ძებნის რეზულტატი:
BRICS-მა გაფართოების შესახებ გამოაცხადა
BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან. მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში." BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს. ის ცდულობს, რომ „შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი“ შეცვალოს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.
ლიეტუვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევს 41 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს უგზავნის
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 41 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტიის შესახებ გამოაცხადა. ახალი პაკეტი შეიცავს საბრძოლო მასალას, შაშხანებს, საზღვაო სამეთვალყურეო სარადარო სისტემებს, გენერატორებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და სხვა. უკრაინა ასევე მიიღებს NASAMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გამშვებებს. „ლიეტუვა აგრძელებს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინისსადმი, რომელიც დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ვილნიუსმა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა.
მედია: ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ნორვეგიული მედიის ცნობით, ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. დღეს კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ შტორე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინისთვის საზენიტო რაკეტებისა და სხვა მოწყობილობის გადაცემა დააანონსა, მაგრამ F-16-თან დაკავშირებით არ უსაუბრია. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
ჩინეთმა იაპონიიდან ზღვის პროდუქტები აკრძალა მას შემდეგ, რაც ტოკიომ ფუკუშიმიდან რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გაშვება დაიწყო
იაპონიამ ფუკუშიმას („ფუკუსიმა-1-დან") განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო. წყნარ ოკეანეში, პირველ ეტაპზე, 7 800 კუბური მეტრი გაწმენდილი რადიოაქტიურ წყალს გაუშვებენ. 2024 წლის მარტისთვის იაპონია ოკეანეში 31,2 ათას ტონა წყალს ჩაღვრის. გეგმის თანახმად, ავზებიდან წყალი ზღვის წყლით გაზავდება, რათა შემცირდეს მასში დარჩენილი რადიონუკლიდების კონცენტრაცია. წყლის ყველა რეზერვუარი 30 წლის განმავლობაში თანდათან დაიცლება. იაპონიის მთავრობის საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა. იაპონიამ ჩინეთს წყლის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა. „ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, რომელიც იაპონურმა საკვებმა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს," - ნათქვამია ჩინეთის საბაჟო ბიუროს განცხადებაში. იაპონიის მთავრობამ ხელი გეგმას ხელი 2 წლის წინ მოაწერა, გასულ თვეში კი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან თანხმობა მიიღო და რადიოაქტიური წყლის გაშვება დღეიდან დაიწყო. ცნობისთის, 2022 წელს იაპონიამ ჩინეთში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც ჩინეთს იაპონიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცევს, მეორე ადგილზეა ჰონკონგი. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. წყალმა „ფუკუსიმის“ მიწისქვეშა სათავსოები დატბორა.
ზელენსკი „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნაზე: ყველას ესმის, ვინ არის ამაში ჩართული
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. ამის შესახებ მან კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველას ესმის, ვინ არის ჩართული (ამ საქმეში, რედ.),” - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 10 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ISW: „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
ზელენსკი ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციაზე: ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ყირიმის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა." უფრო კონკრეტულად, ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას: ნიშნავს თუ არა უკრაინის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ყირიმში ნახევარკუნძულის დეოკუპაციის დაწყებას. „ეს ჩვენი ბიჭები არიან. ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის. ეს არის ის, რისი განხილვაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელთან ტელეფონით შევძელი,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კირილ ბუდანოვისგან დეტალურ ანგარიშს ელოდება. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის. „ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ეს მას დასჭირდება. ამჟამად უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო დიდი სამხედრო და მატერიალური მხარდაჭერა. მათ აქვთ რაკეტები და საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ნორვეგიის მთავრობა იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის უნარში, დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ფრონტის ხაზის ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც სამხედრო ნაწილები რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებისგან. მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
მორავეცკი: პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ „ვაგნერის“ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვისა და „უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ყველანაირი მოძრაობებისთვის“. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერის” დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებზე კონტროლს უშუალოდ კრემლი აიღებს, რაც მათ უფრო საშიშს გახდის. CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება „ვფიქრობ, პოლონელებს თავად შეუძლიათ ამაზე პასუხი იპოვონ. „ვაგნერის“ ჯგუფზე კურატორობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან გადადის. დაე, ახლა ყველამ თავისთვის გასცეს პასუხი, არის თუ არა „ვაგნერის“ ჯგუფი, რომელიც ბელoრუსში დისლოცირდება, მეტი თუ ნაკლები საფრთხე,“ - განაცხადა მორავეცკიმ. „ვაგნერის“ „მარშიდან“ Embraer-135-ის „კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები
პორტუგალია უკრაინელ მფრინავებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის გაწვრთნის
პორტუგალია თანახმაა, უკრაინელი მფრინავები თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე მოამზადოს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ და სოუზასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პორტუგალია ჩვენი სატანკო და საავიაციო კოალიციის წევრია. დღეს პორტუგალიამ დაადასტურა მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინელი მფრინავების და ინჟინრების მომზადებას F-16 თვითმფრინავებზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინისა და პორტუგალიის პრეზიდენტებმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და ტერიტორიის ნაღმებისგან გამწმენდი აღჭურვილობის მიწოდებაზე ისაუბრეს. და სოუზა უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. ეს პორტუგალიის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში. მარსელო რებელუ და სოუზა, ვიზიტის ფარგლებში, ირპინში, ბუჩაში და მოშჩუნში იმყოფებოდა. პორტუგალიის ლიდერი ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მონაწილეობდა.
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარე სამძებრო სამუშაოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახია დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი, აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ, გადასვენება როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით უკვე სამი ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გორასთან დაფიქსირდა.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე. უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს.
H&M უკრაინაში ბრუნდება
შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკრაინაში მაღაზიების ხელახლა გახსნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. H&M-ის უკრაინული მაღაზიები 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა. „პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის საფუძველზე, კომპანია გეგმავს, ქვეყანაში ნოემბრიდან მეტი მაღაზია „ეტაპობრივად გახსნას,“ ნათქვამია H&M Group-ის პრესრელიზში. ჯგუფმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა, რომ გაყიდვები რუსეთში „დროებით“ შეაჩერა. 2022 წლის ივლისში H&M Group-მა განაცხადა, რომ რუსულ ბაზარს მთლიანად დატოვებს. H&M ჯგუფმა ბოლო დარჩენილი მაღაზიები რუსეთსა და ბელორუსში 2022 წლის ნოემბერში დახურა. H&M ჯგუფი ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა, COS-ი Arket-ი და Weekday. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა
პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში - პუტინის პირველი კომენტარი „ავიაკატასტროფაზე“
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გარშემო დუმილი დაარღვია. BBC-ის ცნობით, პუტინი უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და „ვაგნერ“ ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს „მძიმე ბედის“ ადამიანს, თუმცა „ნიჭიერ ბიზნესმენს“ უწოდებს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ივნისში ვაგნერის შეწყვეტილ ამბოხზე აშკარა მინიშნებით პუტინი განაგრძობს: „პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა. საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი.“ სატელევიზიო გამოსვლაში პუტინი ამბობს, რომ გამომძიებლები შეისწავლიან რა მოხდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ის ამბობს, რომ ოთხშაბათს ავიაკატასტროფის შესახებ ხუთშაბათს დილით შეატყობინეს. „წინასწარი მონაცემებით, ბორტზე „ვაგნერ ჯგუფის“ თანამშრომლებიც იყვნენ“, - აღნიშნა პუტინმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ, დენის პუშილინთან შეხვედრისას კრემლში. „მინდა აღვნიშნო, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის ნეონაცისტურ რეჟიმთან ბრძოლაში ჩვენს საერთო საქმეში. ჩვენ გვახსოვს და ვიცით ეს და არ დავივიწყებთ ამას,“ - ამბობს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პრიგოჟინი ახლახან დაბრუნდა აფრიკიდან. „რამდენადაც მე ვიცი, პრიგოჟინი მხოლოდ გუშინ [ოთხშაბათს] დაბრუნდა აფრიკიდან. ის იქ შეხვდა გარკვეულ ოფიციალურ პირებს," - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სურსათის ეეროვნული სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური.“ „შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს,“ - ნათქვამია სააგეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: "ნიკორა" ადასტურებს, რომ მათთან ნაყიდი პროდუქტით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია." რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, კეთილდღეობა უსურვა. „ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.
რას აჩვენებს სატელიტური გამოსახულება - CNN „პრიგოჟინის თვითმფრინავზე“
ფიუზელაჟი იმ თვითმფრინავის, რომელსაც სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი გადაჰყავდა, ძირითადად დაზიანების გარეშე იყო, როდესაც თვითმფრინავი ოთხშაბათს მიწას დაეჯახა - წერს CNN ახალი სურათების მიხედვით, რომელიც ამერიკულმა ტელეარხმა მოიპოვა. სურათმა აჩვენა, რომ ავარიის ადგილი მოგრძო ოვალური ფორმისაა, რომელიც ძირითადად ფიუზელაჟს მოიცავს და კონკრეტული ზონით შემოიფარგლება. ამ დასკვნას ამყარებს CNN-ის მიერ მოპოვებული გეოლოკაციური ვიდეო, რომელიც ასევე გვიჩვენებს თვითმფრინავის ფიუზელაჟს და ძრავებს, ფრთა კი, ამერიკული ტელეარხის ცნობით, „აშკარად ჰაერიდან ცვივა.“ რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები„თვითმფრინავის მცირე ნაწილები სხვაგან, თითქმის ორი კილომეტრის მოშორებით დაეცა – მთავარი ნამსხვრევების ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით,“ - წერს CNN გეოლოკაციურ სურათზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
ბელორუსის მოგილიოვის ოლქში, ქალაქ ოსიპოვიჩთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღებულია კარვების მესამედი. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურზე დაყრდნობით წერს. კომპანია Planet Labs-ს მიერ 23 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოს მიხედვით, აღნიშნული ბანაკის ფართობის შემცირება დაიწყო რუსეთში იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დიდი ხნით ადრე, რომელშიც სავარაუდოდ, „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. სამხედრო ბანაკი ბელორუსში ივნისის ბოლოს გაჩნდა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ რუსეთში „ამბოხის“ მცდელობა ჰქონდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბანაკის ჩრდილოეთ ნაწილში 129-მდე კარავი იყო განთავსებული, მათგან 65-ის დემონტაჟი განხორციელდა. ბანაკის დასავლეთ ნაწილში 64 კარვიდან დაახლოებით 27 დაშალეს, ცენტრალურ ნაწილში – დაახლოებით 80-დან - ცხრა. 273 საცხოვრებელი კარვიდან დაახლოებით 101 უკვე დაშლილია.
აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას სექტემბერში დაიწყებს - მედია
აშშ უკრაინელი მფრინავების მომზადებას სექტემბერში, შეერთებულ შტატებში დაიწყებს. შესაბამის ინფორმაციას AFP და New York Times-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებენ. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მსვლელობით აღნიშნეს
24 აგვისტოს თბილისის ქუჩებში მსვლელობით აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. რადიო თავისუფლების ცნობით, აქცია ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. მსვლელობის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ, სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკრაინა 32 წლის გახდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ დღეს შვილებთან, ოჯახთან ერთად შევხვდე. მადლობა საქართველოს, რომ თბილად მიგვიღო. მინდა, რომ შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს სახლში შევხვდეთ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირინა ნოვალენკომ. მსვლელობას "ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" ერქვა და მასში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. მსგავსი აქტივობები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისშიც. უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს.