ძებნის რეზულტატი:
ჩინეთი და პაკისტანი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს გამართავენ
ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალები მალე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ერთობლივ წვრთნებს (“Shaheen (Eagle)-X”) გამართავენ. ამის შესახებ ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ახალი ამბების ვებგვერდი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მანევრები ქალაქ ჯიუკუანის (განსუს პროვინცია) და იინჩუანის ტერიტორიაზე ჩატარდება. წვრთნები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ივლისის ბოლოს ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანგფუმ პეკინში გამართა შეხვედრა პაკისტანის საჰაერო ძალების შტაბის უფროს, ზაჰირ აჰმად ბაბართან, რომლის დროსაც ჩინურმა მხარემ ისლამაბადს შესთავაზა, გაეძლიერებინა ორმხრივი კოორდინაცია არმიებს შორის თანამშრომლობაში. ეს არის მეათე ერთობლივი წვრთნა ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალებს შორის, რაც ხელს შეუწყობ სამხედროებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და მათი ჯარების რეალური საბრძოლო მომზადების დონის გაუმჯობესებას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოს დროს, მიწის მცირე მეტრიანი მასა ჩამოიშალა. „შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოს გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაო. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე. ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს,“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნებმა ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე შეხვედრა გამართეს
NATO-ს მაღალი რანგის რამდენიმე სამხედრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე შეხვერდა გამართა. Guardian-ის ინფორმაციით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა. გენერალ ზალუჟნისთან გამართული შეხვედრის შესახებ თავად ენტონი რადაკინმაც დაწერა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითებს, რომ 5-საათიანი შეხვედრის მთავარი თემები იყო კონტრშეტევა და გეგმები 2024 წლის ზამთრისთვის. „რუსეთი არასათანადოდ აფასებს უკრაინის მედეგობას, განგრძობად სამხედრო სიძლიერესა და პროფესიონალიზმს და მოკავშირეების სოლიდარობას,“ - წერს ბრიტანეთის არმიის სარდალი. Guardian-ის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი სამეთაურო შტაბი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი კრისტოფერ კავოლი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, ტონი რადაკინი. „ხუთსაათიანი შეხვედრის მიზანი უკრაინის სამხედრო სტრატეგიის გადახედვა იყო,“ - წერს გამოცემა. მისივე თანახმად, „დღის წესრიგის მთავარი თემა იყო, რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას კონტრშეტევის პროგრესის შეჩერების შესახებ, ასევე საბრძოლო გეგმები მომავალი დამღლელი ზამთრისთვის და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს.“ როგორც Guardian წერს, შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ. გამოცემა წერს, რომ მანამდე რადაკინი ჩასული იყო კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. უცნობია კონკრეტული ადგილი. „რუსეთი არასათანადოდ აფასებს უკრაინის მდგრადობას, განგრძობად სამხედრო სიძლიერესა და პროფესიონალიზმს და მოკავშირეების სოლიდარობას“, - აღნიშნავს ტვიტერზე ბრიტანეთის არმიის სარდალი. უკრაინულმა ძალებმა ამ ზაფხულს გააძლიერეს შეტევითი მოქმედებები ზაპოროჟიეს რეგიონში. ბრძოლები მიმდინარეობს ორ ფრონტზე - მელიტოპოლსა და ბერდიანსკის მიმართულებაზე. ცოტა ხნის წინ უკრაინის დამცველები რობოტინოს დასახლებაში შევიდნენ. სამხრეთის ფრონტზე - ქალაქ ტოკმაკისკენ უკრაინელი სამხედროების წინსვლის ფონზე, 25 აგვისტოს СNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ამერიკელი გენერალი: უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზი გაარღვიეს
გუბერნატორის თქმით, რუსეთის ბელგოროდის ოლქზე დრონით მიიტანეს იერიში
რუსეთის ბელგოროდის ოლქში, სოფელ შჩეტინოვკაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან. რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. გუბერნატორის თქმით, უკრაინელებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს, რასაც გლადკოვის თქმით, საკუთარ ეზოში, ბალახის თიბვის პროცესში მყოფი კაცი ემსხვერპლა. მანამდე, შაბათს იუწყებოდა სოფელ ურაზოვოს დაბომბვაზეც საუბრობდა. ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
კანადის პრემიერი: G7-ის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს და ამისთვის მზად არიან
კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქვეყანას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის ტემპის შესახებ კითხვის საპასუხოდ, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ G7-ის ლიდერებმა „ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს [უკრაინის ომი - რედ.] ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა.“ „ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება,“ - აღნიშნავს ტრუდო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. შეგახსენებთ, უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავების შეჯახებაზე: ყველა გარემოება გაირკვევა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა ჟიტომირის რეგიონში ორი უკრაინული თვითმფრინავის შეჯახების შესახებ. მან ინციდენტის დროს დაღუპული უკრაინელი პილოტების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „გუშინ, ჟიტომირის რეგიონის ცაზე კატასტროფა მოხდა. სამი პილოტი დაიღუპა. მათ შორის იყო ანდრი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice. ის იყო უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას ვინც იცნობდა ბიჭებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. რა თქმა უნდა, უკრაინა არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც უკრაინის თავისუფალ ცას იცავდა," - განაცხადა ზელენსკიმ. კიევის დასავლეთით ორი უკრაინული სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, სამი პილოტი დაიღუპა
ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ხმების 52,6%-ით მეორე ვადით აირჩიეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხმის მიცემა ფართოდ გაყალბდა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ კენჭისყრა დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება. საარჩევნო კომისიამ (ZEC) განაცხადა, რომ მნანგაგვას მთავარმა კონკურენტმა, მოქალაქეთა კოალიცია ცვლილებისთვის (CCC) კანდიდატმა ნელსონ ჩამისამ ხმების 44% მიიღო. ზიმბაბვეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში ასევე გამარჯვებულად გამოცხადდა, როდესაც 210 ადგილიდან 136 მოიპოვა. CCC-მ - 73. კიდევ 60 ადგილი ქალებისთვის არის განკუთვნილია, სადაც პროპორციული წარმომადგენლობით ინიშნებიან. BBC წერს, რომ ზიმბაბვეელები კვლავ მაღალი ინფლაციისა და სიღარიბის პრობლემის წინაშე დგანან. ზიმბაბვეელების მხოლოდ 25%-ს აქვს ოფიციალური სამუშაო ადგილი. 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წელს მოწყობილი გადატრიალების შემდეგ გახდა. წინასაარჩევნო პერიოდში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ყველა, ვინც მის პარტიას მისცემდა ხმას, სამოთხეში მოხვდებოდა. აშშ-სა და ევროკავშირს ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული. ქვეყანას წლების განმავლობაში ავტოკრატი ლიდერი რეობერტ მუგაბე მართავდა. ის 2019 წელს გარდაიცვალა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს - ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს. როგორც ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ მის ბლოგში წერია, ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს, რაც ბორელის შეფასებით, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. „უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 რაუნდი დააწესა. ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი," - წერს ბორელი ბლოგში სათაურით -„დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს." ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 250-მდე ორგანიზაციას. „ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას. ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე." ჯოზეფ ბორელის ბლოგში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით. „2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.“ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
მედია: სასამართლომ ლატვიის მოქალაქეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა
რიგის სასამართლომ ლატვიის მოქალაქეს რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან უკანონო თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა. ამის შესახებ Delfi წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია. ბრალდებულმა რამდენიმე წლის წინ გააფორმა შეთანხმება რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან, თუმცა იცოდა, რომ სანქციების სიაში სხვა პირი იყო შეყვანილი. სააგენტოს ვებგვერდზე განსათავსებლად ტექსტური და მულტიმედიური მასალების მოსამზადებლად, 2017 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრამდე, ბრალდებულმა 32 700 ევრო მიიღო. პროკურორისა და და ბრალდებულის შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახით, 140-საათიანი საზოგადოებრივი შრომა განისაზღვრა. მანამდე ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის უკანონო „ინტელექტუალური და ფიზიკური“ მხარდაჭერისთვის, რესპუბლიკის მოქალაქე 15 ათასი ევროთი დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციით, მარატ კასემი კრემლის რესურსის, Sputnik Lithuania-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. ამასთან, აპრილში ლატვიაში სასამართლო პროცესების სერია დაიწყო. მასში მონაწილეობდა 16 ჟურნალისტი, რომლებიც რუსულ საინფორმაციო პორტალებთან Sputnik-სა და Baltnews-თან თანამშრომლობდნენ. მათაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
ავსტრალიაში წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი
ავსტრალიაში სამხედრო წვრთნების (exercise Predators Run) დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ავსტრალიის მელვილის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, სულ 20 ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, წვრთნებში აშშ-დან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან და ინდონეზიიდან 2500 ჯარისკაცი მონაწილეობდა. თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ამერიკელი პერსონალი იმყოფებოდა. ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის შტატში ვერტმფრენი ივლისშიც ჩამოვარდა.
რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1%-ით შემცირდა - ბორელი
აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1 პროცენტით შემცირდა. მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს. ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით. „2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.“ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას. „ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე."
YouTube ახალ ფუნქციას ტესტავს
YouTube მუსიკის მოყვარულთათვის ახალ მახასიეთებელს ტესტავს. პლატფორმამ გამოაცხადა, რომ გამოსცდის ახალი აპლიკაციის ფუნქციას Android ტელეფონებზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სიმღერა სამ წამზე მეტი ხნის განმავლობაში წამღერებით ან ჩანაწერის სხვა მოწყობილობიდან ჩართვით მოძებნონ. ფუნქცია მხოლოდ მომხმარებელთა შერჩეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. Google Assistant-ში ფუნქცია - Hum to Search 3 წლის წინ ამოქმედდა იმ განსხვავებით, რომ სიმღერის ამოცნობას 10-15 წამი სჭირდება.
მოლდოვა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული მოლდოვაში ყოველ წლის 27 აგვისტოს აღინიშნება. თავის მიმართვაში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა არის „იმედის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვეყანა, სახლი ყველა მოლდოველისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“. მან მოლდოველებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ თავიანთი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. შეგახსენებთ, მოლდოვა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მოწადინებულია, ბლოკს 2030 წლისთვის შეუერთდეს. მოლდოვა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს კიშინიოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევით, უკრაინა მოლდოვის უსაფრთხოებასაც იცავს. ქვეყანა, სხვა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან ერთად, იმ დროს საკუთარი მომავლის არჩევაში თავისუფალი გახდა. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოლდოვის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკა გახდა გაეროს წევრი, რითაც მიიღო სახელმწიფოებრიობის აღიარება. 1995 წელს შეუერთდა ევროპის საბჭოს და აიღო ვალდებულებები, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება. ცნობისთვის, 1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მოლდოვის გამოსვლას გულისხმობდა. ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. რუმინული მოლდოვის ოფიციალური ენაა. მოლდოვა — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს რუმინეთსა და უკრაინას შორის. რუმინეთი მას დასავლეთიდან ესაზღვრება, უკრაინა კი, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. დედაქალაქია კიშინიოვი. სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღეს.
რუსული მხარე აცხადებს, რომ კურსკში დრონის შეჯახებამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა
კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის განცხადებით, ქალაქ კურსკის საცხოვრებელ კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა და კორპუსის რამდენიმე სართულზე მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, დაზიანდა იქვე მდებარე სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა. არავინ დაშავებულა.„წინასწარი ინფორმაციით, ღამით, კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად კარლ მარქსის ქუჩაზე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის რამდენიმე მინა დაზიანდა,“ - წერს ოლქის გუბერნატორი. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: შავ ზღვაში დაძაბულობა კვლავ მაღალია
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, შავ ზღვაში დაძაბულობა კვლავ მაღალია, რუსეთისა და უკრაინის საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა ყირიმსა და ოდესას შორის მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზისა და ნავთობის პლატფორმების ირგვლივ. მისივე თანახმად, გასულ კვირას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამხედრო კატერს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით, პლატფორმის მახლობლად მოქმედებდა. „პლატფორმებს მართავს კომპანია „ჩერნომორნეფტეგაზი,“ რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს მიიტაცა. 2022 წლიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა დროდადრო სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს რუსეთის მიერ კონტროლირებად პლატფორმებზე. პლატფორმებზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსები მოიპოვება. თუმცა, „გველების კუნძულის“ მსგავსად, დასავლეთით, ისინი ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემებისა და ვერტმფრენების განლაგებისთვის,“ - წერს ბრიტანული დაზვერვა.
რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფიდან მეხუთე დღეს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა. უწყების ცნობით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება. ამასთან, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. „ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. მათი შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას," - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
ბორის ჯონსონის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილი აჩვენებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს
დიდი ბრიტანეტის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „დეილი მეილზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში. „პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და გარდაცვლილი „ვაგნერელებისადმი“ მისი აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ უბრალოდ „ნათლიის“ ფურცლებიდან აქვს აღებული. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ რჩეულს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი, ტკბება თავისი დაუნდობლობით,“ - აცხადებს ბორის ჯონსონი. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
საპატრიარქო: შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შიომღვიმის მონასტერთან მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი. „როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი, შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები“, – აღნიშნულია განცხადებაში. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარისას არავინ დაშავებულა.
ზელენსკი: ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია, სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში წინა კვირებზე ნაკლები არ იქნება. „უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ. ჩვენი საერთაშორისო აქტივობა წინა კვირებთან შედარებით არანაკლებ ინტენსიური იქნება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი მეომრებისთვის. არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, ასევე განაღმვის აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს.“ ზელენსკის თქმით, უკრაინა გეგმავს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების კრიმინალურ დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკრაინა ამას აფასებს. ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ანალოგიური სანქციების დაწესებაზე. ბავშვების დეპორტაცია, მცდელობა, მშობლიური ქვეყნის სიძულვილი ასწავლონ, რუსული გენოციდური პოლიტიკაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მხრიდან დაგმობას იმსახურებს. მადლობას ვუხდი თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს, რომლებიც გვეხმარებიან სამართლიანობის აღდგენაში. ერთიანი მსოფლიო უფრო ძლიერია, ვიდრე აგრესორი. სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება,“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ შემოდგომა დიპლომატიის თვალსაზრისით დატვირთული იქნება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა უკრაინა დაიცვას მათგან, ვინც მას ასუსტებს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლური სანქციების ქვეშაა. უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას აწარმოებს.
გარემოს სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე სხვადასხვა შემადგენლობის მასა (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერად ჩამოიშალა. „ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები," - ნათქვამია ინფორმაციაში. თავის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია - წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მისივე თქმით, მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. „საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება,“ - აღნიშნა შოთა ლობჟანიძემ. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარისას არავინ დაშავებულა. ინფორმაცია გაავრცელა საპატრიარქომაც.