ძებნის რეზულტატი:

დიდი ბრიტანეთი რუსული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჩრდილოეთ ევროპაში 20 000 სამხედროს განალაგებს

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აპირებს, გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ჩრდილოეთ ევროპაში, მათ შორის მომავალ წელს რეგიონში 20,000 ჯარისკაცის განლაგებით. დიდი ბრიტანეთის მიზანია, რუსული დივერსიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას დაეხმაროს. ბრიტანეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ჯარისკაცს, დამატებით, სამეფო საზღვაო ძალების რვა ხომალდს, თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების ჯგუფს გაგზავნოს, რათა დაეხმაროს საპოლიციო მისიას და თავიდან აიცილოს საფრთხე რუსეთის მხრიდან.  

პროკურატურამ ,,თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს, სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა. „ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა ,,თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც ,,თიბისი ბანკს“ მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 660 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.“

HRW: ისრაელმა ღაზასა და ლიბანში ფოსფორიანი ჭურვები გამოიყენა

Human Rights Watch-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ 10 და 11 ოქტომბერს ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვის დროს ისრაელის სამხედროების მიერ თეთრი ფოსფორის გამოყენების მტკიცებულება აღმოაჩინა. ამ ფაქტზე ორგანიზაცია ვიდეოჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე მიუთითებს. კერძოდ, სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ღაზაში, ცაზე, თეთრი ზოლებია გამოსახული. ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ღაზაში თეთრი ფოსფორის გამოყენება ზრდის რისკს სამოქალაქო მოსახლეობისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევას. ისრაელის სარდლობამ Reuters-ს განუცხადა, რომ "ამჟამად არ იციან ღაზის სექტორში თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენების შესახებ." ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ცვიმ უარყო ისრაელის არმიის მიერ ფოსფორიანი ბომბების გამოყენება. "ეს ასე არ არის. დღეს თქვენ იცით, ყველაფერია სოციალურ ქსელებში, ყველას აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, ეს უბრალოდ სისულელეა," - განუცხადა დიპლომატმა რუსულ სააგენტო TASS-ს. თეთრი ფოსფორი ჟანგბადთან შეხებისას იწვის და სქელ თეთრ კვამლს ქმნის. ამ ნივთიერებას ზოგჯერ სამხედროები ტერიტორიების მონიშვნისთვის იყენებენ, მაგრამ მას ასევე შეუძლია, გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა და ხალხმრავალ ადგილებში მისი გამოყენება შესაძლოა, ადამიანებისათვის, უკიდურესად საშიში იყოს. თეთრი ფოსფორი არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების გამო, მისი გამოყენება მკაცრად რეგულირდება. ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

პუტინმა ღაზის სექტორის ბლოკირება ლენინგრადის ბლოკადას შეადარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირება ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მოწყობის ლენინგრადის ბლოკადას შეადარა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, დსთ-ის სამიტის შემდეგ ისაუბრა და ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა მიუღებელია. შეგახსენებთ, რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრიანაში და ამ დრომდე აწარმოებს ომს, განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

ბულგარეთის პარლამენტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ.) საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის. ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს. დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს,განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოფიაში ვიზიტით იმყოფება. „სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი, ერთიანი მომავლისკენ!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.  

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა  14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.  

როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი

ღაზა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, მცირე რესურსებით, ღარიბი - ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოსთან თითქმის 17 წლის განმავლობაში, რაც ბადებს კითხვას: როგორ დააგროვა „ჰამასმა“ უზარმაზარი რაოდენობის იარაღი ამ მასშტაბის და დახვეწილი შეტევის განსახორციელებლად?ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა. რას ამბობენ ექსპერტები: ირანის ფაქტორი: „ჰამასი“ იარაღს გზით იძენს და იღებს გარკვეულ სამხედრო მხარდაჭერას ირანისგან,“- ნათქვამია CIA-ს World Factbook-ში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მთავრობებს ჯერ არ გამოუვლენიათ ირანის პირდაპირი როლი, ექსპერტები ამბობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა დიდი ხანია, „ჰამასის“ მთავარი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ატარებს ანკლავში ფარული ტრანსსასაზღვრო გვირაბებით ან ნავებით, რომლებიც გადაურჩნენ ხმელთაშუა ზღვის ბლოკადას. „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი, ირანის არმიის ფილიალი, რომელიც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, თითქმის ორი ათეული წელია, „ჰამასის“ ინჟინრებს ამზადებს, ხოლო თეირანი აგრძელებს „ჰამასის“ იარაღის მწარმოებლების წვრთნას,“ ამბობს ჩარლზ ლისტერი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი. „ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ქარხნები ყველაფრისთვის, რაკეტებისთვის 250 კმ, 160 კმ, 80 კმ და 10 კმ. ჩვენ გვაქვს ნაღმტყორცნების და მათი ჭურვების ქარხნები. ... ჩვენ გვაქვს კალაშნიკოვის (თოფების) და მათი ტყვიების ქარხნები. ტყვიებს რუსების ნებართვით ვამზადებთ. ჩვენ ვაშენებთ მას ღაზაში, ”- აცხადებს „ჰამასის“ „მაღალჩინოსანი,“ Russia Today-ის არაბული ახალი ამბების არხ RTArabic-თან „ლიბანიდან.“ როგორ აწარმოებს ჰამასი ნედლეულს იმ ძირძველი იარაღისთვის CNN ამ თემასაც განიხილავს. ღაზას არ აქვს არცერთი მძიმე ინდუსტრია, რომელიც ხელს შეუწყობდა იარაღის წარმოებას მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. მაგრამ მის ძირითად ექსპორტს შორის არის ჯართი, რომელსაც შეუძლია, მასალა იარაღის დასამზადებლად, ანკლავის ქვემოთ მდებარე გვირაბის ქსელში უზრუნველყოს. ეს ლითონი კი ხშირ შემთხვევაში ღაზაში წინა დესტრუქციული ბრძოლებიდან მოდის. აჰმედ ფუად ალხატიბი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ფორუმისთვის, 2021 წელს წერდა: „როდესაც ღაზის ინფრასტრუქტურა განადგურდა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, რა დარჩა - ლითონის ფურცელი და ლითონის მილები, არმატურა, ელექტრო გაყვანილობა, მან თავისი გზა „ჰამასის იარაღის“ სახელოსნოსკენ იპოვა.“  

იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში ჩავიდნენ

იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანტონიო ტაიანი და ანალენა ბერბოკი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ. ისინი ისრელელ კოლეგას, ელი კოენს შეხვდნენ. „ეს არის ყველაზე ცუდი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ," - განაცხადა კოენმა. ისრაელში დღეს, 13 ოქტომბერს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსიტნი ჩავიდნენ. უფრო ადრე კი, ისრაელს აშშ-ის სახელნწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.  

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ტანკებით შევიდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ. ისრაელის ძალები  "ლოკალური რეიდის" ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებს. IDF-მ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ. IDF-ს განცხადებით, ისრაელის არმიის მიერ ამ რაიონში ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტი.      

ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით დღეს ოდესაში ჩავიდა. რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან. „უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot-ის რაკეტებს მიაწვდიან, რათა უკრაინამ რუსეთის ბარბაროსული ავიადარტყმებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს,“ - წერს რუტე. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის პორტს ეწვია, „სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ყველაზე რთულ პირობებში მუშაობენ“. „ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება საპატრულო კატერები შეიძინოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება“, - წერს რუტე.  

აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანანი ენტონი ბლინკენი დღეს ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“ „ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს. „ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა.  

გერმანამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა.   უკრაინამ მიიღო: ოთხი Bandvagn 206 (BV206) მრავალფუნქციური ყველგანმავალი მანქანა; 82 SatCom სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალი; ოთხი მანქანა მესაზღვრეებისთვის; დრონის აღმოჩენის 50 სისტემა; ორი HX81 ტრაქტორი და ორი ნახევრადმისაბმელი და სხვა აღჭურვილობა. როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს გერმანიამ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. 2023 წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ გერმანიაში 10 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის მომზადებას.    

Reuters-ი იუწყება, რომ სამხრეთ ლიბანში სააგენტოს ოპერატორი მოკლეს

Reuters-ი იუწყება, რომ სამხრეთ ლიბანში მისი ოპერატორი მოკლეს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ოპერატორი, ისამ აბდალა მოკლეს. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ვეძებთ დამატებით ინფორმაციას, ვმუშაობთ რეგიონის ხელისუფლებასთან და ისამის ოჯახისა და კოლეგების გვერდით ვდგავართ," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. განახლება: ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, რომელსაც ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ ჰკითხეს, მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მომხდარს იძიებენ. Reuters-ის ჟურნალისტის დაღუპვის გარდა, დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი - მათ შორის, AFP-ის სააგენტოს ორი რეპორტიორი. 14 ოქტომბერს ისრაელმა ლიბანში, "ჰეზბოლას“ ობიექტს დარტყმა მიაყენა, რაც ისრაელის არმიის თანახმად, პასუხი იყო ლიბანის სამხრეთიდან „ისრაელის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტების შეღწევასა“ და ისრაელის დრონისთვის ცეცხლის დაშენაზე, იტყობინება Reuters-ი. "ჰეზბოლა" ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც საფრთხეს წარმოადენს ისრაელისთვის "მეორე ფრონტის" გახსნის საშიშროების მხრივ. „ჰეზბოლას“ ისრაელი, აშშ და კანადა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.  

უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, ეს მხოლოდ დასაწყისია - ნეთანიაჰუ

„ყველამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ლომებივით ვიბრძვით,“ მიმართა ხალხს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის მე-7-ე დღის ბოლოს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დღეს ესაუბრა იმ ოჯახებს, რომლებმაც ერთი კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, საყვარელი ადამიანები დაკარგეს. „ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერები," აცხადებს ნეთანიაჰუ.  

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა - თეთრი სახლი

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული სტაბილურობისსა და ბირთვული იარაღის გავრცელების გლობალური რეჟიმისათვის. ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმაჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა. თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს წარუდგინა სატელიტური ფოტოების სერია, რომელშიც ნაჩვენებია ჩრდილოეთ კორეიდან სამხედრო ტვირთის გადატანა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემით. ვაშინგტონის ინფორმაციით, საუბარია 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდზე. „ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეას ამ სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის, უკრაინელი სამოქალაქო პირების მკვლელობისა და რუსეთის მიერ არალეგიტიმური ომის შემდგომი გაგრძელებისთვის," - განაცხადა კირბიმ.  

უკრაინა სპეციალურად ზამთრისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა სპეციალურად ზამთრისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში ისაუბრა, როდესაც ნიდერლანდების პრემიერს უმასპინძლა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე. გვაქვს პარტნიორებთან ერთად, დეტალურად შემუშავებული გეგმა. ვერ გეტყვით, სად იქნება ეს სისტემები და რა რაოდენობით, არა იმიტომ, რომ არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ ამის უფლება არ მაქვს," - განაცხადა ზელენსკიმ  

ენტონი ბლინკენი: ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით

ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოითმენს ტერორისტული ჯგუფის შემოსვლას, თავისი ხალხის დახოცვას და ასე ცხოვრებას. ის, რასაც ისრაელი აკეთებს, არ არის შურისძიება. რასაც ისრაელი აკეთებს, არის თავისი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, ცდილობს დარწმუნდეს, რომ ეს აღარ განმეორდება.“ მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იმის წინაშე აღმოჩნდებოდა, რის წინაშეც ისრაელი აღმოჩნდა, დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებდა. „ერთი რამ უდავოა: სტატუს - კვოს ვერ დავუბრუნდებით, რომელმაც საშუალება მისცა, ასეთი რამ მომხდარიყო. ასე რომ, ეს ფიქრის ნაწილი უნდა იყოს და არის კიდევაც,“ - განაცხადა ბლინკენმა.  

აშშ ამზადებს სწრაფი რეაგირების საზღვაო ქვედანაყოფს ისრაელის მიმართულებით პოტენციური განლაგებისთვის - CNN

26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება, სწრაფი რეაგირების ძალა, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს სპეციალური ოპერაციები, ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელთან მიახლოების ბრძანებას მისცემენ, რათა იქ აშშ-ის ძალების პოზიციები გააძლიეროს. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ამერიკული მედია წერს, რომ დანაყოფი, რომელიც ამჟამად USS Bataan-ის ამფიბიური თავდასხმის გემზე იმყოფება, 2000-ზე მეტი საზღვაო ქვეითისა და მეზღვაურისგან შედგება - ისინი  ფართომასშტაბიანი ევაკუაციის მხარდაჭერას შელებენ. საზღვაო საზღვაო ექსპედიციური ნაწილისთვის მისიის აუცილებელ ამოცანებს შორის არის ევაკუაციის ოპერაციები და ჰუმანიტარული დახმარება. „ოფიციალური პირების თქმით, დანაყოფს მსგავსი ბრძანება ჯერ არ მიუცია. მაგრამ თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ პენტაგონს შეეძლება, დამატებითი ძალებისა და აქტივების შედინება რეგიონში საჭიროებისამებრ, რადგან ისრაელი აგრძელებს ომს ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ წინააღმდეგ,“ - წერს CNN. 26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება და USS Bataan-ი ჯგუფის ნაწილი, რომელიც რეგიონში ივლისში, ომანის ყურესა და მიმდებარე წყლებში ირანის გაზრდილი აგრესიის საპასუხოდ განლაგდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

NATO ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს - მედია

NATO ნეიტრალური შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს. მედიის ცნობით, პროექტი უკვე დამტკიცებულია ბერნის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ემზადება სამეკავშირეო ოფისის შესაქმნელად. „გადაწყვეტილება ჟენევაში ახალი ოფისის გახსნის შესახებ აიხსნება ალიანსის სურვილით, გააღრმაოს ურთიერთობა გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,“ წერს swissinfo. ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა. ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის: არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს; არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.); არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).  

ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა „ჰამას“ ბოროტება უწოდა, მაგრამ  ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რომ პალესტინელების უმეტესობა ამ დაჯგუფების ტერორის შედეგებით იტანჯება. „ჩვენ არ შეგვიძლია, მხედველობიდან გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პალესტინელების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო „ჰამასთან,” - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონულ პარტნიორებთან, ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად. აღსანიშნავია, რომ თოთხმეტი ამერიკელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება და თეთრ სახლს მიაჩნია, რომ ისინი „ჰამასის“ მიერ მძევლად არიან აყვანილნი. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.