ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა
საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქეა. ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს. დარმანენის თქმით, ხსენებული პირებიდან ორმოცი ციხეშია, ხოლო ოცამდე შესაძლოა, რუსეთში დეპორტირდნენ. „მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანები. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო ამ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც შეიძლება, განსაკუთრებით საშიში იყვნენ," - განაცხადა დარმანენმა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა უკვე მიიღო ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ რუსულ მხარეს იმ მოქალაქეთა სია გადასცეს, რომლებიც შესაძლოა, დეპორტირდნენ.
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს. სალივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რომ თეთრი სახლი მომავალ კვირაში გამართავს ინტენსიურ მოლაპარაკებებს კონგრესთან, რათა პაკეტის დამტკიცება უზრუნველყოს. მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და კონგრესის წამყვანი წევრები ისრაელისთვის 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებენ. NBC News-ის ცნობით, თეთრი სახლი ცდილობს ისრაელისთვის დაფინანსების შეფუთვას უკრაინის, ტაივანისა და სხვა მიზნებისთვის, რადგან კიევისთვის დახმარება ულტრამემარჯვენე კანონმდებლების წინააღმდეგობას აწყდება. „კითხვას, იქნება თუ არა მხარდაჭერის ახალი ტრანში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის,“ სალივანმა უპასუხა, რომ „რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.“ „მაგრამ, როგორც ვთქვი, (ეს პაკეტი, რედ.) აუცილებლად მოიცავს საჭირო სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, და ისრაელის თავაცვის დახმარებისთვის, როდესაც ის თავის ტერორისტ მტრებს ებრძვის,“ - განაცხადა სალივანმა. უკრაინის დახმარება ახლახან კონგრესში დავის საგანი გახდა, რასაც პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის გადაყენება მოჰყვა. რესპუბლიკელები უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის დონეს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ.
ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს. რადიო თავისუფლების ცნობით, ალიევის ვიზიტი რეგიონში 15 ოქტომბერს შედგა. ალიევის ოფისმა განაცხადა, რომ მან მოინახულა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სხვა ადგილი და ქალაქი, მათ შორის ქალაქები აღდარა (მარტაკერტი) და ხოჯალი (ივანიანი), სადაც მან ასევე აღმართა აზერბაიჯანის დროშა. ბაქომ რეგიონზე კონტროლი სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად, სექტემბერში დაიბრუნა. ეს ყარაბაღში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მმართველობის ორ ათწლეულის განმავლობაში. სექტემბერში აზერბაიჯანის სწრაფი იერიშის შედეგად დასრულდა უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში მკვიდრი უმრავლესობის სამ ათწლეულიანი მმართველობა. რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღდგენილია
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ. კაცის თქმით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემირ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ამასთან, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია. 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. სამი დღის წინ ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს არ ექნება ელექტროენერგია, წყალი და საწვავი, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს მძევლებს. გაეროს ექსპერტებმა ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაგმეს, როგორც „კოლექტიური სასჯელი", რომელიც "ომის დანაშაულს" წარმოადგენს.
ბაიდენი: ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ ისრაელსა და უკრაინაზე, გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს როგორც ისრაელს, ისე უკრაინას. CNN-ის ცნობით, ბაიდენმა ამის შესახებ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ძლიერი ერი ისტორიაში, არა მსოფლიოში, მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ ორივეზე და მაინც შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო საერთაშორისო თავდაცვა. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულებაც. და თუ ჩვენ არა, ვინ გააკეთებს ამას?“ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს.
განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News
Sky News-ის ცნობით, ამერიკა და ისრაელი განიხილავენ პრეზიდენ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობას. ბრიტანული მედიის წყაროს ცნობით, ვიზიტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევით შედგება. მანამდე, 12 ოქტომბერს თელ-ავივში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ისრაელს ეწვია თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც.
ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენის განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზის ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. CBS News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზის სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე. დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაციას ამ ეტაპზე, ბაიდენმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.“ აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა პალესტინური ხელისუფლება. „უნდა არსებობდეს - გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ“. კითხვას, უნდა შეწყდეს თუ არა ცეცხლი, ბაიდენმა უპასუხა: „ისრაელი სდევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩაერთნენ ბარბაროსობაში, რასაც ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორიც ჰოლოკოსტს. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. უნდა სდევნიდეს „ჰამასს.“
Reuters: აბასის სიტყვიდან „ჰამასის“ კრიტიკის შემცველი კომენტარი ამოიღეს
პალესტინის ხელისუფლების ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ კვირას პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც „ჰამასს“ აკრიტიკებდა, თუმცა ეს კომენტარი მოგვიანებით შეიცვალა. კომენტარი, რომელიც WAFA-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აბასსა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბრის დროს გაკეთდა. ორივე მხარემ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა განიხილა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. WAFA-ს თავდაპირველ ცნობაში ნათქვამი იყო: „პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და (პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის) პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, როგორც მათ ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს.“ გაურკვეველი დარჩა, აბასის სიტყვიდან რატომ ამოიღეს კომენტარი „ჰამასის“ შესახებ. არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია აბასის ოფისს ან WAFA-ს. თავის მხრივ, არც „ჰამასს“ უთქვამს რაიმე. აბასის პალესტინის ხელისუფლება დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ჰამასს, რომელმაც 2007 წელს ღაზაზე კონტროლი დაიკავა და აბასის ერთგული პარტია ფატაჰის ძალები ჩამოაგდო. მრავალწლიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. „მადუროსთან საუბრისას აბასმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა ორივე მხარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე და მოუწოდა მშვიდობიანი მოქალაქეების, პატიმრებისა და დაკავებულების გათავისუფლებისკენ“, ნათქვამია WAFA-ს ანგარიშში.
ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა. ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია. „ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა.
ეგზიტპოლი: პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს
ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს. Ipsos-ის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმების 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი. იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, რაც ქვეყანაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას დაასრულებს. „პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობის დასასრული,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგებზე კომენტირებისას. ტუსკის თქმით, პოლონეთში კვირას ჩატარებული არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიზმის დაცემის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის ევროკავშირში.
რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს, შესაძლოა, დროებით გაიხსნას
რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახსნას. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. საელჩოს ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნით გაიხსნება სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაფაჰი გაიხსნება. „გაურკვეველია, რამდენ ხანს ექნებათ ნებართვა მგზავრებს, გადასასვლელი გაიარონ. თუ გადასასვლელი გაიხსნება, ეს მხოლოდ შეზღუდული დროით მოხდება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ნებართვას მოგზაურებს გადასასვლელის ტრანზიტი. თუ თქვენ შეაფასებთ, რომ ის უსაფრთხოა, თქვენ შეიძლება გინდოდეთ მიუახლოვდეთ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელს,“ - განაცხადეს საელჩოში და განმარტეს, რომ „შესაძლოა, ძალიან ცოტა შენიშვნა იყოს, თუ გადაკვეთა გაიხსნება და ის მხოლოდ შეზღუდული დროით გაიხსნება.“ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის ერთადერთი გზაა ადამიანების ანკლავიდან გასასვლელად, ან ტერიტორიაზე მარაგების შესატანად, მაგრამ ის ბოლო კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება
16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. „2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა,” - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება. საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს - 16 ოქტომბერს. ტურავას თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ. „საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში - პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს. ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს. ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ, თავიანთი კორექტურა შეიტანონ,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს - „ქართულ ოცნებას” იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არ აქვს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი საპატიმროდან გაათავისუფლეს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა. „ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით,“ - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა. ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Reuters: ისრაელი სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა
Reuters-ი ავრცელებს ინფორმაიას, რომ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ სამხრეთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებას ემთხვევა, განაცხადა ორშაბათს ეგვიპტის უსაფრთხოების ორმა წყარომ. წყაროების თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე საათს გაგრძელდება, მაგრამ ზუსტი ხანგრძლივობის შესახებ უცნობია. ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს. რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი, დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.
ისრაელის ელჩი: ისრაელი ღაზის ოკუპაციით დაინტერესებული არ არის - ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა
ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის, მაგრამ გააკეთებს რაც საჭიროა, „ჰამასის“ გასანადგურებლად, - ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა. „ჩვენს ინტერესებში ღაზას ოკუპაცია ან ღაზაში დარჩენის ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა არის „ჰამასის“ განადგურება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა. დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. გილად ერდანი ჯო ბაიდენის ამ განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების აღმოფხვრაა. „გმადლობთ პრეზიდენტო ბაიდენ, რომ აღიარეთ ის, რასაც ისრაელი ამბობს ბარბაროსული „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ: ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა,“ - დაწერა ელჩმა.
თოყაევი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ყაზახური მედიის ცნობით, პეკინში თოყაევი მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმში. ასევე მოსალოდნელია არაერთი შეხვედრა მსხვილი ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ჩასვლას და სი ძინპინთან შეხვედრას პუტინიც გეგმავს.
ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე: სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე 12:00 საათისთვის მოაწერს და შესაძლებელია, მანამდე მოსამართლემ თავისი პოზიცია შეცვალოს. ტურავას თქმით, პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება. მისი განმარტებით, ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით 2 საათი სჭირდება სამართლებრივ დეპარტამენტს, რომ ექსპერტიზა გაიაროს, რომ ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზში საჯაროდ გამოცხადდება. ტურავამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ ვალდებულება, გადაწყვეტილება პარლამენტს დღესვე გადაუგზავნონ. „სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული.“„ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია და თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება,“ - განუცხადა ტურავამ მედიას ბათუმში. ამასთან, ტურავამ გამორიცხა ზეწოლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ზეწოლის გარეშეც იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ის გარემოება, რომ ქვეყანა სტატუსის მოლოდინშია, ტურავამ უპასუხა, რომ 50-გვერდიან დოკუმენტში ყველაფერია, რაც დასკვნის დასაბუთებას უკავშირდება. „არცერთი იურისტი არ არის არ არის ისეთი საკონსტიტუციოში, რომელიც დაუსაბუთებელ დასკვნას მოაწერს ხელს. ჩვენი დასკვნა სამართლებრივად სწორი იქნება, ამაზე ბევრს შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს, სპეკულაციური, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, კონსტიტუციის მუხლებსა და მის სწორ ინტერპრეტაციაზე.“ გაივლის თუ არა დამოუკიდებლობის ტესტს სასამართლო, მერაბ ტურავამ ამ შეკითხვას უპასუხა: „ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან - კი, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული, მას შეიძლება, აზრი არ აინტერესებდეს აზრი - ჩვენს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აინტერესებთ. “ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ხმები არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა„ კენჭისყრაზე შეცვლას არ აპირებს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ.
ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნა იგეგმება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს. „ამ დროისთვის ღაზის სექტორში არ მოქმედებს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უცხოელების გასვლის სანაცვლოდ,“ - განუცხადეს CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში. განცხადება გაავრცელა „ჰამასმაც“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეგვიპტიდან არ მიუღიათ დადასტურება რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შესაძლო გახსნის შესახებ.
ალიევი: ანტიტერორისტული ოპერაცია გარდაუვალი იყო, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის იმედი თანდათან ქრებოდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო.“ ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო. აზერბაიჯანელმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ მსოფლიო საზოგადოებამაც, რომ ჩვენ გვინდოდა სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მე პირადად არაერთხელ ვმონაწილეობდი უაზრო და უშედეგო მოლაპარაკებებში. რატომ? რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ თანდათან ჩვენი იმედები გაქრა. სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთხელ გაანალიზებით, დღეს სრული დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი გოჯი მიწის დაბრუნებასაც არ გეგმავდნენ,“ - განაცხადა ალიევმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.