ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარება ომის დროს შესაძლებელია, თუ უკრაინას დასავლეთი დაეხმარება
23 აგვისტოს ამერიკელი კანონმდებლები კიევში ჩავიდნენ, მათ შორის იყო სენატორი ლინდსი გრემი, რომელმაც რუსეთთან ომში უკრაინის ბრძოლა შეაქო, მაგრამ ასევე აღნიშან, რომ ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ ის განსხვავებულია ომის დროს არჩევნების ჩატარებით. ამასთან, დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუს დროს, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მან განიხილა ეს საკითხი გრემთან, მათ შორის დაფინანსების თემა და კანონის შეცვლის აუცილებლობაც. მისი თქმით, მშვიდობიან პერიოდში არჩევნების ჩატარება 5 მილიარდი გრივნა (135 მილიონი დოლარი) დაჯდა. „მე არ ვიცი, რამდენია საჭირო ომის დროს. ასე რომ, მე ვუთხარი მას, თუ აშშ და ევროპა ფინანსურ დახმარებას გაუწევენ…” „მე არ ვიყენებ შეიარაღებისთვის განკუთვნილ ფულს არჩევნებისთვის.“ „მე ვუთხარი მას: მე და შენ უნდა გავგზავნოთ დამკვირვებლები ფრონტზე, რათა ლეგიტიმური არჩევნები გვქონდეს ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინას ასევე დასჭირდება დახმარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისგან, რათა უზრუნველყოს მილიონობით ადამიანის ხმის მიცემა საზღვარგარეთ. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა. ასეთ დროს კანონით აკრძალულია არჩევნების ჩატარება. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. საპარლამენტო არჩევნები კი, ოქტომბერში უნდა გამართულიყო. უკრაინამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ, 17 აგვისტოს გაახანგრძლივა.
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი "უახლოეს მომავალში" მოლაპარაკებებს მოსკოვში გამართავენ. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით. ამის შესახებ REUTERS წერს. „თურქეთი ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა უკრაინის შავი ზღვის პორტებით. კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, მალე გამართავს მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მაგრამ ჯერ არ არის გამოცხადებული შეხვედრის თარიღი ან მისი გამართვის ადგილი,“ - წერს Reuters-ი. შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა „ერთობლივი სტრატეგიული წვრთნები“ „დასავლეთი - 2023“ დიდი ალბათობით გააუქმა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მოსკოვმა სავარაუდოდ, გააუქმა წლავენდელი წვრთნები „დასავლეთი-2023“, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო. მიზეზი უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე პერსონალისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, ასევე, შიდა კრიტიკის შიშია. ამის შესახებ Meduza წერს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის დროს რუსული ჯარების არაეფექტიანობამ აჩვენა, რომ სტრატეგიულ წვრთნებს მცირე მნიშვნელობა ჰქონდა. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ 2010 წლის შემდგომ პერიოდში „ერთობლივი სტრატეგიული წვრთნები“ მონაცვლეობით ტარდებოდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ 2021 წლიდან, ასეთი მანევრები დასავლეთის რეგიონში გახშირდა, რაც აჩვენებს, რომ პრიორიტეტი „NATO-ს „საფრთხისადმი წინააღმდეგობაა“. წინა მიმოხილვაში ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთის ფედერაცია შავ ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზისა და ნავთობის პლატფორმების ირგვლივ იბრძვიან. ასევე, ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, რუსეთის სარდლობა უახლოეს თვეებში კუპიანსკისა და ლიმანის მიდამოებში შეტევას გააძლიერებს. ცნობისთვის, ორი წლის წინ ჩატარებული რუსეთისა და ბელორუსის ერთობლივი წვრთნები „West-2021“ ყველაზე მასშტაბური გახდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მასში 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 760 ცალი ტექნიკა და 15 გემი მონაწილეობდნენ.
მეუფე ნიკოლოზი: ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის
ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ „ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში.“ „არ გამოვრიცხავ, ესეც რაღაც სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ,“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი მედვედევის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით. „მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში. მაინცდამაინც ნუ გამოეკიდებით ამ დასკვნებს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სარწმუნო არ არის. ეს ჩვენთან მხოლოდ ინფორმაციულად აღწევს. არ ვიცი, თქვენ როგორ მოისმინეთ, მე არ მომისმენია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვართ და ასეთი არის რუსეთის სახელმწიფო, ჩვენ მათთან უკვე დიდი ხანია ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს გაწყვეტილი, საომარი ვითარება გვაქვს ამ ქვეყანასთან, უბრალოდ მშვიდობიანი პერიოდია, ვითომ და მშვიდობიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაცა სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ამ ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ. არ გამოვრიცხავ, ომია და ესეც ერთგვარი საომარი მოქმედებაა. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას, ესეც, ალბათ, იგივე იქნება. მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მე მათ არანაირ განცხადებას არ ვენდობი. საერთოდ არ ვენდობი არავითარ განცხადებებს იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანასთან ვართ ომის ვითარებაში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი „ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.“
შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განცხადებით, გეოლოგიურმა სამსახურმა ამ მომენტისთვის დაასრულა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან წინასწარი დამატებითი კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ამასთან, რეკომენდაციის საფუძველზე უახლოეს საათებში მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაო დაიწყება. „ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები, შეისწავლეს არსებული ვითარება, რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაო. გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება და შეიზღუდება მომლოცველთა, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. პარალელურად განვაგრძობთ დაკვირვებას. ამ მომენტისთვის გეოლოგებმა არსებული ვითარება შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა,“ – აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარისას არავინ დაშავებულა. ინფორმაცია გაავრცელა საპატრიარქომაც. გარემოს სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ოკუპირებულ აფხაზეთში „საგზაო მილიციის უფროსი“ დაჭრეს
გაგრის რაიონის „საგზაო მილიციის უფროსი“ ჰაჯარატ ბგანბა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ინციდენტი კვირას პიცუნდაში, კაფე ტერასის მახლობლად მოხდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში. განყოფილებამ სოფელ ლძააში მცხოვრები მიხეილ ბარციცის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე აღძრა.“ მას „ორი მუხლით“ - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.“ „მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად,“ - წერს მედია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული გაგრის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
ლიეტუვა შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს
ლიეტუვა მხარს უჭერს შუა დერეფნის განვითარებას, განაცხადა ლიეტუვის ელჩმა აზერბაიჯანში, ეგიდიუს ნავიკასმა აზერბაიჯანულ მედიაში ინტერვიუში. ელჩმა აღნიშნა, რომ არსებულ კონტექსტში აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრანზიტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. „ლიეტუვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ვფიქრობ, აზერბაიჯანული კომპანიებიც ფიქრობენ ამ შესაძლებლობებზე, ჩვენ გვაქვს კლაიპედის საზღვაო პორტი, რომელიც გამოიყენება მთელი წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოვიყენოთ მაგალითად ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში - ყაზახეთში, რომელიც ძალიან აქტიურად იყენებს ჩვენს საზღვაო პორტს,“ - განაცხადა ეგიდიუს ნავიკასმა. ელჩის შეფასებით, ეს ახალი სატრანსპორტო დერეფნები განვითარდება განსხვავებული რეალობის გამო. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
ცნობილია, როდის დაიწყებს გერმანია ლიეტუვაში ჯარისკაცების მუდმივად განლაგებას
გერმანია ლიეტუვაში თავისი ბრიგადის მუდმივად განლაგებას მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს. ამის შესახებ გენერალმა კარსტენ ბრეიერმა განაცხადა. „ჩვენ გვექნება ჩვენი საგზაო რუკა ამ კვარტლის ბოლომდე. ეს ძალიან ნათელია და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის გადავალთ განხორციელების ფაზაზე,“ - განაცხადა ბრეიერმა. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი გადაწყვეტილება ლიეტვაში ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ „რვა კვირის წინ მიიღეს.“ შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, ლიეტუვის მთავრობა ბელორუსის საზღვარზე კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო წამოაყენებს წინადადებას კიდევ ორი საგუშაგოს დახურვის შესახებ. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები,“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, კიდევ ორი საგუშაგოს დახურვის გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაგზავნის მიზნით მიიღეს. ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. დღეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო. „კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება,“ – აღნიშნა კამინსკიმ. მარიუშ კამინსკის თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერების, ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვა „არ ცვლის ფაქტობრივ ვითარებას ბელორუსში.“ „ვაგნერის“ ჯგუფმა უნდა დატოვოს რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან საერთაშორისო უსაფრთხოება ამას მოითხოვს,“ – განაცხადა კამინისკიმ. ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. პუნქტები ოფიციალურად 18 აგვისტოდან დაიხურა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა
ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თაღირი დაასახელა. სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა 2030 წლისთვის გაფართოების „მკაფიო მიზანი“ უნდა დასახოს. „ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტში საჭირო იქნება ჩვენი საერთო მიზნების შეტანა. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი მიზანი, რაც საკითხისადმი ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ასახავს,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. პრეზიდენტ მიშელის თანახმად, ეს რეფორმების გატარებას დააჩქარებს და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება ურთიერთგაგება ევროკავშირსა და მის მომავალ წევრ სახელმწიფოებს შორის. „შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. და ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრებზეც განიხილავენ. ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე მტკიცე პოზიციას დავიკავებთ. გარდა ამისა, მე მოველი, რომ დღის წესრიგში ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხებიც დაბრუნდება,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წევრობა არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. „ეს ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ბრძოლას კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს ასევე ნიშნავს ეკონომიკურ მზადყოფნას, კერძოდ, ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის (EU acquis) მიღებას. და ჩვენ მხარეს დგომას საგარეო პოლიტიკაში, რაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - აღნიშნა მიშელმა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ერდოღანი პუტინთან შეხვედრას მომავალ კვირაში გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო კვირაში მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალი განიხილონ. წერს Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, ერდოღანი შესაძლოა, რუსეთში 8 სექტემბერს გაემგზავროს. თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ვიზიტს, დელიში G20-ის სამიტამდე გეგმავს, რომელიც 9-10 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი საერთაშორისო ვიზიტებს შემოდგომაზე გეგმავს და ერდოღანთან შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი უნდა ჩასულიყო თურქეთში, სავარაუდო პერიოდად აგვისტოც დასახელდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი "უახლოეს მომავალში" მოლაპარაკებებს მოსკოვში გამართავენ. 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
მსოფლიოს უდიდესი ამერიკული ავიამზიდი ანტალიის პორტში შევიდა
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი (Gerald R. Ford) ანტალიის პორტში (QTerminals) შევიდა. ავიამზიდის მეთაურმა, კონტრადმირალმა ერიკ ესლიჩმა ავიამზიდის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა: „ანტალიაში ჩასვლამდე ჩატარდა წვრთნების სერია სხვადასხვა სფეროში. ამ წვრთნებმა გააძლიერა ჩვენი კავშირები თურქეთთან და გააძლიერა ჩვენი მიზნები, რომ ერთად ვიმუშაოთ საზღვაო ტაქტიკასა და პროცედურებზე. კოლექტიური ძალისხმევა ასევე ხელს უწყობს ჩვენს საერთო მიზანს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“. ამასთან, ანკარაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ეს ვიზიტი არის გემის მეოთხე გაჩერება აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის (NAVEUR) ოპერაციების ზონაში განლაგებისას და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი პარტნიორობა გააძლიეროს. მანამდე ხომალდი ეწვია ნორვეგიას, ხორვატიასა და საბერძნეთს. ანტალიაში შესვლამდე თურქეთის საზღვაო გემებმა (TCG) Anadolu, Goksu, Gediz, Imbat, Meltem, Burakreis და თურქეთის საჰაერო ძალების - F-16-ის, KC-135-ისა და P-72-ის ტიპის თვითმფრინავებმა კოორდინირებული ღონისძიებების სერია Gerald R. Ford-ის დამრტყმელ ჯგუფთან ერთად (GRFCSG) ჩაატარეს, რომლის მიზანიც პარტნიორთა თავსებადობის გაძლიერება და ხმელთაშუა ზღვაში უსაფრთხოებისადმი ერთგულების დემონსტრირება იყო. ამერიკის საელჩოს განცხადებთ, აშშ-ის საზღვაო ძალები რეგულარულად ატარებს წვრთნებს თურქეთთან და აგზავნის თავის უმსხვილეს ავიამზიდს ანტალიაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეექვსე ფლოტის სარდლობის ხომალდი USS Mount Whitney სტამბოლს, ხოლო მართვადი რაკეტების კრეისერი USS Normandy - Aksaz-ს ეწვია. NATO-ს ხომალდებისა და მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ავიამზიდის მონაწილეობით, ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები გაიმართა „Gerald R. Ford-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და სამხედრო ლიდერებს სადილზე უმასპინძლებს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი, ფართო ალიანსის აღსანიშნავად. პორტში გამგზავრება ასევე აძლევს ჯერალდ რ. ფორდის მეზღვაურებს შესაძლებლობას, გაეცნონ თურქეთის მდიდარ ისტორიასა და კულტურას,“ - წერს ამერიკის საელჩო. Gerald R. Ford აშშ-ის საზღვაო ძალების უახლესი და ყველაზე მოწინავე ავიამზიდია.
იაპონური F-35-ის ტიპის თვითმფრინავები ავსტრალიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი (F-35A) ავსტრალიის სამხედრო ბაზაზე განლაგდა. მიზანი დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაა. Kyodo-ს ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა. ეს ორი ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხოების კავშირები რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო თავდაჯერებულობის ფონზე. აღნიშნავენ პირველ აქტივობას ახალი შეთანხმების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ წვდომასა და თანამშრომლობას თავდაცვის ძალებს შორის. ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი F-35-ის ტიპის თვითმფრინავი ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, ტინდალში ჩაფრინდა პერსონალთან ერთად.
საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრისას დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - თელასი
საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრისას დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაო სავარაუდოდ, 00:00 საათისთვის დასრულდება. „თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენრგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.
ვარშავის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში საბრძოლო მასალა იპოვეს
ვარშავაში, შოპენის აეროპორტში 41 წლის კაცს ხელბარგში 5.56მმ კალიბრის 4 ვაზნა და ხელყუმბარა უპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. კერძოდ, კაცი სამხრეთ-აფრკის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც უკრაინიდან დუბაიში მიდიოდა. ცნობისთვის, პდღეს 28 აგვისტოს ვარშავის შოპენის აეროპორტში 400-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს. " 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," წერს სააგენტო.
რეზნიკოვი: „ძლიერი მოთამაშეები" შემოვლენ უკრაინის იარაღის ბაზარზე
უკრაინამ მოახერხა, საგრძნობლად გაზარდოს იარაღის შიდა წარმოება და ახალი „ძლიერი მოთამაშეები“ მალე შემოვლენ ქვეყნის შეიარაღების ბაზარზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი, რეზნიკოვმა 28 აგვისტოს. იტყობინება უკრაინული მედია. „ამ თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში იქნება კარგი ამბები უკრაინის იარაღის ბაზარზე ძლიერი მოთამაშეების შესახებ," - აღნიშნა რეზნიკოვმა პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, უკრაინამ კარგი პროგრესი მიაღწია ქვეყანაში „ბაირაქტარის“ დრონების ქარხნის მოწყობაში. „ხელმოწერილია ყველა საჭირო დოკუმენტი და შემდეგი მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება, ქარხნის ადგილმდებარეობაა,“ განაცხადა რეზნიკოვმა.
საბურთალოს რაიონში შუქის ავარიულად გათიშვის შემდეგ, თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საბურთალოს რაიონში შუქის ავარიულად გათიშვის შემდეგ, თბილისის უმეტეს ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია Georgian Water and Power ავრცელებს. „საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის N14-თან სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით,“ - წერს კომპანია. კერძოდ, წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ რაიონებს: მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, მაყაშვილის აღმართს, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, სატივეს, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძე), გალის, თერგის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ნ.ჟვანიას, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, თავისიფლების მოედანს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, გერონტი ქიქოძის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, ბოლო აღმართის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, გუნიას, ოქროყანას. ს/ს ქვედა პლატოს , ს/ს სეიდაბადს. კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, პურის მოედანი, პურის ჩიხი, ონის შესახვევი, ბააზოვის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, სალამის, ზდანევიჩების, აჯიაშვილის, საადის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, ირგვლივის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები, აბო თბილელის, აბანოს, დაბახანის, ბოტანიკურის, დავით გულუას აღმართს, გრიშაშვილის N11 და ახუნდოვის ქუჩებს, საბურთალოს რაიონში: ზაურ ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის (ქაფიანიძე), ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას (გარდა N36-60 (ლუწები)), ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტარის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41 (კენტებს), N2-58 (ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41 (კენტებს), N 2-24 (ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის (N32-ის გარდა), აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ნასიძე, ა.სულაკაურის, შანხაის დასახლება ოთარ ჩხეიძე ქუჩებს, 26 მაისის მოედანს. ვაკის რაიონში: ყაზბეგის გამზ. N26-30 (ლუწებს), N43-55 (კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, შატბერაშვილის ხევი, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავძის გამზირი 1 შესახვევს. ვაკის პარკს და მზიურს. ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის N2-18(ლუწებს); N1-21(კენტებს), უშანგი ჩხეიძის ქუჩებს. სრული სია
მოლდოვა უკრაინას მეტ დახმარებას გაუგზავნის - სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინას მალე გაუგზავნის დამატებით დახმარებას, რათა დასრულდეს „ეს გიჟური ომი." ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება... და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში“, - განაცხადა სანდუმ. ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ, სანდუმ აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ ადასტურებს რისკებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელსაც არ გააჩნია სამართალი“ და ასეთი რისკები რუსეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება.“
ახალი ზელანდია უკრაინელი ლტოლვილებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემას იწყებს
ახალი ზელანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სპეციალური ვიზით შევიდნენ, ბინადრობის ნებართვა გასცეს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ უკრაინის სპეციალური ვიზის მფლობელებს, თუ მთავარმა განმცხადებელმა მიიღო სპეციალური უკრაინის ვიზა და ჩავიდა ახალ ზელანდიაში 2024 წლის 15 მარტამდე. „უკრაინის მთავრობისა და მისი ხალხის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენებს ახალი ზელანდიის მუდმივ მხარდაჭერას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მიმართ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ. სპეციალური ვიზის მიღების შესაძლებლობა 2024 წლის 15 მარტის შემდეგ დაიხურება.