ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ $1.2 მილიარდის ღირებულების რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე მიიტანა იერიში - მედია
უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად, რუსული S-400 Triumph-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას დრონებით დაარტყა, იტყობინება რამდენიმე უკრაინული მედია 4 ოქტომბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ღამით განხორციელდა. SBU-ს წყაროები არ აკონკრეტებენ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მიყენებული ზარალის ხარისხს. რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ღამით ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში 31 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სამი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს გრეივორონის რაიონში, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს S-400 სისტემის წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმის შესახებ პირველი ცნობები არ არის. კიდევ ერთი ასეთი სისტემა, სავარაუდოდ, ევპატორიაში, ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს SBU-სა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა. 23 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთი S-400 სისტემა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, სოფელ ოლენივკის მახლობლად განადგურდა. ამ სისტემის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდი დოლარია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინაში მუდმივი მისია აღადგინა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) კიევში მუდმივი მისია აღადგინა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) ავრცელებს. „მოხარული ვარ, გამოვაცხადო კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის აღდგენის შესახებ. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩართულობას უკრაინასთან," - წერს გეორგიევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, უმა რამაკრიშნანი კიევში პირველ ოქტომბერს ჩავიდა და უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. „მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. 3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა. 2023 წლის 4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
Reuters: ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს, რადგან კიევის მხარდაჭერაზე ბუდაპეტშის თანხმობის მოპოვებას ცდილობს
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს. ეს სახსრები გაყინული იყო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ევროკავშირი ცდილობს, მოიპოვოს ბუდაპეშტის თანხმობა უკრაინის დახმარებაზე, მათ შორის კიევის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სააგენტო წერს, რომ უნგრეთი უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს რუსეთთან ის და განიხილება მთავარ პოტენციურ ოპონენტად დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები კიევთან, რაც ევროკავშირის 27 წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. სასწორზე ასევე დევს ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების წინადადება, რათა წევრმა ქვეყნებმა მეტი წვლილი შეიტანონ ბლოკის ერთობლივ მიზანში, კიევისთვის მეტი დახმარება და დაფინანსება უზრუნველყოს. ეს გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია ამ წლის ბოლოს და ასევე მოითხოვს ერთსულოვნებას. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ უნგრეთზე ზემოქმედების მიზნით, ბლოკი მოელის, რომ გადახედავს მილიარდობით ევროს ღირებულების დაფინანსებას, რომელიც ახლა გაყინულია იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასამართლოების დამოუკიდებლობა შეზღუდა.
ირაკლი კობახიძემ დაასახელა მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე დაუჭირეს მხარი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიუთითა მთავარ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე დაუჭირეს მხარი. კობახიძის თქმით, „ზურაბიშვილი იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება.“ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის შეკითხვას, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა, ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო. „ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია, აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პოლიტიკური კუთხით არ არის ის, რომ ეს იმპიჩმენტში შეიძლება, წარმატებით დასრულდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ, ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პოზიციით არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ წარმოვადგენთ საპარალამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს, ანუ ჩვენ ხელშია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტის 80 წევრს და აქაც საინტერესო რა არის - ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი მინიჭებული და სწორედ ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩეს კონკრეტული კრიტერიუმებით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა. „კრიტერიუმი რა იყო - ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ამიტომ, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, ქალბატონი, ეს ჩვენი ისტორიული ტრადიცია და .ა.შ. ანუ პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და შესაბამისად, ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი. დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ მანდატს გასცდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა. მთავარი ხომ არ არის როგორია ამ მანდატის ჩემი აღქმა, როგორც თანამდებობის პირის, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს და შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს დღეს, პრეზიდენტი, არამედ შენ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური არ არის პრეზიდენტის კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, თუმცა ის ცდილობს, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს გასცდეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს
მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ხელმძღვანელი და პრორუსი ოლიგარქი ილან შორი ისრაელში ცხოვრობს. დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა მას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის მას დაუსწრებლად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აპრილში მიუსაჯეს. 2022 წლის ოქტომბრიდან, შორი და მისი პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან. მაისში ევროკავშირმაც დააწესა სანქციები მის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობასთან ასოცირებისა და მოლდოვაში არეულობის მოწყობის მცდელობაში მისი როლის გამო. მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, 112-ის ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოპერატორების ტრენინგს. ამის შესახებ საელჩო აცხადებს და 112-ის ოპერატორებისთვის ტრენინგის ჩატარების შესახებ იუწყება. „გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოს ანტინარტკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ფსიქოლოგთან, ჩრდილოეთ ნიუ ჯერსის საკონსულტაციო და მაშველთა გაძლიერების ცენტრების მფლობელთან, პროფესორ ანასტასია პაიტალთან და ფედერალური სამართალდამცავების ასოციაციის მხარდაჭერის სერვისების ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორ, პროფესორ ჯინ კანოკოგისთან ერთად ჩაატარა ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იყო სტრესის მართვასა და კომუნიკაციის ტექნიკაზე. ამ ტრენინგმა, რომელიც შედგენილი იყო საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორებისთვის, მონაწილეებს შესძინა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ სტრესულ და მგრძნობიარე ზარებს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის შემთხვევებს. პროგრამა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, რომელიც აუცილებელია ოპერატორებისთვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებისათვის,“ - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შუა დერეფანში ტრანსპორტირების ფასი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება - ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გამტარუნარიანობა შეიძლება, 5-ჯერ გაიზარდოს, განაცხადა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მარატ კარაბაევმა ასტანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო ფორუმზე - „ახალი აბრეშუმის გზა.“ „ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი ამ დერეფნის გავლით 18 დღეში გადის. ეს არის უმოკლესი მარშრუტი. აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზის ადმინისტრაციამ შექმნა ერთობლივი საწარმო. ეს კომპანია მოქმედებს როგორც სატრანსპორტო ოპერატორი მთელ მარშრუტზე. ჩვენ განვსაზღვრეთ ტრანსპორტირების ღირებულება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს ფაქტორი იზიდავს ტვირთის გადამზიდავებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსპორტირების ფასი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება,“ - განაცხადა კარაბაევმა. ყაზახეთში, საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის განვითარების გზებზე მსჯელობენ
უკრაინის გენპროკურატურამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე იანუკოვიჩსა და ყოფილ ძალოვნებს ბრალი წაუყენა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა. 2014 წლის თებერვალში კიევში ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა და ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მთელ რიგ დანაშაულებში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, იანუკოვიჩთან ერთად სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ედება ბრალი, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მის მოადგილეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს (SBU), თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ბერკუტის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 18 თებერვლამდე დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე იანუკოვიჩი და ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირები არიან პასუხისმგებელნი.
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6806 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6806 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8154 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8097 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მედია: უკრაინის სპეცრაზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაეშვა
უკრაინის სპეცრაზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაეშვა და ჩაატარა საბრძოლო ოპერაცია, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (HUR) 4 ოქტომბერს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით. ოპერაცია მოიცავდა ბრძოლას რუსულ ძალებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკრაინული ძალები უკვე დაბრუნდნენ ოპერაციიდან, იტყობინება უკრაინაში დაფუძნებული მაუწყებელი Hromadske HUR-ის წყაროზე დაყრდნობით. „სამწუხაროდ, არის დანაკარგები უკრაინულ ძალებს შორისაც", თუმცა არა რუსული მხარის მასშტაბის შესაბამისი,“ განუცხადა HUR-ის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა „უკრაინსკია პრავდას". „სპეციალური ოპერაცია, რომელიც მიმართულია ყირიმის გათავისუფლებისკენ, გრძელდება,“ - აღნიშნა სპიკერმა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას ოკუპირებული ყირიმი
კენტერბერის არქიეპისკოპოსი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას EUMM ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი მიესალმა არქიეპისკოპოსს და ვიზიტის განმავლობაში მის დელეგაციას შეუერთდა, რა დროსაც ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მისი ხედვა გააცნო. ხურვალეთის რაიონში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა არქიეპისკოპოსს მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ. საუბარი შემდეგ შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მის ყოვედღიურ ცხოვრებაში აწყდება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო. ვიზიტის ბოლოს არქიეპისკოპოსმა გამოხატა მადლიერება ინფორმაციულად დახუნძლული ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართელოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილის გამო,“ - წერია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა
კულტურის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია. სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ აზნაურაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. "2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო; 2015-2016 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2018-2019 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2018-2019 წლებში კი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. 2021 წლიდან, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლის იანვარში ის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, იქნება მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, კობა ხუბუნაია 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. „მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება. კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. 2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი. 2004-2007 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი. 2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი. 2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. 2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის მოადგილე. მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. მან ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. დავითაშვილის თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი, კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2023 წლის თებერვლიდან გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის კერძო პარტნიორის/ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს. „დაწყებულია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირების პროცესი, ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის უსაფრთხოების დონეს, დარგის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი - გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი - შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. „რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. 2023 წლის წლის მაისში, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციას (MLC 2006). მიღებულია ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა - საქართველოს კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში. აღნიშნულ კონვენციასთან მიერთება და მიღებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე
რა მიზნით შეიკრიბა NATO-უკრაინის საბჭო
NATO-უკრაინის საბჭო (NUC) ოთხშაბათს შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ალიანსის გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი და წინ წასწიოს ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა ხელმძღვანელობდა. მას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა ესწრებოდა. „გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოებას ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან შეაქო მოკავშირეებისა და უკრაინის ძალისხმევა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების სწრაფად განხორციელებისთვის. „მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი დახმარების გაწევას, მათ შორის NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით და ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, რათა უზრუნველყონ უკრაინის ძალების NATO-სთან სრული თავსებადობა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - წერს ალიანსი გავრცელებულ ინფორმაციაში. NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები NATO-უკრაინის საბჭო პირველად, 26 ივლისს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიკრიბა.
აშშ უკრაინას გადასცემს ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას
CNN-ის ცნობით, აშშ უკრაინას გადასცემს ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც ვაშინგტონის შეფასებით, კიევის დეფიციტს შეამსუბუქებს. „აშშ გადასცემს უკრაინას ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც უკრაინელ სამხედროებს დაეხმარება იარაღის დეფიციტის დაძლევაში" - გამოცემის თანახმად, ამ დახმარების შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ოფიციალურად შესაძლოა, ამ კვირაში განაცხადოს. ჯერჯერობით უცნობია, რა იურიდიულ უფლებამოსილებებს გამოიყენებს აშშ იარაღის გადასაცემად, რადგან გაეროს წესდება ჩამორთმეული იარაღის განადგურებას, ან შენახვას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება, აქტუალური გამოწვევები და ურთიერთქმედების ფორმატები. „სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და მადლობა გადავუხადე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას აწვდის, კერძოდ ენერგეტიკულ სექტორში ზამთრის მოახლოების ფონზე. დავადასტურეთ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მხარდაჭერა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთან, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ საფრთხეებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი. ასევე 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ.
მედია: ყაზახეთმა რუსული ნავთობპროდუქტების ტრანზიტი დაბლოკა
ყაზახეთმა რუსული საწვავის და საპოხი მასალების (POL) მიწოდება ყირგიზეთში შეაჩერა, რამაც შესაძლოა, საწვავის დეფიციტი ადგილობრივ ბაზარზე სულ რაღაც 20 დღის შემდეგ გამოიწვიოს, იტყობინება ყირგიზეთის ნავთობის მოვაჭრეების ასოციაცია (ANK), რადიო Azattyk-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბრის თითქმის ყველა გეგმა გაუქმებულია. ასოციაცია ამტკიცებს, რომ ეს პრობლემა ორი ქვეყნის მთავრობათაშორის დონეზე უნდა გადაწყდეს, მაგრამ ამ დროისთვის ყირგიზეთში ნავთობით მოვაჭრეები გამოსავლის პოვნას დამოუკიდებლად ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყაზახეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაიცავს.
გამოკითხვა: ამერიკელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას
ჩიკაგოს გლობალურ საქმეთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, მხარდაჭერა უფრო ძლიერია დემოკრატ ამომრჩეველთა შორის, ვიდრე რესპუბლიკელებში. ამერიკელების უმეტესობა აგრძელებს უკრაინის სამხედროების (63%) და ეკონომიკური დახმარების (61%) მხარდაჭერას, რაც ოდნავ დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამერიკელთა დაახლოებით 65%-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გასულ ნოემბერში და 72%-მა 2022 წლის ივლისში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ანალოგიურად, ეკონომიკურ დახმარებას მხარი დაუჭირა აშშ-ის მოქალაქეების 66%-მა ნოემბერში და 71%-მა გასული წლის ივლისში. ეს გამოკითხვა განსაკუთრებით საინტერეოა ახლა, როდესაც უკრაინის დახმარების გარშემო, კონგრესში აზრთასხვადასხვაობაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა. უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება „დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“