ძებნის რეზულტატი:
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6854 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6822 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9413 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9338 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მოლდოვამ თავისი ცის დასაცავად, პირველი ახალი თაობის რადარი მიიღო
მოლდოვას გადასცეს თანამედროვე საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელიც ქვეყანამ ფრანგული კომპანია THALES-ისგან შეისყიდა. ამის შესახებ მოლდოვის გამოცემა Newsmaker იტყობინება. თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატიის თქმით, ეს რადარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლდოვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. სისტემა მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის მთელ საჰაერო სივრცეს და შეავსებს ეროვნული არმიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვის ღონისძიებებს. „ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ბოლო ინციდენტებმა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევით, ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე,” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მოლდოვამ რადარი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის თანხებით იყიდა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ საინფორმაციო და ლოგისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, რაკეტის ფრაგმენტები არაერთხელ დაეცა მოლდოვის ტერიტორიაზე. იანვარში მოლდოვამ თავის მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, რათა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გაეძლიერებინა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 2023 წელს მოლდოვის თავდაცვის ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 33 წელი გავიდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. „მინისტრმა შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებითა და უწყებრივი მედლებით - ,,სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი მაზნიაშვილი“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ,,თეთრი გიორგი” დაჯილდოვდნენ. 2023 წლის საუკეთესო ბატალიონს კი, „თეთრი გიორგის გამარჯვების გარდამავალი დროშა“ გადაეცა. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ეროვნული გვარდია სამხედრო სარიტუალო სამსახურისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიასა და ღონისძიებას ატარებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„არმიჰოლში“, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის - „ფრთამოტეხილი მაფშალიას“ პრეზენტაცია გაიმართა. თავდაცვის სამინსიტროს ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. „თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, მისი მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა.“ სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის - ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი კი, პეტრე კოლხია. ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
IFC და მსოფლიო ბანკი: განახლებადი ენერგია, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის საკვანძო სექტორებია
ახალმა კვლევამ საქართველოში კერძო სექტორის ზრდის მეშვეობით ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი სექტორები გამოავლინა; ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებაში დაეხმარება; ელექტრონული კომერცია და ფინტექი (Fintech) ყველაზე პერსპექტიული ქვესექტორებია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ეს კვლევა საქართველოს კერძო სექტორის პირველი დიაგნოსტიკური კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შესაძლებლობები და სირთულეები კერძო სექტორის ზრდის დასაჩქარებლად. კვლევის ავტორების თქმით, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სახეზეა რიგი სტრუქტურული გამოწვევები, მათ შორისაა, პროდუქტიულობის ზრდასთან და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, ქვეყანაში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოა შექმნილი, მაგრამ ციფრული სერვისების შედარებით დაბალი განვითარება ბიზნესში ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვას აფერხებს. კვლევა განსაზღვრავს იმ ძირითად დარგებს, რომლებსაც კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების პოტენციალი აქვს. კვლევაში ასევე თავმოყრილია აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად საჭირო რეკომენდაციები. „საქართველოს ეკონომიკამ თავისი მდგრადობა პანდემიის დროს დაამტკიცა, მაგრამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს. რეფორმებს ძირითად სექტორებში შეუძლია საქართველოს ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზაციაში, გლობალური ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობის ზრდაში და პროდუქტიულობის ამაღლებაში. კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა უმნიშვნელოვანესი იქნება და IFC მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ამ მიმართულებით," აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ. „საქართველოს აქვს პოტენციალი, კიდევ უფრო გააფართოვოს კერძო სექტორის განვითარების პროცესი. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ამის მიღწევა შესაძლებელია კანონებისა და რეგულაციების აღსრულებისა და პროგნოზირებადობის ამაღლებით, ასევე, კავშირებისა და ლოგისტიკის, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის კატალიზატორების მხარდაჭერით," განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. კვლევის ავტორები შემდეგ მიმართულებებს გამოყოფენ: განახლებადი ენერგია: საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - 18 გიგავატი, საიდანაც მხოლოდ 20 პროცენტზე ნაკლებია ათვისებული. ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკა, რეგულირებისა და ნებართვების სისტემა, და სტიმულირების მდგრადი სქემები. ტრანსპორტი და ლოგისტიკა: საქართველო, როგორც კავკასიის და ცენტრალური აზიის კარიბჭე ისწრაფვის, რომ რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ქვეყანას, სხვა ასპექტებთან ერთად, საზღვაო პორტების სიმძლავრის გაფართოება, ინფორმაციის ნაკადებისა და მონაცემთა წვდომის გაზრდა, და სარკინიგზო ოპერაციების გაუმჯობესება სჭირდება. შუა დერეფნის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესება საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ციფრული ბიზნესი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწინავეა ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში შედის უკონტაქტო გადახდების სფეროში, ციფრული ბიზნესის განვითარება დაჩქარებას საჭიროებს. ელექტრონული კომერცია და ფინტექი მნიშვნელოვანი პოტენციალით გამოირჩევა. ამ სექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ციფრული უნარების განვითარების დაჩქარებაა საჭირო. მაგალითად, მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს საბაზისო უნარები პროგრამირებაში. ქვეყანას სჭირდება პროგრამირების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება და ადრეულ ეტაპზე დაფინანსება.
სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. Europetime დაინტერესდა, რა ეტაპზეა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სტრატეგია და ხსენებული შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს. „შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამ სტრატეგიის წინსვლისა და საერთო მიზნების მისაღწევად. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, ხორციელდება; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთელი მთავრობის ხედვასა და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, სამომავლოდ, ჩვენ შეგვიძლია, განვავითაროთ ინიციატივები და მივმართოთ დაფინანსების მოთხოვნას მათი განხორციელების მხარდასაჭერად,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეგახსენებთ, სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. ავტორიზაციის აქტში საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზეც. მისი მიხედვით, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნულ უშიშროების საბჭომ უნდა შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარების მსხვილი გარღვევა არ არის მოსალოდნელი
უკრაინამ მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება მოახდინა საველე ფორტიფიკაციების გასამაგრებლად, ვინაიდან მისი ჯარები თავდაცვით ტაქტიკაზე გადადის ფრონტის უდიდეს ნაწილზე, წერია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, გავრცელებული შეფასების თანახმად, რუსეთის მსხვილი გარღვევა ნაკლებად არის მოსალოდნელი და მთლიანობაში ფრონტზე სტაგნაციის პერიოდი შეინიშნება, მიაჩნიათ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს. „დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინა ბელორუსის საზღვრის გასწვრივ, „დრაკონის კბილებით“, მავთულხლართებითა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებით, თავდაცვით ზღუდეს აძლიერებდა. რუსეთის არმია ლოკალური ხასიათის იერიშების მცდელობებს რამდენიმე სექტორში განაგრძობს, მაგრამ ცალკეული შეტევები ოცეულზე უფრო დიდი რაოდენობის შენაერთებით, იშვიათად ტარდება,“ აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის განახლებულ ცნობებში.
აშშ რუსულ ნავთობზე სანქციებს გაამკაცრებს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე. ცვლილებები მიმართულია ატესტაციის პროცესების გამკაცრებაზე და ნავთობის ტრანსპორტირების გარკვეული პროვაიდერების ინფორმაციის შენახვაზე. დამატებით აშშ-მ სანქციები შემოიღო გემის მფლობელი SUN Ship Management კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დარეგისტრირებული და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტს” მიეკუთვნება. სანქციები ასევე შეეხო რუსული ნავთობის სამ ტრეიდერს, რომლებიც მოსკოვს ჰონგ-კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა
მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა. „მალაიზიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში დაფუძნებულ საზღვაო გადამზიდ კომპანია ZIM-ს მალაიზიის პორტებში შესვლა აუკრძალოს,“ - განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა. დაწესებული აკრძალვის მიხედვით, ისრაელისკენ მიმავალი გემები მალაიზიის პორტებში ტვირთის გადმოტვირთვას ვეღარ შეძლებენ. მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა ისრაელის მიერ ღაზაში „ჩადენილ ჰუმანიტარულ დარღვევებზე“ პასუხს წარმოადგენს.
ჯანდაცვის სამინისტრო: წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ. მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
სომხეთმა რუსული Sputnik-ის რადიომაუწყებლობა დროებით შეაჩერა
სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ ოთხშაბათს გადაწყვიტა, 30 დღით ლიცენზია გაუუქმოს პროპაგანდისტულ რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს, რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის „დამამცირებელი განცხადებების გამო.“ კომისიამ დაადგინა, რომ 17 ნოემბერს თავის გადაცემაში კეოსაიანმა „დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით“ გააკეთა კომენტარი სომხეთსა და სომეხ ხალხზე. „გადაცემის დროს გაჟღერდა დაუზუსტებელი წყაროებიდან მიღებული არასანდო ან არასაკმარისად სანდო ინფორმაცია,“ - აღნიშნა მარეგულირებელმა, დეტალების დასახელების გარეშე. თავად პროპაგანდისტულმა რადიოსადგურმა განაცხადა, რომ „კეოსაიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულა ღალატში და “შეკითხვა დასვა, დარჩებოდა თუ არა ის ცოცხალი ამის შემდეგ.“ შედეგად, სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ Sputnik Armenia-ს მფლობელ კომპანიას ლიცენზია 30 დღით შეუჩერა და 500 ათასი სომხური დრამით (1240 დოლარი) დააჯარიმა. ცნობისთვის, ბოლო დროს ერევანმა სულ უფრო დაიწყო საუბარი მოსკოვზე გადაჭარბებული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის განზრახვებზე. რას პასუხობს ფაშინიანი პუტინის განცხადებას, რომ სომხეთმა თავად თქვა უარი ყარაბაღზე შეგახსენებთ, უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას ფაშინიანმა შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
პრეზიდენტი: მართლმსაჯულების არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დაესწრო მართლმსაჯულების სახლის გახსნას, რომლის დამფუძნებელიც ეკა ბესელიაა. სალომე ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, მართლაც ყველასთვის ძალიან სასიხარულოა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, საქართველომ რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე, შემდეგ დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე, მარტივად, ალბათ ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, ხალხის და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი, რადგან ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რამე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის რაღაც ინერციაში, არასაინტერესო, არაქმედითი ხდება. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, რისი არარსებობაც ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას, ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის, არა ეკონომიკური და ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა. თქვენს მომავალ საქმეში, კარიერაში გისურვებთ, რომ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება, სასამართლო იქნება იმგვარი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ ჩვენ და არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები. იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდი, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იმის შემდეგ ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, რეგრესი, ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილე იქნებით თქვენ ყველა. ამისთვის ამ სახლის, ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ აქ, იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს, რადგან არ შეიძლება ჩვენი დაყოფა. ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ნიდერლანდელი მინისტრი: ახლა თუ რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო შორს წავა
„ახლა თუ რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო შორს წავა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა,“ ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჯეფრი ვან ლეუვენმა უკრაინასთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთის აგრესიული ომი უნდა შეწყდეს და კიდევ, თუ მათ ახლა არ შევაჩერებთ, უფრო დიდი ომი იქნება, რადგან რაღაც მომენტში ისინი NATO-ს ტერიტორიის გამოცდასაც შეეცდებიან. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე ჩვენ ევროპაში რთულ ვითარებაში ვიქნებოდით. არ ვარ დარწმუნებული, რომ აშშ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ეს შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, მაგრამ დღეს აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ამას ევროპა გააკეთებს მომავალ თვეში,“ - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 2,6 მილიარდით მეშვიდე ადგილზეა.
უკრაინის დახმარება: ბაიდენის ადმინისტრაციამ რესპუბლიკელებთან „გარკვეული პროგრესის“ მიღწევაზე განაცხადა
თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბის თქმით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი მიღწეულია, რაც, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას შესაძლებელს გახდის „გარკვეული პროგრესი [მოლაპარაკებებზე] მიღწეულია, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესი. ამ დაფინანსების რაც შეიძლება სწრაფად მიღება გვსურს. როგორც ჩანს, ეს სადღაც იანვარში მოხდება, მაგრამ რაც უფრო ადრე - მით უკეთესი,” - განაცხადა კირბიმ. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უკრაინისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების საშუალება გააჩნია, მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე მომავალში ამის საშუალება არ იქნება. აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს იანვარში განიხილავს
გერმანიას 720 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია სურს
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 720 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების რუსული სახსრების კონფისკაციაზე სარჩელი შეიტანა. მას საფუძვლად დაედო საგარეო ვაჭრობისა და გადახდების აქტის სავარაუდო დარღვევა. პროკურატურის განცხადებით, შუამდგომლობა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების პალატაში შევიდა. გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ფედერალურ პროკურატურას სურს, რომ გაყინული თანხები სახელმწიფო ხაზინაში გადავიდეს. საუბარია მოსკოვის ბირჟის ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის ფულზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიყინა. Spiegel-ის ცნობით, როგორც კი დადასტურდა ამ აქტივების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა, JP Morgan-მა მიიღო მოთხოვნა მოსკოვის ბირჟის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, National Clearing Corporation-ის Commerzbank-ის ანგარიშზე 720 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხვის შესახებ. სანქციების გამო ბანკებმა ოპერაციის განხორციელებაზე უარი განაცხადეს. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან დამრღვევთა დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შანსები თითქმის ნულის ტოლია, მთავრობამ შესაძლოა, თანხების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით სცადოს.
უკრაინამ ევროკავშირისგან რეკონსტრუქციისთვის 150 მილიონი ევრო მიიღო
უკრაინამ ევროკავშირისგან გრანტების სახით 150 მილიონი ევრო (164,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღო. გრანტი გაიცა უკრაინის სწრაფი აღდგენის დაფინანსების ხელშეკრულების მხარდაჭერის ფარგლებში. „საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებული კრიტიკული ობიექტების აღდგენის პრიორიტეტულ ღონისძიებებს, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სოციალურ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ შენობებს,“ - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 100 მილიონი ევროს მეორე ტრანში 2024 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. თანხები გამოყენებული იქნება როგორც აღდგენის ღონისძიებების დასაფინანსებლად, ასევე, მცირე მეურნეობების და სხვა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად. 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინამ თითქმის 37,4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საერთაშორისო დახმარება მიიღო, საიდანაც 4,7 მილიარდ დოლარზე მეტი კიევს ოქტომბერ-ნოემბერში გადაეცა.
ბლინკენი: უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც ყველასთვის შეუძლებელი ჩანდა
უკრაინელი ხალხი წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას და შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ ბრძოლაში, მის მომავალ აღდგენაში. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა უკვე ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს უკრაინაში: მის რუკიდან წაშლასა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. „ეს იყო მძიმე წელი ბრძოლის ველზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო," - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა ასევე გაიხსენა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნების წვლილი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დიდ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში. „მათაც იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველგან ვაჩვენოთ შესაძლო აგრესორებს, რომ ჩვენ წინ აღვუდგებით მათ, ვინც ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების შეცვლას,” - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხი მიღწევა დაასახელა
შვეიცარია ზამთარში უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს
შვეიცარია ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დამატებით, 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი. თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის. მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო. გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1.4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა
კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გვაქვს ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა," - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. სმიტის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში კონტეინერების სატვირთო გემებით მოძრაობა თანამგზავრების მიერ დაფიქსირდა. „მტკიცედ ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსებისთვის ისეთი იარაღის გადაცემისთვის, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელ ხალხზე, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის,“ - აღნიშნა NATO-ში აშშ-ის ელჩმა. ელჩის განმარტებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან, სანაცვლოდ, სხვა სამხედრო ტექნოლოგიების მიღება სურს და შესაძლოა, ფხენიანმა მოსკოვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ასევე, ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოსთხოვოს.
ჯოზეფ ბორელი: თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, უკრაინაში ომი მოიგოს, ევროკავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ევროკავშირის პროექტი მნიშვნელოვნად დაზიანდება. ბორელის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ კიევს, არამედ, ევროპულ დემოკრატიას. „თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს მომავალში და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ჩვენს პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის ფრონტის ხაზზე დამარცხება, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა იმისთვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს.