე წლის 8 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინზე ჩავიდა. რატომ არის შავ ზღვაში მდებარე გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
პოდოლიაკი: ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის სტრატეგიული მიზანი, ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარდა, ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მომავალში აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის. ხშირად გვესმის კითხვა: რა არის უკრაინის მიზანი და რას მიიჩნევს გამარჯვებად? აქ არის პასუხი. უკრაინის სტრატეგიული მიზანი, ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარდა, ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მომავალში აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის. პირიქით, „ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი“ - რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიებით, როგორც ამას ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებელი განიხილავს და ასევე, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გარეშე (რადგან ომი არ დასრულებულა), მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გაზარდოს საკუთარი მადა და ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს. ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს: არმიის გაძლიერება, იარაღის მიწოდების დაჩქარება, ტერიტორიის დეოკუპაცია, რეჟიმის შეცვლა რუსეთში, კომპენსაცია ახალი მთავრობის მხრიდან და სამხედრო დამნაშავეების სავალდებულო დასჯა,“ - აცხადებს პოდოლიაკი. დმიტრო კულება: საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაზე ხმები გაქრეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. კიევი ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა
რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. ამის შესახებ Alarabiya წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო. უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ „უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე? ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
გომელაური სტიქიის ზონაში: რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ
შს მინისტრის განცხადებით, 3 აგვისტოს, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, რადგან მას მომზადება სჭირდებოდა. „ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე,“ - განაცხადა მინისტრმა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ძალიან ცუდი ამინდი იყო. „თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ, იმუშავეს, მაინც ჩამოვიდნენ, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს - ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. დაღამდა და იქედან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ და მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია, ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა იმ წამს არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე, პილოტებმა რომ გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული,“ - განმარტა გომელაურმა. დამაზუსტებელ კითხვას, გომელაურმა უპასუხა, რომ საუბარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენზე. „ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს...“ „სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილი გვაქვს საფრანგეთში. წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. ეს მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო, რიგებია, ერთი წელი ვმუშაობდით. ამაზე თვეებია, ვმუშაობთ, უკვე ნაყიდია, პილოტებსაც გადამზადება სჭირდებათ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. კითხვას, ფიქრობს, რომ ღამით ფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ ვერტმფრენებს და უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, შს მინისტრმა უპასუხა: „არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ, შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხეობაა, მთააა, შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა ყაზბეგში, იქაც გარისკეს პილოტებმა და მოხდა უბედურება.“ მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ამ დრომდე რატომ არ ჩავიდა სტიქიის ადგილზე, რაზეც ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ „მამის ჯანმრთელობის მდმომარეობის გამო, თურქეთში იყო.“ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. „ამ დროისთვის 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება, ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე,“ - აღნიშნა მინისტრმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ
სტიქიის ზონაში ჩასვლის შემდეგ, შს მინისტრმა განმარტა, რომ 3 აგვისტოს, სტიქიის დაწყების დღეს, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ. ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, რადგან მას მომზადება სჭირდებოდა. „სტიქიის ზონაში ვერტმფრენები ჩამოვიდნენ დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება. ასევე, ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე, სადაც იყო ეს 70 ადამიანი და გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. ჰქონდათ საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო. დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა საფრთხის შემცველი იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ იქ დარჩენილები,“ - აღნიშნა შს მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ღამით ვერტმფრენების სტიქიის ზონაში მუშაობა რისკის შემცველი იყო. „რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამით. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია, ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა იმ წამს არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე, პილოტებმა რომ გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული,“ - განმარტა გომელაურმა. დამაზუსტებელ კითხვას, გომელაურმა უპასუხა, რომ საუბარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენზე. „ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს...“ „სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილი გვაქვს საფრანგეთში. წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. ეს მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო, რიგებია, ერთი წელი ვმუშაობდით. ამაზე თვეებია, ვმუშაობთ, უკვე ნაყიდია, პილოტებსაც გადამზადება სჭირდებათ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. კითხვას, ფიქრობს, რომ ღამით ფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ ვერტმფრენებს და უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, შს მინისტრმა უპასუხა: „არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ, შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხეობაა, მთააა, შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა ყაზბეგში, იქაც გარისკეს პილოტებმა და მოხდა უბედურება.“ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. „ამ დროისთვის 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე,“ - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
ომის მომხრე რუსული ბლოგები იუწყებიან, რომ სოფელ უროჟაინოედან რუსეთის არმიამ უკან დაიხია
11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, რომლებიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს, ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა რობოტინის ჩრდილოეთ გარეუბანს მიაღწიეს. ეს ადგილი ქალაქ ორიხივიდან სამხრეთით, 10 კილომეტრში, ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს, რომ უკრაინული ძალები ასევე წინსვლას აღწევენ უროჟაინოეს დასახლებისკენ, რომელიც დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ზონის გასწვრივ მდებარეობს. კიევს უროჟაინოეს შესაძლო დაკავებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავის მხრივ, რადიო თავისუფლების ცნობით, ომის მხარდამჭერი რუსული ბლოგები იუწყებიან, რომ რუსეთის არმიამ უკან დაიხია დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოედან, რომელიც უკრაინის არმიას ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ მიმავალ გზას უკეტავდა. მძიმე ბრძოლები უროჟაინოესთვის ბოლო რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს, უკრაინული ძალები შევიდნენ მის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის ჯარები სამხრეთ ნაწილში იცავდნენ თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ სოფელზე შეტევა მოიგერია. უკან დახევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება. სხვა რუსული წყაროები წერენ, რომ სოფელი კვლავაც რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება. პროექტ DeepState-ის რუკის მიხედვით, სოფელი კვლავაც „ნაცრისფერ ზონაშია“. უფრო ადრე უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევას ბახმუტის, ბერდიანსკის (დონეცკი-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ზონა) და მელიტოპოლის (ზაპოროჟიეს ოლქი, დასავლეთ ნაწილი) მიმართულებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. კიევი ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
უკრაინის პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის აგრესიას 500 ბავშვი ემსხვერპლა, 1 097-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 97, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 94, ჩერნიგოვში - 71, ლუგანსკში - 67. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა, შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ.
ხერსონის ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა
კვირას ხერსონის ოლქზე თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. ორშაბათი ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი, იჰორ კლიმენკო აცხადებს. დაღუპულთა შორის ჩვილი ბავშვი და 12 წლის ბიჭია. დაღუპულთაგან ხუთნი - ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. შეგახსენებთ, 13 აგვისტოს დილით, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ხერსონის ოლქს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 ადამიანი. მოგვიანებით, ოკუპანტები კვლავ თავს დაესხნენ ხერსონის ოლქს - ამჯერად მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს და შეტევა ოლქის ცენტრზე განახორციელეს. დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ხერსონის ოლქის სოფელ ნოვოკაირიში თავდასხმის შედეგად, 61 წლის კაცი დაიჭრა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. კიევი ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
ქეთევან დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება, იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა
მწერალთა სახლის მომავალი ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია. დუმბაძის თქმით, „მწერალთა სახლი არის თავისუფალი ხელოვანების არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ყოველთვის მთავარი იყო მწერალი, მისი სიტყვა, მისი აზრი, მისი იდეები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე იქნება.“ მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს ის აღნიშნავს, რომ მწერალთა სახლში მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა. „მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე. ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება - მწერალი და მისი შემოქმედება. მე ვიცი, როგორც იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას. მე ეს მინახავს ჩემი თვალით და ამაში გავიზარდე,“ - აცხადებს დუმბაძე „იმედთან“ და აღნიშნავს, რომ შეხვდება ყველას, ვისაც მასთან შეხვედრასა და თანამშრომლობა სურს. ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. „რა თქმა უნდა, მადლობა შემოქმედებით ჯგუფს და ნატაშა ლომოურსაც ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა 12 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება. პირიქით, ყველა ის პროექტი უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და მეტი არაფერი, არავითარი პოლიტიკა,“ - აცხადებს დუმბაძე. ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებულია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო ანგარიშით - 82:78 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა. მან 21 ქულა დააგროვა. „მადლობა დიდი შრომისთვის ყველა კალათბურთელს. მძიმე მატჩი იყო ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან. მონტენეგროს შეუძლია თამაში ფარქვეშ, პერიმეტრიდან, რთული იყო დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. გვაქვს ტალანტი და თუ ერთ ოჯახად დავრჩებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მადლობა გულშემატკივრებს. გპირდებით ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიოს ქართული კალათბურთის სული და გული დავანახოთ,“ – განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა. ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა ირანის ნაკრებმა, რომელმაც იორდანია დაამარცხა. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. გუნდი ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესა და ვენესუელასთან მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 17 აგვისტოს გაემგზავრება, სადაც მსოფლიო პირველობისთვის მზადებას დაიწყებს.
როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა. ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან — NATO-სთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად — სანქციების რამდენიმე პაკეტზეა შეთანხმებული. 23 თებერვალს დაწესდა სანქციები რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. მას ინტერვენციის დაწყების შემდეგ სანქციების თერთმეტი პაკეტი დაემატა, რომელთაგან პირველი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დამტკიცდა. 2022 წლის 26 თებერვალს, 28 თებერვალს, 15 მარტს, 8 აპრილს, 30 მაისს, 21 ივლისს, 6 ოქტომბერს, 16 დეკემბერს და 2023 წლის 25 თებერვალსა და 23 ივნისს კი, ევროკავშირმა სანქციების დამატებითი პაკეტები დააწესა. ფინანსური სექტორი ევროკავშირმა რუსეთის წამყვანი ბანკები გათიშა SWIFT-იდან, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ბანკების პირველ ჯგუფს სანქციები დაუწესდა 2022 წლის 2 მარტს, შემდეგ კი მათ რუსეთის სამი საკრედიტო ინსტიტუტი დაემატა, მათ შორის 2022 წლის 3 ივნისს — ქვეყნის უდიდესი ბანკი, სბერბანკი. 2022 წლის 16 დეკემბერს სანქციები შეეხო დამატებით სამ რუსულ ბანკს. ამ შეზღუდვაში რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკისთვის ტრანზაქციების სრულად აკრძალვაც შევიდა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას იწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს უკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა. სანქციები კრიპტოაქტივებზეც ვრცელდება. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიღება აუკრძალა. მათ ასევე აღარ აქვთ წვდომა კრედიტუნარიანობის შეფასებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სააბონენტო მომსახურებაზე. ამ გზით მათ კიდევ მეტად ეზღუდებათ ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე წვდომა. 2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირი ბიზნესთან დაკავშირებული კონკრეტული მომსახურებების გაწევის აკრძალვაზე შეთანხმდა. ეს მომსახურებებია: ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი, კანონმდებლობით დადგენილი აუდიტი, ბუღალტრული და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, ბიზნესის და მართვის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს მომსახურებები. ამ სერვისებზე წვდომა ეზღუდებათ რუსეთის მთავრობას, იურიდიულ პირებს, ორგანოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში არიან დაარსებული. ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები — მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ. დაწესებული შეზღუდვების მეშვეობით რუსეთში მოიმატებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, გაიზრდება ინფლაცია და თანდათანობით ჩამოიშლება რუსეთის სამრეწველო ბაზა. ამასთან, რუსეთის ელიტას აღარ შეუძლია თავისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ევროპაში უსაფრთხოდ გადამალვა. საჰაერო სივრცე და ტრანსპორტი ევროკავშირმა დაკეტა ევროპის საჰაერო სივრცე რუსეთის მფლობელობაში მყოფი ან რუსეთში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავისთვის — მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. ამ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვება, ამ ტერიტორიიდან აფრენა ან მის თავზე გადაფრენა. 2022 წლის 8 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აუკრძალა. ასევე დაწესდა აკრძალვა ევროკავშირში მომუშავე რუსულ და ბელარუსულ ტვირთის საგზაო გადამზიდავებზე. გამონაკლისი შეეხება ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის და სასურსათო საქონელი, ჰუმანიტარული დახმარება და ენერგია. გარდა ამისა, ევროკავშირმა საავიაციო და კოსმოსური წარმოების საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. ასევე აიკრძალა ამ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დაზღვევის თუ ტექნიკური მომსახურების სერვისებიც. ეს სანქციები ერთობ ეფექტიანი იქნება, რადგან რუსეთის კომერციული თვითმფრინავების ამჟამინდელი ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია წარმოებული. ენერგეტიკა 2022 წლის 30 მაისს ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის ოპერატორებს აეკრძალათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების დაზღვევა და დაფინანსება. ევროკავშირმა ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი. მან, ამასთან, შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაც შეზღუდა. ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას. 2022 წლის 15 მარტს კი, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე. სანქციების 2022 წლის 8 აპრილს დაწესებული მეხუთე პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს. 2022 წლის 6 ოქტომბერს მიღებული სანქციების მერვე პაკეტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოიტანა, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე. ტექნოლოგიები ევროკავშირმა დააწესა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიის ექსპორტზე. შეზღუდვები დაწესდა იმ ტიპის საქონლის და ტექნოლოგიის ექსპორტზეც, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის და უშიშროების სექტორის ტექნოლოგიურ გაძლიერებას შეიძლება შეუწყოს ხელი. ამაში შედის ისეთ პროდუქცია, როგორიცაა ნახევარგამტარები თუ მოწინავე ტექნოლოგიები და, ასევე, რეაქტიული ძრავების საწვავი და საწვავის დანამატები, რომლებიც რუსეთის ჯარმა შეიძლება გამოიყენოს. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა დააწესა დამატებითი შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციის და რადიოკომუნიკაციის ტექნოლოგიების ექსპორტზე. მან რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი იმ სახელმწიფო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც ფინანსურ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. გარდა ამისა, საზღვაო უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტისთვის წინასწარი ინფორმაციის გაზიარების პირობა დაწესდა. 8 აპრილს ევროკავშირმა დამატებითი მიზნობრივი საექსპორტო აკრძალვები შემოიღო ისეთ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ევროკავშირის მარაგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ეს მოიცავს კვანტურ კომპიუტერებს, მოწინავე ნახევარგამტარებს, მგრძნობიარე აღჭურვილობას, სატრანსპორტო აღჭურვილობას და ქიმიურ ნივთიერებებს. აკრძალვებში მოხვდა სპეციალური კატალიზატორებიც, რომლებიც გადამამუშავებელ წარმოებაში გამოიყენება. 3 ივნისს ევროკავშირმა გააფართოვა საექსპორტო შეზღუდვების ნუსხა და მასში ისეთი დამატებითი ქიმიური ნივთიერებები შეიტანა, როგორებიც ქიმიური იარაღის წარმოების პროცესში შეიძლება იყოს გამოყენებული. 6 ოქტომბერს შეზღუდვებში მოყოლილი პროდუქტების სია კვლავ გაიზარდა და მასში მოექცა ის კონკრეტული ელექტრონული კომპონენტები, ქიმიკატები და საქონელი, რომლებიც სიკვდილით დასჯის, წამების თუ სხვა სასტიკი, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. სანქციების მერვე პაკეტით ასევე აიკრძალა სამოქალაქო იარაღის და მისი არსებითი კომპონენტების თუ ტყვია-წამლის, სამხედრო ტრანსპორტის და მოწყობილობების, გასამხედროებული მოწყობილობების და სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, მიწოდება, ტრანსპორტირება თუ ექსპორტი. 2022 წლის 16 დეკემბერს მიღებული სანქციების მეცხრე პაკეტით საექსპორტო შეზღუდვები შეეხო დრონის ძრავებს, საკამუფლაჟო მოწყობილობას, დამატებით ქიმიურ/ბიოლოგიურ აღჭურვილობას, მასობრივი არეულობების აღსაკვეთ ნივთიერებებს და იმ დამატებით ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებსაც რუსული არმია იყენებს. ასევე აიკრძალა ისეთი დამატებითი ინდუსტრიული პროდუქცია და ტექნოლოგია, როგორიცაა სათამაშო/სამოყვარულო დრონები, კომპლექსური გენერატორები, ლეპტოპები და კომპიუტერის კომპონენტები, ნაბეჭდი პლატები, რადიო-სანავიგაციო სისტემები, დისტანციური მართვის რადიოაპარატები, საავიაციო ძრავები და ძრავების შემადგენელი ნაწილები, კამერები და ლინზები. მე-11 პაკეტში მოხვდა სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს განსაზღვრული სანქცირებული პროდუქციისა და ტექნოლოგიის იმ მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტირება, რომელთა იურისდიქციები გვერდის ავლის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ არიან. ინდუსტრია 2022 წლის 15 მარტს ევროკავშირმა რკინითა და ფოლადით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემოიღო, რაც რუსეთს ექსპორტიდან დაახლოებით 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლებს დააკარგვინებს. ვაჭრობა ევროკავშირმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სხვა წევრებთან ერთად, 2022 წლის 15 მარტს გადაწყვიტა, რომ რუსულ პროდუქტებსა და სერვისებს ევროკავშირის ბაზრებზე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს გაუუქმებდა. ამას წინ უძღოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების 11 მარტის განცხადება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ სარგებელს, რომელსაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისგან იღებს. ევროკავშირმა ასევე შემოიღო საიმპორტო აკრძალვა ცემენტზე, რეზინის პროდუქციაზე, ხე-ტყის მასალაზე, ალკოჰოლურ სასმელზე (არყის ჩათვლით) და ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტზე (ხიზილალას ჩათვლით). 21 ივლისს კი, შეზღუდვა შეეხო რუსული ოქროს იმპორტსაც. სავაჭრო შეზღუდვები გაფართოვდა 6 ოქტომბერს და შეეხო მანქანა-დანადგარებს, პლასტმასას, სატრანსპორტო საშუალებებს, ტექსტილს, ფეხსაცმელს, ტყავს, კერამიკას, გარკვეულ ქიმიურ ნაწარმს, ხის მერქანსა და ქაღალდს, სიგარეტს, კოსმეტიკურ ნაწარმსა და სამკაულებში გამოყენებულ ისეთ მასალას, როგორიცაა ძვირფასი ქვები და ლითონები. ეს ის პროდუქციაა, რომლით ვაჭრობაც რუსეთის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილზე იყო პასუხისმგებელი. მედია ევროკავშირმა სამაუწყებლო საქმიანობა შეუჩერა მედიასაშუალებებს, Sputnik და RT/Russia Today, ასევე არხებს, Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24/Russia 24 და TV Centre International. ეს კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლები გახლავთ, რომელთა სამიზნეც უკრაინისა და ევროკავშირის აუდიტორიებია. ისინი ავრცელებენ პროპაგანდას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მეცხრე პაკეტის ფარგლებში სანქცირებულ მედიასაშუალებათა სიას დაემატა ოთხი არხი: NTV, Pervyi Kanal, Rossiya 1 და REN TV. ეს შეზღუდვა ძალაში იქნება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სანამ რუსეთის ფედერაცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნებისადმი მიმართულ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირებას. ინდივიდუალური სანქციები შემზღუდველი ზომები ამჟამად თითქმის 1,800 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეყვანილ პირებს აქტივები გაეყინათ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ. გარდა ამისა, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გადაადგილების უფლებაც ჩამოერთვათ. ამ სიაში შეყვანილები არიან: რუსეთის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციას და აღნიშნულ ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის დადებულ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. სიაში ასევე მოხვდნენ ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორებში, მეტალურგიულ, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციის და ციფრულ მრეწველობაში დასაქმებული ოლიგარქები თუ ბიზნესმენები, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები, ასევე უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში მონაწილე სამხედრო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები და პროპაგანდისტები. ყველა მათგანი უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს და მოსახლეობაში რუსეთის ინტერვენციაზე დადებითი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. 6 ოქტომბრიდან მოყოლებული, სიას დაემატა ის პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიაში და რომლებმაც წვლილი შეიტანეს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე/ოლქებში ჩატარებულ ფსევდო რეფერენდუმების ორგანიზებაში. ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, აკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოებთან სხვადასხვა სექტორში — კერძოდ, კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. 6 ოქტომბერს კი ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში ან კონტროლის ქვეშ არსებული იურიდიული პირების თუ ორგანიზაციების მმართველ ორგანოებში ნებისმიერი სახის თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. ამასთან, დიპლომატებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, ხოლო სხვა რუსი ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომდგენლები ვეღარ სარგებლობენ გამარტივებული სავიზო პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება არ ეხება რიგით რუს მოქალაქეებს. ევროკავშირმა ე.წ. „ოქროს პასპორტების“ გაცემის შეზღუდვის შესახებაც მიიღო ზომები. ეს პასპორტები მდიდარ რუსებს ევროკავშირის მოქალაქეებად გახდომის საშუალებას აძლევს. მან ასევე დააწესა ევროკავშირის საექსპორტო აკრძალვა ფუფუნების საგნებზე (მაგალითად, ძვირადღირებულ მანქანებზე, საიუველირო ნაკეთობებზე და სხვა), რაც „უშუალოდ რუსეთის ელიტას მიაყენებს დარტყმას.“ ევროკავშირი ისტორიაში პირველად აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით? უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას მიაწოდებს. ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. თანხა 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშებით 2022 წლის 23 მარტს, 13 აპრილს, 13 მაისს, 19 ივლისსა და 17 ოქტომბერს და 2023 წლის 23 იანვარს გაიზარდა, რის შედეგადაც დაფინანსებამ მთლიანობაში 3.6 მილიარდი ევრო შეადგინა. ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას. დამატებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ორწლიან სამხედრო დახმარების მისიას (EUMAM Ukraine) შექმნის. მის ფარგლებში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს წვრთნები უტარდებათ. მისია ასევე კოორდინირებას უწევს ევროკავშირის იმ ქვეყნების საქმიანობას, რომლებიც უკრაინაში წვრთნებს გამართავენ. ცნობისთვის, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ 2023 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ყველა სახის იარაღით მომარაგებისთვის საერთო ჯამში, დაახლოებით, 20 მილიარდი ევრო დახარჯეს.
საფრანგეთმა 6000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა
2023 წელს ამ ქვეყანაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გეგმის ფარგლებში, საფრანგეთში, აგვისტოს მდგომარეობით, 6000-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა წვრთნა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. ლეკორნუმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კონტრშეტევისთვის გაწვრთნილი ჯარისკაცების ახალი თაობა სჭირდება. „უკვე აგვისტოში მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს ერთი წლის განმავლობაში, საფრანგეთსა და პოლონეთს შორის განაწილებული 6000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნით,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა საფრანგეთისგან ყოველთვიურად იღებს 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის პარტიას. საფრანგეთი ასევე ეხმარება საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში.
პოდოლიაკის შეფასებით, უკრაინის პორტისკენ მიმავალ გემზე რუსეთის თავდასხმა მეკობრეობის აქტია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალ საერთაშორისო სამოქალაქო მშრალი ტვირთის გადამზიდ გემ Sukru Okan-ზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმა და იძულებითი ინსპექტირება საერთაშორისო საზღვაო სამართლის აშკარა დარღვევა, მეკობრეობის აქტი და მესამე ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. პოდოლიაკის შეფასებით, ეს ქმედება ყველა პირის იდენტიფიკაციას და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დანაშაულის ფაქტის აღიარებას მოითხოვს. „ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიკაციას და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ. უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს,"- აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, 13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი შესრულდა
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, ომს 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო. ამ დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. „31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა - კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი. აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან,” - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ პოლონეთში რეფერენდუმი ჩატარდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მიგრაციის რეფორმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ჰკითხავენ, მზად არიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტი მიიღონ. მორავეცკის ინფორმაციით, რეფერენდუმის შეკითხვა ასეთი იქნება: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალი იმიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაწესებული იძულებითი გადაადგილების მექანიზმის ფარგლებში?" საერთაშორისო მედია წერს, რომ მორავიეცკის მთავრობა დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას მის წევრებს შორის მიგრანტების თანაბრად განაწილების შესახებ. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ივნისში საბოლოოდ შეთანხმდნენ ბლოკის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით, უნგრეთი და პოლონეთი, მისი წინააღმდეგი იყო. DW წერს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია - კანონი და სამართლიანობა (PiS) ოქტომბერში საპარლამენტო კენჭისყრამდე, მიგრაციის საკითხს თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ნაწილად აქცევს. ცნობისთვის, ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა
გერმანიის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი კიევში ორშაბათს დილით, 14 აგვისტოს ჩავიდა. გერმანელი მინისტრი კიევში პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს. კრისტიან ლინდნერი უკრაინას რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია. მანამდე კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და რამდენიმე მინისტრი ჩავიდა. 2022 წლიდან გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს მოცულობის პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია.
მოლდოვიდან გაძევებულმა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა კიშინიოვი დატოვეს
მოლდოვაში რუსეთის საელჩოს დიპლომატების და თანამშრომელთა ნაწილი 14 აგვისტოს კიშინიოვიდან რუსეთში გაფრინდა. რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი, რომლებიც მოლდოვიდან გააძევეს, აეროპორტში ორი ავტობუსითა და რამდენიმე მანქანით გადაიყვანეს. მედია აეროპორტში არ შეუშვეს. 26 ივლისს მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა. პერსონალი თითქმის 60 ადამიანით შემცირდა. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 84-დან 25-მდე მცირდება. მანამდე რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს გამჟღავნდა, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ. აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლებშიც რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე იყო საუბარი.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და ბელორუში ჩადის
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 14-19 აგვისტოს რუსეთსა და ბელორუსს ეწვევა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში ყოფნისას მინისტრი დაესწრება უსაფრთხოების საერთაშორისო შეხვედრას და იქ სიტყვით გამოვა. ასევე შეხვდება რუსეთის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. ბელორუსში ვიზიტის ფარგლებში ლი შანგფუ ბელორუსის სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდება. მინისტრები ორმხრივ საკითხებს, ასევე უკრაინის ომს განიხილავენ. ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო კავშირები, ჩაატარეს ერთობლივი პატრულირება და სამხედრო წვრთნები. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას. ივლისში, პეკინში ლი შანგფუ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელს შეხვდა.
კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების შესაძლებლობაზე მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ჟურნალიტის შეკითხვა ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებას, რომ „ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო თუ როგორ ჩაიგდონ ხელში, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის ჩინური კომპანიების გამოყენებით”. „ჩვენთვის ინვესტიცები არის მხოლოდ მისასალმებელი. იცით, რომ წლების განმავლობაში, კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამუკა ხაზარაძე, ვერ მაოხერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა - ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის და ვერც სამხრეთულის და ვერანაირის. ეს არის მათი არაეფექტიანი საქმიანობის შედეგი. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი არის ბუნებრივია, ღია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს ბუნებრივი სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით, ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დაიწყება ანაკლიის პორტის წარმატებით მშენებლობით,“ - განაცხადა კობახიძემ 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და პიქირით, „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს პროექტის ჩაგდებაში. „ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო. დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით და შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!“- წერდა ხაზარაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ. ცნობისთვის, ბოლო განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში გააკეთა. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხსენებული პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. „ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველოს, რომ პროექტი განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ითვალისწინებდეს საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.“ გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. უფრო კონკრეტულად კი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისის განცხადების თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტიანობას. ამასთან, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ასევე, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით. ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთი საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს შეისწავლის. საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. უფრო ვრცლად, რას გულისხმობს საქართველო-ჩინეთს ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ბმულზე წაიკითხეთ. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას: საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე Europetime-ის შეკითხვას ჩინეთის ელჩმა გასული წლის ბოლოს უპასუხა. ამერიკული მხარეს კი, ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
2022 წლის 23 მარტის შემდეგ, დოლარის კურსმა 100 რუბლს პირველად გადააჭარბა
მოსკოვის ბირჟაზე 14 აგვიტოს, დილანდელი ვაჭრობის შედეგად, 2022 წლის 23 მარტის შემდეგ, დოლარის კურსმა 100 რუბლს პირველად გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული რუბლი განვითარებადი ბაზრების სამ ყველაზე სუსტ ვალუტას შორის მოხვდა. წლის დასაწყისიდან რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი 42%-ით. პარასკევს, 11 აგვისტოს, დოლარსა და ევროსთან მიმართებით რუბლი გასული წლის მარტის თვესთან შედარებით მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე იყო 1 დოლარი 99 რუბლი, 1 ევრო კი, 109 რუბლი ღირდა. 9 აგვისტოს ერთი დოლარი 98,10 რუბლი ღირდა. ასეთი მაჩვენებელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეს დაფიქსირდა. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.