ძებნის რეზულტატი:

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბავშვი

რუსულმა არმიამ უკრაინის ჩერნიგოვის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 36 დაშავდა. თავდასხმის შედეგად 11 ბავშვი დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 6 წლის გოგო. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. „მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს,” - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის. „ასეთია მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ამის წინააღმდეგ ჩვენ მთელი მსოფლიო გავერთიანდით,“ - წერს ზელენსკი.  

NCDC: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.  NCDC-ის განმარტებით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს. „მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. „ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში COVID19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით,“ - განმარტავს NCDС.  

რუსეთი სამხედრო აეროდრომზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა დაარტყა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენია განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშისას აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში. სხვა წყაროების, მაგალითად უკრაინული Focus-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე სულ მცირე 2 თვითმფრინავი დაზიანდა. რუსული მხარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ნოვგოროდის ოლქი მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე.  ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 90 ადამიანი

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ექვსი წლის ბავშვი. კლიმენკოს თქმით, 90 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი და 10 პოლიციელი. ოცდახუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „12 წლის გოგო სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კიევში, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა," - წერს იგორ კლიმენკო Telegram-ზე. ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბავშვი  

ბორელი: პუტინი აპირებს, მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს და მსოფლიოში მას ისეთი წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს. ამის შესახებ ბორელმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებით „თითქმის ყველაფერში შეცდა“, კერძოდ კი, ევროკავშირის ქვეყნების კონტროლის უნარში ენერგოდამოკიდებულების გამო. „პუტინი აპირებს, პირადი და პოლიტიკური გადარჩენის მიზნით მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია. სწორედ ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება,“ - აღნიშნა ბორელმა. მან უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკება დადებითად შეაფასა და ამ მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობა აღნიშნა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არასდროს იტყვის, რომ რუსეთის მხარდაჭერას ამცირებს ან ხელს შეუწყობს მის დამარცხებას, პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული ვითარებით, ყოველ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის შეხსენებით,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია. „უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც „ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი,“ – განაცხადა ბორელმა.  

აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი

პარასკევს, 18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უსაფრთხოების პირველ სამმხრივ სამიტზე აშშ-ში, მერილენდის შტატში, კემპ დევიდში შეხვდნენ. სამიტის მონაწილეები სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივად დაგმეს ჩინეთის „საშიში და აგრესიული ქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ლიდერები „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ ყოველგვარ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს კვო ინდო-წყნარი ოკეანის წყლებში.“ შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სამმხრივ სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. აზიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეების ლიდერებთან შეხვედრა, საერთაშორისო მედიის მიერ ისტორიულად შეფასდა. ეს იყო კემპ დევიდის პირველი სამიტი, რომელიც ბაიდენმა უცხოელი ლიდერებისთვის გამართა. ეს სამიტი პირველი იყო კემპ დევიდში მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2015 წელს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლა. სამიტის განცხადებაში სამი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, კრიზისების დროს დაუყონებლივ გაიარონ კონსულტაცია ერთმანეთთან და მოახდინონ რეაგირება რეგიონალურ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ინტერესებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად ჩაატარონ სამხედრო წვრთნები და გაიზიარონ რეალურ დროში ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ. სამმხრივი სამიტები ყოველწლიურად გაიმართება. „ჩვენ ვაცხადებთ ჩვენი მთავრობების ვალდებულებას, კონსულტაციები გაუწიონ ერთმანეთს დაჩქარებული წესით, რათა კოორდინირდეს ჩვენი რეაგირება რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს კოლექტიურ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე. ამ კონსულტაციების მეშვეობით ვაპირებთ ინფორმაციის გაზიარებას, და რეაგირების მექანიზმების კოორდინაციას. ამ მიზნით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სამმხრივ კომუნიკაციის მექანიზმს, რათა ხელი შევუწყოთ რეგულარულ და დროულ კომუნიკაციას ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის ეროვნულ ხელმძღვანელობას შორის. ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, დავიცვათ რეგიონული უსაფრთხოება, გავაძლიეროთ ინდო-წყნარი ოკეანის ჩართულობა და ხელი შევუწყოთ საერთო კეთილდღეობას. ჩვენ ვაღიარებთ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და სათვალთვალო ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებისგან მომდინარე საფრთხეს, ჩვენ ასევე განვიხილავთ გზებს, რათა კოორდინირდეს ჩვენი ძალისხმევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ - წერია განცხადებაში.  მასში ასევე ხაზგასმულია დემოკრატიის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა. განცხადების ავტორები უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. „ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის წინააღმდეგ, რომელმაც შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძველი. ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავაგრძელოთ უკრაინას დახმარება კოორდინირებული, მკაცრი სანქციების დაწესებით რუსეთზე და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების დაჩქარება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თავდასხმისას 110 ადამიანი დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილებს შორის 12 ბავშვია. 25 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 90 ადამიანი შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. „მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს,” - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის. „ასეთია მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ამის წინააღმდეგ ჩვენ მთელი მსოფლიო გავერთიანდით,“ - წერს ზელენსკი.  

ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო სწავლებას უკვე გადიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თვითმფრინავები - Gripen-ი შვედეთის სიამაყეა. „დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების მონაწილეობით Gripen-ის სატესტო გამოცდა უკვე დაიწყო,” - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ. „შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად,” - განაცხადა ზელენსკიმ. ჯერ კიდევ მაისში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, რამდენიმე უკრაინელი მფრინავის მომზადების შესახებ გამოაცხადა. ეს შეთანხმება შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში დაადასტურა. Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტისას შვედეთს Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები სთხოვა. „დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები შვედური Gripen-ის მიღების თემის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა ცენტრალური იქნება მის შეხვედრებზე სხვა შვედ ოფიციალურ პირებთან. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით დღეს, 19 ჩავიდა.  

თენგიზ ცერცვაძე: შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე. „COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას. როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად, არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე. ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა „ომიკრონის“ XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით, ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით, EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 20%. წინასწარი მონაცემებით, ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ, (კლინიკური სიმპტომები, სიმძიმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება, რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად. COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით, 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა, ომიკრონის ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris) იყოს, თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ დადასტურებულა. „სავარაუდოდ, EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა კოვიდაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID -კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ. სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს. ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკისა და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს, ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

უკრაინა და შვედეთი CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და შვედეთმა CV90-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინაში წარმოებული პირველი CV 90 რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ საბრძოლო მანქანას, კერძოდ, 57-ე ცალკეულ მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელსაც ზელენსკი ამ კვირის დასაწყისში ეწვია. „შვედური ქვეითი საბრძოლო მანქანები CV90 მართლაც ძალიან ძლიერია. ჩვენი ჯარისკაცები დიდად აფასებენ CV90-ს. ჩვენ მადლობელი ვართ არამხოლოდ იმისთვის, რომ ბიჭები წინ მიიწევენ ამ მანქანების დახმარებით, არამედ იმისთვის, რომ CV90 ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას. მაღალი ხარისხი ნამდვილად ეხმარება გადარჩენას. დაიცავით ჯარისკაცების სიცოცხლე, სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და ამ ცხოვრების თავისუფლებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.  ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კრისტერსონს შეთანხმებების შესრულებისთვის და საარტილერიო სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნის დაწყებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით დღეს, 19 ჩავიდა.  

რეზნიკოვის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რაც შეეხება უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი საუბარი, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის უნარებს შეაფასებენ. თეთრი სახლი: უკრაინა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს პილოტების მომზადების შემდეგ მიიღებს შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.  

საქართველოს რკინიგზა: თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს უამინდობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში. „საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,“ - წერს რკინიგზა.

დანილოვი: თუ რუსეთი გადაწყვეტს თავდასხმას უცხოურ გემებზე, ეს განიხილება თავდასხმად გადამზიდავ ქვეყნებზე

რუსეთის თავდასხმები უცხოურ სამოქალაქო გემებზე, რომლებიც უკრაინის პორტებიდან მიდიან და ჰუმანიტარულ დერეფანს გაივლიან, გადამზიდავ ქვეყნებზე თავდასხმის ტოლფასია. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში განაცხადა. ოლექსი დანილოვმა Joseph Schulte-თან დაკავშირებული შემთხვევის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს თავდასხმას სხვა ქვეყნების დროშებით მცურავ გემებზე, ეს განიხილება პირდაპირ თავდასხმად ამ ქვეყნებზე და არა უკრაინაზე. „ჩვენი ქვეყანა იცავს ყველა წესს. პირველი გემი უკვე გავიდა და უახლოეს მომავალში კიდევ გავა. ჩვენ ამას გავაკეთებთ სრულიად საჯაროდ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ეს იყო სამოქალაქო გემები, რომლებიც ატარებდნენ საკვებსა და სხვა ნივთებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სამხედრო საკითხებთან,“ - განაცხადა დანილოვმა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუსეთი იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა

გუბერნატორ რომან სტაროვოიტის განცხადებით, „რუსეთის კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა.“ მისივე ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. „უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა," - წერია გუბერნატორის განცხადებაში. ადგილზე მობილიზდა სამაშველო სამსახური. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

DW: გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, „2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.“ დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიამ გააძლიერა თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნება საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, მოლდოვისა და სერბეთის შემთხვევაში - მათი განაცხადები უარყოფილია. მეტი მიგრანტი სახლში ნებაყოფლობით ბრუნდება. მემარცხენე სოციალისტური პარტიის (Die Linke; Linkspartei) მოთხოვნაზე გაგზავნილი პასუხის მიხედვით, გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები. გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება. Deutsche Welle-ს სტატიაში ნათქვამია, რომ დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიახაზების) უარის გამო ჩაიშალა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლების დეპორტაცია 2023 წლის პირველ ექვს თვეში, მეოთხედზე მეტით გაიზარდა.  ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში, ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა  

მოსკოვის მერის ცნობით, რუსეთის დედაქალაქს დრონი უტევდა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 20 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა მოსკოვის თავზე გადაფრენა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა. „ღამით მოსკოვში სამხრეთის მიმართულებით თვითმფრინავის გაფრენის მცდელობა იყო. ის შეაჩერეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, - წერს მოსკოვის მერი Telegram-ზე. კონკრეტულად სად „ჩამოაგდეს დრონი,“ არ არის დაკონკრეტებული. ამ ფონზე, მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებმა ფრენები დროებით შეაჩერეს. რუსეთი ასევე 20 ივნისს იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა. ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

კანადაში, ტყის ხანძრის გამო, 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციას გეგმავენ

BBC-ის ცნობით, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა. პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გარემოსდაცვის მინისტრის, შეინ ტომპსონის თქმით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ტყის ხანძრების გამოწვევის რისკებს ზრდის.  

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, დაღუპულია 7 ადამიანი

ბოლო მონაცემებით, ჩერნიგოვზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვი და 15 პოლიციელია. პოლიციის ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 19 აგვისტოს თავდასხმას შვიდი ადამიანის, მათ შორის 6 წლის გოგოს სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორისმ ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, საავადმყოფოში 41 ადამიანი გადაიყვანეს. ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა ჩერნიგოვში გუშინ, 19 აგვისტოს სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.  

Rheinmetall-ი უკრაინაში ტანკების შეკეთებას უახლოეს მომავალში დაიწყებს

იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall უკრაინაში ტანკების შეკეთების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიუსელდორფში დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელმა, არმინ პეპერგერმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. პეპერგერის თქმით, 12 უკრაინელისგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა გერმანიაში სწავლება დაასრულა. დაგეგმილია კიდევ 12 უკრაინელის მიღება. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.  

ჩინეთმა ტაივანის გარშემო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენიშნა 42 ჩინური თვითმფრინავი და რვა ხომალდი, რომლებიც კუნძულის გარშემო წვრთნებში მონაწილეობდნენ. უწყებამ განაცხადა, რომ ტაივანმა საპასუხოდ გემები და თვითმფრინავები განათავსა. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ, რომელიც პასუხისმგებელია ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე, მოკლე განცხადებაში მიუთითა, რომ კუნძულის გარშემო ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას ახორციელებს. საზღვაო და საჰაერო ძალების წვრთნები ფოკუსირებულია კოორდინიცირებულ მოქმედებებზე, ძალების „ფაქტობრივი საბრძოლო შესაძლებლობების" გამოსაცდელად. ეს არის სერიოზული გაფრთხილება სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გარე ძალებთან შეთანხმებულნი არიან სიტუაციის პროვოცირების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, ტაივანის მთავრობამ წვრთნები მკაცრად დაგმო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას აქვს უნარი და ნდობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა პეკინს „შეწყვიტოს სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ტაივანზე და სანაცვლოდ ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში.“  ამასთან, აღნიშნეს, რომ აშშ წვრთნებზე მჭიდრო მონიტორინგს გააგრძელებს. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი