ძებნის რეზულტატი:
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას 4 ოქტომბერს გააგრძელებს. პროცესში 11:00 საათზე განახლდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
ჯო ბაიდენი: „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობამ დაპირება უნდა შეასრულოს და უკრაინისთვის დახმარების გადაცემა უზრუნველყოს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში „რესპუბლიკელებს“ მოუწოდებს , „პირობა შეასრულონ“ და უკრაინისთვის დახმარებას მხარი დაუჭირონ. „სპიკერმა მაკკარტიმ და წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობამ დაპირება უნდა შეასრულონ და დახმარების გადაცემა უზრუნველყონ უკრაინისთვის, რომელიც თავს იცავს. შეუცვლელი ერი ვართ მსოფლიოში - მოდით, შესაბამისად ვიმოქმედოთ,” - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8097 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0162 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.
ანა ლიურმანი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააგრძელონ რეფორმები და აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, გააგრძელონ რეფორმები. ლიურმანის თქმით, იმედია, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწევს. „ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ გაერთიანებას უფრო ძლიერს და უკეთესს გახდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროგრესს მიაღწევს რეფორმების გზაზე იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ იმისთვის, რომ ევროკომისიამ შეძლოს თვის ბოლოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება და წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინფორმირება, რომლებიც დეკემბერში შეიკრიბებიან საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი, ევროპული ღირებულებებისა და იდეებისადმი და ბოლო მომენტამდე გააგრძელონ რეფორმები“, – განაცხადა ლიურმანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ალიევმა გაეროს განსახლების პროგრამაში მილიონი დოლარის გადარიცხვას ხელი მოაწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაეროს განსახლების პროგრამაში მილიონი დოლარი გადარიცხა. პრეზიდენტის ბრძანებით, გაეროს პროგრამას (UN-Habitat) თანხა გამოეყოფა მსოფლიოში მდგრადი ქალაქების განვითარების მიმართულებით მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ამ კონტექსტში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
პრეზიდენტი: მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს, რომ იმპიჩმენტის პროცესზე „ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.“ ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, მათ გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას. „მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი,“ - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: საჭიროა, რომ ყველამ თქვას - „კი”, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. „მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ევროკომისიის ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერების გადაწყვეტილებისთვის. ის მისცემს მათ მიმართულებას, თუმცა ამ 27 წევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება ბრიუსელში დეკემბერში და მიიღებს გადაწყვეტილებას ერთხმად. საჭიროა, რომ ყველამ თქვას „კი”. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა მოცემული მომენტიდან აღნიშნულ დღემდე ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ,” – განაცხადა პეტერ ფიშერმა. ელჩის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც. „დღეს აქ, თბილისში ყველანი გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების ყოფნის დასრულება. ეს ასევე იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გერმანელებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში და ამის საიდუმლო, ამის საფუძველი იყო ევროკავშირი. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი და ევროკავშირი ახლა არის ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც. ამაშია ამ დღის მნიშვნელობა საქართველოსთვისაც. გერმანია იდგა საქართველოს გვერდით 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ახლა. მოდით, საქართველომ და გერმანიამ ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ,” – განაცხადა პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
რატომ არ მოამზადებს ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ დასკვნას
სარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მიიღო, დასკვნას არ მოამზადებს. მისივე განმარტებით, ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში. „ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ. იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და, როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა 2 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ, მითითებულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა. 19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. მანამდე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, ბაიდენმა მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა. უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება „დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან
„დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. „ეს დღე, რომელიც არამხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გახდა შთაგონების წყარო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპაში არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა. ამ მზარდი კავშირის ჭეშმარიტი და ხელშესახები დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა. ხსენებული ვიზიტები და შეხვედრები ცხადყოფს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს, გერმანიის მხარდაჭერასა და გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით ჩვენი ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო დიდად აფასეს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი. „საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. დარწმუნებულნი ვართ, რომ მასპინძელი ქვეყნის რანგში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin) დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გერმანული ინვესტიციების საშუალებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის.“ პრემიერმა დაადასტურა, საქართველოს მზადყოფნა მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. „ერთად ყოფნით და კოლექტიური ძალისხმევით შევიტანთ წვლილს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს. „საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, ერევნის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა კოლონამ. კოლონას თქმით, მას არ შეუძლია დეტალების გახმოვანება, მაგრამ “რიგი საკითხები უკვე შეთანხმებულია პარიზსა და ერევანს შორის.” „თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განვიხილავთ,” - განაცხადა კატრინ კოლონამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორივე მხარე მუშაობს იმაზე, რომ “არ გამოიწვიონ ესკალაციები, იმის გააზრებით, რომ გვერდით არის მეზობელი, რომელიც მუდამ მტრულ ქმედებებს ახორციელებს.” საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს 3 ოქტომბერს ეწვია.
სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება
კომპანია „სოკარის" ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება. „3 ოქტომბერს აჭარის რეგიონში უხვი ნალექის გამო მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა. კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი.აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციოი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება 6 ოქტომბერს დილის 10 საათიდან ეტაპობრივად.კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები,“ - წერს კომპანია.
ზელენსკი: მომავალ კვირებში ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი ჰქონდეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან უახლოეს კვირებში, რათა უკრაინელ სამხედროებს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდეთ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები. „მომავალ კვირებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხვალ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალურ ანგარიშს ელის აღდგენითი პროექტების შესახებ. ცალკე ინსტრუქციები მიიღეს სამხედროებმა.
Bloomberg: რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაზე უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ძირითადი პორტებიდან უკვე 10 გადამზიდი ხომალდი გავიდა უკრაინის საექსპორტო დერეფნის გავლით. როგორც სააგენტო წერს, უსაფრთხო დერეფნის შეთანხმების თანახმად, უკრაინისკენ მიმავალი ყველა გემი სტამბოლში შემოწმდება და მათი ტვირთი ექსკლუზიურად სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან შედგება. საზღვაო ძალები: შავი ზღვის დროებითი დერეფნის გავლით, ოდესა ამ დრომდე 7-მა გემმა დატოვა
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე საჰაერო შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა 3 ოქტომბერს გვიან ყირიმის სანაპიროსთან ჩამოაგდეს უკრაინული გემსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი. კიევს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იმავდროულად, სევასტოპოლის საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმის გარშემო დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. რაზვოჟაევის თქმით, სევასტოპოლში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ზოგიერთ ბინაში მინები ჩაიმსხვრა. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, ნეპტუნი არის უკრაინის სახმელეთო, შიდა წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლის მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრია. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ნეპტუნის რაკეტები რუსული S-400 Triumph-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასანადგურებლად, 14 სექტემბერს გამოიყენეს და ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი "მოსკვა" გასული წლის აპრილში ჩაძირეს.
აშშ-ის კონგრესის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს
კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენეს. მაკკარტი პირველია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც სპიკერის თანამდებობას კანონმდებლების მიერ მიღებული რეზოლუციით დატოვებს. დროებითი სპიკერის მოვალეობას პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს, რომელიც მაკკარტის მოკავშიტედ მიიჩნევა. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 210 წინააღმდეგი იყო. მაკარტის გადაყენების ინიციატივით "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. ეს ნაბიჯი მოჰყვა დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რითაც მთავრობის "დახურვის" საფრთხე მოიხსნა. "რესპუბლიკური" პარტიის ნაწილი სპიკერისგან ითხოვდა, დემოკრატიულ პარტიასთან კანონპროექტზე არ ეთანამშრომლა. მას თავისივე თანაგუნდელები იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტში უკრაინის დახმარება გამოირიცხა.
რუსეთში, კრასნოიარსკში ალუმინის ქარხანა იწვის
რუსეთში, კრასნოიარსკში ალუმინის ქარხანა იწვის. საგანგებო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია. „თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. „რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აღნიშნა პატელმა. აშშ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში," - აღნიშნა პატელმა. მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
აშშ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ტრადიციულ პრესკონფერენიაზე გაკეთდა. კომენტარი USAID-ის ირგვლივ შექმნილ სურათს ეხებოდა. „ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ესპანეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.