ძებნის რეზულტატი:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომას მოიწვია. მიშელის თქმით, არაფერი ამართლებს ჰამასის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. მისი თქმით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის ხალხს. მიშელის შეფასებით, ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. “მომხდარ ტრაგედიას ბევრი შედეგი მოაქვს ევროპისთვის.“ „მსურს, მოვიწვიოთ ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:30 საათზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი კურსი, რომელიც ასახავს განვითარებული სიტუაციის სირთულეს," - ნათქვამია მიშელის განცხადებაში.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ

ისრაელი ღაზაში ძირითად სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა. „ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის, რომ ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა ,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, ისრაელმა ღაზის მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ნაწილში გადასულიყო. „ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან სულგრძელობა გამოვიჩინეთ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გავეცით დიდი გაფრთხილება, 25 საათზე მეტი ხნის წინ. დროა, ღაზის მცხოვრებლები წავიდნენ. აიღეთ თქვენი ნივთები, წადით სამხრეთში. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ გაებმებით ხაფანგში, რომელსაც „ჰამასი“ გიგებთ“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. სპიკერის თქმით, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში. გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს.  

ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება და „ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზის ხალხის კოლექტიური დასჯა.“ ვან ის თქმით, მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. „არცერთმა მხარემ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან საუბრისას. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

აშშ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ ერთ ავიამზიდს გზავნის

პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად. „აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან და აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ, მაჰმუმ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ისრაელისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ერთი კვირის წინ, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან პირველი საუბრისას, ბაიდენმა აბასს პალესტინელი ხალხისთვის, განსაკუთრებით ღაზაში სასწრაფოდ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, სრული მხარდაჭერა შესთავაზა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დეტალურად აღწერა აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პარტნიორებთან კოორდინაციისთვის, რათა კონფლიქტის გაფართოება აიცილონ თავიდან. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა დასავლეთ სანაპიროზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხები,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრმა სახლის ცნობით, ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას, რომელსაც ის რეგულარულად ესაუბრება თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. ბაიდენი ისრაელის ლიდერს ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ და გაიმეორა მისი გაფრთხილება კონფლიქტის გაფართოების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ბაიდენმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონის ქვეყნებთან მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ისრაელმა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია 24 საათში, გაერომ და სხვა საერთაშორისო აქტორებმა შეუძლებლად მიიჩნიეს და ისრაელი გააკრიტიკეს. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, მისი მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური კოალიცაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მართავს. საარჩევნო კამპანიის დროს ტუსკმა პირობა დადო, რომ შეამსუბუქებს აბორტის საწინააღმდეგო მკაცრ კანონებს და გააუმჯობესებს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. მისივე თქმით, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბრიუსელთან, რომელიც, მისი შეფასებით, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობამ დააზიანა. ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი პოლონელი სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ. პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. საზღვარგარეთ კი 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იმუშავებს.  

ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი - ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში მძევლები, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა. პრესსპიკერის თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის“ მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული. „ძალიან რთულია ნებისმიერი თანამედროვე სამხედრო ძალისთვის ასეთ მჭიდრო ურბანულ მხარეში ბრძოლა”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება, თუმცა „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. „მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვებრძოლოთ დაუნდობელ მტერს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო მიზნებისთვის,” - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა, 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24-საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთი ღაზის ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ სამხრეთით ადგილობრივი დროით, 10-დან 13:00 საათამდე. ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას.  

ელჩი: 45-ზე მეტი მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება. ელჩის განმარტებით, საელჩოში ინფორმაცია არ შესულა დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. „ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით,“ - განაცხადა ელჩმა.

აშშ თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს. შესაბამის ინფორმაციას CNN ამერიკის საელჩოს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება. გემი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ორშაბათს გაემგზავრება. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მოქალაქეები და მათი ოჯახები პასუხისმგებლები იქნებიან ჰაიფამდე ჩასვლაზე და ასევე კვიპროსიდან გამგზავრებაზე. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბრიდან დაიწყება

16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. „2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა,” - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ისრაელში, პალესტინასა და ლიბანში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ. სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომ თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ. "სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილურია. მთავრობის კრიზისული ჯგუფი ძალიან ყურადღებით აკვირდება ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.  

ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე დღეს დილით განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. შეიარაღებული დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ისრაელის ტანკი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი - ისრაელი  

რომის პაპი: გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი, ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს

რომის პაპი ფრანცისკე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“. „ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“. „გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს,“ - აღნიშნა პაპმა. რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა  

ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის თამაშების - „რა? სად? როდის?“ ერთწლიან მარათონს იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ახალგაზრდებისთვის თამაშების - „რა? სად? როდის?“ ერთწლიანი მარათონი იწყება. კახეთის რეგიონში ჩატარდა პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის კითხვები მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ. თელავის თამაშებს დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ნიკოლას სენდროვიჩი. მან ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას: „ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი ინიციატივებით, როგორიცა არის თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით.“ „რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდნენ თამაშის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები. წლის განმავლობაში თამაშები ჩატარდება არამხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში და არასრულწლოვანთა კოლონიაში. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის. 2023 წლის ივნისში მარათონი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ამ თამაში-ვიქტორინის მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში დასრულდება.  

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება. პუტინი პეკინში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ „სარტყლისა და გზის“ ფორუმს დაესწრება. Reuters-ი წერს, რომ ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში, მისი დაკავების ორდერი გასცა. შეერთებული შტატები ჩინეთს მეტოქედ და გამოწვევად მიიჩნევს, რუსეთს კი, ველაზე დიდ ნაციონალურ საფრთხედ თვლის. ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება. კოლონას განცხადებით, მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას. „ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს,“ - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. „აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს," - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით დაბრუნდება მას შემდეგ, რაც არაბულ ქვეყნებში ვიზიტს დაასრულებს.  ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა, შემდეგ გაემგზავრა არაბულ ქვეყნებში - იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი. ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ბლინკენის ორშაბათს ისრაელში გამგზავრების გეგმა - მისი მეორე ვიზიტი ბოლო ხუთ დღეში - ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 15 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდა. მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ." საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP  

პროკურატურამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. „მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს. გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არჩილ ბასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - ნათქვამია ინფორმაციაში. სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე 2023 წლის 16 მაისს დააკავეს. არჩილ ბასანიძეს წინასწარი პატიმრობა ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მაისის ბოლოს შეუფარდა.