ძებნის რეზულტატი:

რუსეთი აცხადებს, რომ მის დელეგაციას აშშ-მ ვიზა არ მისცა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ბირთვულ მოლაპარაკებებზე დასასწრებად ემზადებოდა, ვიზა არ მისცა.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს. სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთი იმუშავებს მოლაპარაკებების ალტერნატიული დროისა და ადგილის მოსაძებნად. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაუქმება არის შეერთებული შტატების, როგორც გაეროს სააგენტოს მასპინძელი ქვეყნის მიერ ფუნქციების ბოროტად გამოყენება. ექსპერტთა შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ერთი დღით ადრე რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ბირთვული ქვეყნების არაფორმალური ასოციაციის კოორდინატორი, გეგმავს, შესთავაზოს კონსულტაციების გამართვა „ბირთვული ხუთეულის“ ფორმატის ფარგლებში. „ბირთვული ხუთეული" არის სახელმწიფოების არაფორმალური გაერთიანება, სადაც შედიან რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი.   

უკრაინა და შვედეთი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

უკრაინა და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს. „ჩვენი საუბრის დროს, მე და ტობიას ბილსტრომი შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივად, ვილნიუსის დეკლარაციის შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროინტეგრაცია, “ – განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ  

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი მკვლელობის გამო დე ფაქტო „შსს“ ე.წ. საზღვარზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, სოვეტსკაიას ქუჩაზე უცნობმა პირებმა კაცი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ განუცხადეს, რომ უწყებამ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. ადგილზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ნივთმტკიცებების შეგროვება. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მოხდა და დე ფაქტო „სამართალდამცველებს“ უკვე დადგენილი ჰყავთ ეჭვმიტანილები, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. დაწყებულია ძებნის ოპერაცია მათი ადგილსამყოფლისა და დაკავების მიზნით. რადიო თავისუფლების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე როკის გვირაბთან „რეიდი" უკვე დაიწყო და ყველა ავტომანქანას ყურადღებით ამოწმებენ. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დე ფაქტო „კაგებე"-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი გააძლიერა, რათა მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ე.წ. საზღვარი არ გადალახონ და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ მიმალვის მიზნით.  

მეუფე შიომ ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა

4 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომლის ცხოვრებაშიც მართლმადიდებელ ეკლესიას დღესაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, რისი დადასტურებაცაა თუნდაც ის ფაქტი, რომ, კვლევების თანახმად, საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს და ეკლესია მოსახლეობისთვის დიდი ავტორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ქართული ტრადიციები და ფასეულობები. მღვდელმთავრებმა ხაზი გაუსვეს ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის საჭიროებას, რის შესახებაც ჩვენს პოზიციას მუდამ ვაფიქსირებდით. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროპა არ ნიშნავს ეროვნულობის და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაკარგვას, პირიქით, ევროპა ხელს უწყობს განსხვავებული ერების დაახლოებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობით არამხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს, არამედ თავად ევროკავშირიც, რადგან საქართველო თავისი კულტურითა და ღირებულებებით მნიშვნელოვანი წევრი და შენაძენი გახდება ევროკავშირისთვის. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებთა პრობლემები. გულისტკივილით აღინიშნა, რომ ქართველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და მათი გარდაცვლილი ახლობლების საფლავების მონახულებისა და მოვლის საშუალებაც კი. მეუფე შიომ და მღვდელმთავრებმა ევროკავშირის ელჩს ვიზიტისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს,“ - წერია ინფორმაციაში.  

დაჰპირდა თუ არა აშშ უკრაინას ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას - ბაიდენის პასუხი

დაჰპირდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტს ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას. ამ შეკითხვას უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ოქტომბერს. როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, უკრაინას მიაწოდოს კასეტური საბრძოლო მასალებით აღჭურვილი ATACMS-ის ზოგიერთი რაკეტა, როგორც კი პრეზიდენტი ბაიდენი დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. „მე ვესაუბრე ზელენსკის და ყველაფერზე, რაც მან ითხოვა, ჩვენ ვიმუშავეთ,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია  

ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვის, გამოყენებით. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი "ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით", რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო „ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა,” - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება სახალხო დამცველის სრული განცხადება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წაიკითხეთ ბმულზე.  

უკრაინა ბრიტანულ კომპანიასთან ერთად ჰაუბიცების წარმოებაზე მუშაობას იწყებს

უკრაინა ბრიტანულ კომპანიასთან ჰაუბიცების წარმოებაზე იწყებს მუშაობას, გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო, თურქულმა კომპანიამ კი უკვე დაიწყო ქარხნის მშენებლობა.  უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ უცხოურმა კომპანიებმა წარმოება დაიწყეს უკრაინაში, რადგან მათ ეს შესაძლებლობად მიიჩნიეს. ამიტომ მინისტრი დარწმუნებულია, რომ მსგავსი თანამშრომლობა კიდევ იქნება და „ერთად იქმნება თავისუფალი სამყაროს არსენალი.“ მინისტრის თქმით, სარაკეტო პროგრამა მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ეს ამოცანა უკრაინის პრეზიდენტმა დააყენა.  

რუსეთის კურსკის ოლქი დრონების სამიზნე იყო

რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება. სტაროვოიტის მიერ ტელეგრამ არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტოებმა“ ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს კურსკის ოლქის სამ რაიონში. გუბერნატორის თანახმად, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. სტაროვოიტი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ბოლო ხანს, კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა ენერგოობიექტები. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა ესპანეთისთვის Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესპანეთის მთავრობისთვის PATRIOT Configuration-3+ მოდერნიზებული სახანძრო დანაყოფების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. მისი ღირებულება 2,8 მილიარდ დოლარია. PATRIOT-ის სარაკეტო სისტემის შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს ესპანეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობებს, გაზრდის მისი სამხედროების თავდაცვით შესაძლებლობებს და მხარს უჭერს მის მიზანს, გააუმჯობესოს ეროვნული და ტერიტორიული თავდაცვისა და თავსებადობა აშშ-სა და NATO-ს ძალებთან. გაყიდვის პროცესის დასრულება სისტემის შეკვეთის, ტრენინგისა და ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის ესპანეთში აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორის წარმომადგენლების ჩაასვლას მოითხოვს.  

ენტონი ბლინკენი: აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადასაცემად სამართლებრივ საფუძველს ეძებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ საფუძველს უკრაინისთვის 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად. ბლინკენის თქმით, საუბარია 300 მილიარდ აშშ დოლარზე. „ეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია და მისი უმეტესი ნაწილი რეალურად ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა იურიდიული უფლებამოსილებები შეიძლება გვქონდეს, რა უფლებამოსილებები შეიძლება ჰქონდეთ ევროპელებს იმისთვის, რომ ეს აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ. მე ვთვლი, თუ რაიმე გატეხე, შენ უნდა გადაიხადო. რუსებმა გატეხეს და მათ უნდა გადაიხადონ ამისთვის, ამის გაკეთების გზა იქნება ამ აქტივების გამოყენება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. როგორც ვთქვი, რადგან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.  

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს, წინააღმდეგი პარლამენტის ერთი წევრი იყო. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები დღესვე მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს, ჯერ კომიტეტი განიხილავს მესამე მოსმენით და საკანონმდებლო ორგანო მას საბოლოოდ დაამტკიცებს. შესაბამისად, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირას დასრულდება. საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით  ოქტომბერს მიიღო. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აქვს თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა და დიდი მხარდაჭერა კონგრესში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის, დემოკრატიის დაცვაში ერთ-ერთი ლიდერია. „ვგრძნობ, რომ აშშ-ში არსებობს ჩვენს მიმართ მხარდაჭერა," - აღნიშნა ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინას აქვს „თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა“ და „დიდი მხარდაჭერა კონგრესში“. კვლევა: ამერიკელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას „შეერთებულმა შტატებმა არ დაუშვა ჩვენი დაცემა ძალიან რთულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ხმები. თქვენ იცით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შორის იყო განსხვავებული ხმები, მაგრამ უმეტესწილად, „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ უკრაინას უჭერდნენ მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს. საქმე არ ეხება უკრაინისთვის დახმარების არ აღმოჩენას და ჩვენი შეტევითი ან თავდაცვითი მოქმედებების გართულებას. არა, ეს ასე არ არის. ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების აღმოჩენაა," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა შეინარჩუნოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

გერმანია უკრაინას დამატებით თავდაცვის სისტემას მიაწვდის მარცვლეულის ტვირთების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად

გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, რათა დაიცვას თავისი მარცვლეულის ტვირთები რუსული თავდასხმებისგან, იტყობინება Bloomberg.  გაგზავნილი აღჭურვილობა მოიცავს დამატებით IRIS-T თავდაცვის სისტემას და ათზე მეტ საზენიტო Gepard-ის ინსტალაციას. ეს სისტემები უკრაინაში 2023 წლის ბოლოს უნდა ჩავიდეს და მიზნად ისახავს რუმინეთში მიმავალი მარცვლეულის დაცვას. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, ბოლო თვეებში რუსეთმა არაერთხელ აქცია სამიზნედ უკრაინის მარცვლეულის სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის კრიტიკული კომპონენტი. Bloomberg: რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაზე უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა  

შოლცი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში დარწმუნებულია. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. კონგრესში არის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრების დიდი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, ტელეფონით. აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ ნამდვილად შესაძლებელია, მომავალში დავეყრდნოთ აშშ-ს ამ საკითხში,“ – აღნიშნა შოლცმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა. უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება „დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

ზელენსკი: უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ბოლო ომი იყოს ევროპასა და მსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ბოლო ომი იყოს ევროპასა და მსოფლიოში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიმდინარე ომი ბოლო იყოს ევროპასა და მსოფლიოში და აგრძელებენ ნაბიჯ-ნაბიჯ რუსული არმიის ჩვენი მიწიდან გაძევებას. „უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი ომი იყოს ევროპაში და მსოფლიოში. და სწორედ ამიტომ ვიბრძვით - საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პატივისცემისთვის,“ - განუცხადა ზელენსკიმ Sky TG24-ს ინტერვიუში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვერ დაიღლება უკრაინის დახმარებით, რადგან უკრაინა რუს აგრესორს იგერიებს. ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები ძალიან მოტივირებულები არიან. „ჩვენ ვაპირებთ მტრის დამარცხებას. ინიციატივა ახლა ჩვენს ხელშია. თუნდაც ტემპი ნელი იყოს, მაგრამ ყოველდღე ჩვენ რუსეთს ეტაპობრივად ვაძევებთ ჩვენი მიწიდან,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ის ამბობს, რომ უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მთელი რიგი სირთულეების გადალახვა უწევთ: „მჭიდროდ დანაღმული ტერიტორიები, იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა, საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობა. ზამთარი მოდის. ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა ჩვენი ყველა მოქალაქისთვის: ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ჩვენი მეომრებისთვის. ეს ზამთარი ღირსეულად უნდა გავიაროთ რომ ბრძოლის ველზე ინიციატივა არ დავკარგოთ," - განაცხადა ზელენსკიმ.  

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა. ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს,“ - განაცხადა თოდუამ. ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს. მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით. რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 8000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 8000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მიზეზად აუცილებელ სარეაბილიტაცი სამუშაოს ასახელებს.  „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 6 ოქტომბრის 10:00 სთ-დან დაიწყება და 16:00 საათამდე დასრულდება. „ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, გაზის მიწოდების გაუმჯობესებისათვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების, მათ შორის გაზის მარეგულირებელი პუნქტის მოწესრიგების გამო, 5 ოქტომბრის 22:00 საათიდან გაზმომარაგება 8000-მდე აბონენტს შეუწყდება. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8, II ჩიხი ½1/2, 4, 7/8, 8, 8/9, III ჩიხი 1, ½1/2, 1/17, 10, 4/5, 25, 5, 7, 8, 8/9, 9, IV ჩიხი 1/6, 5, ახოსპირელის ქ. 3, 4, 5, 5/6, 6, 7, 9/8, 9, 3შეს. 9, 10, ახოსპირელის გას.3, 3/7, ჩიხი 2, ჩიხი 1/7, ჩიხი, კუფტინის ქ. 14-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ჭოველიძე-ბელინსკის, ძმ. ზუბალაშვილების, ძმ. კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, დავით თორაძის, მერაბ კოსტავას, ნიაღვრის ქ. 4, მთაწმინდის ქ. 12/14, ჭონქაძის ქ. 24, გერგეთის ქუჩის, შესახვევის (ახლ. ზ.დუმბაძის), მაყაშვილის ქ. 34, 36, რუსთაველის გამზ. 52, დ. ყიფიანის ქ. 29, 35 (მთაწმინდის ქ. 27), ვუკოლ ბერიძის ქ. 6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ. 29, 37, გოგებაშვილის III შეს. 3, იაკობ გოგებაშვილის III შეს. 4-ში (ნათია ბაშალეიშვილის ქ. 4), გრიბოედოვის ქ. 26, ვალერიან გუნიას, Dდანიელ ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისს, ჩიტაძის ქ. 10, 11, არსენას, ვ.ბერიძის, ალ. ჭავჭავაძის, მაჩაბლის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის (გ.ლორთქიფანიძის), დავითაშვილის (ამაღლების), პეტრე მელიქიშვილის გამზ. 10-ში მდებარე შპს ,,მ2 მელიქიშვილზე”, ზვიად გამსახურდიას სანაპირო 6, კოსტავას ქ. 43, 45, კოსტავას 1შ.9, კოსტავას 1შ.11ა, კოსტავას 2შ.10, კოსტავას 2შ.2/4, კოსტავას 2შ.3, კოსტავას 2შ.3კ, კოსტავას 2შ.5, კოსტავას 2შ.7, კოსტავას 2შ.9, მარჯვენა სანაპირო # 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ივანე თარხნიშვილის ქ. 2, პავლე ინგოროყვას ქ. 19, 17/9 აპრილის ქ. 5, კოსტავას I გას. 30-სა და კოსტავას I შ. 33 ვერის შესახვევის, კოსტავას ქუჩაზე, შესახვევებში, ჩიხებსა და გასავალში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შპს ,,ტანდემი”, იტალიის საელჩო, ზუბალაშვილების ქუჩაზე – უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შპს ,,ვილაჯეო”, შპს ,,ასტორია”, შპს ,,ბეტსი”, ი/მ ბადრი შალიკიანი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, სს ,,გუდვილი”, შპს ,,აჭარა გრუპი”, შპს ,,სითი ლოფტი”, წმ. Nნინოს სახ. ეკლესია, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი (კინოს სახლი), შპს ,,გურმანი VI”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, # 47 და #49-ე საჯარო სკოლები, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი, შპს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,მარიკა”-ს, შპს ,,გრატო მენეჯერს”, შპს ,,ჯორჯიან ფიტნეს გრუპს”, შპს ,,თრ თრეველს”, შპს ,,თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს”, ჯავახიშვილის ქ. 12-ში მდებარე მცირე კომერციულ ობიექტებს: შპს ,,გდ ფროფერთი”, შპს ,,გ.დ ჯგუფი”, შეცვლილი მომხმარებელს, თავისუფლების მოედანზე მდებარე ქ. თბილისის საკრებულოს, ლერმონტოვის ქ. 10-ში – შპს ,,ლერმონტს” (სასტუმრო), ლეონიძის ქ. 2-ში – ბიზნეს ცენტრს ლეონიძეზე, პუშკინის ქ. 1-3-ში - შპს ,,ვ.ვ.ვ.”-ს, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ კომიტეტს, შპს ,,ამარკორდს”, სსიპ ,,მწერალთა სახლს”, თავისუფლების ქ. 2-ში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, საქართველოს ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირს, გ. ტაბიძის ქ. 4-ში შპს ,,მაქრო ტურიზმს”, ბაგა ბაღი # 200, შპს ,,დიოსი”, შპს ,,ჯეოლუქსი”, შპს ,,ამორე”, ი/მ ჭანტურიძე კაფე-ბარი პალმები, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, სს ,,საგზაო კომპანია თბილისი”, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მარჯვენა სანაპირო 8-ში მდებარე შპს ,,კ.ბ.რ. კომპანია”-ს, მარჯვენა სანაპირო 10-ში მდებარე შპს ,,დიონისეს”-ს, კოსტავას I შ. 33-ში მდებარე ი. მ ნატო ნარიმანიშვილს, კოსტავას I შეს. 1-ში - შპს ,,სატივე“ (რესტორანი), კოსტავას შ. 37-ში მდებარე შპს ,,ენკა”, კოსტავას ქ. 37-39-ში მდებარე შპს ,,გრატო მენეჯერი”, კოსტავას ქ. 45-ში - შპს ,,ჰოტელ კოსტე”, შპს ,,სასტუმრო ევროპა”, ვერის ბაღის ტერიტორიაზე – ააიპ ,,ზევსი” (სპორტდარბაზი), მოქ. კასრაძის კომერციული ობიექტი, ჭადრაკის ფედერაცია, შპს ,,მეტროპული”, შპს ,,ბილიარდის კლუბი ვერა”, სს ,,ზირაათ ბანკი საქართველო”, შპს ,,ჯი_თი მთაწმინდა”-ს და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა 6 ოქტომბრის 10:00 სთ-იდან დაიწყება და 16:00 სთ-ამდე დასრულდება. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ეს სამუშაოები მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთშია

უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსი, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ჩავიდა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში განათავსა. „ჩავედი გრანადაში, ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ერთობლივი მიზანია, უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო ევროპული სახლის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაღრმავებაზე, განსაკუთრებით რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ამ კუთხით უკრაინას აქვს არსებითი წინადადებები. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ შავი ზღვის რეგიონს, ასევე ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნავიგაციის თავისუფლების გასაძლიერებლად. უკრაინის მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. ჩვენ უკვე ჩავუყარეთ საფუძველი პარტნიორებთან ახალ ხელშეკრულებებს და ველოდებით მათ დამტკიცებასა და განხორციელებას. ეს უნდა იყოს პროდუქტიული დღე უკრაინისთვის და მთლიანად ევროპისთვის,“ - წერს ზელენსკი.  

ბჟანია: რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“ მონაწილეობა სურს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო, ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. აუდიენცია 4 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარე საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსში“ გაიმართა. კონკრეტულად რომელ „ინტეგრაციულ პროცესებში", გაურკვეველია კრემლის ოფიციალურ საიტზე გასულ ღამით გამოქვეყნებული სტენოგრამიდ რადიო თავისუფლების ცნობით, პუტინმა ბჟანიას „აფხაზეთის „აღიარების, გამარჯვების და დამოუკიდებლობის“ დღეები მიულოცა. პუტინის თქმით, „სიტუაცია კარგად ვითარდება“, „შარშან „აფხაზეთთან სავაჭრო ბრუნვამ“ 73% შეადგინა, 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და გრძელდება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.“ კრემლის ცნობით, მიხედვით, ბჟანიამ პუტინს მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობებს „დამატებითი იმპულსი მიეცა“ და „მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი“, რომელიც „აახლოებს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში“. ბჟანიამ „დიდი ნაბიჯი“ უწოდა ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „აფხაზეთის მოქალაქეები“ რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. თავის მხრივ, ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის განთავსების გეგმის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში,“ - განაცხადა ბჟანიამ. ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.  

ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 84%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (შუა დერეფანი) გადაზიდული ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ით გაიზარდა, განაცხადა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა ასტანაში მიმდინარე ფორუმზე. მისი თქმით, ამ მარშრუტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან კოორდინირებული მუშაობა. შუა დერეფანი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად დერეფანი გადაჭიმულია ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ევროპისკენ, გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე. მთელ მარშრუტზე შემუშავებულია საყოველთაოდ შეთანხმებული ტარიფი, გამოიყენება „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. ყაზახეთში, საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის განვითარების გზებზე მსჯელობენ შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი