ძებნის რეზულტატი:

დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აპირებს, გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ჩრდილოეთ ევროპაში, მათ შორის მომავალ წელს რეგიონში 20,000 ჯარისკაცის განლაგებით. დიდი ბრიტანეთის მიზანია, რუსული დივერსიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას დაეხმაროს. ბრიტანეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ჯარისკაცს, დამატებით, სამეფო საზღვაო ძალების რვა ხომალდს, თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების ჯგუფს გაგზავნის, რათა საპოლიციო მისიას დაეხმაროს და რუსეთის მხრიდან საფრთხე აირიდოს. ბრიტანელები ფართომასშტაბიან, მრავალეროვნულ წვრთნებში ჩაერთვებიან. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანები  ვიყოთ  მავნე განზრახვის მქონე ადამიანების წინააღმდეგ," - ნათქვამია პრემიერ სუნაკის განცხადებაში.  

ღაზის მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაეროს აცნობა, რომ ღაზას პალესტინელი მოსახლეობა სამხრეთით უნდა გადაადგილდეს. „თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ,“ - ამ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები Twitter-ის გვერდზე არაბულად აქვეყნებს. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ პუტინის განცხადებას მიესალმა

დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ მიესალმა „რუსეთის დაუღალავ ძალისხმევას", რომელიც „მიზნად ისახავს ისრაელის აგრესიის შეჩერებას ტერიტორიის წინააღმდეგ.“ „[ჩვენ] ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე სიონისტური აგრესიის და მის მიერ ღაზის ალყის უარყოფის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც CNN ციტირებს.   როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი რა განაცხადა პუტინმა: ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორივე მხარეს საბრძოლო მოქმედებების მინიმიზაციისკენ, ასევე, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ნულამდე დაყვანისკენ მოუწოდა.  ამასთანავე პუტინმა ღაზის სექტორის ბლოკირება ლენინგრადის ბლოკადას შეადარა. „ეს კომენტარი კეთდება იმ ფომზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ საომარ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რის გამოც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს იძიებს. ეს საქმე, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბრალდებებს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ ქცევის შესახებ,“ - წერს CNN.   7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.    

ბორელი ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად შეუძლებელია. „მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია,“ - აცხადებს ბორელი. „წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება, იყოს“, - აღნიშნა ბორელმა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ღიად გამოხატა ისრაელის მხარდაჭერა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს. ღაზის მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს - ისრაელის თავდაცვის ძალები ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

სოჭის ცაზე საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა - რუსეთი შავი ზღვის თავზე დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება - მედია

სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროვსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვამ დილით შავი ზღვის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო. კოპაიგოროვსკის თქმით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. „ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ არის. აეროპორტი და ყველა საკურორტო სისტემა ნორმალურად მუშაობს,“ - წერს სოჭის მერი. კრემლის მიერ მხარდამჭერმა რუსულმა ტელეგრამ არხმა Mash-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს საჰაერო თავდაცვის მუშაობა ადლერზე, სოჭის ყველაზე სამხრეთ რაიონში. ადლერის მცხოვრებლების თქმით, რომელსაც Mash-ი ციტირებს, მათ გაიგეს ხუთი ან ექვსი აფეთქების ხმა, რასაც ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. თუმცა, კოპაიგოროდსკის არაფერი უთქვამს თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აფეთქებების ხმა ოლიმპიურ პარკთან და სოჭის ცენტრშიც კი ისმოდა. ამ ცნობას გამოცემა Осторожно, новости წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ორი დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.  

ღაზაზე შეტევებისას „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა - ისრაელის თავდაცვის ძალები

ღამით ღაზაზე შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღაზაზე განხორციელებული შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური აბუ მურადი დაიღუპა. ისრაელის ავიაიერიშების სამიზნე ობიექტი "ჰამასის" საჰაერო აქტივობების მართვის შტაბ-ბინა იყო. ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ აბუ მურადი „გასულ შაბათ-კვირას "ჰამასის" შეტევების დაგეგმვაში მონაწილეობდა.    

დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბლინკენი ერთი დღის განმავლობაში ოთხ ქვეყანას ეწვია

აშშ-ის ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. CNN წერს, რომ ბლინკენი ერთ დღეში უკვე მეოთხე ახლოაღმოსავლურ ქვეყანას ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კვირას, 14 ოქტომბერს აშშ-ში დაბრუნებამდე, ბლინკენი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში ჩასვლას გეგმავს. მანამდე ბლინკენი ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე. ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. „შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის. ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასასაც შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“ „ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს. „ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა. ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას

დღეს სვეტიცხოვლობაა

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.  გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი, კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა. წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.  

Politico-ს ცნობით, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს თანახმად, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას. გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, მათ ბლინკენს აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიცია მოსთხოვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ბლინკენმა ნდობა გამოუცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე რაიმე პრეტენზია აქვს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან მისი თქმით, ბოლო ორი კვირა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მშვიდი იყო. ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც სამართლებრივად, ისტორიულად და მორალურად მისი იყო და დე იურე სომხურ ტერიტორიაზე შეჭრას არ აპირეს.  

რუსეთის დამარცხების შემდეგ, ევროპას სტაბილურობის ისტორიული შანსი ექნება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი ომში დამარცხდება, ევროპას ექნება შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით, სამხრეთ კავკასიამდე. „მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ტერორისტული რუსეთი მოახერხებს თავისუფლების გატეხას, და მაშინ მთელ ჩვენ კონტინენტზე გავრცელდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთში არსებობს, ან თანამშრომლობის ბევრი დონისა და ფორმატის მეშვეობით, კერძოდ რეგიონალური, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვით, რუსეთი ამ წინააღმდეგობაში აგებს. და როდესაც ის აგებს, შედეგად რეალიზებული იქნება ისტორიული შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ერთიანი უსაფრთხოება და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონში, მთელი ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გასაღებია. „უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა არის კოლექტიური ძალისხმევის დრო“, რათა უზრუნველყოფილი იყოს საიმედო გეოპოლიტიკური სტაბილურობა ევროპაში და, უფრო ფართოდ, მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში.  

სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს შეუერთდა. 3 ოქტომბერს რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა. რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.   

მეუფე შიო: ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს - ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ერის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქრის თვალსაზრისითაც. „აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს.“ ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში. თქვენ იცით, ეკლესიის მამების სწავლებით, რომ საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომავალი ერთობისა. იმ ერთობისა, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს. წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ბრძანებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასევე, როდესაც ლოცვით მიმართავს მამაზეციერს. თქვენ გახსოვთ, სამეუფოო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს: მამაო, ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, აი, საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და, შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე და მოგახსენეთ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ, რამ მოგვიყვანა აქამდე. ამაზე შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელით არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. აი, ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც, ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. გვწამს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთივდადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომლებიც მიუღებელია ღვთისთვის, - რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, - მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს.“  

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა მოკლულია. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ძალისხმევით, „ჰამასის“ ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფის მეთაური, ალი ხადი, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ცნობისთვის, ხადი ისრაელმა 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის გამო დააკავა, ხოლო 2011 წელს, გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ღაზაზე შეტევებისას „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა - ისრაელის თავდაცვის ძალები  

რაზე შეთანხმდნენ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბლინკენი ერთი დღის განმავლობაში ოთხ ქვეყანას ეწვია ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზის დატოვების უფლებას. თავის მხრივ, AP-ის ცნობით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტე, ისრაელი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფ უცხოელებს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ღაზა დაატოვებინონ. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ისრაელიც და პალესტინის მებრძოლი ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ხსენებული პირების გამოსვლას. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

რუსულ სამხედრო ხომალდთან ერთად ბუქსირიც დაზიანდა – უკრაინის საზღვაო ძალები

უკრაინის საზღვაო ძალების განმარტებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „პაველ დერჟავინთან“ ერთად რუსული ბუქსირიც დაზიანდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერ, დმიტრო პლეტენჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ხომალდი ორჯერ დაზიანდა. „პაველ დერჟავინის გემის გარდა, 13 ოქტომბერს დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ბუქსირი პროფესორი ნიკოლაი მურუ," - განაცხადა პლეტენჩუკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტების გადამზიდი მცირე ზომის რუსული ხომალდის Buyan-ის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. უკრაინის საზღვაო ძალები ოპერაციის დეტალების, ზარალისა და თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა რუსულ ხომალდებს საზღვაო დრონებით შუეტიეს - SBU-ს წყარო  

ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი იქნება - AP

ახალ ზელანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია ხელმძღვანელობს, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 საპარლამენტო მანდატი დააგროვა. AP-ს ცნობით, ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა დამარცხება უკვე აღიარა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ლიბერალური მთავრობა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ჯასინდა არდერნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა.  

მედიის ცნობით, რუსი დიპლომატი სტამბოლის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, სტამბოლში, ტაქსიმის რაიონში, სასტუმროს ნომერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პან-ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლაი კობრინეტსი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ ტელეარხზე დაყრდნობით ავრცელებს. 61 წლის კობრინეტსი თურქეთში ელჩების შეხვედრისთვის გაემგზავრა, მაგრამ კოლეგების თქმით, შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კობრინეტის გარდაცვალება, მაგრამ არ დაასახელა მიზეზი. რუსული მედია წერს, რომ მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.  

ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმის ადგილები პირველად მოინახულა, ისრაელის თავდაცვის ძალები „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა. „ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა სოციალურ ქსელში. „მზად ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება,” - პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან მყოფ სამხედროებს ამ სიტყვებით მიმართა. პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ კიბუცებში, კფარ აზასა და ბეერში „იმ სახლების ნანგრევებში გაიარა, სადაც ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა." ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს. განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია განცხადებაში. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP

ისრაელისა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა. „საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, შეაჩეროს ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების განხილვა და ამის თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებს აცნობა,“ - განუცხადა წყარომ AFP-ს იმ დღეს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერ-რიადში თავის კოლეგას, ფეისალ ბინ ფარხანს შეხვდა. რიადში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას, ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს. მან ასევე ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხო ტერიტორიების შექმნისა და ღაზასთვის დახმარების მიწოდების აუცილებლობის შესახებ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა. ფაისალ ბინ ფარჰანმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს. მან ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას. 10 ოქტომგერს საუდის არაბეთი აცხადებდა, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობდა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. 12 ოქტომბერს ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს იყო ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა. ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გასულ კვირაში გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ავითარებდა BBC-იც, როდესაც წერდა, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე იერიშისთვის შერჩეული დრო. BBC წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები გავლენას მოახდენს.“ „ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC. „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს.  7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

ზელენსკი: მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, ჩვენც ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ მძლავრად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს, საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის უახლესი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „საჰაერო თავდაცვისთვის დამატებითი რაკეტების გარდა, გვექნება ახალი გამშვები. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის სისტემებზე. იქნება სათადარიგო ნაწილები იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. ასევე იქნება არტილერია, ჭურვები, დრონები, ჯავშანტექნიკა. ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტულ ქმედებებს შეიძლება, გეგმავდეს. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ მძლავრად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ გასულ შვიდ დღეს „საჰაერო თავდაცვის კვირეული“ უწოდა.