ძებნის რეზულტატი:
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა
შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა. შვეიცარიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მიერ 23 ივნისს მიღებული ზომები მათ ქვეყანაშიც ამოქმედდეს. 28 ივნისს სანქციების სიას უკვე დაემატა ასზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი. შვეიცარია ევროპული ბლოკის წევრი არ არის, თუმცა ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იცავს ყველა სანქციას, რაც ბლოკმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დააწესა. შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მცდელობების ეფექტიანი შეჩერება მოითხოვს მჭიდრო საერთაშორისო კოორდინაციას. „შვეიცარია ყურადღებით ადევნებს თვალს ამ თემაზე საერთაშორისო დისკუსიებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან,“ - ნათქვამის შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
ფინეთი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეებისთვის, ევროპაში ყველაზე დიდ რეზერვს ქმნის
ფინეთი ევროპაში ყველაზე დიდ „ბირთვულ მარაგს“ აგროვებს. მარაგი განკუთვნილი იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული ან ბირთვული (CBRN) საფრთხეების დროს. „მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეზერვები იქმნება საფრანგეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში, ფინეთის პროექტი ყველაზე დიდია,“ - განაცხადა CBRN რეზერვის პროექტის მენეჯერმა ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ტექსტში. ევროკომისიამ ფინეთს პროექტისთვის 2023 წლის იანვარში 242 მილიონი ევროს (263 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსება გადასცა. რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნის გაძლიერების აუცილებლობა“, - განაცხადა კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა 17 იანვარს. მარაგი მოიცავს მათ შორის სხვადასხვა ტიპის დამცავ აღჭურვილობას, დეტექტორებს, სწრაფ ტესტებს და მედიკამენტებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც სასწრაფო დახმარების მუშაკებისთვის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ISW: უკრაინული ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის კონტრშეტევითი ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ. ISW-ს შეფასებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ რობოტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით“ და სავარაუდოდ, უფრო ფართო მიღწევები აქვთ მიმდებარე რაიონებში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე მიუთითებს უკრაინული ძალების მიერ სოფელ უროჟაინოეს გათავისუფლებაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება. „უროჟაინოე გათავისუფლდა. ჩვენი დამცველები ამაგრებენ ახლად დაკავებულ პოზიციებს," - წერდა მალიარი თავის ტელეგრამ არხზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ იტყობინება წინსვლას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებით. ამაზე მიუთითებდა ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. მოგვიანებით, ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს. მალიარი: ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული
ისრაელი გერმანიას Arrow 3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მიჰყიდის
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ხუთშაბათს დაამტკიცა ისრაელის მოთხოვნა ერთობლივად განვითარებული Arrow 3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გერმანიაში ექსპორტის შესახებ, რაც ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი შეთანხმება იქნება თავდაცვის სფეროში. შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აცნობა თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს, რომ აშშ-ის მთავრობამ სისტემის გაყიდვა დაამტკიცა. Arrow 3 ამჟამად არის ისრაელის ყველაზე მოწინავე შორი დისტანციური სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც გამიზნულია ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ უფრო მოწინავე სისტემის, Arrow 4-ის შემუშავებაზე. სამინისტროს ცნობით, 3,5 მილიარდი დოლარის სრულ კონტრაქტს ხელი მოეწერება 2023 წლის ბოლოსთვის, როგორც კი ორივე პარლამენტის საბოლოო თანხმობა იქნება მიღებული. ბერლინი Arrow 3-ის ტიპის სისტემის მიწოდებას 2025 წლის ბოლო კვარტალში ელოდება.
აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. „აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით შეძლებენ. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა. „უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება,” - წერდა ზელენსკი 16 აგვისტოს გვიან საღამოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შეატყობინა დერეფნის მუშაობის შესახებ, მათ კი, თავის მხრივ, ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის უკრაინის უფლება დაადასტურეს და რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს მუქარები და დაიცვას საერთაშორისო კონვენციები. „უსაფრთხო ზღვა ყველასთვის. ეს არის უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პრინციპული პოზიცია. ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება საბაზისო საერთაშორისო პრინციპებია”, - აღნიშნა ზელენსკიმ. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ "სქრინებს" კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა.“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელორუსის ტერიტორიაზე: ლატვიის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია
ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. შესაბამისი პოსტი ლატვიის პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. „მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: ჰიბრიდული ომის პირობებში დასჯის პოლიტიკა, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელორუსის ტერიტორიაზე.“ მანამდე რინკევიჩსი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ბელორუსის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. რინკევიჩსის თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია. „ვინც, არალეგალურ მიგრაციას უწყობს ხელს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი, დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა $16 მლნ-ის ღირებულების რუსული ვერტმფრენი Ка-52 ჩამოაგდეს
47 ცალკეული მექანიზებული ბრიგადა 16 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ვერტმფრენის Ка-52, ე. წ. ალიგატორის ჩამოგდების შესახებ იუწყება. „ეს უკვე მე-8 Ка-52-ია, რომლის განადგურება ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს," - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 480 რუსი სამხედრო გაანადგურეს და რუსეთის არმიის დანაკარგები უკვე 256 050 ათას ადამიანს შეადგენს. შეიარაღებული ძალების ცნობით, ომის დაწყვებიდან განადგურებულია 315 თვითმფრინავი, 314 ვერტმფრენი, 18 ხომალდი/კატარღა და 773 ტექნიკის ერთეული.
ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. ბჟანიას პრესსამსახურის თანახმად, „საფუძვლიანი დიაგნოსტირების შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.“ სარეაბილიტაციო პროცესის გავლის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, ის მოსკოვში მივლინებას გააგრძელებს
საქართველოს რკინიგზა: ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. განხლება: საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვათაცვენის ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოს მეთოდოლოგია: „მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის.“
უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბერძენი ბიზნესმენი დაიღუპა
პეტერბურგში, სმოლენსკის სასაფლაოზე, 15 აგვისტოს დაკრძალეს უკრაინის ომში დაღუპული ბერძენი ბიზნესმენი სიმოს პანაგიოტიდისი. ის „ახმატის“ სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, იუწყება სანქტ-პეტერბურგის პროსახელისუფლებო მედია. დაკრძალვაზე დამსწრეთა შორის იყვნენ რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი გეორგი პოლტავჩენკო, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ შაბუნევიჩი. ბიზნესმენს ახმატის დანაყოფის წარმომადგენლებიც გამოემშვიდობნენ. სიმოს პანაგიოტიდისი 2009 წლიდან არის იმპერიული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების წევრი, ხოლო 2011 წელს ხელმძღვანელობდა IOPS-ის საბერძნეთის ფილიალს. ის 2022 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად. საბერძნეთში პანაგიოტიდისი თაღლითობისთვის გაასამართლეს.
აშშ-ის და ბულგარეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
NATO-ს სარდლობის ცნობით, ბულგარეთის შეიარაღებული ძალები და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ურთიერთობებს აძლიერებენ. კერძოდ, ამ ქვეყნების ძალები თავსებადობას წვრთნების საშუალებით გააძლიერებენ. „NATO-ს ძალები რეგულარულად ვარჯიშობენ ერთად, აძლიერებენ ეფექტიანობას და კოლექტიურ მზადყოფნას, რაც უზრუნველყოფს მოკავშირეების მზადყოფნას ალიანსის ტერიტორიის დასაცავად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ბულგარეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ საჰაერო წვრთნებს - Thracian Summer 2023 მართავენ. სწავლებისთვის გამოყოფილი ლოკაციებია ბულგარეთის საავიაციო ბაზები და მიმდებარე ტერიტორიები. ბულგარეთი NATO-ს წევრია 2004 წლიდან.
შვეიცარიაში ავარიის გამო, მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბი რამდენიმე თვით იხურება - Guardian
გოტარდის სარკინიგზო გვირაბი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, შვეიცარიაში რელსებიდან გადასვლის შემდეგ, რამდენიმე თვით იხურება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს. ავარიისას არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც Guardian-ი წერს, ზარალი საკმაოდ დიდია. გვირაბი სატვირთო გადაზიდვებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ გერმანიასა და სამხრეთ იტალიას შორის. შვეიცარიის მთავრობის ცნობით, 2022 წელს, ალპების გავლით სარკინიგზო ტვირთების ორ მესამედზე მეტს გოტარდის გვირაბი ატარებდა.
უკრაინამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ გაახანგრძლივა
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ გაახანგრძლივა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 90 დღით, 2023 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, კანონის მიხედვით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს
თურქეთი მზადაა, უკრაინის პორტებიდან შემოსულ გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტია მისცეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ Haber Global TV იუწყება. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკრაინიდან არცერთი გემი არ გასულა, მაგრამ თუ ის ჩამოვა, მას სრუტეში გავლის საშუალებას მისცემენ,“ - ციტირებს არხი თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროს. აშშ-ის და ბულგარეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა. „უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება,” - წერდა ზელენსკი 16 აგვისტოს გვიან საღამოს. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში - „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
„აზოვი“ ფრონტზე დაბრუნდა
პოლკოვნიკმა მიკოლა ურშალოვიჩმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ „აზოვის“ ბრიგადა ფრონტზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. „სპეციალური ოპერაციების ბრიგადა „აზოვი“ კვლავ მწყობრშია და დაიწყო საბრძოლო დავალებების შესრულება სერებრიანსკის ტყის მიდამოში,“ - განაცხადა ეროვნული გვარდიის ოფიცერმა. „აზოვსტალის“ რკინისა და ფოლადის ქარხნის დამცველთა მეთაურებმა, რომლებიც თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ, ივლისში დადეს პირობა, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და თავის სიტყვას იტყვიან. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ 8 ივლისს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან. პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინაში დააბრუნეს. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე. შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.
გურჯაანში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კიმ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
„თალიბანმა“ ავღანეთში პოლიტიკური პარტიები აკრძალა - ამერიკის ხმა
ავღანეთში „თალიბანმა“ შარიათის კანონის დარღვევის მიტივით, ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. შესაბამის ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. გადაწყვეტილების შესახებ ავღანეთის ფაქტობრივმა მმართველებმა ხელისუფლებაში დაბრუნების ორი წლისთავის აღნიშვნის მომდევნო დღეს გამოაცხადეს. „თალიბანის“ მთავრობის იუსტიციის მინისტრმა აბდულ ხასიმ ისხაკზაიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგებიან და ხალხის ინტერესებს არ ემსახურებიან. „გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა,“ - აცხადებს მინისტრი. მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა
ნეთანიაჰუ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია. პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. „ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ - „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან. ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.