ძებნის რეზულტატი:

ხელოვნური ინტელექტის სისტემამ შესაძლოა, აუტიზმი ბავშვებში ადრეულ ასაკში დაადგინოს

ჩიკაგოში ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე ამ კვირაში წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ახალმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ შესაძლოა ადრეულ ასაკში დაადგინოს აუტიზმი ბავშვებში. ახლად შემუშავებულმა სისტემამ 24-დან 48 თვემდე ასაკის ბავშვებში 98,5%-იანი სიზუსტით დასვა დიაგნოზი. მონაცემთა ნაკრები მოიცავდა 126 აუტიზმით დაავადებული ბავშვის და 100 ჩვეულებრივ განვითარებადი ბავშვის სურათს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თერაპიულმა ჩარევამ სამი წლის ასაკში შეიძლება, გამოიწვიოს უკეთესი შედეგები, მათ შორის, აუტიზმის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, მიაღწიონ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და უფრო მაღალ IQ-ს. სპეციალისტების თქმით, ჯერ არ არსებობს მონაცემები იმის საჩვენებლად, თუ რამდენად შეამცირებს ტექნოლოგია ფსიქოლოგების დატვირთვას.   

WhatsApp-მა ახალი ფუნქცია დანერგა

WhatsApp-მა ელ.ფოსტის საშუალებით ავტორიზაციის ახალი ფუნქცია დანერგა.  განახლება ავტორიზაციის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც პროგრამაში ტრადიციულ, SMS-ით შესვლის ვარიანტს ავსებს. ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა აპლიკაციის პარამეტრებში უნდა მიუთითოს ელ.ფოსტის მისამართი.  მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის გამოყენება მესენჯერში შესასვლელად ახლა უკვე შესაძლებელია, მესენჯერის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მაინც მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერია საჭირო.  

ალექსანდრე იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს

საქართველოს ნაკრების მარტში გასამართ პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩთან დაკავშირებულ ვითარებაზე კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე, რომელიც მოულოდნელობა და ეროვნული გუნდისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის. წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ,“ – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.  

შუა დერეფანი ფართოვდება - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენმდივანი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ფართოვდება და ვითარდება. ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გაიდარ აბდიკერიმოვმა განაცხადა. მისი თქმით, დერეფნის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მილიონი ტონა ტვირთი და 80 000 ( DPM) კონტეინერია. „ჩვენი დერეფანი თავდაპირველად მოიცავდა ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, მაგრამ ამ დროისთვის ის ასევე მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა და სინგაპური,“ - განაცხადა აბდიკერიმოვმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

ისრაელი თანახმაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ „ჰამასთან“ დროებით ზავზე

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. „ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლებას ითვალისწინებს, „ჰამასიც“ მიესალმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი შეთანხმების მიღების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. „ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მათივე ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.  

ოკუპირებულ აფხაზეთში აგარაკ „ახალი ათონის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ცნობას პროტესტი მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა გავრელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, კერძო ინვესტორს მიჰყიდოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკი „ახალი ათონი“. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს, 21 ნოემბერს, საღამოს, ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა. აგარაკი „ახალი ათონი“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს დაქვემდებარებაშია. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აგარაკის ტერიტორიაზე შეჭრის გამომწვევ ცნობებს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ „ახალი ათონის“ გაყიდვა არ იგეგმება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ცრუ ინფორმაციის ავტორთა მიზანი იყო „პროვოკაციული პოლიტიკური აქციის განხორციელება“. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი და ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა. ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებასაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. შესაბამისი შეთანხმება 2022 წლის იანვარში, მოსკოვში გაფორმდა.    

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გამსაღებელთა ჯგუფი გამოავლინეს - საგამოძიებო სამსახური

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ყაზახეთი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოების პროექტებზე მუშაობს - ტრანსპორტის მინისტრი

2022 წლის ბოლოს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, ხელი მოეწერა 2027 წლამდე საცობების აღმოფხვრის საგზაო რუკას, რომელიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პორტებისა და ტერმინალის შესაძლებლობების გაფართოებას, მოძრავი შემადგენლობის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, მარშრუტის ყაზახეთის მონაკვეთზე, უკვე მიმდინარეობს მუშაობა მეორე ლიანდაგის მშენებლობაზე დოსტიკ-მოინიტის სარკინიგზო მონაკვეთზე, ალმათის სადგურის შემოვლითი სარკინიგზო ხაზისა და ახალი სარკინიგზო ხაზების დარბაზა-მაქტარალი და ბახტი-აიაგოზის მშენებლობაზე. სარჟაში მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, იგეგმება საკონტეინერო ჰაბის შექმნა და შიდა სავაჭრო ფლოტის გაფართოება. მინისტრმა აღნიშნა, რომ შედეგად, 2027 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა წელიწადში 6-დან 10 მილიონ ტონამდე და მიწოდების ვადების შემცირება 14-18 დღემდე, (ყაზახეთის ტერიტორიაზე 5-მდე) იგეგმება.  ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ალეინიკთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხური მედიის ცნობით, კომუნიკაცია ბელორუსის მხარის ინიციატივით შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხურ-ბელორუსის ორმხრივი დღის წესრიგის შესახებ. „საუბარი შეეხო CSTO-ს საქმიანობასაც. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას 22 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაში,“ - ნათქვამია სომხეთის სამინისტროს განცხადებაში. ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დოკუმენტშია აღნიშნული, შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს და განსაზღვრავს სისტემური მიდგომისთვის საჭირო ღონისძიებათა ფარგლებს. დოკუმენტი 7 მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას, ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება). საჯარო შესყიდვები („საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება“). კონკურენციის პოლიტიკა („ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია“). მართლმსაჯულება. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად “). პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. მედია („მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება“). დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სამოქმედო გეგმაში აღიარებულია პოტენციური პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი, რაც იძლევა სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ამ სფეროების საქმიანობის განმახორციელებელ უწყებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობას. „უფრო მეტი ეფექტიანობისთვის, ის ასევე საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ფოკუსირება მოახდინონ საკუთარ რესურსებზე და მიმართონ ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი სფეროებისკენ. ქმედებები, რომლებიც მიმართულია ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებისკენ, ისეთი ქმედებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიასთან დაკავშირებულ ფენომენთა იდენტიფიცირებას, მათთან დაპირისპირებას და პრევენციას. პირველი კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია შესაბამისი ორგანოების ინსტიტუციური სტრუქტურისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლად, საიმედოდ, კოორდინირებულად და პროფესიონალურად. მეორე კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია აქტივობებზე, რომლებიც პირებს ან პირთა ჯგუფებს ხელს უშლის და/ან ზღუდავს საკუთარი სარგებლობისთვის/ბოროტად გამოიყენონ გადაჭარბებული უფლებამოსილება ან თავიდან აიცილონ ასეთი უფლებამოსილების კონცენტრაცია საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის, შესყიდვების, მედიის, არჩევნების და სხვა სფეროებში პროცესების მეტ სიჯანსაღეს და სიძლიერეს, უფრო მეტ საიმედოობას, სადაც გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანისა და ინტერესების უკეთესად ასახვას. სხვა კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა სისტემა იყოს უფრო ინკლუზიური და ადაპტირებადი და ამავდროულად რჩებოდეს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდეგი შვიდი სფეროს ყოველი აქტივობა ხელს უწყობს განმახორციელებელი უწყების გაძლიერების ერთ ან რამდენიმე ამოცანას; არსებული კანონმდებლობის დახვეწას; სფეროს უკეთ რეგულირებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ან სისტემის სხვაგვარად გაძლიერებას, რათა მოხდეს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება,” - აღნიშნულია დოკუმენტში. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ევროკომისიის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციებიდან, საქართველოსთვის ახლა განსაზღვრულ 9 ნაბიჯში დეოლიგარქიზაციის საკითხმაც გადმოინაცვლა. „დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით,“ - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.   

ევროპარლამენტი კიევში ოფისს გახსნის - მედია

ევროპარლამენტი უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, დათანხმდა კიევში ოფისის გახსნას, უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. შესაბამის ინფორმაციას Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ევროპარლამენტის "შესაბამის კომიტეტებთან" კონტაქტების დამყარებას, ასევე, ადმინისტრაციული მუშაობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაზე დაწესებულების შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში აქვს. არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.  

უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, შეუერთდნენ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს ევროპისკენ

უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, რომ ელექტროენერგია ცენტრალური აზიიდან ევროპაში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის კასპია-შავი ზღვა-ევროპის" მეშვეობით გაიტანონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ეს საკითხი ბუდაპეშტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ, პარვიზ შაჰბაზოვისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეტერ სიიარტოს შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე ენერგიის“ დიდი მიწოდება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა შეფასდა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს, მათ შორის უნგრეთს შორის ხიდის შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნგრეთის ბაზარზე აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მნიშვნელობა; გრძელვადიანი მიწოდების პერსპექტივები, ასევე უნგრულ კომპანიებთან ნავთობისა და გაზის პროექტებში თანამშრომლობის განვითარება. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში შაბაზოვი ასევე შეხვდა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ, ჩაბა ლანტოშს. მინისტრებმა ნახშირწყალბადების, მწვანე ენერგიის და ა.შ. სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

საავტობუსო ზოლში M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტიც იმოძრავებს

თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს. რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე. „ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს. კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობებით დაცვით შეძლებს. „საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება. იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინი სტალინს შეადარა

აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში საკვების იარაღად გამოყენება, ჰოლდომორის დროს იოსებ სტალინის სისასტიკეს შეადარა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს პრესრელიზში, რომელიც 21 ნოემბერს გამოქვეყნდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ პუტინი საკვებს ომში იარაღად იყენებს. „უკრაინის მიერ ხორბლის წარმოება ახლა 35 პროცენტით დაბალია ომამდელ მაჩვენებელზე. დიდი ხანია მარცვლეული „მიდის მსოფლიოში“ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მეშვეობით - რომელიც ცალმხრივად შეწყდა მოსკოვის მიერ. კიევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო გამოკვებოს. აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში როგორც ახლა, ასევე მომავალში,” - აღნიშნა გრინფილდმა. გეროს უშიშროების საბჭო, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე თავდასხმების ესკალაციაის განხილვის მიზნით შეიკრიბა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებმა დაადასტურა, რომ დღემდე 10,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა 18,500-ზე მეტი. გარდა ამისა, არსებობს მინიშნებები, რომ თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეიძლება, ზამთრის წინ გაძლიერდეს.  

რუსული პროპაგანდა აშშ-ის ერთგულებას უკრაინის მიმართ მხოლოდ აძლიერებს - სახელმწიფო დეპარტამენტი

რაც არ უნდა აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყოს რუსეთის პროპაგანდა უკრაინასთან დაკავშირებით, ის მხოლოდ ავლენს რუსეთის ფედერაციის არსს და აძლიერებს ამერიკის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის შემდგომი მხარდაჭერისადმი. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „თქვენ კვლავ ხედავთ, რომ რუსეთის მთავრობა აკეთებს აღმაშფოთებელ და მიუღებელ განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ გავაგრძელოთ უკრაინას ისეთი დახმარების მიწოდება, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება, რათა მოიგერიოს რუსული აგრესია მისი საზღვრებიდან,“ - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეიძლება, თანაარსებობდეს კიევის დღევანდელ ხელისუფლებასთან. მილერმა გაიხსენა, რომ რუსული აგრესიული პროპაგანდა რამდენიმე წელზე მეტხანს მოქმედებს. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას და აძლიერებს კონგრესის საჭიროებას, მიიღოს ზომები დამატებითი მოთხოვნის მისაღებად, რომელიც ჩვენ უკრაინას გავუგზავნეთ”, - აღნშნა მილერმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპს თუ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია, გამიზიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, გაეცნოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, თუ მას ასეთი გეგმა აქვს. „მე მზად ვარ. თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია, გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასსა და ყირიმს რუსეთს გადავცემთ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის მზად არ არის. ეს სამშვიდობო გეგმა არ არის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა ძალიან სწრაფად შეუძლია.  

კალაძე: კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ნაკრებისთვის, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ

თბილისის მერის და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოჩნდა. ამის შესახებ კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს. „ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი საინტერესოა იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს,“ - განაცხადა კალაძემ. ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. ალექსანდრე იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს  

კალაძის თქმით, საცობების პრობლემის მოწესრიგებისთვის ერთადერთი ალტერნატივა არსებობს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საცობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ერთადერთი ალტერნატივა, რაც „აღნიშნული მიმართულების მოწესრიგების საშუალებას იძლევა, ეს არის ის რეფორმა, რომელიც მერიას დაწყებული აქვს და რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.“ კალაძის თქმით, საცობების პრობლემა გამოწვეულია ქალაქში კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო. „ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საცობებთან დაკავშირებით არის, გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა. მე საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2012 წლისთვის, ქალაქში დაახლოებით, 180 000 ერთეული ავტომობილი გადაადგილდებოდა და დღეის მდგომარეობით პიკის საათში 600 000-ზე მეტი გადაადგილდება. ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება [ქალაქის საცობები], ეს არის ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ახალი ავტობუსები, შესაბამისი საავტობუსო ზოლების გაჩენა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარალელურად, ჭკვიანი შუქნიშნის პროექტის განხორციელება, რომელზეც უკვე დაფინანსება მიღებული გვაქვს - ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. თუმცა, ვიმეორებ კერძო ავტომობილების ნაწილში გვაქვს ზრდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და წინ მიდის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 47% ფლობს ავტომობილს და მგონია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.  

პაპუაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა მისასალმებელია. პაპუაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - თავისთავად ამ საკითხზე რეაგირება რაც არის ჩვენი მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში უკვე დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს და ეს არის სამწუხარო საბოლოო ჯამში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეზოლუციებს არ აქვთ ისეთი რეზოლუციები გამომდინარე იმისა, რომ წინა რამდენიმე რეზოლუციაში იყო დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამით ახდენენ ასეთი ინსტრუმენტების დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა სხვანაირია, ვიდრე რამდენიმე ევროპარლამენტარის თუ მთლიანად ევროპარლამენტის, ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ მკვლელობის გამოძიება. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია ამ დროს მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში ერთი, რომ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო - საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას და მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამოძიება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს იგეგმება. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს.  

ამინდის პროგნოზი: წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.