ძებნის რეზულტატი:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიკოლაივში რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო ქსელი გამოავლინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ომის დროს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო ქსელი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციისას მიკოლაივის რეგიონში ოკუპანტების 13 ინფორმატორი დააკავეს. ყველა მათგანი რუსული FSB-სთვის მუშაობდა და აგროვებდნენ ინფორმაციას სამხრეთ რეგიონის ტერიტორიაზე, უკრაინის თავდაცვის ძალების ბაზებისა და გადაადგილების შესახებ. უკრაინული მხარის ცნობით, აღნიშნული პირების ხელმძღვანელობით დაარტყეს 2022 წლის შემოდგომაზე რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში მდებარე მაღალსართულიან შენობას S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემით, რომლის დროსაც დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. სპეცოპერაცია მიკოლაევის რეგიონში SBU-ს თანამშრომლებმა რეგიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით ჩაატარეს.  

სამმხრივი შეთანხმება: უკრაინულ მარცვლეულს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის პორტში შეამოწმებენ

ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, კლაიპედას პორტში გადაინაცვლებს. შეთანხმე გავრცელდება ამ პორტისკენ მიმავალ ყველა სასოფლო-სამეურნეო ტვირთზე. შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეთანხმება პოლონეთის გავლით ტრანზიტს დააჩქარებს. „ჩვენ შევთანხმდით მნიშვნელოვან საკითხზე. ოთხშაბათიდან, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ტრანზიტით ლიეტუვას გაივლის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში გადაინაცვლებს," - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. თავის მხრივ, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში განმარტავენ, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეთავაზებას ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის პორტში გადატანასთან დაკავშირებით.  

ბელორუსმა ქვეყნის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა

ბელორუსმა ქვეყნის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. - ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, მინსკისა და ვიტებსკის რეგიონებში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილება. ასევე, შემოწმების დროს, მოსალოდნელია, რომ სახმელეთო ჯარების მოქმედებების მხარდასაჭერად ბელარუსი ავიაციასაც გამოიყენებს. ინსპექტირება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მზადყოფნას სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. შემოწმება 3 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით დაიწყო.  

ბრიტანელი მინისტრის თქმით, უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად დაამარცხა - მედია

უკრაინის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე გამოიწვია რუსეთის საზღვაო ძალების "ფუნქციური დამარცხება" შავ ზღვაში, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ 3 ოქტომბერს, ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე, იუწყება Ukrainska Pravda. ჰიპიმ აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალები ახლა „იძულებულნი არიან, გაიფანტონ პორტებში, საიდანაც მას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინაზე. „ეს საზღვაო გამარჯვება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის მოულოდნელი კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში 2022 წლის შემოდგომაზე,“ განაცხადა მინისტრმა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული, მთელი რიგი მასშტაბური თავდასხმები განიცადა ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის დარტყმები სამეთაურო პუნქტზე 20 სექტემბერს და მის შტაბ-ბინაზე 22 სექტემბერს.  

ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მან კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, ჟენევის დისკუსიების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. „თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. ამის იმედი მაქვს,“ - თქვა მან. ბჟანიას თქმით, აფხაზეთს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან." „თუ ქართული სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ჩვენ სამომავლოდ ასევე განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს,“ - აღნიშნა ბჟანიამ.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, თუ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ხმის ამოღება და შეხვედრა 52-ე მუხლით რეგულირდება, მაშინ ცერემონიული თუ პროტოკოლური ხასიათის წერილების გაგზავნაზეც მთავრობის თანხმობა უნდა იყოს საჭირო, რასაც პროცესი აბსურდამდე მიჰყავს. ამის შესახენ მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხადებული. „პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ. ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ გამოვა და იტყვის - „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო“. ოღონდ შემდეგ უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, განაცხახდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში:  „ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე. საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს. ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება, მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა," განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. „როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს ყველაფერს გავცემთ შესვენების შემდგე," განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - პირდაპირი „რა თქმა უნდა, არსებობდა პოლიტიკურ საფუძველიც, პოლიტიკურ-კონსტიტუციური, რომ მთავრობას არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისთვის ამ ვიზიტების განხორციელებაზე. მთავრობას არგუმენტაცია არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური არგუმენტები არსებობდა. მთავარი არგუმენტი რა არის - პრეზიდენტს და მთავრობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გახმოვანდა პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი მობრძანებული იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მთავრობა მიდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში და საუბრობს 12-დან თითოეული პუნქტი, რა ფორმით და ხარისხით არის განხორციელებული, ამ დროს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტი მხოლოდ ფორმალურად სრულდება,“ - განაცხადა კობახიძემ პროცესის მიმდინარეობისას. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. კობახიძემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას. „მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით,“ - აღნიშნა ირალი კობახიძემ.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა სომხეთში ჩავიდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატრინ კოლონას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიღებს. ასევე მოსალოდნელია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. აღსანიშნავია, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს კოლონას პირველი ვიზიტია. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი  

აშშ და დანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებას გააძლიერებენ

შეერთებულმა შტატებმა და დანიამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში კიბერმდგრადობის შესაქმნელად პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს. უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დანია ამ საქმიანობისთვის 2,8 მილიონ დოლარს (20 მილიონი DKK) გაიღებს.  „უკრაინის კიბერ შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია ქვეყნის ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, რუსეთის ომის შედეგად გაზრდილი კიბერშეტევების ფონზე. მე მივესალმები დანიის $2,8 მილიონის ინვესტიციას და მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას, რათა უკრაინამ შეძლოს, გაუძლოს რუსეთის კიბერ აგრესიას,“ - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა. აშშ კიბერუსაფრთხოების მდგრადობას USAID-ის პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.  

პენტაგონმა მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადასაცემად

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, დუგ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის არმია მზადაა, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გაგზავნოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს. აშშ-ის არმია დიდი ხანია, მზადაა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და რომ შეერთებული შტატები მზად არის „სწრაფად იმოქმედოს.“ „ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, როდესაც და თუ პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს,” - აღნიშნა დუგ ბუშმა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია  

აშშ-მ და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, აშშ-მა და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „საზღვაო სასწავლო აქტივობა „Sama Sama 2023” არის აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის საზღვაო წვრთნების მეშვიდე და უდიდესი ეტაპი, რომელშიც მონაწილეები ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და მალაიზიიდან შეუერთდებიან აშშ-სა და ფილიპინებს,“ - აღნიშნულია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში. „ტაგალურ ენაზე „Sama Sama" არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს „ერთად" და არ არსებობს უკეთესი ფრაზა ამ წვრთნების სულის აღსაწერად," - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა, შონ ლუისმა. წვრთნები მანილასა და პეკინს შორის იმ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიულ დავებს უკავშირდება. ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია  

მთავრობამ პრეზიდენტს უარი განუცხადა ბაზელში, ფიროსმანის გამოფენაზე დასწრებაზეც - ჩუგოშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც მაია კოპალეიშვილთან ეთად იცავს პრეზიდენტის ინტერესებს, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს ეუბნებოდა კულტურული სახის ღონისძიებებზეც, მაგალითად, პრეზიდენტმა უარი მიიღო ბაზელში ფიროსმანის გამოფენაში დასწრებაზე. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - პირდაპირი „მას ასევე უარი უთხრა მთავრობამ ისეთი ცერემონიული ტიპის ვიზიტებზე, როგორიც არის ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. ეს გამოფენა სხვათა შორის პრეზიდენტის ძალისხმევით შედგა და მისი წინა ვიზიტის დამსახურებაა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 16 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Fondation Beyeler-ის გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრამდე და წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი. ფიროსმანის  გამოფენა Fondation Beyeler-ისა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (Humlebæk) ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს ცნობისთვის, ამავე სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს.“ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ბუჩასა და ირპინში ჩავიდა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური სამუშაო ვიზიტით კიევის რეგიონს ეწვია. მან მოინახულა კიევის გარეუბნები ირპინი და ბუჩა, ქალაქები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ აქტიური საომარი მოქმედებების დროს. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მინისტრმა ჰოსტომელის გზატკეცილი დაათვალიერა, სადაც საცხოვრებელი სახლებისა და გზის აქტიური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან დაათვალიერა კერძო სახლების ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის ადგილი. ბუჩაში თავდაცვის მინისტრმა წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის და ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესია და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა. „ეს არის ჰანო პევკურის მეორე ვიზიტი კიევის რეგიონში. მისი პირველი ვიზიტი გასული წლის ივნისში გაიმართა“ - ნათქვამია კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ესტონეთის თავდაცვის მინისტრს რეგიონში ვიზიტისას თან ახლდა კიევის რეგიონის გუბერნატორი მიხაილო იემეც.  

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის გადასინჯვის შესახებ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის სპეციალური ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ევროპარლამენტმა 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური პროგრამის შუალედურ განხილვაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში შესული ცვლილებები ფოკუსირებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე, ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიისა და სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სახის კრიზისებზე ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფაზე.  

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ შექმნა პრობლემები. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ხორეთში მდინარემ დროებითი გზა წაიღო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. როგორც “გურია ნიუსს” მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა, უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხოლო ერკეთის საბავშვო ბაღი სველი წერტილის გარეშე დარჩა. „ძლიერი წვიმის შედეგად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ზიანი მიადგა. მაგალითად, ხიდისთავში  მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ლოკაცია წიფნაგვარას და ზენობნის მიმართულებით ჩაკეტილია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო. ასევე, პრობლემები შეგვექმნა გუთურსა და ერკეთში. რამდენიმე ლოკაციაზე მიწა ჩამოიშალა გუთურში, რის შედეგადაც, პრობლემები შეექმნა რამდენიმე  ოჯახს. ასევე, ერკეთში გვაქვს კიდევ სამი ადგილი, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა. მაგალითად, ერკეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი წაართვა, მიწა ჩაშალა. პრობლემები შეიქმნა ასევე ხევში. რამდენიმა ოჯახი იქაც ჩაიკეტა. ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ რიგში, სამუშაოს ვახორციელებთ იქ, სადაც ჩაკეტილია სოფლები, ოჯახები, მოსახლეობა. შემდეგ, უკვე თუკი სადმე  სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შეექმნა პრობლემა,  დავიწყებთ იმის აღდგენას,” განაცხადა მერმა. სტიქია იყო აჭარაშიც. შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამასთან, ბათუმის მერიის ცნობით, იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები. მათივე ინფორმაციით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა მსუბუქად ჩამოიშალა. „მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

USAID: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში

USAID აცხადებს, რომ ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID „ამაყობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და GREDA-სთან პარტნიორობით ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის იწყებს მენტორობის პროგრამას.“ „ეს არის USAID-ის ძალისხმევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში, რაც თავის მხრივ საქართველოს აძლევს საშუალებას შექმნას თანამედროვე, უსაფრთხო, სუფთა და ევროპაში ინტეგრირებული ენერგო სექტორი. ღონისძიების მთავარი თემები იყო განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მენტორობის პროგრამის დაწყება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მენტორების დახმარებას უკეთ აღიქვან კარიერული შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში. ღონისძიებას დაესწრნენ USAID-ის, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების და ენერგო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს , გაზაფხულზე ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მონაწილე მომავალ ლიდერებს გადაეცათ სერტიფიკატები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში  

USAID იწყებს სამენტორი პროგრამას, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად

USAID-მა წარადგინა სამენტორი პროგრამა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ ღონისძიებას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთიკაში უმასპინძლა. USAID-ის ცნობით, სამენტორო პროგრამა ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რათა წარმატებული და გამოცდილი მენტორებისგან შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღონ. USAID აცხადებს, რომ ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID „ამაყობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და GREDA-სთან პარტნიორობით ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის იწყებს მენტორობის პროგრამას.“ „ეს არის USAID-ის ძალისხმევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში, რაც თავის მხრივ საქართველოს აძლევს საშუალებას შექმნას თანამედროვე, უსაფრთხო, სუფთა და ევროპაში ინტეგრირებული ენერგო სექტორი. ღონისძიების მთავარი თემები იყო განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მენტორობის პროგრამის დაწყება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მენტორების დახმარებას უკეთ აღიქვან კარიერული შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში. ღონისძიებას დაესწრნენ USAID-ის, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების და ენერგო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს , გაზაფხულზე ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მონაწილე მომავალ ლიდერებს გადაეცათ სერტიფიკატები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

ადმირალ ბაუერის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით NATO-ს სამხედრო გეგმა 4500 გვერდს აღწევს

NATO-მ რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზადება უკრაინის მასშტაბურ ომამდე, 2008 წელს დაიწყო. NATO მზადაა, დაუპირისპირდეს სულ უფრო აგრესიულ რუსეთს, განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა.„NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის თავიდანვე ემზადებოდა - უკრაინაში ომის დაწყებამდე, 14 წლით ადრე. ჩვენი სამხედრო გეგმები რუსეთთან დაკავშირებით, 4500 გვერდს აღწევს," - აღნიშნა ადმირალმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას. ბაუერმა ასევე ახსენა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს და რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წელს: მისი თქმით, NATO-სა და რუსეთს შორის პარტნიორობა 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა." „ფაქტობრივად, 2008 წლიდან სამხედროებმა დაიწყეს მუშაობა კოლექტიური თავდაცვის პრინციპებთან მიმართებით. ეს აუცილებელი იყო რუსეთის ქცევის შედეგად, რომელიც NATO-ს პარტნიორი იყო 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ იყო საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014-სა და 2022 წლებში. NATO-ში ყველაზე დიდი ცვლილება იყო მზადება [დაპირისპირებისთვის] სულ უფრო აგრესიულ მტერთან,“ - განაცხადა ბაუერმა. მისი თქმით, NATO-მ სამხედრო სტრატეგიის შეცვლა 2019 წელს დაიწყო, რამაც ბიძგი მისცა დეტალური სამხედრო გეგმების შექმნას, რომელიც დამტკიცდა ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტზე ივლისში, ვილნიუსში. მან გაიხსენა, რომ უკვე 2015-2016 წლებში ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის საბრძოლო ჯგუფი განათავსა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, ბრიგადებად სწრაფი გადაქცევისთვის. ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters  

უკრაინამ ნავთობისა და გაზის სამი ჩინური უმსხვილესი კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) ცნობით, ჩინეთის ნავთობისა და გაზის სამი უმსხვილესი კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაემატა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთში საქმიანობით, ჩინური კომპანიები ხელს უწყობენ ომის დაფინანსებას. ეენი არიან: ჩინეთის ეროვნული ოფშორული ნავთობის კორპორაცია (CNOOC Group), ჩინეთის პეტროქიმიური კორპორაცია (Sinopec Group) და ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (CNPC). CNOOC Group არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიდიდით მესამე ეროვნული ნავთობკომპანია CNPC-ისა და Sinopec-ის შემდეგ და არის უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. Sinopec Group არის სიდიდით მეორე სახელმწიფო კომპანია ჩინეთში, რომელიც დაკავებულია წიაღისეული საწვავის მოპოვებითა და სპეციალიზირებული ნედლი ნავთობის გადამუშავებაში. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის უმსხვილესი კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანია ნავთობისა და გაზის წარმოებაში.  

ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ფინეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა. მისი თქმით, ფინეთმა უკრაინის დახმარებაში წვლილი თითქმის 2 მილიარდი ევროთი უკვე შეიტანა. გასულ კვირას ვალტონენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გადაიქცევა მშვიდობიან დემოკრატიად და დასავლეთი უნდა მოემზადოს ყველაზე უარესისთვის.  

სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

NATO-ს ლიდერებმა ვიდეოზარი გამართეს. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მასპინძლობდა. შესაბამის პოსტს ალიანსის გენმდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ ომს, ჩვენ ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება,“ - წერს სტოლტენბერგი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გარკვეული კონტექსტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“