ძებნის რეზულტატი:
თალიბანმა ქალებს პოპულარული ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა - BBC
ავღანეთის თალიბანის მთავრობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები ქალებს არ მისცემენ უფლებას, მოინახულონ ავღანეთის ეროვნული პარკი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ განაცხადა, რომ ქალები პარკში ჰიჯაბის ტარების წესს არ იცავენ. ჰანაფიმ უსაფრთხოების ძალებსა და სასულიერო პირებს მოუწოდა, ქალებს პარკში შესვლა გამოსავლის პოვნამდე აუკრძალონ. მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მართლმადიდებლური ეკლესია, ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შემთხვევაში უკრაინა გარისკავს, რადგან შესაძლოა, დაკარგოს რიგი „დიდი სახელმწიფოების“ მხარდაჭერა. კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად, ზელენსკიმ უპასუხა: „არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო." ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ომი, სადაც არ უნდა იყოს ის, მას „მაინც [ადამიანური] დანაკარგები მოჰყვება“ და „ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი.“ უკრაინა ცდილობს, მიიმხროს არამხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც თავიდანვე მხარს უჭერდნენ მას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ, ის სახელმწიფოებიც, რომლებიც შორიდან აკვირდებიან სიტუაციას. მან აღნიშა, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ისინი უკრაინას სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს. „მათთვის ეს საკითხი, როცა სხვა ტერიტორიაზე შედიხარ, მტკივნეულია, ამიტომ გვიჭერენ მხარს, ამბობენ: „შეუძლებელია.“ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც.
ზელენსკი გამოდის ინიციატივით, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატს გაუთანაბრდეს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინიციატივით გამოდის, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატთან გაიგივდეს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივა იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, რომ კორუფციულ ქმედებებზე არავინ იფიქროს. „მე მივეცი საკანონმდებლო ორგანოს დავალება და უკრაინის კანონმდებლებს შესთავაზებენ ჩემს წინადადებებს, რომ კორუფცია ომის დროს სამშობლოს ღალატს გაუტოლდეს. მე მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამუდამოდ ვერ იმუშავებს, თუმცა ომის დროს ის შეიძლება, რომ ქვეყანას დაეხმაროს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არ იქნება სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ უკრაინის გამარჯვება დემოკრატიულ ცვლილებებს ბელორუსშიც გამოიწვევს. ეს აზრი მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში, ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში გამოთქვა. „მჯერა უკრაინის გამარჯვება წერტილს დაუსვამს.. ძალიან ბედნიერი ვიქნები ამ სახელმწოფოების ხალხის გამო.. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გააჩენს, შექმნის დემოკრატიას და წვლილს შეიტანს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. კითხვას, თუ როგორი გამარჯვება წარმოუდგენია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უნდა გამოირიცხოს ომის განმეორების შესაძლებლობა. ამასთან, ზელენსკის თქმით, თუ უკრაინის არმია ყირიმის ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ზეწოლა ტერიტორიის პოლიტიკური გზით დემილიტარიზაციის მიზნით. ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას შეუძლია, სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში ევროპაში ლიდერი გახდეს. ზელენსკი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ საომარი მდგომარეობის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატთან გათანაბრდეს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივა იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, რომ კორუფციულ ქმედებებზე არავინ იფიქროს. ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი გამოდის ინიციატივით, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატს გაუთანაბრდეს
საგარეო უწყების ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს. „როგორც ცნობილია საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები. ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას,“- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. უწყება 25 აგვისტოს კომენტარში მიუთითებდა, რომ ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებამ დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა. მედიის ცნობით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან იმყოფებოდა.
პაველ ასტახოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა „ტრანზიტზე უარი განუცხადეს“
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში, პაველ ასტახოვი ამბობს, რომ ტრანზიტით თურქეთში გადასვლას ცდილობდა, თუმცა საქართველოს საზღვარზე ქართველი მესაზღვრეებისგან უარი მიიღო. „სპასის გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რომ ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები. მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათის განმავლობაში, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენებზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე უარი გვითხრეს," - განუცხადა რუსულ მედიას ასტახოვმა. ამასთან, მან ქართველი მესაზღვრეების ქმედებებს „პროვოკაცია“ და „თვითნებობა“ უწოდა. „თარჯიმანიც კი არ უზრუნველყვეს,“ - განაცხადა ასტახოვმა კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Tass-თან. როგორც ასტახოვი ამბობს, შემთხვევა პარასკევს, 25 აგვისტოს მოხდა.
მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 28 აგვისტოს ღამით, ორი დრონი ჩამოაგდეს. რუსული მხარის თქმით, დრონები ბრიანსკის ოლქის თავზე დაფრინავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის თავზე კიდევ ერთი თვითმფრინავი განადგურდა. არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ ყოფილა. სობიანინმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავი ლიუბერცის მახლობლად ჩამოაგდო და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ. იმავე ღამეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები დროებით დაიხურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობა ისევ უკრაინას მიაწერა. კიევს კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი დღით ადრე, 27 აგვისტოს, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დრონი განადგურდა ბრაიანსკის ოლქის ტრუბჩევსკის რაიონში. რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების დარტყმები ბოლო კვირებში გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
ვოლოდიმირ ზელენსკი: ისრაელის მაგალითის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ისრაელის მაგალითზე, შეუძლია, ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე. „ისრაელი იბრძვის. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის დაკარგვის გარეშე. ეს შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით." კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად, ზელენსკიმ უპასუხა: „არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო." ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ომი, სადაც არ უნდა იყოს ის, მას „მაინც [ადამიანური] დანაკარგები მოჰყვება“ და „ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი.“ უკრაინა ცდილობს, მიიმხროს არამხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც თავიდანვე მხარს უჭერდნენ მას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ, ის სახელმწიფოებიც, რომლებიც შორიდან აკვირდებიან სიტუაციას. მან აღნიშა, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ისინი უკრაინას სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს. ამავე ინტერვიუდან: ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს ზელენსკი გამოდის ინიციატივით, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატს გაუთანაბრდეს
FT: Yandex-ის დამფუძნებელი მის მიერ ომის დაგმობის შემდეგ სანქციების მოხსნას ითხოვს
მილიარდერმა და რუსული პოპულარული საძიებო სისტემის Yandex-ის თანადამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა ოფიციალური თხოვნით მიმართა ევროკავშირს, რომლითაც მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. მანამდე მან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დაგმო. მედია წერს, რომ ევროკავშირი ვოლოჟის მოთხოვნას მომავალ თვეში განიხილავს. „ასობით სხვა სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ყურადღებით აკვირდება, რას მოიმოქმედებს ბრიუსელი,“ განუცხადა ვოლოჟთან დაახლოებულმა პირმა Financial Times-ს. ევროკავშირმა ვოლოჟს სანქცია 2022 წლის ივნისში დაუწესა იმ მოტივით, რომ Yandex-ი ხელს უწყობს პრო-სამთავრობო ნარატივებს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილეა. ვოლოჟი სანქციების დაწესების შემდეგ Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. წყარომ FT-ს განუცხადა, რომ ვოლოჟი ელოდა ომის საჯაროდ დაგმობას, ვიდრე ადამიანები, რომლის წინაშეც ის პასუხისმგებლობას გრძნობდა, რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას შეძლებდნენ. გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა რუსი მაგნატის ოლეგ ტინკოვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა მას შემდეგ, რაც მან ომს სიგიჟე უწოდა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს. ვოლოჟი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ განაახლებს. ეს ვადა 15 სექტემბერს იწურება.
სინგაპური და ჩინეთი პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო წვრთნებს განაახლებენ
სინგაპურის შეიარაღებული ძალები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია აპირებენ, ორმხრივი წვრთნები განაახლონ მას შემდეგ, რაც სწავლება პანდემიის გამო შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg სინგაპურის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრომ განმარტა, რომ სწავლება სხვა ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ტარდება და ხაზს უსვამს თბილ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს სინგაპურსა და ჩინეთს შორის. „ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების გარდა, ორი თავდაცვის უწყება ასევე რეგულარულად ურთიერთობს მაღალი დონის გაცვლის, ორმხრივი ვიზიტების, აკადემიური გაცვლებისა და პორტების დონეზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პირველი სექტემბრიდან დაწყებული წვრთნების მთავარი ფოკუსი კონტრტერორიზმი იქნება. სინგაპური ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს აშშ-ის არმიასთან. წვრთნები ორი კვირა გაგრძელდება. სწავლება (Exercise Cooperation) 2009 წლის შემდეგ მეხუთედ ტარდება.
საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება
საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება. შესაბამისი განცხადება ქევყნის განათლების მინისტრმა გააკეთა. ინფორმაციას France24 ავრცელებს. „შეუძლებელი იქნება სკოლაში აბაიას ტარება,” - განუცხადა გაბრიელ ატალმა ტელეარხ TF1-ს ტელევიზიას. მედიის ცნობით, აბაიას სკოლებში სულ უფრო ხშირად ატარებენ. „სეკულარიზმი ნიშნავს საკუთარი თავის ემანსიპაციის თავისუფლებას სკოლის მეშვეობით... როცა კლასში შედიხართ, არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეების რელიგიის იდენტიფიცირება მათზე შეხედვით,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა. 2004 წელს საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოები, მათ შორის დიდი ჯვრები, ებრაული კიპა და ისლამური თავსაბურავები აკრძალა. განათლების სამინისტრომ აბაის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბარი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. უწყება აღწერდა აბაიას, როგორც ტანსაცმლის ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის ტარება შეიძლება აიკრძალოს, თუ „ისინი რელიგიური კუთვნილების ღიად გამოვლინებაა.“ ოპოზიციის ნაწილი და პროფკავშირები განათლების მინისტრის განცხადებას მიესალმნენ. მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ (France Unbowed) კი, ფაქტი დაგმო და ის ჩაცმულობაზე პოლიციის ზედამხედველობად შეაფასა. „ატალის განცხადება იყო „არაკონსტიტუციური" და ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის სეკულარული ღირებულებების ფუძემდებლურ პრინციპებს,“ - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი.
ერდოღანი აშშ-ს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად შეერთებულ შტატებს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Star-ი. ვიზიტი 17-21 სექტემბერს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. „მოსალოდნელია, რომ თურქეთის ლიდერი გამოვა მნიშვნელოვანი გზავნილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამოფობია, ლტოლვილები, კლიმატის ცვლილება, კვიპროსის პრობლემა, რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები და მარცვლეულის ტრანსპორტირება,“ - წერს მედია. გაზეთი Milliyet-ი 26 აგვისტოს წერდა, რომ ერდოღანი ჩინეთს ეწვევა, თუმცა ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ იყო.
უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. „რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, - აღნიშნა მალიარმა. მალიარის თქმით, მოწინააღმდეგის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვოპროკოპოვკასა და ოჩერეტოვატისკენ წინსვლას განაგრძობენ. მისივე თქმით, უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბახმუტის გარშემო სულ 44 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც.
მედია: მეუფე შიო გამოკითხეს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მოწამვლის საქმეზე გამოკითხეს. მან ეს ინფორმაციას „ტვპირველთან“ დაადასტურა. სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე: გამორიცხული არაფერი არ არის, მიმდინარეობს მოკვლევა შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაში ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მედია: იაპონია ექვს ქვეყანას $34,2 მილიონის სამხედრო დახმარებას შესთავაზებს
ჩინეთის შეკავების გასაძლიერებლად, იაპონიის 2024 ფისკალურ წელს გეგმავს, 6 ქვეყანას, მათ შორის ვიეტნამსა და ინდონეზიას დაახლოებით, 5 მილიარდი იენის (34,1 მილიონი აშშ დოლარი) უსაფრთხოების დახმარება შესთავაზოს. მთავრობა იმედოვნებს, რომ მეგობარი ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა განვითარებადი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას დაეხმარება. ქვეყნები ასევე მიიღებენ კოსმოსურ საკომუნიკაციო სისტემებს, რადარებს და საპატრულო კატარღებს, აღჭურვილობას სამხედრო პორტებისთვის. „საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები დახმარების მიმღებ ქვეყნებად განიხილავენ ფილიპინებს, ვიეტნამს, ინდონეზიას, პაპუა-ახალ გვინეას, მონღოლეთსა და ჯიბუტს, რადგან ყველა ეს ქვეყანა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია იაპონიისთვის,“ - აცხადებენ წყაროები. დახმარება სავარაუდოდ, შეღავათიანი პირობებით გამოიყოფა და მისი ოდენობა გაიზრდება. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ აქტივობის კოორდინაციის მიზნით, სპეციალური, 10-კაციანი ჯგუფის შექმნა იგეგმება. იაპონური დახმარების მიმღებ ქვეყნებს ტოკიოსთვის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, ჩინეთის შეკავების თვალსაზრისით. გარდა ამისა, იაპონიის საზღვაო ძალების დასაყრდენი ჯიბუტიში მდებარეობს. „ფილიპინები, ვიეტნამი და ინდონეზია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ექსპანსიონისტური საქმიანობის წინაშე დგანან. პაპუა-ახალი გვინეა წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩინეთი თავის კუნთებს ათამაშებს. მონღოლეთი ჩინეთის ჩრდილოეთი მეზობელია, ჯიბუტი კი, თავდაცვის ძალების ერთადერთ საზღვარგარეთულ ფორპოსტს მასპინძლობს,“ - წერს გამოცემა Asahi Shimbun-ი.
კულება ჩეხეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ვიზიტით ჩადის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩეხეთს, საფრანგეთის რესპუბლიკას და ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს პრაღაში, ჩეხი კოლეგის იან ლიპავსკის მიწვევით, კულება ყოველწლიური კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. „29-30 აგვისტოს პარიზში მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კომპანიებთან. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოლაპარაკებების ძირითადი საგნები იქნება ახალი იარაღის მიწოდება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მშვიდობის ფორმულის ხელშეწყობა, გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადება და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის ბოლომდე. „შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება ევროპული კომპანიების და მთლიანად ევროკავშირის მოწვევა თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე უკრაინაში გაიმართება,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბჟანია: საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს „პრეტენზია საქართველოს მიმართ“. ამავდროულად, ასლან ბჟანიამ განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, დავთმოს ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.“ „რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას," - განაცხადა ბჟანიამ. ასლან ბჟანია უკმაყოფილოა იმით, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად ტარდება. ის აცხადებს, რომ „სარწმუნოდ იცის“, რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება“. „ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ. და ჩვენ ვგეგმავთ რეაგირებას," - აღნიშნავს ბჟანია. დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელორუსის "საკავშირო სახელმწიფოს „შეუერთდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ შემთხვევაში მოხდება.
ირანი ОДКБ-ს წვრთნებზე მიიწვიეს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) ირანი წვრთნებზე (Brotherhood 2023 ) 2023, დამკვირვებლად მიიწვია. ამის შესახებ 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებს შეუერთდებიან სამხედრო დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან და მონღოლეთიდან. სიდოროვმა წვრთნების გეგმა არ გაამჟღავნა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული ყურადღება დაეთმობა საავიაციო კომპონენტს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. მას არც მონაწილე ქვეყნების სია გაუსაჯაროებია. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს წვრთნებში, რომელიც ბელორუსში გაიმართება
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი კავკასიაში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას გაზრდის
თურქეთი გაზრდის ენერგეტიკულ თანამშრომლობას კავკასიაში, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს შეამცირებს თურქეთის დამოკიდებულებას უცხოურ ენერგეტიკაზე. „მეზობელი ტერიტორიები, მათ შორის კავკასია, მდიდარია ნავთობით. ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ. მომავალში ერთ-ერთი მთავარი მიზანია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება,“ - განაცხადა ბაირაქტარმა.