ძებნის რეზულტატი:

ღარიბაშვილი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

კულება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ. „ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება," - განაცხადა კულებამ. უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა, რომ შემოდგომასა და და ზამთარში, უკრაინა ცის დაცვას ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით ვერ შეძლებს. აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.  

იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება ხელსაყრელი პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

NATO-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის. „უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს ქოლგა და „ტერიტორიული პრობლემები“ - რა განაცხადა ალიანსის მაღალჩინოსანმა სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

ჯონ კირბი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელის აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.  „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ისინი ოკუპირებული. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ეს მოიცავს სამხედროების გაყვანას კონფლიქტამდე პოზიციებზე," - განაცხადა ჯონ კირბიმ. 6 დასავლური ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. სტიქიის ზონაში ექვი დაკარგულის ძებნა გრძელდება. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  

ესტონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა უკრაინის მხარდასაჭერად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - დაწერა კალასმა Twitter-ზე. ლატვიის შემდგ, ესტონეთი და ლიეტვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდნენ.  განცხადების ავტორებს „მტკიცედ სჯერათ, რომ მხოლოდ NATO-ს წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად.“ 9 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ცნობისთვის, ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 16 აგვისტოს გამართული შეხვედროს დროს ასევე გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემები გადასცა

BBC-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა, რომელიც IRIS-T-ის ტიპის ორ გამშვებ დანადგარს მოიცავს. ახალ პაკეტში შევე შედის სათვალთვალო რადარები, ჭურვები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. მთლიანობაში, 2023 წელს, გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა გერმანიიდან 5,4 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო.  

ელჩი დეგნანი: ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ, ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ. „ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის," - ამბობს ელჩი. საქართველოში საქმიანობის განმავლობაში კელი დეგნანი, აშშ-ის სხვა ელჩებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამხდარა პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, რა იყო, მისი შეფასებით, ამის მიზეზი. „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო - მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს... მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც,“ - აღნიშნა ელჩმა.  

შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის $300 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის  3,25 მილიარდი შვედური კრონის (თითქმის 300 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების გადაცემა დაამტკიცა. ეს იქნება მე-13 პაკეტი, რომელსაც შვედეთი კიევს გაგადსცემს. შვედეთი უკრაინას $300 მილიონზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა 15 აგვისტოს განაცხადა, ახალ პაკეტში შევა CV90 ქვეითთა საბრძოლო მანქანები, Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემები, სატვირთო მანქანები და განაღმვის აღჭურვილობა. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობამ პარლამენტის დასამტკიცებლად 3,4 მილიარდი შვედური კრონის (314 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი შესთავაზა. 2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2,16 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 1,67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებაზე მოდის.  

ევროკავშირი და UNDP საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კამპანიას მხარს უჭერენ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ამჟამად თბილისში იმართება. კამპანიის ფარგლებში, თბილისის მეტროს მატარებლებსა და ავტობუსებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული საინფორმაციო პლაკატები გამოიკრა. ამ პლაკატების მეშვეობით თბილისის მოსახლეობა გაიგებს, რა არის პერსონალური მონაცემები, რა რისკებს შეიცავს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, რა შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებები და როგორ უნდა დავუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. საინფორმაციო კამპანია მოგვიანებით საქართველოს სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს.    

ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. „ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა,“ - წერია ინფორმაციაში. ღარიბაშვილი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.  „მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ 2024 წლიდან უკვე მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში. ნეთანიაჰუ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ ტურიზმი, ყველამ იცით, რომ არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში, მომავალში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

სლოვაკი გენერალი ტავრიის ჯარების ჯგუფს ეწვია

სლოვაკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ ზმეკო უკრაინის სამხრეთში, ტავრიის ჯარების ჯგუფს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული მატერიალური და ტექნიკური დახმარებისთვის. კერძოდ, ხაზი გაესვა სლოვაკეთის მიერ მოწოდებული იარაღის საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობას. გენერალი ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გასულ კვირას შეხვდა თავის სლოვაკ კოლეგას, რომლის დროსაც განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის არმიის საჭიროებები, ხოლო ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა სლოვაკ გენერალს ბრატისლავის მხარდაჭერისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.“ NATO-სა და ევროკავშირის წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია. კიევისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკა მოიცავდა არტილერიას, ჯავშანტექნიკას, საჰაერო თავდაცვას და 13 საბჭოთა წარმოების MiG-29-ის ტიპის გამანადგურებელს, რომელსაც ადრე სლოვაკეთის საჰაერო ძალები მართავდნენ.  

გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელმწიფო თეატრი ავრცელებს. გოგი ხარებავას შესრულებული აქვს როლები რუსთაველის თეატრის სცენაზე პექტაკლებში ყვარყვარე თუთაბერი, ვეფხისტყაოსანი, ოიდიპოს მეფე, რიჩარდ III. პირველი კინოროლი მან 1966 წელს ოთარ იოსელიანის ფილმში - „გიორგობისთვე“ შეასრულა. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი პირველი წიგნი, "თქვენ მომაგონდით", 1990 წელს გამოიცა. 2018 წელს კი დაიბეჭდა მისი მოგონებების წიგნი "აღმართ-აღმართ." გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1976) და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის (1987) ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი (2017) ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ (2012). გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.  

ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს გამართავს

ლიეტუვის პოტენციური საფრთხეებისთვის მოსამზადებლად ბელორუსის საზღვართან წვრთნებს 27 აგვისტოს გამართვს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა განაცხადა. შსს-ს ხელმძღვანელის თქმით, „იგეგმება სწავლების ჩატარება მესაზღვრეებთან და შეიარაღებულ ძალებთან. სწავლება რამდენიმე სცენარს მოიცავს. მისი განმარტებით, პირველი სცენარი შეეხება მიგრაციის საკითხებს, უჩვეულო სიტუაციებში მოქმედებას; მეორე ითვალისწინებს რეაგირებას საზღვარზე - „ჰიბრიდულ სამხედრო საფრთხეზე.“ შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. პუნქტები ოფიციალურად 18 აგვისტოდან დაიხურება. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

უკრაინამ შესაძლოა, ჩეხეთის მარაგებიდან დამატებით, Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენები მიიღოს

უკრაინამ შესაძლოა, საბჭოთა წარმოების Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენები ჩეხეთის მარაგებიდან მიიღოს, რადგან ჩეხეთის არმია მათ უახლესი ამერიკული მოდელებით ჩაანაცვლებს. იტყობინება მედია 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით. იანა ცერნოჩოვამ აღნიშნა, რომ Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენებმა შესანიშნავი მომსახურება გასწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსალოდნელზე მეტხანს გამოიყენეს.  ჩეხეთი აშშ-დან UH-1Y Venom-სა და AH-1Z Viper-ის ტიპის ვერტმფრენებს ელოდება. 2023 წლისთვის ჩეხეთის არმიას მარაგში 13 Mi-24V/35 ვერტმფრენი აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ 10 იყო აქტიურ გამოყენებაში. პრაღამ შვეულმფრენების ნაწილი მათი რაოდენობის დაზუსტების გარეშე, უკრაინას გასულ წელს სამხედრო დახმარების სახით უკვე მიაწოდა. ივლისში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პირობა დადო, რომ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად შვეულმფრენებს მიაწოდებდა.  

შვეიცარია საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით.” ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება. „რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს,” - წერს შვეიცარიის ფედერალური საბჭო. „მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული საფუძვლით, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით,” – ნათქვამია ამავე განცახდებაში. მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭომ ხსენებული ზომა ევროკავშირის (EU) გადაწყვეტილების შესაბამისად შემოიღო. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის სახელმწიფო, შვეიცარია შენგენის ნაწილია და ვალდებულია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. რუსეთმა უკრანის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.  

თბილისის მერია: ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენა დაფიქსირდა

თბილისის მერიის განცხადებით, საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარე ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა. მერიის განცხადებით, კონკრეტულ მონაკვეთზე  მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.  „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა. ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებულია გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე. კალაძის თქმით, ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ახლით ჩანაცვლდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა, რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში. სამუშაოს პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია. გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, სადაც მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება,“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.  მანამდე Facebook-ზე მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქვათაცვენის ფაქტინ ჩანს.  

Washington Post-ის ცნობით, მოსკოვი ირანული დრონების საკუთარი ვერსიის შექმნაზე მუშაობს

Washington Post-ის თანახმად, გაჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ირანული დრონის საკუთარი ვერსიის წარმოების „გეგმებში პროგრესს მიაღწია“ დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ აყალიბებს რუსეთი საწარმოო ხაზს რუსეთის თათარსტანის რეგიონში და მიზნად ისახავს 2025 წლის ზაფხულისთვის 6000 თავდასხმის დრონის შექმნას, უფრო დიდი მასშტაბის, უფრო მომაკვდინებელი თვითმფრინავების წარმოებისთვის. The Washington Post-ი წეს, რომ დოკუმენტები 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის დასაწყისამდე თარიღდება. გამოცემის ცნობით, ინფორმაციამ გაჟონა ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მიმდინარე პროექტის მონაწილე პირისგან, რომელიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგება. 16 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობებში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა დიდი ალბათობით დაიწყეს შიდა წარმოების დრონების განლაგება ირანული თვითმფრინავების დიზაინზე დაყრდნობით. „შიდა წარმოება საშუალებას მისცემს რუსეთს, უფრო სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს კამიკაძე-დრომების, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებისთვის გამოიყენებს. თუმცა, მოსკოვი ამჟამად ჯერ კიდევ არის დამოკიდებული კომპონენტებზე და სრულ იარაღზე, რომელიც ირანიდან იგზავნება, ძირითადად კასპიის ზღვის გავლით,“ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ცნობებში. FT-ის წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა კატარსა და ომანში მიმდინარე წელს არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, თეირანს მოსთხოვა, შეწყვიტოს თვითმფრინავების რუსეთისთვის მიყიდვა. The Washington Post-ის თანახმად, აშშ-ის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევრებმა გაჟონილი დოკუმენტები შეისწავლეს და განაცხადეს, „პროექტი სულ მცირე ერთი თვით ჩამორჩება დაგეგმილ გრაფიკს." ცნობილია, რომ დასავლეთი დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. აშშ მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად, მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ დგას. ირანმა პირველად გასული წლის დეკემბერში აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი ირანული დრონი გაუშვა - ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი: გერგეტსა და სტეფანწმინდაში მეწყერი ჩამოწვა, ტერიტორია იწმინდება

სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი ჩამოწვა, შემთხვევა დღის საათებში მოხდა. „ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია. ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი," - განუცხადა რადიო თავისუფლებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევა დღის საათებში მოხდა და მაშველების ჩართვის საჭიროება არ არსებობდა.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $114 მლნ-ის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მიაწვდის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა სამ კონტრაქტს, რომელიც უკრაინისთვის საერთო ჯამში 114 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას გულისხმობს. ნორვეგიულ კომპანია კონგსბერგთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის 71 მილიონი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო სისტემის შეძენას ითვალისწინებს. ასევე საუბარია CORTEX Typhon-ის სისტემაზე, რომლის მიწოდების შესახებ ნორვეგიელმა მწარმოებელმა ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა. ორი სხვა გარიგება ასევე ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მათ შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს. აღნიშნულია, რომ გარიგებები დაიდო საერთაშორისო ფონდის (IFU) ფარგლებში, რომელმაც ახლა 770 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა უკრაინისთვის ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად. ივნისში ცნობილი გახდა, რომ ფონდი დამატებით, 92 მილიონი ფუნტი სტერლინგით შეივსებოდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად.