ძებნის რეზულტატი:
გერმანიამ უკრაინას ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტები პირველად გადასცა
24 აგვისტოს, გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. გერმანიის მთავრობის ვებგვერდი იტყობინება, რომ ბერლინმა პირველად გადასცა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტები პირველად გადასცა. გარდა ამისა, გასულ კვირას უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების აღმომჩენ სისტემები, 40 სადაზვერვო დრონი და სხვა აღჭურვილობა მიიღო. გერმანიის მთავრობამ ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ 17 აგვისტოს გამოაცხადა, მათ შორის IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც იყო. გერმანია უკრაინისთვის ყოველწლიურად, $5,5 მილიარდის მოცულობის დახმარების გამოყოფას გეგმავს
აშშ-მ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ჩართულ პირებს სანქციები დაუწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკსა“ და ასევ რუსეთის 11 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაურის დედას, აიმანი კადიროვას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, „აიმანი კადიროვა ჩართულია ბავშვების უკრაინიდან ჩეჩნეთის გროზნოს გარეთ მდებარე სამხედრო ბანაკებში გადაყვანის ძალისხმევაში.“ გარდა ამისა, სანქციები ქვეშ არიან ბანაკ „არტეკის“ დირექტორი, კონსტანტინ ფედორენკო, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი მუსულმან ხუჩიევი, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარი მანსურ სოლტაევი და ასევე კალუგის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონების ბავშვთა ომბუდსმენები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, განახლებული სანქციების სიაში მოხვედრილი პირები ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში რუსეთსა და უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს. სანქცირებულთა სრული სია ხელმისაწვდომია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. სანქციები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. „აშშ განზე არ გადგება, როცა რუსეთი სჩადის ამ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა.
პენტაგონი: არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავი“ რაკეტით ჩამოაგდეს
პენტაგონის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო. მას ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ან იყო ეს ავიაკატასტროფა თუ განზრახ ჩადენილი მკვლელობა. „ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. Reuters-მა 24 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაერთ თეორიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა ესროლეს. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
ტრამპი ფულტონის ციხიდან $200 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, საიდანაც 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს. ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809. ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ციხეში ყოფნას საშინელი და ძალიან სამწუხარო გამოცდილება უწოდა. „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული," - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 42 უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს
ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს სავარაუდოდ, მალე მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „F-16-ების საკითხი ფაქტობრივად, წინ მიიწევს. ასე რომ, არსებობს სასწავლო პროგრამა და სავარაუდოდ, მალე მიიღებენ (უკრაინა, რედ.) F-16-ებს... არც თუ ისე შორეულ მომავალში", - ამბობს მარკ მილი იორდანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო არხთან Al-Mamlaka-სთან ინტერვიუში. მან უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა და ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა წარმატებას კიევმა. „ცხადია, რომ მან ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია დღემდე. ახლა ტემპი, რომლითაც შეტევა მიმდინარეობს, იმაზე უფრო ნელია, ვიდრე კონტრშეტევის დამგეგმავებს ეგონათ,"- აღნიშნა მილიმ. უკრაინული ძალები ინტენსიურად გაწვრთნეს ევროპის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის რთული დაბრკოლებების გარღვევისთვის, რაც გააძლიერებს მის შესაძლებლობებს“, - განაგრძო აშშ-ის ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.
ბაიდენმა და ზელენსკიმ უკრაინისთვის F-16-ების გაგზავნის საკითხზე ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „ჩვენ ერთად ვამტკიცებთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და ყველა ამერიკელს ამისათვის. თქვენ შეგიძლიათ, უკრაინის იმედი გქონდეთ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვას რუსული აგრესიისგან იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და რუსეთს, მისი ქმედებების გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს," - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამერიკული მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხიც განიხილეს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი პილოტების მომზადების დაწყება და უკრაინაში F-16-ების გაგზავნაზე სხვა ქვეყნებისთვის დაჩქარებული თანხმობის გარანტიის საკითხები განიხილეს," - წერია ინფორმაციაში. სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ჯო ბაიდენმაც. „ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და მას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობა მივულოცე. დაე, დღევანდელი დღე იყოს შეხსენება, რომ სიბნელისა და ბატონობის ძალები ვერასოდეს ჩააქრობენ თავისუფლების ცეცხლს, რომელიც თავისუფალი ადამიანების გულში ანთია," - წერს ჯო ბაიდენი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთანაც და მადლობა გადაუხადა ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლისა და ომში უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.
აშშ უკრაინელ მფრინავებს F-16-ებისთვის არიზონის საჰაერო ბაზაზე გაწვრთნის
აშშ უკრაინელი მფრინავების წვრთნას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ეროვნული გვარდიის ბაზაზე დაიწყებს. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონმა ხუთშაბათს, 24 აგვისტოს განაცხადა. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართა. ტრენინგი მორისის საჰაერო ბაზაზე, ტუსონში, არიზონას შტატში ჩატარდება. სექტემბერში კი მფრინავები პირველ რიგში ლაკლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე სან ანტონიოში, ტეხასში ჩავლენ, რათა ინსტრუქციები ინგლისურად აითვისონ და თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის საჭირო ცოდნის დონე აიმაღლონ. ამის შემდეგ კი, აშშ დაიწყებს უკრაინელების წვრთნას უკვე F-16 საბრძოლო თვითმფრინავების ფრენისთვის. „გამოცდილი პილოტებისთვის ტრენინგი შეიძლება, დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს,“განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას სექტემბერში დაიწყებს - მედია თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.
ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს გამართული შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე სამომავლო გეგმები. ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.
ბათუმის ბულვარში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3“ კალათბურთში
ბათუმის ბულვარში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3“ კალათბურთში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმციით, სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება, მათ შორის მონაწილეობს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი. თავდაპირველად ტურნირში 26 გუნდი ასპარეზობდა. მათგან ფინალურ შეხვედრებში დაპირისპირება კი, 10 გუნდს მოუწევს. გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირს „3X3“ კალათბურთში უკვე მესამედ ატარებს. ჩემპიონატი 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება.
ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებამ დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ უწყებამ მყისიერად ჩააყენა საქმის კურსში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული და შესთავაზა დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა აღნიშნული მოქალაქეების იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც დამატებითი დრო სჭირდება. „საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რიგი მედია საშუალებების მხრიდან გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს. შეხვედრაზე ოლექსანდრ შულჰამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა. შეხვედრის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ დაელოდება კიევიდან შესაბამის მითითებებს,” - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ბუფერულ ზონაში 17 აგვისტოდან იმყოფება უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელოდებიან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინის ხერსონის ოლქიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი 6-დან 5 კაცი ყოფილი პატიმარია, მათი თქმით, რუსეთში დაბრუნება სარისკოა.
Heineken-ი რუსეთს ბიზნესის ერთ ევროდ გაყიდვით ტოვებს - Reuters
ლუდის მწარმოებელმა ჰოლანდიურმა ბრენდმა Heineken-მა რუსეთში თავისი აქტივების გაყიდვის შესახებ გამოაცხადა. Reuters-ის ცნობით, მყიდველი პარფიუმერიის, კოსმეტიკური და საყოფაცხოვრებო პროდუქციის უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, Arnest Group-ი გახდა. კომპანიამ აღიარა, რომ გარიგება 300 მილიონი ევროს მოსალოდნელ კუმულაციურ ზარალს გამოიწვევს. გარიგება გამოსყიდვის უფლებებს არ ითვალისწინებს. განახლება: Heineken-ი Arnest Group-ს ბიზნესს სიმბოლურ ფასად, 1 ევროდ მიჰყიდის. გარიგების თანახმად, რუსეთში Heineken-ის 1800-ვე თანამშრომელს Arnest Group-ისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში დასაქმების გარანტიები მისცეს. „ეს გარიგება უზრუნველყოფს საარსებო წყაროს ჩვენი თანამშრომლებისთვის და ქვეყნიდან პასუხისმგებლობით გასვლის საშუალებას გვაძლევს,“ - განაცხადა Heineken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა. მან არ დააკონკრეტა დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ გაგრძელდა მყიდველის ძებნა მოსალოდნელზე მეტხანს და ამ პროცესს „ძალიან რთული" ს უწოდა. „მოხარულები ვართ, რომ ვიპოვეთ შესაფერისი მყიდველი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სანდო მხარე... მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი დასრულდა და შეგვიძლია რუსეთის დატოვება," - განაცხადა ვან დენ ბრინკმა. თავის მხრივ, საკითხში გარკვეულმა სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, მოსკოვი ითხოვს დიდ ფასდაკლებას იმ აქტივების ფასზე, რომლის გაყიდვაც კომპანიებს სურთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა Heineken N.V.-მ რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გასული წლის მარტში მიიღო.
ნორვეგია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის $140 მილიონს გამოყოფს
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიამ უკრაინაში გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის უზრუნველსაყოფად, 140 მილიონი დოლარს (1,5 მილიარდი ნორვეგია) გამოყოფს. „თანხები განაწილდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და მიზნად ისახავს „კრიტიკული ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის შეკეთებას და შენარჩუნებას და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ რაიონებში გადაუდებელ ელექტრომომარაგებას, აგრეთვე გაზის შესყიდვას საგანგებო შენახვისთვის,“- ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. დახმარება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ნორვეგიის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, იონას გაჰრ შტორეს ხელმძღვანელობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ, ჰერმან ჰალუშენკოსთან ერთად ეწვია უკრაინის ერთ-ერთ დაზიანებულ ენერგეტიკულ ობიექტს. „ენერგეტიკული სფერო არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ უკრაინას,“ - აღნიშნა გაჰრ შტორემ. ნორვეგიის მთავრობამ პირობა დადო, რომ 2023 წელს 8,2 მილიარდი დოლარს გამოუყოფს უკრაინას ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში. ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის.
უკრაინამ თამბაქოს მწარმოებელი ორი უმსხვილესი კომპანია ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიები Japan Tobacco International (JTI) და Philip Morris International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში დაამატა. სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიები აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის კეთებას და მისი ეკონომიკის მხარდაჭერას. Japan Tobacco International თამბაქოს ბაზრის ლიდერია რუსეთში, ბაზრის წილით თითქმის 35%-ით. კომპანია რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია, კერძოდ, Winston, LD, Mevius, Camel, Sobranie-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი. „ბოლო 20 წლის განმავლობაში JTI-ის ინვესტიციებმა რუსეთის ეკონომიკაში $4.6 მილიარდს გადააჭარბა.“ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ კომპანია კვლავ აგრძელებს პროდუქციის წარმოებას და დისტრიბუციას რუსეთში. Philip Morris International-ის ბაზრის წილმა რუსეთში 2019 წელს 30.1% შეადგინა. კომპანია რუსეთის ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. Philip Morris International-ის მთლიანი ინვესტიცია რუსეთში 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა. დასავლეთმა არაერთი სანქცია აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ. მისი მიზანი რუსეთის ეკონომიკის შესუსტება და „ომის მანქანის“ დაფინანსების შეჩერებაა.
სლოვენია უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა
სლოვენია უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „მადლობელი ვარ სლოვენიის მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის, იმისთვის, რომ შეუერთდა „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს, ისევე როგორც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის სურვილს,“ - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
კლიჩკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პარიზში კიევის მოედანი გახსნა
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და პარიზის მერმა, ანა იდალგომ საფრანგეთის დედაქალაქში, კიევის მოედანი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გახსნეს. მოედანი პარიზის ცენტრში, Petit Palais-ის მუზეუმთან, შანზ-ელიზეს (პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი) გვერდით მდებარეობს. კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პარიზში მცხოვრები უკრაინელები და ის უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პარიზში რეაბილიტაციას გადიან. ცნობისთვის, უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღე რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში უკვე მეორედ აღნიშნა.
კელი დეგნანი: პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში. კელი დეგგანის თქმით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს შეუძლიათ დეზინფორმაციის და ჭეშმარიტების ერთმანეთის გარჩევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა კერძო შეხვედრებზე დისტანცირებას ახდენს ამ განცხადებებისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესუსტებაზე გათვლილი. კელი დეგნანი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, დარჩეს ევროპის გზაზე. „სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დაშორდა თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთს. ამის მაგალითად, ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარები მოიყვანეს. „ჩვენ საქართველოს წარმატების ერთგულები ვრჩებით,“- განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ პოლიტიკოსების შეფასებებს პირარად არ იღებს. „პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. ის ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა. „ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და NATO-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.
კელი დეგნანი: აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი და გამვჭირვალე
არის თუ არა საქართველოშ არაფორმალური მმართველობა. ამ შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე უპასუხა. „რთული და მნიშვნელოვანი კითხვაა, ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში, სხვადასხვა გავლენის ადამიანები არსებობენ და ეს ნორმალურია, როდესაც არსებობენ ბიზნესები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი მაქვს, რომ წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გაუმართლებელ გავლენას გამორიცხავს, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც ბევრი ქვეყანა დგას - ამერიკაშიც გვქონდა ეს საკითხი და ჩვენ გავუმკლავდით მას კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა, სპეფიფიკური სიტუაცია აქვს, ამიტომ სახიფათოც არის სხვისი კანონმდებლობის გადმოკოპირება,“ - განაცახად კელი დეგნანმა. მან თანაბარი ველის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი - იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი ინვესტორებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ შედიხარ გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას თანაბრად მიესადაგება, რაც ასევე მოითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რადგან როდესაც იქნება ბიზნესესებს შორის დავა და არჩევნების შემდეგ საჩივრები, ადამიანები იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი ფორმით. „ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაკეთებთ ასეთ დიდ აქცენტს, რომ საქართველში გატარდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს. საქართველოს პროგრესი აქვს ამ მიმართულებით, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ბუნებრივია, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი და გამვჭირვალე, ამ მხარდაჭერას განვაგრძობთ მომავალშიც,“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ლატვიაში რუსეთის უშიშროების სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ოთხი მოქალაქე დააკავეს
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ეფესბეს" (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ რუსეთის სპეცსამსახურების სახელით "განახორციელეს საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა სხვა პირთა მოქმედების თავისუფლებას, ხელშეუხებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას." გამოძიების დროს ცენტრალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა 14 ადგილზე, რის შედეგადაც ამოღებულია საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად საჭირო არაერთი მოწყობილობა და დოკუმენტი. მათ შორის, როგორც უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, არსებობს მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკანონო ოპერატიული საქმიანობისთვის.
კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, დიდ დაინტერესებას ვნახავთ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და პირდაპირი ავიამომისვლის დაწყება, ეს ის საკითხებია, რომლებზეც დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. კელი დეგნანის თქმით, პირდაპირ ფრენებზე პროგრესია, იყო ამაზე მუშაობა, კოვიდპანდემიის დროს ტენდენციები შეიცვალა. ახლა კი, კვლავ გრძელდება მუშაობა. „ვისაც უფრენია ამ ორ ქვეყანას შორის, იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას, საქართველოს წარმომადგენლებთან საუბრებში ამ თემის წამოწევას, ეს საქართველოსთვისაც კარგია, ბუნებრივია, როდესაც გაქვს ეს შეთანხმება, ბაზარი სრულად იხსნება, ზოგჯერ საქართველოსთვის მოაქვს ამას სარგებელი, ზოგჯერ - მეორე ქვეყნისთვის. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს და ამერიკისთვის სასარგებლო იქნება. ამ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს, დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატებები. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, ვხედავთ, ენერგეტიკულ კომპანიებს, ლოგისტიკური კომპანიები შემოდიან, სოფლიოს მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველის ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.