ძებნის რეზულტატი:

უკრაინისა და პოლონეთის რკინიგზები ერთობლივი გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიციამ“ პოლონურ ოპერატორთან - Polskie Koleje Państwowe Spółka Akcyjna (PKP S.A.) სარკინიგზო კომუნიკაციის განვითარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებმა პირველი 1994 წლის შემდეგ, თანამშრომლობის ასეთ დონეს პირველა მიაღწიეს. შესაბამისი განცხადება „უკრზალიზნიციის“ გამგეობის ხელმძღვანელმა, ევგენ ლიაშენკომ გააკეთა. „ჩვენ ერთად გავაგრძელებთ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლის გაზრდას  ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენს რკინიგზაზე, ასევე უკრაინისა და პოლონეთის ეროვნულ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ლიაშჩენკომ. ხელშეკრულების შესაბამისად, PKP შეიმუშავებს ზომებს უკრზალიზნიციასთან ცალკეული ხელშეკრულებების გასაფორმებლად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვის, სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში. ასევე, ინდივიდუალური ხელშეკრულებების პროექტების შემუშავების მიზნით, მხარეები ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს შექმნიან. ამავდროულად, ორივე მიმართულებით სატვირთო მატარებლების მოვლა-პატრონობა ორივე მხარის ლოკომოტივისა და ლოკომოტივის ეკიპაჟის მიერ 50/50 პარიტეტის დაცვით იგეგმება.  

რუსეთის ოლქებს დრონებით ისევ შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 29 აგვისტოს ღამეს ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანამდე, ასევე 29 აგვისტოს განაცხადა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის თავზე ორი დრონი განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობაში კვლავ უკრაინა დაადანაშაულა, თუმცა კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების შეტევების შესახებ ცნობები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. 28 აგვისტოს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრაიანსკის ოლქში ორი დრონი გაანადგურეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.  ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენაზე ინფორმაციას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენის დეტალებზე წერს. როგორც სააგენტო წერს, მიგრანტები, რომლებიც ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს, 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ შუა ოკეანეში.    „ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით, 28 აგვისტოს 10 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები, მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.   ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი,“ - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.  

რუსეთის შესახებ რომის პაპის სიტყვების გამო, უკრაინის ეკლესია განმარტებას ითხოვს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რომის პაპის სიტყვებს გამოეხმაურა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ წმინდა საყდრისგან განმარტებას ელოდება ნებისმიერი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად. ფოტო: Vatican News, 25 აგვისტო, ტელეგადაცემა რომის პაპ ფრანცისკეს მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდების მე-10 რუსულ შეხვედრაზე უკრაინის ეკლესიის შეფასებით, პაპის სიტყვები შესაძლოა, აღქმული იყოს მხარდაჭერად იმ ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის, რომელიც დღეს უკრაინაში ომის მიზეზად იქცა - ომის, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის ყოველდღე მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე ყოველთვის გმობდა თანამედროვე მსოფლიოში იმპერიალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უკიდურესი ნაციონალიზმის საფრთხეებზე მიუთითებდა. 28 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები შთააგონებს აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტურ ამბიციებს. უკრაინის ეკლესიას იმედი აქვს, რომ პაპის სიტყვები ნათქვამი იყო სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას. მანამდე, რომის პაპი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და „დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებს ონლაინ გამოსვლის დროს უწოდა წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები და განუცხადა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ. ეს სიტყვები წმინდა საყდრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. რომის პაპის ციტატა „დიდი რუსეთის" შესახებ, მოყვანილია პეტერბურგში გამართული შეხვედრის ამსახველ მასალაში, რომელიც რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ვებგვერდზე აიტვირთა.  

მიშელის წინადადებით, 2030 წელი უნდა დაწესდეს ვადად ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელზე მეტია, ელიან

უკრაინაში რუსეთის აგრესიის, და ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის მზარდი გავლენის საფრთხის ფონზე, ევროკავშირმა უნდა გადადგას „გაბედული ნაბიჯი“ და ახალი წევრები 2030 წელს მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა. მიშელის განცხადებით, „მკაფიო მიზანი" უნდა მიეცეთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ელიან. მანვე აღნიშნა, რომ 2030 წელს ევროკავშირის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს. ბოსნია-ჰერცეგოვინას, უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვთ, მონტენეგროს, სერბეთსა და კოსოვოს გაწევრიანებაზე განაცხადი აქვთ შეტანილი. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

უკრაინული მედია: უკრაინელმა სამხედროებმა $200 მილიონის ღირებულების უნიკალური რუსული სარადარო სადგური გაანადგურეს

აგვისტოში, უკრაინის სამხრეთ ნაწილის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსული მობილური სანაპირო სარადარო სადგური, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინულ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსულმა მხარემ ახალი სისტემა ამ წლის ივნისში, სპეციალისტთა ვიწრო წრეში პომპეზურად წარადგინა. შემდეგ, ფარულად გაგზავნეს დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, რათა თვალყური ედევნებინათ უკრაინელების ქმედებებისთვის როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე.“  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მაქსიმალურად ვზრდით იარაღის წარმოების მოცულობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა საკუთარი იარაღის, კერძოდ ჭურვების, დრონების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და მსგავსი წარმოების მაქსიმალურად გაზრდას გეგმავს და სახელმწიფოს ამისთვის ფინანსები აქვს. „დღეს გამართა ცალკე შეხვედრა ჩვენი, უკრაინული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით. მას ესწრებოდნენ სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს, „უკრობორონპრომის" წარმომადგენლები და შიდა წარმოების ხელმძღვანელები. ქვემეხები, რომლებიც დამზადებულია უკრაინაში, ჭურვები, რომელიც დამზადებულია უკრაინაში. დრონები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით წარმოების მოცულობას. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უკეთეს შედეგს მოიტანს, "- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალური ყურადღება შეტევით ოპერაციებს, იარაღით და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას უნდა დაეთმოს. ზელენსკი: უკრაინა სამხედრო წარმოებას კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავების წარმოების გაზრდა, ისევე როგორც მათი მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეტევითი ოპერაციების დროს.  

აშშ-მ იაპონიისთვის ფრთოსანი რაკეტების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიისთვის „ჰაერი-ზედაპირის“ საავიაციო რაკეტების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, საუბარია გაფართოებული დიაპაზონის JASSM-ER-ზე და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვაზე, რომლის ღირებულებაც 104 მილიონ დოლარამდეა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი კონტრაქტორი Lockheed Martin-ი იქნება.  

უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა უნგრეთის საინფორმაციო სააგენტო Index-თან ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ესმის ზელენსკის სურვილის, დაიცვას უკრაინელები. „ომი წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად,“ - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა. ნოვაკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზად იქნება, ჩაერთოს ნებისმიერ პროცესში, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს და თუ მოლაპარაკებები გაიმართება, უნგრეთი აპირებს მასში მონაწილეობას. ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და პირისპირ შეხვედრაც გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ნოვაკი კიევში „ყირიმის პლატფორმის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. „გმადლობთ უკრაინაში ვიზიტისთვის, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტში მონაწილეობისთვის. თქვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ბოლო რეგიონული ვიზიტის მნიშვნელობა ზაკარპატიაში და მისი შეხვედრა უნგრული თემის წარმომადგენლებთან. ორმა პრეზიდენტმა ზაკარპატიის რეგიონში საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების საკითხები განიხილეს. ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინის მიმართ, კერძოდ, რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. ზელენსკიმ განსაკუთრებით აღნიშნა უნგრეთის დახმარება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მკურნალობაში და სამხედრო მედიკოსების მომზადებაში. ზელენსკიმ და კატალინ ნოვაკმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხი. უნგრეთის პოზიცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის ფონზე, ღიად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ის ხშირად აკეთებს უკრაინის მაკრიტიკებელ განცხადებებს.  სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უნგრეთს არ გაუწევია სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ივლისში ევროკავშირმა გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უნგრეთის მოთხოვნით, სიიდან სამი პირი გამოირიცხა. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა

სამხრეთ კორეა 2024 წლისთვის უკრაინის დახმარებას $394 მილიონამდე ზრდის, რაც წლევანდელთან შედარებით, 8-ჯერ მეტია

სამხრეთ კორეა უკრაინას მომავალ წელს 520 მილიარდ კორეულ ვონს (394 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რაც წლევანდელთან შედარებით, 8-ჯერ მეტია. Reuters-ის ცნობით, დახმარების პაკეტში 130 მილიარდი გათვალისწინებულია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 260 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიყოფა, კიდევ 130 მილიარდი ვონი კი, უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გადაეცემა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა. სამშაბათს იუნ სუკ იოლმა ასევე გამოაცხადა სამხრეთ კორეის ოფიციალური დახმარება სტრატეგიული ტერიტორიებისთვის, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკის ჩათვლით, 1,4 ტრილიონ ვონიდან 2 ტრილიონ ვონამდე (1,51 მილიარდი დოლარი). მედია: იაპონია ექვს ქვეყანას $34,2 მილიონის სამხედრო დახმარებას შესთავაზებს  

ISW: რუსეთი „ელიტური დანაყოფის“ ნაკლებობას განიცდის

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთი ელიტური ქვედანაყოფების ნაკლებობას განიცდის, რომლებსაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევების წარმოებისას ეყრდნობოდა. ISW-ის ცნობით, რუსი სამხედროები სწრაფად ათავსებენ ელიტარულ მედესანტებს წინა ხაზზე, სადაც უკრაინის კონტრშეტევითი ჯარები არიან კონცენტრირებულნი. 27 აგვისტოს ელიტური რუსული საჰაერო ქვედანაყოფი სავარაუდოდ, რობოტინოში ლუგანსკის ოლქიდან გადაიყვანეს. უკრაინულმა ძალებმა რობოტინო 28 აგვისტოს გაათავისუფლეს. ISW-მ განაცხადა, რომ ამ დანაყოფების ხშირი გადანაწილება მიუთითებს იმაზე, რომ მათი სიმძლავრე სავარაუდოდ, მცირდება. „ამ ძალების დეგრადაცია, სავარაუდოდ, შეასუსტებს რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს რთული თავდაცვითი ოპერაციები და თითქმის აუცილებლად შეაფერხებს რუსეთის ნებისმიერ განზრახვას, განაახლოს შეტევითი ოპერაციები მასშტაბურად,“ - წერს ISW. მისივე თანახმად, ასეთი ოპერაციები ადრე დიდწილად იყო დამოკიდებული „ელიტურ ქვეითებზე, რაც ახლა რუსეთს მოაკლდა. 28 აგვისტოს მოხსენებაში მოყვანილია უკრაინელი ოფიციალური პირების კომენტარები, რომ რუსეთმა გარკვეულწილად შეავსო სარაკეტო არსენალი, მაგრამ 2022-2023 წლების ზამთრის შეტევის მსგავსი მასშტაბის კამპანიის განხორციელების უნარი არ აქვს. „რუსულმა ძალებმა 2022 წლის შემოდგომასა და ზამთარში საჰაერო კამპანიის დროს, დარტყმები 100-მდე რაკეტით, ერთი დარტყმის სერიისას განახორციელეს. მათი სარაკეტო არსენალის ზღვრული შევსება, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთს ამ მასშტაბის საჰაერო კამპანიასთან მიახლოებაში,“  - წერს ISW.თუმცა ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ მომავალი რუსული კამპანიები შეიძლება, ნაკლებად დაეყრდნოს რაკეტებს და უფრო მეტად მაღალი სიზუსტის დრონების იერიშზე კონცეტრირდეს.

წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს აქვეყნებს.  შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლებ, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. დღეს, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გორგოძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. „პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება. შეგახსენებთ, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა - 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა - 754; რუსული ენა - 15; გერმანული ენა - 19; ფრანგული ენა - 2; მათემატიკა - 510; ისტორია - 796; გეოგრაფია - 29; ბიოლოგია - 228; ქიმია - 60; ფიზიკა - 40; ლიტერატურა - 52; ხელოვნება - 7; სამოქალაქო განათლება - 114. შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში. აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ,” - აღნიშნა სოფიო გორგოძემ. სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.  

კარასინის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებმაც აღიარონ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ „რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ." „სამხრეთ ოსეთში“ ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ვიზიტისას მან განაცხადა, რომ „რუსეთმა უზრუნველყო და გააგრძელებს „სამხრეთ ოსეთის“ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სახელმწიფო მშენებლობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში." „საკითხი მარტივი არ არის, რადგან დასავლეთი საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, აღიარება იქნება. „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია,“ - განაცხადა კარასინმა. 15 წლის წინ, ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის ეს გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ გაიზიარეს. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ასევე ჰქოკნდათ ვანუატუსა და ტუვალუსაც. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყავნის მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელი შეარჩია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელად ვეტერანი დიპლომატი და ამჟამად აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ოფისში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, მარკ ბაქსტერ ლამბერტი შეარჩია. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ლამბერტს ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილედ დანიშნავენ. ეს პოსტი რიკ უოტერსმა ივნისში დატოვა. ლამბერტი მანამდე იაპონიის, კორეისა და მონღოლეთის საკითხებზე, ასევე ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და წყნარი ოკეანის კუნძულებთან ურთიერთობების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეც იყო. ორი ვადის განმავლობაში ასევე მუშაობდა პეკინში, ამერიკის საელჩოში. ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი ჰანოიში 10 სექტემბერს, ინდოეთში დაგეგმილი G20-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჩავა. „ვაშინგტონს ჰანოისთან ურთიერთობების განახლება სურს, მას რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც აშშ-ის ურთიერთობები პეკინთან სულ უფრო დაძაბულია. ვიეტნამმა, ამავდროულად, უნდა აწონ-დაწონოს თავისი ძლიერი მეზობლის რეაქცია, რადგან ჩინეთი უფრო დამაჯერებელი ხდება,“ - წერს Reuters-ი. აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა. ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO  

მედვედევი ამჯერად აპოკალიფსის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მორიგი მუქარანარევი გზავნილებით გამოდის. უკრაინის მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმებთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის „იურიდიულად მნიშვნელოვან“ მტკიცებულებას წარმოადგენს. მედვედევი აცხადებს, რომ თუ უკრაინამ დასავლეთს მართლაც შეუთანხმა ყირიმზე დარტყმები, ეს რუსეთს აძლევს საშუალებას იმოქმედოს jus ad bellum-ის (ომის უფლება) ფარგლებში NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. „აპოკალიფსის წინასწარმეტყველება სულ უფრო ახლოსაა,“ - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“. მას მოჰყავს 3 ციტატა. ახალი აღთქმიდან იოანე მოციქულის გამოცხადების მეცხრე თავიდან: „იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი და ვერ ჰპოვებენ, ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ". ასევე - ლენინის ციტატა: „ჩვენ ვახსოვართ, სანამ სხვას ხელს ვუშლით“ და ნიკიტა ხრუშჩოვის ციტატა: „მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენ მხარესაა. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული საშუალებებით, მაგრამ ეს შეუძლებელია სამხედრო ოპერაციების გარეშე. დაზვერვის უფროსს ასევე მიაჩნია, რომ სანამ თავდაცვის ძალები მიიწევენ ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს. უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა. „ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

კელი დეგნანი მისიის დასასრულს, ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს მიმართავს

თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც აშშ ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოში მისია დაასრულა. მისი წერილი ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა. Europetime ელჩის რანგში დეგნანის ბოლო მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.   „ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა.     აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა. შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ. რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.   ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში.   როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში":   „გარდმომევლინა ყოვლად შემძლები ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა, აღმიფრთოვანა მან ოცნებები და განმიწმინდა ხედვა და სმენა."   უსაზღვრო მადლიერებით, კელი დეგნანი აშშ-ის ელჩი საქართველოში   ასევე გაეცანით: ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის  

თავდაცვის სამინისტრო: შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოს დროს, ეროვნული გვარდიის უფროსი ინსტრუქტორი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო.   2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.   თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს,“ - წერია თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში.    

უკრაინამ 84 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში ომის დროს დაღუპული 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს. ინფორმაცია ტელეგრამის საშუალებით დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებულმა, ოლეჰ კოტენკომ გაავრცელა. „დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად," - წერს კოტენკო. 4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 44 დუკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიბრუნა. მანამდე 14 ივლისს კიდევ 62 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს უკრაინაში.  

ლიეტუვა ბალტიის ზღვაში წვრთნებს ჩაატარებს

ლიეტუვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე NATO-ს საარტილერიო წვრთნები ჩატარდება. იტყობინება ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური. „29-30 აგვისტოს კაირიუს საწვრთნელ მოედანზე (კლაიპედას რაიონი) ლიეტუვაში დისლოცირებული NATO-ს მოწინავე ძალების საბრძოლო ჯგუფის წვრთნები ჩატარდება, რომლის დროსაც, საბრძოლო ჯგუფის კუთვნილი საარტილერიო ქვედანაყოფი ბალტიის ზღვაში სროლას განახორციელებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში. საარტილერიო წვრთნები ბალტიის ზღვაში მდებარე სამიზნეებზე სროლით, ლიეტუვაში ბუნდესვერის სამხედროების მიერ ჩატარდება. „29 აგვისტოს და 30 აგვისტოს კაირიაის ზოლიდან 155 მილიმეტრიანი PzH 2000-ის ტიპის ჰაუბიცებიდან სროლა განხორციელდება ბალტიის ზღვის სანაპიროდან 15-25 კმ-ში მდებარე სამიზნეებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  ბალტიის ზღვაში წვრთნების დროს ნავიგაცია შეიზღუდება და საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება.