ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირმა სასაზღვრო პოლიციას 2.25 მილიონი ლარის ღირებულების სატვირთო ავტომანქანები გადასცა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790,000 ევროს (2.25 მილიონი ლარი) ღირებულების სატვირთო ავტომანქანები შეისყიდა. ევროკავშირის შეფასებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელს ნიკოლას სენდროვიჩს და IOM-ის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს. ევროკავშირის განცხადებით, მოკლე შასის მქონე 10 სატვირთო ავტომანქანის გადაცემა, რომელსაც შეუძლია რთულად მისასვლელ ადგილებამდე მიღწევა, დადებითად აისახება სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებზე მწვანე საზღვარზე მყოფი მესაზღვრეების მომარაგების კუთხით. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ავტომანქანების გამოყენება შეამცირებს მომარაგების ხარჯებს და გაზრდის მწვანე საზღვარზე არსებული სასაზღვრო დანაყოფების ლოჯისტიკურ გამართულობას და ეფექტიანობას. პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ IOM, ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს. პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობაზე მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში. აღნიშნული პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს მიგრაციის და საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.  

ოდესის საკათედრო ტაძრის რესტავრაციაში იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან

უკრაინამ და იტალიამ ოდესის საკათედრო ტაძრის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იტალიის ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის თქმით, ტაძრის რესტავრაციაში საუკეთესო იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან. „ეს არის მკაფიო კულტურული და პოლიტიკური გზავნილი უკრაინისთვის," - განაცხადა ტაიანიმ. უფრო ადრე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ფერისცვალების საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში. ხსენებული ტაძარი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.  

ხარკოვში პირველი მიწისქვეშა სკოლა აშენდება

უკრაინაში, ომის გამო, ბევრი სკოლა იძულებულია, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში აწარმოოს. ხარკოვმა წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებამდე მეტროსადგურებში, დაახლოებით, 60 ცალკე საკლასო ოთახის მოწყობა მოახერხა და 1 000-ზე მეტი ბავშვისთვის იქ სასწავლო სივრცე შექმნა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მოსახლეობა 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 1.4 მილიონს აჭარბებდა. ახლა უკრაინის ქალაქ ხარკოვში ქვეყანაში პირველი სრულად მიწისქვეშა სკოლა აშენდება, რათა მოსწავლეები რუსეთის ხშირი დაბომბვისა და სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვან. „ასეთი თავშესაფარი ათასობით ხარკოველ ბავშვს საშუალებას მისცემს, განაგრძოს განათლების უსაფრთხოდ მიღება სარაკეტო საფრთხის დროსაც კი,“ - განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკვგვერდზე გავრცელდა. "ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით დაპირების არშესრულება იყო;მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10-წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს.  

მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ USAID-ის მიმართ საქართველოში გამოთქმულ ბრალდებებს. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა შეკითხვას ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა. აშშ-ის საელჩო: დღეს გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს „მე არ მინახავს ეს კონკრეტული კომენტარები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთადერთი ჩართულობა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში, არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ. არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ისინი უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. ეს კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში  

ავსტრალიური კომპანია უკრაინაში დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის

ავსტრალიური კომპანია უკრაინაში Slinger-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ შექმნილი ავსტრალიური სისტემის შეძენას უკრაინა მცირე თანხებით შეძლებს. ავსტრალიური თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Electro Optic Systems (EOS) უკრაინას Slinger-ის „დრონების მკვლელის” სისტემას გადასცემს. უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა უკრაინას დაეხმარება უკეთ დაიცვას საჰაერო სივრცე. „ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დრონების გამოყენებით შეტევების რაოდენობის ზრდას, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დრონების წინააღმდეგ იმ სისტემების ტიპები, რომლებიც დღეს გამოიყენება ძალიან ძვირია,”- განაცხადა ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენელმა, მეტ ჯონსმა.  

რეინჯერებმა საპარაშუტო კურსი დაასრულეს

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი ოთხკვირიან სწავლებას მოიცავდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს NATO-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი

ბათუმში ისტორიული პროცესი იწყება. ისტორიაში პირველად, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში უკვე ჩავიდნენ. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იცავენ. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: სხდომაზე ზურაბიშვილის არდასწრების საკითხს დისკუსია მოჰყვა რას ამბობს პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით დაპირების არშესრულება იყო;მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10-წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ აქვს. რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით სტრატეიული პარტნიორის გამოხმაურება 25 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ. „ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა განუსაზღვრა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა ვედანტ პატელმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს.  

123 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტე 2 პირი დააკავეს

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ. ,,დირსის დასახლებაში“ სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას ჰპირდებოდნენ, ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული ბინები იპოთეკით უკვე ჰქონდათ დატვირთული, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  

რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი

გაეროს გუნდმა, რომელიც მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა, ვერ ნახა სამოქალაქო ინფრაქტრუქტურის რაიმე დაზიანების ფაქტი. Reuters-ის ცნობით, განცხადება ამის შესახებ  გაეროს წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა გააკეთა. „ჩვენი კოლეგები გაოცებულნი დარჩნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სახლებიდან უეცარი გაქცევით...“ - განუცხადა დუჟარიკმა ჟურნალისტებს. „მათ არ შეხვედრიათ არავითარი ცნობა - არც ადგილობრივი მოსახლეობისგან და არც სხვებისგან, ძალადობის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ,” - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა. ყარაბაღის დაახლოებით 120,000 მცხოვრებიდან ტერიტორია თითქმის ყველამ დატოვა.   სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.  

რას ამბობს პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარში განაცხადა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება.“ „რაც იქნება იქნება და ყველაფერი კარგად იქნება,“ - განუცხადა მან „ტვპირველს.“ ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ლიეტუვაში ვიზიტის დროს, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვას, ვიზიტი ლიეტუვაში საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა, ზურაბიშვილი პასუხობს:  „ფაქტია, იცით უკვე. არა, საქართველოს მთავრობის მხრიდან არ იყო თანხმობა, ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო. ვფიქრობ, ამ დროისათვის, ყველანი - პრეზიდენტი, ხელისუფლება, პარლამენტის წევრები, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ რაც შეგვიძლია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს, რათა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მე ამას ვაკეთებ. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დამარწმუნებელი სამუშაო არის ის, რაც უნდა გავაკეთო. მე ჩემ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მივიჩნევ.“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - განახლებადი  

სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“  

შვეიცარია NATO-ს საჰაერო წვრთნებში ერთვება

შვეიცარია იტალიაში NATO-ს საჰაერო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ცნობით, შვეიცარიის არმია 45 ჯარისკაცს გააგზავნის და ხუთი F/A-18 თვითმფრინავის გამოყენებით შვეიცარიელი პილოტები ცოდნას გაიღრმავებენ და მონაწილე სახელმწიფოებთან გამოცდილებას გაცვლიან. NATO-ს საჰაერო წვრთნები სამხრეთ იტალიაში ოქტომბერში გაიმართება და იგი სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. საერთო ჯამში, მასში ცამეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავით, 15 ვერტმფრენითა და 1500 ჯარისკაცით. შვეიცარია, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, საჰაერო წვრთნებში NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PPP) პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.  

სომხეთმა დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც მას პუტინის დაკავებას დაავალდებულებს

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, საკითხი სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა წარადგინა. ლავროვი სომხეთს დაემუქრა სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. 

საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები იმართება

3 ოქტომბერს თბილისში იმართება ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის. საქართველოს მხრიდან ერთობლივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია მასპინძლობს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირება და ერთიანი დღის წესრიგის შექმნა საერთო ინტერესის საკითხთა ირგვლივ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელმაც მეტი დატვირთვა შეიძინა მას შემდეგ, რაც მოხდა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭება და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლება გაფართოების პაკეტში. გარდა მთავარი დღის წესრიგისა, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ მათი ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღებულ გამოცდილებას და უპასუხებენ სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს. ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის პირველად ქ. თბილისში 2022 წლის 15-16 დეკემბერს გაიმართა.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტი: სხდომაზე ზურაბიშვილის არდასწრების საკითხს დისკუსია მოჰყვა

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის საქმის განხილვას არ ესწრება. მის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იცავენ. „იმედი მაქვს, სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებს. ტურავა დაინტერესდა, იციან თუ არა იურისტებმა საიმპიჩმენტო წარდგინების არამხოლოდ იურიდიული მხარე, არამედ იმ ვიზიტების დეტალები, რაზეც წარდგინების ტექსტშია საუბარი. „საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები მოგავლინათ. კანონიდან გამომდინარე სასამართლო იკვლევს იმ საკითხებს, რაზეც წარდგინების ავტორები დავობენ. ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილია იმ ვიზიტების შინაარსი, რაზეც შეიძლება დღევანდელ სხდომაზე შეიძლება შეკითხვები დაისვას? შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს წარდგინების ტექსტს? ამასთან, თქვენ წარმოადგენთ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც, ალბათ, უფრო კარგად იცნობს ვიზიტების დეტალებს, არამედ ხართ კვალიფიციური იურისტები, მაგრამ უფრო სამართლებრივი საკითხები იცით, ვიდრე დეტალები ამ ვიზიტების - თუ შეხვდით ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტს და შეგიძლიათ სასამართლოს სრულყოფილად მოახსენოთ ის, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს,“ - განაცხადა ტურავამ. ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], - განაცხადა საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა. კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია. „რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - განახლებადი  

აშშ ჩინეთს განახლებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა პეკინი მისი გეგმების შესახებ, რომ ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვებს განაახლებს. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.  ჩინეთს შეტყობინება ვაშინგტონმა უკვე გაუგზავნა. ექსპორტის კონტროლს ვაჭრობის დეპარტამენტი ზედამხედველობს. შეზღუდვის განახლების მიზანია, ჩინეთს შეეზღუდოს წვდომა ჩიპების დამზადების უფრო მეტ ინსტრუმენტზე,“ აცხადებენ წყაროები. შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და იაპონია, რომლებიც ერთად მსოფლიოში საუკეთესო ჩიპების მწარმოებელ აღჭურვილობას აკონტროლებენ, კოორდინაციაზე ამ წლის დასაწყისში შეთანხმდნენ. აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია „ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადაჭარბებას და ექსპორტის კონტროლის ზომების ბოროტად გამოყენებას ჩინური საწარმოების უსაფუძვლოდ შეფერხების მიზნით,” - განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ პენგიუმ. ბაიდენმა 10 აგვისტოს მოაწერა ხელი  აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. შეზღუდვა შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს.

რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება განახორციელა და მისი გადაწყვეტილებების შესრულების პირობა დადო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი გააფრთხილა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება. სომხეთმა დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც მას პუტინის დაკავებას დაავალდებულებს სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.   

პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია მშვიდობის მხარდაჭერა. შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში − მარკ კლეიტონი, ინგლისის ეკლესიის ეროვნული მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში − ჯერემი მორისი, ინგლისის ეკლესიის მშვიდობის დესპანი − ჯეიმს მეგორანი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

ფინეთმა სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულო დახურა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალურმა საკონსულომ, რომელსაც ივლისში მოსკოვმა ლიცენზია შეუჩერა, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან მუშაობა შეწყვიტა. პირველი სექტემბრიდან ყველა საკონსულო და მიგრაციული საკითხი მოსკოვში ფინეთის საელჩომ გადაიბარა. სანკტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულო 1923 წლიდან ფუნქციონირებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საემიგრაციო საკითხებში ფინეთის საზღვართან სიახლოვის გამო. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში რუსეთმა ფინეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშები გაყინა და მოგვიანებით 9 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ფინეთი რუსეთის კიდევ ერთი საკონსულოს დახურვის საკითხს განიხილავს