ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტი: დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მოვუწოდებ სპიკერს, მიიღოს უმკაცრესი ზომები
საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც „დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ.“ „მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“ წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
ლევან იოსელიანი: ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი „ღირსებას არავის მატებს და ეს მხოლოდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს.“ „ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს,“ - აცხადებს სახალხო დამცველი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.
ევროკავშირმა სომხეთს დამატებით, 1,7 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ სომხეთს დამატებით, 1,7 მილიონი ევრო გამოუყო, რათა დაეხმაროს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიღებას. ამის შესახებ კრიზისებზე რეაგირების საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა. ევროკომისიის დამატებითი სახსრები, მთიანი ყარაბაღიდან დევნილი დაახლოებით 100 ათასი ეთნიკურად სომეხის ახალ ტერიტორიებზე დასახლებას მოხმარდება. თანხები განკუთვნილია სოციალური გადასახადების, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურებისთვის. ევროკავშირის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 12 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყარაბაღიდან ლტოლვილები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ადამიანები ხშირად გარბიან სახლიდან მინიმალური ნივთებით და ახლა თბილი ტანსაცმელი და ზამთრისთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ. ასევე გაეცანით: ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.
უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, გააუქმოს ევროპული კინოფესტივალი რუსეთში
უკრაინის ხელოვანები და სახელმწიფო უწყებები შეშფოთებით გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის დელეგაციამ რუსეთში წელს, ევროპული კინოს ფესტივალის ჩატარაბე გადაწყვიტა. ონლაინფესტივალი პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება. „მნიშვნელოვანია ეფექტიანი სანქციების პოლიტიკის გაგრძელება არამხოლოდ ეკონომიკურ სფეროში, არამედ კულტურაში, კერძოდ კინოში,“ - ნათქვამია უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადებაში. მისივე თანახმად, კულტურული დიალოგის განახლება ომის დაწყებიდან 612 დღის შემდეგ, რომელმაც უკრაინაში 1700-ზე მეტი კულტურული ობიექტი გაანადგურა, "მიუღებელია." თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა რუსეთში, როლანდ გალჰარაგუმ განაცხადა, რომ „რუსული კულტურა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.“ „ამ რთულ დროს, როდესაც ჩვენ გვაშორებს გარემოებები და ფიზიკური საზღვრები, კინო აგრძელებს ყოველგვარი დაბრკოლებების გადალახვას,“ - განაცხადა გალჰარაგიმ. უკრაინის სახელმწიფო კინემატოგრაფიულმა სააგენტომ ასევე მიუთითა უკრაინის კულტურული ძეგლების მუდმივ განადგურებაზე. „უსამართლოა იმის თქმა, რომ ხელოვნება პოლიტიკის ფარგლებს გარეთაა, მაშინ, როცა რუსული რაკეტები ანადგურებს უკრაინულ თეატრებს, კინოთეატრებსა და მუზეუმებს,“ - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო კინოს სააგენტოს განცხადებაში. კინოფესტივალი პირველიდან 15 ნოემბრამდე ონლაინრეჟიმში გაიმართება. რუსეთში ევროკავშირის მისიის ცნობით, პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე გამორჩეული ფილმები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ყველა ფილმი იქნება ნაჩვენები ორიგინალ ენაზე რუსული სუბტიტრებით. მიმდინარე წლის ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია 21 კინოსურათი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, რუსული და ევროპული ერთობლივი წარმოების ორი ფილმი. რუსეთში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ უთანხმოება ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსად გამქრალა, თუმცა რჩება ინტერესი ევროპისა და რუსეთის ხალხებს შორის დიალოგის მიმართ; ფილმების ჩვენება და სხვა კულტურული მოვლენები ამ გზავნილის მიწოდების გზაა. ევროპული კინოს ფესტივალი რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით 15 წელია, იმართება. შარშანდელი ღონისძიება ევროკავშირმა გააუქმა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო.
ლევან დავითაშვილი: ჩინეთში ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, ამავე დროს გვაქვს მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მის მონაწილეობაზე ჩინეთში გამართულ იმ ფორუმზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი. დავითაშვილის თქმით, ქართული დელეგაციისთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ არ იყო ცნობილი. მისივე თქმით, საქართველო მონაწილეობდა ფორუმში იყო დიპლომატიური პროტოკოლის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. „პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ. რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნიათ და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დანარჩენი არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტიპის დიალოგი და ურთიერთობა გვქონდეს შეხვედრაზე. ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. ასევე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მოსახლეობის დაბნევის მცდელობა. ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა, როდესაც ასეთი ტიპის ფორუმებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით,“ - განაცხადა დავითაშვილმა. კითხვას, რატომ არ დატოვეს საქართველოს წარმომადგენლებმა დარბაზი, დავითაშვილი პასუხობს, რომ ეს არამარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება. „ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაკნინება, რადგან ამით ვერავის ინტერესს დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული არ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, რადგან საქართველო გულწრფელია სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, დასავლეთთან და ევროკავშირთან. „ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დამალულად, ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს, იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ ინტენსიური დიალოგი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის G20- ის ფარგლებში. საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არანაირი დიალოგი და ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის ფორმატის გამოყენებას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დავიცვათ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა იყო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწიქსვეშა ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დღეს, 14:27 საათზე დაფიქსირდა.
სენატში ბლინკენს დემონსტრანტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. ამერიკელ მაღალჩინოსნებს სიტყვა დემონსტრანტებმა შეაწყვეტინეს, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. „გადაარჩინეთ ღაზის ბავშვები", შეწყვიტეთ ცეცხლი" - სკანდირებენ დემონსტრანტები. მომიტინგეთა ნაწილს ხელები წითლად ჰქონდა შეღებილი. მოსმენაზე სენატი თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფას განიხილავენ. ცნობილია, რომ ამისათვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფა იგეგმება. კაპიტოლის პოლიციის ცნობით, სამშაბათს კონგრესის მოსმენაზე ათეულობით მომიტინგე დააკავეს. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
პირველიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იქნება – NCDC
პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. უწყებაში აცხადებენ, რომ ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. NCDC-ის ცნობით, აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე.
ენტონი ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “მკაფიო კავშირები” არსებობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს. ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ “ირანის დახმარებით რუსეთისთვის გამარჯვების საშუალების მიცემა გაამხნევებს მოსკოვსაც და თეირანსაც.” „მას შემდეგ რაც რუსეთისთვის მისი სამხედროების მომარაგების ტრადიციული საშუალებები გავწყვიტეთ, ის სულ უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს უფრო განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდა, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთიანი პაკეტის დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება. „ამ დახმარებისთვის ნაწილების მოშორებას თუ დავიწყებთ, ისინი დაინახავენ ამას, გაიგებენ, რომ შემთხვევითობის პრინციპით ვუდგებით, მაშინ როდესაც ისინი სულ უფრო მზარდად თანამშრომლობენ და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. სენატში ბლინკენს დემონსტრანტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს
შვეიცარია აშშ-სგან Patriot-ის რაკეტებს შეისყიდის
შვეიცარიის თავდაცვის ფედერალურმა შესყიდვების ოფისმა აშშ-სთან კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების შეძენას გულისხმობს. ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის მართვადი რაკეტები შვეიცარიაში სავარაუდოდ, 2028 და 2029 წლებში გაიგზავნება. ისინი უზრუნველყოფენ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაონბას, რომელიც შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა 2026 წლიდან უნდა მიიღონ. PAC-3 MSE (Misile Segment Enhancement) არის Patriot-ის უახლესი ტიპის რაკეტა და ძირითადად გამოიყენება მოკლე დისტანციური ქობინისაგან თავდაცვისთვის. PAC-2 GEM-T (Guidance Enhanced Missile, Tactical) შექმნილია თვითმფრინავების, თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად.
ოსტინი: პუტინი თუ წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება უკრაინაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი შეეცდებიან, დაარწმუნონ ამერიკელი კონგრესმენები, რომ ქვეყნის ინტერესებშია პრეზიდენტ ბაიდენის 106 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. მოსმენაზე სენატი თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფას განიხილავენ. ცნობილია, რომ ამისათვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფა იგეგმება. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოსკოვისთვის „სტრატეგიულ მარცხად“ აქცია. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთიანი პაკეტის დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება. ენტონი ბლინკენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბრალად დასდო მცდელობაში, გამოიყენოს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი თავის სასარგებლოდ, რათა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის დახმარება შემცირდეს. „პუტინი ძალიან ცდილობს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით ისარგებლოს იმ იმედით, რომ ჩვენი ყურადღება იქით გადავა და ამას მოჰყვება აშშ-ის მხრიდან რესურსების შემცირება,“ აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, ლოიდ ოსტინი შიშობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი წარმატებას მიაღწევს. „შემიძლია, მოგცეთ იმის გარანტია, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე [რუსეთის პრეზიდენტი] პუტინი წარმატებას მიაღწევს. თუ ახლა ჩვენ მათ (უკრაინას, რედ.) ფეხქვეშ ნიადაგს გამოვაცლით, პუტინის უფრო გაძლიერდება და შეძლებს იმის გაკეთებას, რაც სურს,“ განაცხადა ოსტინმა. მისი თქმით, უკრაინისა და ისრაელის გამარჯვება რუსეთის შეიარაღებულ აგრესიასა და "ჰამასის" ტერორიზმთან ბრძოლაში, მსოფლიოს უსაფრთხოებას განსაზღვრავს, რომელშიც მომავალი თაობები იცხოვრებენ. „როგორც ისრაელში, ასევე უკრაინაში, დემოკრატიები ებრძვიან სასტიკ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას „ჰამასს“ ან პუტინს, რომ გაიმარჯვონ," - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ბაიდენის უახლესი დაფინანსების გეგმის ბედი ჯერ გაურკვეველია. დემოკრატები მტკიცედ უჭერენ მხარს აშშ-ის ლიდერის სტრატეგიას უკრაინის დახმარებისა და ისრაელის მხარდაჭერის შერწყმის შესახებ, ისევე როგორც ბევრი რესპუბლიკელი როგორც სენატში, ასევე, წარმომადგენელთა პალატაში. მაგრამ რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას ხელმძღვანელობენ, ორი საკითხის გაერთიანებას აპროტესტებენ. როგორც Reuters-ი წერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ უკრაინის დახმარებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა მცირდება. პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ადრე კიევისთვის დახმარების უზრუნველყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა. ისიც ეწინააღმდეგება ისრაელის და უკრაინის დახმარების პაკეტის გაერთიანებას. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
2 ნოემბერს სინოდის სხდომა გაიმართება
2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს. „2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით, 300 სამხედროს გაგზავნის - პენტაგონი
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით, 300 ჯარისკაცს გაგზავნის. პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ჯარები გაემგზავრებიან შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ისინი არ იქნებიან ისრაელში. „ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ რეგიონული შეკავების მცდელობებს და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალების დაცვის შესაძლებლობები,“ - განაცხადა რაიდერმა. CNN წყაროზე დაყრდნობით 31 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადაადგილდებიან. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა გასულ კვირაში 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ტოკიოს შეფასებით, სავარაუდოდ, რუსულმა ვერტმფრენმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა, რომ სამშაბათს, 31 ოქტომბერს, ნემუროს ნახევარკუნძულის სანაპიროზე, ჰოკაიდოში, დაახლოებით 12:44 საათზე, სავარაუდოდ, რუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია ტერიტორიული საჰაერო სივრცე. სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა რეაგირება მოახდინეს. თავის მხრივ, იაპონურმა მედიასაშუალება Kyodo News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამინისტრომ მოსკოვს დიპლომატიური არხებით მკაცრი პროტესტი გამოუცხადა. ჰოკაიდო რუსეთის კუნძულ სახალინიდან მხოლოდ 40 კილომეტრში მდებარეობს. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, იაპონია კიევის აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში, იაპონიამ უკრაინას 7,5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დახმარება გაუგზავნა. შეგახსენებთ, გასულ წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2003 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია უწოდა. ამასთანავე დიპლომატიურ წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ კურილის კუნძულები იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. ასეთი ჩანაწერი 2011 წელს მიღებულ დოკუმენტში არ არსებობდა. ადრე იაპონიის ხელისუფლება კურილის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით სიტყვა „ოკუპაციას“ არ იყენებდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ამ კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. იაპონია კი, კუნძულებს ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და მას ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას გასულ წელს მოაწერა ხელი.
STarlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას იწყებს. შესაბამისი პოსტს ილონ მასკი X-ზე აქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია გასული წლის ივლისში მიანიჭა „SpaceX“-ის წარმომადგენელი კომუნიკაციების კომისიასაც სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როდის დაიწყებს SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას
ბლინკენი ისრაელს კვლავ ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ისრაელს ეწვევა. ბლინკენი მთავრობის წევრებს შეხვდება და ასევე ჩავა სხვა რეგიონებში. „მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის და შემდეგ სხვა გაჩერებებს გააკეთებს რეგიონში," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა.
ბაიდენი ვეტოს დაადებს რესპუბლიკელების კანონპროექტს, თუ კონგრესი მხოლოდ ისრაელის დახმარებას დაეთანხმება
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვეტოს უფლებით ისარგებლებს, თუ კონგრესი დათანხმდება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. კერძოდ, ეს პროექტი ითვალისწინებს დახმარების გაწევას მხოლოდ ისრაელისთვის და არა ისრაელისა და უკრაინისთვის, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარების შერწყმის მომხრეა, რასაც რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობა არ იზიარებს. 30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ისრაელის დახმარებას. ამ მიზნით 14,3 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს ფედერალური საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. რესპუბლიკელების ამ ინიციატივის პასუხად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია და მისი პოლიტიზაცია არ გამოვა. პრეზიდენტის ვეტომდე კანონპროექტის მიღებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატისგან, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
ბოლივიის წარმომადგენელმა გაეროში, დიეგო პარიმ სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პალესტინელი ხალხის უფლებებს. „შედეგად, ბოლივიელმა ხალხმა და მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენ მას მივიჩნევთ სახელმწიფოდ, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანთა სიცოცხლეს, საერთაშორისო კანონს ან საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს,“ - აღნიშნა პარიმ. ბოლივია ასევე ემზადება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან კონსულტაციებისთვის თავიანთი ელჩები გაიწვიეს. „თუ ისრაელი არ შეაჩერებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით,“ - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ. თავის მხრივ, ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან ღაზის სექტორში ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო. განცხადება გაავრცელა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობენ და დიდი შეშფოთებით აკვირდებიან სამხედრო ოპერაციებს, „რომლებიც მათი განვითარების ამ ეტაპზე გულისხმობს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რისი დემონსტრირებაცაა რვა ათასი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები“.
ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში - Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession. „საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
UNICEF: ღაზის სექტორი ბავშვებისთვის ჯოჯოხეთია
გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზის სექტორში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით, შესაძლებელი გახდეს. „თუ ცეცხლი არ შეწყდება, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და თუ არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომელთა გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან," - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა. მისი შეფასებით, ღაზის სექტორი ათასობით ბავშვის "სასაფლაოდ" გადაიქცა. ის შიშობს, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით. „ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზის სექტორი სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია," - განუცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს. მან ააღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი: წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების სიკვდილი - განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო მზარდ საშიშროებას წარმოადგენს.“ „არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა,“ - აღნიშნა ელდერმა. გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერის თქმით, “ღაზის სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზის სექტორში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.