ძებნის რეზულტატი:

დრონის შეტევის ფონზე, მოსკოვში ყველა აეროპორტი დაიხურა

რუსული მედია იუწყება, რომ 26 აგვისტოს ღამით მოსკოვის აეროპორტებში ყველა ფრენა შეწყდა. ხელისუფლებამ მოსკოვის ყველა აეროპორტში შემავალი და გამავალი ფრენები შეაჩერა. მიზეზი სავარაუდოდ, კვლავ დრონების შეტევის საფრთხე გახდა, რადგან დაახლოებით ამ დროისთვის, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სობიანინის თქმით, დრონი ისტრას ოლქში განადგურდა. მისი თქმით, წინასწარი მსხვერპლი არ არის და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში სულ მცირე 24 ფრენა გადაიდო, რვა კი გაუქმდა. მოსკოვის აეროპორტები ბოლო დროს არაერთხელ დაიხურა დრონების შეტევის გამო. 22 აგვისტოს მოსკოვის რეგიონის ყველა აეროპორტი თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ ცნობების გამო დაიხურა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.  

ამერიკელი გენერალი: უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზი გაარღვიეს

კონტრშეტევის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის პირველი მთავარი თავდაცვითი სარტყლის გასწვრივ შეტევის წარმოება შეძლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ იორდანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ Al-Mamlaka TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მილიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული ჯარები მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდნენ თავდაცვის ხაზებს. მაგალითად, ასეთად მოიაზრება „ნაღმური ველები,“ „დრაკონის კბილები“ და „სატანკო თხრილები.“ „ეს არის „ძალიან რთული ნაკრები,“ რომელსაც უკრაინელები ებრძვიან," - ამბობს მარკ მილი. ამასთან, CNN 25 აგვისტოს იტყობინებოდა უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ არსებობს ნიშნები, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. თავის მხრივ, მილიმ ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან ნაადრევია იმის თქმა“, მიაღწია თუ არა უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას თუ მათი მცდელობა წარუმატებელია.მან ბრძოლას უწოდა „ძალიან სისხლიანი, ნელი, ხანგრძლივი და რთული.“ მარკ მილიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების „საკმაო ნაწილის“ გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულ ძალებს აქვთ „მნიშვნელოვანი ძალა დარჩენილი და ეს ჯერ არ ამოწურულა.“ ამავე ინტერვიუდან: მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 4 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გადაკვეთეს. მალიარმა განმარტა, რომ მტრის მიერ შექმნილი ბარიერები უკრაინელების მოძრაობას და საბრძოლო მოქმედებებს ართულებდა.  უფრო ადრე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერდა, რომ უკრაინის კონტრშეტევითი ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ.  ISW-ს წერდა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ რობოტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით“ და სავარაუდოდ, უფრო ფართო მიღწევები აქვთ მიმდებარე რაიონებში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 79 ადამიანი დააკავეს. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ „ნაძირლები აჩენენ ხანძარს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტყეებს, კერძო საკუთრებას და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სიცოცხლეს.“ „ჩვენ გიპოვით, პასუხს აგებთ,“ - განაცხადა კიკილიასმა BBC-ის ცნობით. ამასთან, საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ ხანძრის განზრახ გაჩენის თაობაზე სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება. „ჯამში, ამ დროისთვის 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 79 ეჭვმიტანილია ცეცხლის გაჩენაში," - განმარტა მარინაკისმა. მან აღნიშნა, რომ განზრახ ცეცხლის გამჩენებს "ყველაზე უარეს დამნაშავეებად" მიიჩნევს. დიდი ხანძრის კერა საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისთან გაჩნდა, რაც ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის თქმით, ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძარია. ათენის მახლობლად, პარნასის მთაზე, დედაქალაქის მიმდებარე ტყეში ხანძარი მძვინვარებს, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ პარკს. როგორც BBC წერს, ამ კვირის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ევროსის რეგიონის მახლობლად, 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ორშაბათს ბეოტიის რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მწყემსი დაიღუპა.  

პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იძიებს, გამოიწვია თუ არა ლეგიონერების დაავადების გავრცელება წყლის სისტემის განზრახ ხელყოფამ, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაიას Reuters-ი ავრცელებს. „ბაქტერია, რომელიც დაავადებას იწვევს, 113 პაციენტში აღმოაჩინეს. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან ქალაქ ჟეშოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგელებმა. დაღუპული შვიდი ადამიანი 64-დან 95 წლამდე ასაკის იყო და მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ. სპეციალური სამსახურის კოორდინატორის მოადგილემ, სტანისლავ ჟარინმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების სააგენტო იძიებს გავრცელებას, რათა რაიმე მიზანმიმართული ქმდება გამოირიცხოს. „ეს ასევე მოიცავს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო ჩართულობის გამორიცხვას,“ - განაცხადა ჟარინმა. პარასკევს, 24 აგვისტოს, კერძო რადიო RMF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ოფიცრები ამოწმებდნენ ადგილობრივ წყლის სისტემებს და რომ საბოტაჟზე ეჭვის საფუძველი ჯერჯერობით ვერ იპოვეს. ჟესზოვის მერმა კონრად ფიჯოლეკმა ხუთშაბათს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება წყლის ნიმუშებს ამოწმებს და რომ შედეგები ორშაბათს, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი. ინფორმაციისთვის, NATO პოლონეთის ქალაქ ჟეშოვთან ახლოს, უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ცენტრი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე განთავსდება. ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა. ცნობისთვის, ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერიაა ლეგიონელა (Legionella). ბაქტერია ლეგიონელლა პნეუმოპჰილა მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში ბინადრობს, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა მრავლდება, წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებში კი ტემპერატურა, როგორც წესი, მაღალია – საშუალოდ 20-დან 45 გრადუსამდე, რაც იდეალურია ბაქტერიის სწრაფი გამრავლებისთვის. ის შეიძლება, გამრავლდეს შადრევნებში, ცხელი წყლის ავზებში, წყალსადენ მილებში, სარწყავ რეზერვუარებში, ჰაერის დამატენიანებლებში. რა გზით ვრცელდება: მას შემდეგ, რაც ბაქტერია წყლის სისტემაში მოხვდება და გამრავლდება, ინფიცირებისთვის მისი შემცველი მიკროსკოპული წვეთის შესუნთქვაც კი საკმარისია. შესაძლოა, ადამიანს სასმელი წყალი სასუნთქ გზებში გადასცდეს და ასე დაინფიცირდეს. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე მიზეზით ყლაპვა უჭირთ. ლეგიონელოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა. სწორედ ამიტომაა დაავადება იშვიათი. სიმპტომები: ლეგიონერების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-14 დღის შემდეგ იწყება. დროის ამ მონაკვეთს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრისას სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის პნევმონიის დროს: სისუსტე, ცხელება და ხველა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 75-80% 50 წელს გადაცილებულია, ხოლო 60-70% კაცი. არსებობს მკურნალობის მეთოდები, მაგრამ ლეგიონერების დაავადების ვაქცინა ამჟამად არ არსებობს. ბაქტერია L. pneumophila პირველად 1977 წელს გამოვლინდა.  

აშშ პოლონეთში ლეგიონერთა დაავადების გავრცელების გამო, საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ პოლონეთში მყოფ თავის მოქალაქეებს, რომლებიც ჟეშოვში ან მის მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ,  მოუწოდებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას დაემორჩილონ. გარდა ამისა, საკონსულო თავის ვებგვერდზე ამერიკის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ინსტრუქციას ავრცელებს. „აშშ-ის გენერალური საკონსულო პოლონეთი, კრაკოვში, აკვირდება ჟეშოვის რაიონში ბაქტერიით გამოწვეული დაავადების რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც  „ლეგიონერის დაავადება“. დაავადებული ადამიანების უმრავლესობა ხანდაზმულები არიან და ქრონიკული დაავადებებით ან სუსტი იმუნიტეტით იტანჯებიან. პოლონეთში ლეგიონერების დაავადების გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები აწარმოებენ სასწრაფო ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევას აფეთქების წყაროს შესახებ. დაუყოვნებელი კონტროლის ღონისძიებები მოიცავს შადრევნების, წყლის სხვა წყაროების დროებით გათიშვას. ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ინსტიტუტებთან პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების გასატარებლად. 27 აგვისტოს, 5:00 საათიდან 23:00 საათამდე, ჟეშოვის და მიმდებარე ტერიტორიების მუნიციპალური წყალმომარაგების სრული დეზინფექცია იგეგმება,“ - წერს საკონსულო. შეგახსენებთ, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იძიებს, გამოიწვია თუ არა ლეგიონერების დაავადების გავრცელება წყლის სისტემის განზრახ ხელყოფამ, რის შედეგადაც, თავდაპირველი ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჟეშოვის საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაციენტს მრავალი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა და კიბოთი იყო დაავადებული. ამასთან, ტესტებმა დაადასტურა, რომ ის ლეგიონელოზით იყო დაინფიცირებული. „ბაქტერია, რომელიც დაავადებას იწვევს, 113 პაციენტში აღმოაჩინეს. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან ქალაქ ჟეშოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგელებმა. დაღუპული შვიდი ადამიანი 64-დან 95 წლამდე ასაკის იყო და მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ. სპეციალური სამსახურის კოორდინატორის მოადგილემ, სტანისლავ ჟარინმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების სააგენტო იძიებს გავრცელებას, რათა რაიმე მიზანმიმართული ქმდება გამოირიცხოს. „ეს ასევე მოიცავს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო ჩართულობის გამორიცხვას,“ - განაცხადა ჟარინმა. პარასკევს, 24 აგვისტოს, კერძო რადიო RMF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ოფიცრები ამოწმებდნენ ადგილობრივ წყლის სისტემებს და რომ საბოტაჟზე ეჭვის საფუძველი ჯერჯერობით ვერ იპოვეს. ჟესზოვის მერმა კონრად ფიჯოლეკმა ხუთშაბათს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება წყლის ნიმუშებს ამოწმებს და რომ შედეგები ორშაბათს, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი. ცნობისთვის, ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერიაა ლეგიონელა (Legionella). ბაქტერია ლეგიონელლა პნეუმოპჰილა მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში ბინადრობს, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა მრავლდება, წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებში კი ტემპერატურა, როგორც წესი, მაღალია – საშუალოდ 20-დან 45 გრადუსამდე, რაც იდეალურია ბაქტერიის სწრაფი გამრავლებისთვის. ის შეიძლება, გამრავლდეს შადრევნებში, ცხელი წყლის ავზებში, წყალსადენ მილებში, სარწყავ რეზერვუარებში, ჰაერის დამატენიანებლებში. რა გზით ვრცელდება: მას შემდეგ, რაც ბაქტერია წყლის სისტემაში მოხვდება და გამრავლდება, ინფიცირებისთვის მისი შემცველი მიკროსკოპული წვეთის შესუნთქვაც კი საკმარისია. შესაძლოა, ადამიანს სასმელი წყალი სასუნთქ გზებში გადასცდეს და ასე დაინფიცირდეს. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე მიზეზით ყლაპვა უჭირთ. ლეგიონელოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა. სწორედ ამიტომაა დაავადება იშვიათი. სიმპტომები: ლეგიონერების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-14 დღის შემდეგ იწყება. დროის ამ მონაკვეთს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრისას სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის პნევმონიის დროს: სისუსტე, ცხელება და ხველა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 75-80% 50 წელს გადაცილებულია, ხოლო 60-70% კაცი. არსებობს მკურნალობის მეთოდები, მაგრამ ლეგიონერების დაავადების ვაქცინა ამჟამად არ არსებობს. ბაქტერია L. pneumophila პირველად 1977 წელს გამოვლინდა.

თავდაცვის სამინისტრო: ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა. უწყების განცხადებით, თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. „თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდა და საავიაციო საშუალებების განვითარების პროცესს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სასწავლო პროცესსაც დააკვირდა და განახლებული საფრენი აპარატის სატესტო ფრენას წყვილში შეუერთდა. მინისტრთან ერთად შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატების რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული ლოგისტიკის სარდლობა მეორედ გახდა

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3×3“ კალათბურთის ტურნირი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის მედალი გადასცა. ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 26 გუნდი მონაწილეობდა. სპორტული ღონისძიების ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება. ბათუმის ბულვარში გამართულ ფინალურ თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.  

უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა  გააკეთა. მოლაპარაკებებს ერმაკი უწევს კოორდინაციას. მისი თქმით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გამართა. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ეფექტიანი და გახდეს გარდამავალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც დღეს უსაფრთხოების ერთადერთი ყველაზე საიმედო გარანტიაა,“ - აღნიშნა იერმაკმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა - სადაზვერვო სააგენტო

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა. „ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას    

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის, ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა F ჯგუფის გასნით მატჩში კაბო ვერდეს ნაკრები ანგარიშით - 60:85  დაამარცხა. (სტატისტიკა). ნაკრებში 16 ქულით თორნიკე შენგელია ლიდერობდა. 15 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, რომელმაც აქტივში 10 მოხსნაც მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი შეასრულა. 12 ქულა მოუტანა ნაკრებს დუდა სანაძემ. ჯგუფში მეორე მატჩი დღეს გაიმართება: სლოვენია ვენესუელას შეხვდება. შემდეგი ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. წელს მსოფლიო ჩემპიონატს აზიის სამი ქვეყანა - იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია მასპინძლობენ. მე-19 მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ისტორიაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებიც მონაწილეობს.  

უკრაინამ რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთიდან და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა. ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine ავრცელებს. „დღეისათვის Save Ukraine-ის გუნდმა უკვე 161 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ამ რთულ, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინამ ჯამში უკანონოდ დეპორტირებული დაახლოებით, 380 ბავშვი დაიბრუნა. ომის ბავშვების პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებულია 19 546 ადამიანი. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა. შეგახსენებთ, გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. რუსული არმია ISIS-ის, ალ-შაბააბის და თალიბანის გვერდით იკავებს ადგილს - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი  

პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს უბრძანა, სახელმწიფოს ერთგულების ფიცს ხელი მოაწერონ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის" წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. Reuters-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი პუტინმა 25 აგვისტოს მოაწერა მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი მისი ბრძანებით მოკლეს, „აბსოლუტური სიცრუეა.“ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასამხედროებული ჯგუფების მეომრებს რუსეთის სახელმწიფო დროშის წინ ფიცის დადებას ავალდებულებს. მის გამოცემამდე ორი თვით ადრე, „ვაგნერის" მებრძოლებმა პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ხანმოკლე „ამბოხება“ მოაწყვეს. ბრძანება შეეხება „მოხალისეთა ფორმაციების“ ყველა წევრს - „მოხალისეთა ფორმაციებს" ოფიციალური პირები უწოდებენ კერძო გასამხედროებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ოფიციალურად აკრძალულია. „ვაგნერის“ „მარშიდან“ „თვითმფრინავის კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები კრემლს პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გარშემო დუმილი 24 აგვისტოს დაარღვია. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, პრიგოჟინს კი, რთული ბედის, თუმცა ნიჭიერი ადამიანი უწოდა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები ცნობისთვის, პენტაგონმა განაცხადა, რომ მისი თავდაპირველი შეფასებით, პრიგოჟინი მოკლეს. ამავე დროს აღნიშნეს, რომ არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავი“ რაკეტით ჩამოაგდეს. CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება

მედია: სერბეთი რუსეთის ელჩთან საუბრის შემდეგ, ყირიმის პლატფორმის დეკლარაციის მხარდაჭერას უარყოფს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის პლატფორმასთან შეერთების შესახებ სიახლეს მანიპულაცია უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას მხარი არ დაუჭერია ყირიმის პლატფორმის დეკლარაციისთვის.  მისი განმარტებით, შეხვედრაში პრემიერ-მინისტრი იდეოზარის საშუალებით მონაწილეობდა, მაგრამ დეკლარაციისთვის მხარი არ დაუჭეერიათ. მინისტრმა განმარტა, რომ სერბეთი გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საუბრობს კიდეც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 23 აგვისტოს სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ სერბეთი პლატფორმას წელს პირველად შეუერთდა. პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დისტანციურად ისაუბრა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია მუდმივად ვაჩვენეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში,“ - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე განაცხადა, რომ სერბეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ამასთან, ანა ბრნაბიჩს რუსეთი პირდაპირ არ უხსენებია. ივიცა დაჩიჩის კომენტარი სერბეთის მედიაში 25 აგვისტოს დილით გავრცელდა. 24 აგვისტოს კი, სერბეთში რუსეთის ფედერაციის ელჩთან მისი შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. European Pravda-ს თანახმად, ყირიმის პლატფორმის სამიტზე დამსწრე ქვეყნების ნაწილი საბოლოო დეკლარაციას არ შეუერთდა.  ცნობისთვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის ხანმოკლე პატიმრობის ფოტოზე: სიმპათიური ბიჭია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაპატიმრებას და ციხეში გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა. „მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპათიური ბიჭია,“ - განაცხადა ბაიდენმა. ტრამპი ფულტონის ციხეში 23 აგვისტოს გამოცხადდა. ის დაახლოებით 20 წუთით დააპატიმრეს, თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა საპატიმრო 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის საფუძველზე დატოვა.  

FIFA-მ ლუის რუბიალესი სამი თვით ყველა საფეხბურთო აქტივობას ჩამოაშორა

ფეხბურთის მმართველმა მსოფლიო ორგანომ FIFA-მ შაბათს განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა აქტივობას სამი თვით ჩამოაშორა. ამის მიზეზია ის რომ, იძიებენ ფაქტს, როდესაც რუბიალესმა ფეხბურთელ ჯენი ორმოსოს ტუჩებში აკოცა ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ. რუბიალესი ამბობს, რომ კოცნა შეთანხმებული იყო. ორმოსო კი, ამას უარყოფს. თავად რუბიალესმა უარი თქვა გადადგომაზე და განმარტა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს.“ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ მხარი დაუჭირა რუბიალესის ვერსიას და ორმოსოს წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით დაიმუქრა.  

ყირიმის დაბრუნება სამხედრო ოპერაციების გარეშე შეუძლებელია - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული საშუალებებით, მაგრამ ეს შეუძლებელია სამხედრო ოპერაციების გარეშე. „გსმენიათ ჩემგან, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ტერიტორიის უსისხლო გზით დაბრუნება? დიდი ალბათობით, არა. თუ ვინმემ იცის, როგორ არის შესაძლებელი, დარწმუნებით ან დიპლომატიის სხვა ვარიანტით, აიძულოს რუსული არმია თუნდაც მილიმეტრით გადაადგილდეს, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად რაიმე მიმართულებით, კარგი, დაე, გააკეთოს ეს,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის უფროსს ასევე მიაჩნია, რომ სანამ თავდაცვის ძალები მიიწევენ ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს. უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა. „ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

მედვედევის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პრაგმატიზმზე ისაუბრა.  „პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება, არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა,“ - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. მედვედევი ამბობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა „თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები“, მაგრამ მათი გავლენა პოლიტიკაზე მინიმალურია. „აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები“, - ამბობს მედვედევი. დღესვე, 26 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიულოცა. მან გაიმეორა კრემლის ძველ გზავნილები, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და თბილისი დასავლელი პარტნიორების წახალისებით მოქმედებდა. „ვთვლი, თბილისისთვის მოვიდა დრო, აღიაროს ობიექტური რეალობა და შეუდგეს თანასწორუფლებიან დიალოგს სოხუმსა და ცხინვალთან, ძალის არგამოყენების გარანტიების საფუძველზე. ეს ყველა მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის,“ - ამბობს მედვედევი. 2008 წელს მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყო და ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებაც მან გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყავნის მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  

კიევის დასავლეთით ორი უკრაინული სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, სამი პილოტი დაიღუპა

ჟიტომირის რეგიონში ავარიის დროს ორი L-39-ის ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა სამი პილოტი. უკრიანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ავიაკატასტროფის ფაქტი და პილოტების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.   „სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს ჟიტომირის რეგიონში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. საბრძოლო დავალების შესრულებისას ცაში ორი L-39-ს ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავის ეკიპაჟი შეეჯახა ერთმანეთს. სამივე პილოტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს.“   ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის არის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის ცნობილი მფრინავი, ანდრი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice. 

ერდოღანი ჩინეთს ეწვევა - მედია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Milliyet-ი. ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. „ჩინელები დაინტერესებულნი არიან, დააფინანსონ ან დააარსონ ერთობლივი საწარმოები კონიაში, აქსარაისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში,“ - წერს მედია. ერდოღანის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის მაისში შედგა. ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის.  

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გამართეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების უდიდესი გამანადგურებელი Izumo და გამანადგურებელი Samidare. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი იაპონური ხომალდი მანილის პორტში პარასკევიდან, მომავალ ხუთშაბათამდე გაჩერდება. სწავლებაში ასევე ჩართულები იყვნენ აშშ-ის საზღვაო ძალების ზღვისპირა საბრძოლო ხომალდი Mobile, ავსტრალიის ამფიბიური თავდასხმის გემი Canberra, ფრეგატი Anzac და F-35A-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები. ასევე - ფილიპინების საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი Davao Del Sur-ი. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანია „თანამშრომლობის გაძლიერება თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.“ იაპონიის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ფილიპინების თავდაცვის მინისტრები ივნისში სინგაპურში პირველად შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამ თვის დასაწყისში ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში დაადანაშაულა.