ძებნის რეზულტატი:
ჯინ შაჰინი: საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო, შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო. „საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, პირველი რეზოლუცია ისრაელის მხარდასაჭერად მიიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახალი სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია 412 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ჰამასს“ და გამოხატავს ისრაელის მიმართ სოლიდარობას ტერორისტების წინააღმდეგ ომში. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას ისრაელის დაცვის მიმართ და მოითხოვს, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი. „წარმომადგენელთა პალატა დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის იცავს თავს „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტების მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომისგან და ადასტურებს, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი
სომხეთი ვერ ხედავს სარგებელს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის გაგრძელებაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სადავო რეგიონი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ფაშინიანის თქმით, ერევანი ამჟამად ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვს არ შეუსრულებია სამოკავშირეო ვალდებულებები. „ამ მოვლენებმა არსებითად მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში და ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას ახლა,“ განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა WSJ-ს. მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის ფაშინიანის კომენტარების შესახებ. „ჩვენ ჯერ არ ვიცით, თქვა თუ არა მან ეს სიტყვები და თქვა თუ არა, სად, რა კონტექსტში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია," - ციტირებს პესკოვს საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი." 102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 1995 წლიდან მოქმედებს, დაახლოებით 3500 სამხედრო მოსამსახურით. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ო'ბრაიენი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. „ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით,“ - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი
სენატორი პიტ რიკეტსი: საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში
ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში. „შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, - განაცხადა სენატორმა რიკეტსმა. შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დახმარების შეტანის უზრუნველყოფის მიზნით, ე.წ. „ჰუმანიტარული პაუზისკენ“ მოუწოდებდა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნებს აქვთ თავდაცვის უფლება. რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ მათ ვეტო დაადეს აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რადგან ის არ მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, მწვანე შუქს აუნთებს ომის შემდგომ ესკალაციას. აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც და განაცხადა, რომ ნებისმიერი რეზოლუციის პრიორიტეტი უნდა იყოს პალესტინელებისა და ისრაელელების სიცოცხლის თანაბრად დაფასება. დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა ვერ მოიპოვა რუსეთის მიერ შემუშავებულმა ტექსტმაც, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა. მანამდე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ისა და რუსეთის რეზოლუციის პროექტები ვერ დამტკიცდება, ისინი შეეცდებიან შექმნან საკუთარი რეზოლუციის პროექტი ბრაზილიის მიერ შეთავაზებულ ტექსტზე დაყრდნობით, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, მაგრამ არჩეულმა წევრებმა მხარი დაუჭირეს.
საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როოგრც საპატრიარქოში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად. „ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს. ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ ,,სამაინთან’’ და კარლოს დიდთან (742?-814); თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე და მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას; თუმცა მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე დამკვიდრდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების ირლანდიელებიც. როგორც ჩანს, VIII-IX სს.-ში სწორედ მათ გადმოიტანეს ირლანდიიდან ,,სამაინი“ და სხვა წეს-ჩვეულებები, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი. დასავლეთიდან მოსული ეს ტალღა შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილ ხატთაყვანისმცემელ მიგრანტებს, რომლებიც ხატებითა და წმ.ნაწილებით დატვირთული გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში; დევნილები რომის ეკლესიის მაშინდელმა მმართველებმა, - რომის პაპებმა შეიწყნარეს, რომლებიც განუყოფელი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდნენ. პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად. პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია; ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი ნიშნავს Halloween - All Hallows Eve - ყველა წმინდანის მწუხრს), რომლის დროსაც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდა ნაწილებით ლიტანიობით უვლიდა ტაძრებსა და ქალაქებს. ეს დღესასწაული დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის; როგორც ჩანს, კალენდარული დამთხვევის გამო, კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა - ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმისა (,,სამაინის“ ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაულისა ხალხმა ერთმანეთთან დააკავშირა, რასაც დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე (რომელიც 2 ნოემბერს, ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ, ) აღინიშნებოდა; ასე დაედო სათავე დიდ აღრევას. რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემა გაუქმდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში; ხოლო XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე; მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს. ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია,” - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონგრესის ახალი სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. „ჩვენ ამის შესახებ გარკვეული პირობები გვექნება, ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ,“ - ასე უპასუხა მაიკ ჯონსონმა შეკითხვას უკრაინის მიმართ დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება და მიზნები, რომლებიც ნათელი იქნება თეთრი სახლისგან. ჩვენ ვაპირებთ დისკუსიებს. ეს იქნება ძალიან პროდუქტიული,“ - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა. მაიკ ჯონსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 25 ოქტომბერს აირჩიეს.
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება - პატივს ვცემთ სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესებს ეფუძნება
საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება ქვეყნის ინტერესებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება. „ჩვენ გადავედით საინტერესო ეტაპზე. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა გვყავს ორი ფინალისტი, უკვე კონკრეტული წინადადების განხილვის ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვიანი პროცედურაა, რომელსაც საერთაშორისო, წამყვან საკონსულტაციო ექსპერტულ კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ. პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა, როდესაც ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული, უპასუხისმგებლოდ, რამაც ათწლეულები შეზღუდა საქართველოს ამა თუ იმ ეკონომიკური დარგის კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად”, - განაცხადა მინისტრმა IPN-ის ცნობით.
პრემიერი: მზად ვართ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან ვიმუშაოთ, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან იმუშაოს, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. „საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე, აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად, უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოდ ყოფნა შეძლო. „ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და ასევე, დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც. ჩემი მთავრობის, მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან ვიმუშაოთ, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. დღეს, მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას ვუმასპინძლო - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე, ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ზურაბ პოლოლიკაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“: დროულია დღევანდელ გარემოში, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევაა რეგიონში
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევაა რეგიონში. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ჩამოყალიბდა, უკვე დიდი ხანია, ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ფორუმად და ის, რომ თუნდაც არაერთი სახელმწიფოს მეთაური ესწრება ამ ღონისძიებას და 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი საკმაოდ მასშტაბური დელეგაციებით, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც ამდენი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს საქართველოს, თავისთავად ტურიზმის ნაწილიც არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევაა რეგიონში. თუ ტურიზმზე ვსაუბრობთ, სულ რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანა გაიხსნა ჩინელი ტურისტებისთვის. ჩინეთზე იმიტომ ვაკეთებ განსაკუთრებულ აქცენტს, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია ტურიზმის სექტორში. ჩინეთისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა, თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი კვირის წინ და ძნელია ახლა რაღაც ციფრებზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების ვიზიტებს. როგორც ვთქვი, ჩინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი როგორც ვიზიტორების მასშტაბის თვალსაზრისით, ასევე მხარჯველუნარიანობის კუთხით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციებს ახორციელებს იმისთვის, რომ ჩინელი ტურისტები მოიზიდონ, ამ შემთხვევაში ეს მარტივი სვლით გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას. ჩვენი მონაწილეობაც ამ ფორუმში პირველია და არ მგონია, რომ უკანასკნელი იყოს. ჩვენ, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციიდან მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას და უფრო მეტ და უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ მომავალ ფორუმებში,“ – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. სომხეთის პრემიერის თქმით, აბრეშუმის გზის კვალდაკვალ სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, გაატაროს ნავთობსადენები, ელექტრო კაბელები თუ სხვა თავის ტერიტორიაზე. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით. „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტიანი გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განაცხად, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობისაა და გულისხმობს ერების ერთმანეთთან დაკავშირებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთს კარგად ესმის. „ჩვენს ორ მეზობელთან [ირანთან და საქართველოსთან] ღიაა გზები და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა. თუმცა გზები ორ მეზობელთან [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] დაკეტილია, რაც აჩვენებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. „მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო-მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას. ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით,“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს. „პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან. მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ. მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ აზერბაიჯანის მხარე თავის შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან „მოიშველია“ 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. „ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს პრიორიტეტია ჩვენთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. „მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით და კონკურენტული ხარჯთწარმოებით იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა. საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე ისევე, როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე. ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააძლიერებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით. ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობის ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სწრაფ ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტკავშირით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2024 წლის ბოლომდე ეროვნული რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება, ძირითადი მაგისტრალებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგეგმილ გაუმჯობესებასთან ერთად. ჩვენი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანსპორტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებულნი არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით. სომხეთის პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი“, რომლის მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის, ელექტორგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და აშენებით. მისი თქმით, სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, გაატაროს ნავთობსადენები, ელექტრო კაბელები თუ სხვა ხაზები თავის ტერიტორიაზე. „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტიანი გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს. „პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან. მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ. მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ასევე წაიკითხეთ: სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან „მოიშველია“ 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. „ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას.
აზერბაიჯანის პრემიერი: საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს
ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასადოვის თქმით, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მოკლე დროში მიიღწა შედეგები, რაც აისახა ტრანსპორტირების დაჩქარებას და ხარისხში. „ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს დერეფანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს პორტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრე 15-დან 25 მილიონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის - ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, წვლის შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში,“ - აღნიშნა ასადოვმა. ასადოვის თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. „ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს,“ - აღნიშნა ასადოვმა. მისივე თქმით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მუშაობენ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების გაფართოებაზე. „რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული- მრავალმხრივი თანამშრომლობა და უფრო ახალ დონეზე ავიდეს თანამშრომლობა - მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იყოს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია,“ - განაცხადა ასადოვმა. მან ევროკომისიასთან გაფორმებულ შეთანხმებას გაუსვა ხაზი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას აორმაგებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ევროპაში. ასადოვმა „ტრასეკას“ პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პროექტმა გააფართობა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი. ასადოვის თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური-სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა აქვს ოთხიდან სამ მეზობელ ქვეყანასთან. მან ამავე ფორუმზე სომეხი კოლეგის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ წამოჭრილ თემაზე გაამახვილა ყურადღება. „მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა პოზიცია, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა თავისი ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუკი მეორე მხარეც მოისურვებს, ჩვენ შეგვიძლია, რომ წინ წავიდეთ და სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია,“ – განაცხადა ალი ასადოვმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
ელჩი რობინ დანიგანი: ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლიც, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტის განვითარებას
აშშ-ის ელჩის შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბებიან კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ელჩი დანიგანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს, ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან - ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აშშ-ის ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს და ჩვენ გვყავს დიდი წარმომადგენლობა შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. იცით, როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით, გზების რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფრმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის,“ - განაცხადა ელჩმა დანიგანმა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი თბილისში: მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მონტენეგრო, ისევე როგორც საქართველო, ცდილობს, ხიდის როლი შეასრულოს, დააახლოოს მეზობლები, დააახლოოს ადამიანები და დაინახოს შესაძლებლობები. „როგორ შეიძლება, მომავალში უფრო მეტი სიბრძნე და ჭკუა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის კარგი გავაკეთოთ. იდეა ძალიან მარტივია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ წარსული, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მხოლოდ მომავალი, ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, არის ის, რომ შევცვალოთ მომავალი. შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მეტ მშვიდობას, მეტ სტაბილურობას, მეტ კარგ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურას და ადამიანების დაახლოებას. განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან დღეს აქ ერთად შეკრიბა ჩვენი ორი კოლეგა ჩვენი მეგობრები, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს ორი მეგობარი ქვეყნის პრემიერები და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ ვისაუბროთ მომავალ მნიშვნელოვან პროექტებზე. მნიშვნელოვანზე არამხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ასევე ევროპისა და აზიისთვის. დღეს, გლობალიზებულ სამყაროში, არ არის მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია ქვეყანა, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც გვაქვს და რომლის ხელშეწყობაც და მიღებაც შეგვიძლია. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ წვდომაზე, ვისაუბროთ გზებზე, აეროპორტებსა და პორტებზე. და ამ აზრით, ყოველი ინიციატივა, „აბრეშუმის გზა“, ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისაგან და ამ ფორუმის განმავლობაში იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავლისთვის და მშვიდობისთვის. მშვიდობის გარეშე პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობს,“ - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა. იქედან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, დრიტან აბაზოვიჩმა კონფლიქტების დიალოგის გზით გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამჟამად ძალიან ცუდი სიტუაციაა და ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის. უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ იმისთვის, რომ ვნახოთ გამოსავალი. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობა მიუღებელია. ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა არ არის იარაღი, ადამიანების მოკვლა, ინფრასტრუქტურის, სახლების განადგურება არ არის იარაღი. იარაღი არის დიპლომატიის გამოყენება, ერთად დასხდომა და გამოსავლის პოვნა, შესაძლოა, ამას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ უკეთესი შედეგი აქვს,“ - აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა. მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს. „ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკა, ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ევროკავშირის პირველი ახალი წევრი გავხდეთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნების, კერძოდ საქართველოს და რა, თქმა უნდა სხვა ქვეყნების, პოლიტიკურ მისწრაფებას შეუერთდნენ ევროკავშირს და ვფიქრობთ, რომ ღია კარის პოლიტიკა პრინციპივით უნდა იყოს, ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ კლუბში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ შეუქმნან პრობლემები სხვა ქვეყნებს, ეს არის მთავარი პრინციპი“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.
ასადოვი ფაშინიანს თბილისში: ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. ასადოვის თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია 4-დან 3 მეზობელთან. „ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა და ეხება ყველა კომუნიკაციას. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. გვინდა, ეს კომუნიკაცია ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული, თუ მეორე მხარეც მოისურვებს, შეგვიძლია წინ წავიდეთ. ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენება შეგვიძლია“,-აღნიშნა ალი ასადოვმა. ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს
ასადოვი: აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი
ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასადოვის თქმით, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მოკლე დროში მიიღწა შედეგები, რაც აისახა ტრანსპორტირების დაჩქარებას და ხარისხში. „ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს დერეფანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს პორტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრე 15-დან 25 მილიონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის - ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, წვლის შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში,“ - აღნიშნა ასადოვმა. ასადოვის თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. „ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს,“ - აღნიშნა ასადოვმა. მისივე თქმით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მუშაობენ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების გაფართოებაზე. „რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული- მრავალმხრივი თანამშრომლობა და უფრო ახალ დონეზე ავიდეს თანამშრომლობა - მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იყოს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია,“ - განაცხადა ასადოვმა დეტალების დკონკრეტების გარეშე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 8 ოქტომბერს შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქოს სურს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. „ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთ,“ - განაცხადა ალიევმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.