ძებნის რეზულტატი:
საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კოლომინა პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. "ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი. განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე," - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მოუწოდებს, ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მისცეს ტაივანელებს
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაამარტივოს ტაივანელი მოქალაქეებისათვის საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურა. ახლა, ჩვეულ ვითარებაში, ტაივანელებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი თავის საიტზე წერს: „საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი ტაივანის მიმართ. ძალიან რთულია ტაივანელებისათვის ვიზის მიღება, თუკი არ ხართ მიწვეული საერთაშორისო კონფერენციაზე, ან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე.“ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კითხვაზე, ჰქონია თუ არა ტაიბეის საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, მინისტრი ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ მართალია, ტაივანს ფორმალური კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მცდელობა არ დაუკლია: „ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრაქტიკული, რეალური, შინაარსობრივი ურთიერთობები საქართველოსთან. არაერთხელ გვიცდია [კომუნიკაცია] ბიზნესმენების დახმარებით თუ სხვა არხებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ტაივანს,“ - განაცხადა მინისტრმა ვუმ 5 დეკემბერს ტაიბეიში, საგარეო სამინისტროში ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად პრესკონფერენციაზე „თავისუფლების“ კითხვაზე პასუხად. „გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ საქართველოს, იფიქროს თავისუფალ, დემოკრატიულ ტაივანზე, რომელიც ძალიან კარგი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს,“ - განაცხადა ტაივანის საგარეო მინისტრმა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს საკუთარ ტერიტორიად და სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და მისი მიზანი კუნძულზე კონტროლის დამყარებაა. დღეს ტაივანი აშშ-ჩინეთის განხეთქილების ვაშლად განიხილება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში ტაივანი ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ მოხსენიებულია, როგორც ჩინეთის პროვინცია. 2023 წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვამ - იმპორტმა და ექსპორტმა - $17.5 მლნ-ს მიაღწია. ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 80-ჯერ მეტია, ვიდრე ტაივანთან - $1.4 მილიარდი. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მე-4 ადგილზეა და მასთან ვაჭრობა ბოლო წლებში იზრდება. საქართველოს მიერ ტაივანის არაღიარების (მათ შორის პასპორტების არაღიარების) პოლიტიკა ეფუძნება ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკას არაღიარებულ რეჟიმებთან; ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო სამართლის სუბიექტ სუვერენულ ქვეყნებთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას. ჰენლის პასპორტების ინდექსის გლობალურ რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის პასპორტების სიძლიერეს ზომავს, ტაივანი 33-ე ადგილს იკავებს - ტაივანის მოქალაქეებს მოგზაურობა 143 ქვეყანაში შეუძლიათ - როგორც უვიზო რეჟიმით, ასევე ელექტრონული ვიზით, ან საზღვარზე ვიზის გაცემით. წყარო
კოლომინა კანდიდატის სტატუსზე: გზას უხსნის მომენტუმს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს გვჭირდება
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. კოლომინა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კარგი ამბავია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ეს გზას უხსნის იმ იმპულსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, გამოვიყენოთ 2024 წელს. კოლომინას შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური პროცესის წინ წაწევას. „2024 წელი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს 9 ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც მოთხოვნილია ამ 9 ნაბიჯში. ევროკომისიის გადაწყვეტილება დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს,“ - აღნიშნა კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, ეს არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოსა და NATO-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რადგან სულ რაღაც რამდენიმა დღე, რაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალისხმევას განაგრძობს. „საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც უდა გატარდეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე NATO-საც აქვს. უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე,” - განაცხადა კოლომინამ.
NATO საქართველოსგან რეფორმების გაგრძელებას ელის
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას რეფორმების ტემპის შესახებ. „ვიცით, რომ ქართველებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებში. ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით. უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში. ყველა ეს ასპექტი, როგორც ხედავთ, 9 ნაბიჯის ნაწილია, რომლებშიც ევროკავშირი ქართველებისგან მეტის გაკეთებას ელის. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ ეს რეფორმები გატარდეს. ამავე დონეზე გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება 9 ნაბიჯის შესრულების პროცესს და იმ რეფორმებს, რომლებიც ვახსენე”, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ხავიერ კოლომინა არჩევნებზე, რეფორმებზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და ჩინეთზე
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რეფორმებზე, ვაშინგტონის სამიტზე, NATO-სთან ურთიერთობების პერსპექტივებზე, ჩინეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. კანდიდატის სტატუსი ხავიერ კოლომინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. კოლომინა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კარგი ამბავია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ეს გზას უხსნის იმ იმპულსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, გამოვიყენოთ 2024 წელს. კოლომინას შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური პროცესის წინ წაწევას. „2024 წელი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს 9 ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც მოთხოვნილია ამ 9 ნაბიჯში. ევროკომისიის გადაწყვეტილება დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს,“ - აღნიშნა კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, ეს არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოსა და NATO-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რადგან სულ რაღაც რამდენიმა დღე, რაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალისხმევას განაგრძობს. „საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც უდა გატარდეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე NATO-საც აქვს. უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე,” - განაცხადა კოლომინამ. 2024 წლის არჩევნები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დემოკრატია ფუნდამენტურია. ის იმედოვნებს, რომ 2024 წელს დემოკრატიულ პროცესებს იხილავს. „ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. და გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ, არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არის მესიჯი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს. ეს [არჩევნების თემა] ოპოზიციასთან საუბრების ნაწილი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენადაც არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე, ოპოზიციისა და მთავრობის როლია მნიშვნელოვანი. დემოკრატია ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ერთად მუშაობით ფუნქციონირებს. ამდენად, ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან 2024 წელს ველი, გასატარებელი რეფორმების გამო, რომლებიც მანამდე უკვე ვახსენე, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ 2024 წელი არჩევნებით დასრულდება, და იმედი გვაქვს, რომ რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პროცესს ვნახავთ,” - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. რეფორმები NATO-ს გენმდივნის სპეწარმომადგენლის შეფასებით, რეფორმები გატარდა, თუმცა გაუმჯობესებისთვის სივრცე რჩება. „ვიცით, რომ ქართველებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებში. ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით. უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში. ყველა ეს ასპექტი, როგორც ხედავთ, 9 ნაბიჯის ნაწილია, რომლებშიც ევროკავშირი ქართველებისგან მეტის გაკეთებას ელის. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ ეს რეფორმები გატარდეს. ამავე დონეზე გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება 9 ნაბიჯის შესრულების პროცესს და იმ რეფორმებს, რომლებიც ვახსენე.” ვაშინგტონის სამიტი ხავიერ კოლომინა მომავალ სამიტზე საუბარას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება. „რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი.“ ჩინეთთან საქართველოს პარტნიორობა NATO აღიქვამს ჩინეთს, როგორც გამოწვევას, თუმცა მას რუსეთს არ ადარებს. „ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია თბილისში ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით, გვჯერა, რომ ჩვენს პარნტიორებს და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შესაძლოა, უფრო კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან, რადგან ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, შესაძლოა, იყოს გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ჩართულობა შესაძლებელია. NATO არის ჩართული ჩინეთთან, მაგრამ ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების ნაწილში გამოწვევას, განსაკუთრებით, საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დამოკიდებულებას, როდესაც იქმნება ზოგიერთი ინვესტიცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა და სხვა ქვეყანაში იჭრება. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების თემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია. მათ იციან, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც (ჩინეთზე, რედ.) დამოკიდებულების შექმნის რისკი არსებობს, განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.“ ევროკავშირსა და NATO-ში გაევრიანების პროცედურების შედარებები ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია, მაგრამ NATO-ს პროცედურები მეტად პოლიტიკურია. ჩვენ ერთი მედლის ორი მხარე ვართ, მაგრამ განსხვავებული პროცედურები გვაქვს, ევროკავშირის პროცედურები გარკვეულწილად უფრო ავტომატურია და ბევრად მეტი დრო სჭირდება, NATO-საც აქვს პროცედურები, თუმცა ეს პროცედურები ნაკლებად ავტომატური და მეტად პოლიტიკურია. ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია. რა მიმართულებით გვსურს წინსვლის ნახვა, ეს იმ დოკუმენტშია გაწერილი, რასაც ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ვუწოდებთ. პირველად ჩვენ წარვადგინეთ ეს დოკუმენტურად, რა სფეროებში გვსურდა რეფორმების დანახვა, შემდეგ საკუთარი პროცესი დაიწყო ევროკავშირმა, რომელიც უფრო მეტად ავტომატურია იმ ნაწილში, რომელიც ეხება იმას, კარი გაიღოს თუ არ გაიღოს. NATO-ს სწრაფად შეუძლია ქვეყნის ინტეგრირება, თუ ვფიქრობთ, რომ ამ ინტეგრაციისთვის ყველაფერი მზადაა და ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში. ამასთანავე, გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ვხედავთ ქვეყანაში მზაობას, იყოს ინტეგრირებული. ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება გარკვეული მოთხოვნების შესრულება და სწორედ ამ პროცესში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინას თქმით, საქართველოს მიმართ მოთხოვნები კვლავ იგივეა. „არ ვფიქრობ, რომ მოთხოვნებს ვცვლით და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა შეცვალა მოთხოვნები. ჩემი აზრით, ჩვენ მსოფლიოს განსხვავებული ლინზიდან ვუყურებთ. ომმა დრამატულად შეცვალა ჩვენი მოსაზრებები გეოსტრატეგიულ ხედვაზე, ეს ცხადია. ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იყო ფუნდამენტური პარტნიორი კავკასიაში, კავკასიის სტაბილურობაში, შავი ზღვის სტაბილურობაში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური სტაბილურობისთვის. ჩვენთვის ეს არ იცვლება და ამიტომაა, რომ საქართველოს მუდმივად ვუჭერდით მხარს და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მოცემულობა არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ ალიანსს. არ მგონია, რომ საქართველოსა და უკრაინაზე მეტად ახლო პარტნიორი ჰყავდეს NATO-ს. და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება მომწიფება. ეს შეიძლება, შეიცვალოს იმ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რომელსაც ვხედავთ. ეს შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ, პროცესი და მოთხოვნები ისევ უცვლელია,“ – განაცხადა კოლომინამ.
ბელგიის გენშტაბის უფროსი: ევროპა ახალი რუსული აგრესიისთვის მზად უნდა იყოს
ბელგიის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ადმირალ მიშელ ჰოფმანს მიაჩნია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა მიიღონ რუსული საფრთხე და მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა, სხვა მეზობლებს შეუტიოს. ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინაში წარუმატებლობის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საბოლოოდ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სანერვიულო. კრემლისა და პრეზიდენტის პუტინის რიტორიკა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მათ სხვა რამის გაკეთება დაიწყონ. შეიძლება, იყოს მოლდოვის სამხრეთით, ეს შეიძლება, იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები,“ - აღნიშნა ჰოფმანმა. როგორც გენერალი აღნიშნავს, რუსებმა უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მეზობელზე თავდასხმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს შესაძლებლობები ამის თავიდან აცილების მიზნით და რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყოთ საპასუხო ბრძოლისთვის," - განაცხადა ჰოფმანმა. NATO-ს მრავალეროვნული ჩრდილო-აღმოსავლეთ კორპუსის მეთაურმა დეკემბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინაში ომის მიუხედავად, აღადგენს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს და ეს ზრდის საფრთხეს ბალტიის რეგიონისთვის. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი შეშფოთებულია, რომ თუ დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ საკმარისი პოლიტიკური ნება უკრაინის გამარჯვებაში დასახმარებლად, რუსეთი ამას თავის გამარჯვებად აღიქვამს და დაიწყებს ახალი ომისთვის მზადებას, მისი ნებისმიერი მეზობელი კი შეიძლება, აგრესიის მსხვერპლი გახდეს გახდეს. გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს გენერალი სანდერსი ევროპის სიტუაციას ადარებს პერიოდს, როდესაც განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან დაპირისპირება
ხავიერ კოლომინა: ჩინეთი უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას
NATO აღიქვამს ჩინეთს, როგორც გამოწვევას, თუმცა მას რუსეთს არ ადარებს. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან უპასუხა მედიის შეკითხვას, თუ როგორ აღიქვამს ალიანსი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას. მან გაიმეორა ალიანსის პოზიცია, NATO ჩართულია პეკინთან, თუმცა საჭიროა ბალანსი პეკინთან ურთიერთობისას იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არ უნდა შეიქმნას მის ეკონომიკაზე დამოკიდებულების რისკი. „ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია თბილისში ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს. და ამ თვალსაზრისით, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია, პარტნიორი იყოს, შეუძლია, გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. NATO ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ჩინეთი წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების ნაწილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია. მათ იციან და მათ უნდა იცოდნენ რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, დამოკიდებულებების (ჩინეთზე, რედ.) შექმნის რისკები, განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.“
დევიდ ქემერონი საფრანგეთში: ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინის დამარცხება შეგვიძლია
„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია,“ ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას გააკეთა. „დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს,“ - განაცხადა ქემერონმა. მან უკრაინაში რუსეთის შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.
პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა. ამირან გამყრელიძეს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე პირადად გადასცა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული. მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დაჯილდოების ცერემონიაზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის: „ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო. ასევე განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს - ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდი გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ და იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ! ჩვენ ძლიერები ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: სამსახურიდან წასვლას, დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ ვფიქრობდი
პრეზიდენტი ხავიერ კოლომინას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, NATO - საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს. ხავიერ კოლომინამ საქართველოს პრეზიდენტს პირადად მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრისას აღიშნა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით, ქვეყნისათვის მომავალი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის ურყევი მხრდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მცოცავი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება და რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს NATO - საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითრების საკითხებზე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყოს წარმოდგენილი.
თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში სავარაუდოდ, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, აშშ არ გვიღალატებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ფინანსურ დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი კიევს დაჰპირდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას - ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს, და იმას, რაზეც შევთანხმდით, აშშ ბოლომდე შეასრულებს. ველით ამ დახმარებას, მათ დეტალები იციან, რისთვისაა ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ეს, მათ იციან როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ თარიღების გადატანა,” - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მას საუბარი ჰქონდა ორივე პარტიის წარმომადგენლებთან. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო, ვინაიდან, 2023 წლისთვის რუსეთმა ვერცერთ თავის მიზანს ვერ მიაღწია. „რაც შეეხება ბრძოლის ველს… ამ წლის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწია. 2023 წელზე ვსაუბრობ. ვერცერთ მიზანს… [უკრაინის] დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო. რუსეთმა ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, რა სამი დღე? - ორი წელი”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. უწყების ინფორმაციით, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა.„ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია".სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შესახებ უკვე აცნობეს ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.
ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია
უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ ორბანთან შეხვედრის ორგანიზება სურს, მიუხედავად იმისა, რომ „კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია.“ ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანთან არასდროს უსაუბრია “ცეცხლის შეწყვეტაზე ან პუტინთან დიალოგზე.” „შესაძლოა, მას ეს თემები წამოუწევია თავის მეგობრებთან, ევროკავშირის ლიდერებთან ან სადმე საზღვარგარეთ, აშშ-ში. ჩემთვის ეს ცოტათი უცნაურია, ვინაიდან, ხანდახან ჩვენდამი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია. და ეს ფაქტი მას ჩემგან მოუსმენია. ბევრი კითხვა მქონდა მასთან,” - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს და ამისთვის უნგრულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს. „წინა ჯერზე, არგენტინაში, ორბანს ვუთხარი: “ვიქტორ, ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, ევროკავშირში მხარს რატომ არ გვიჭერთ?” მან ვერ შეძლო თქმა... და მეორე, ვკითხე მას, რატომ არ შეგვიძლია ჩვენს შორის ოფიციალური შეხვედრის ორგანიზება? და მან ასევე ვერ შეძლო პასუხის გაცემა,” - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი პასუხობს შეკითხვას, დასრულდება თუ არა ომი 2024 წელს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არავინ იცის პასუხი იმაზე, დასრულდება თუ არა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2024 წელს. 2024 წელს დასრულდება თუ არა ომი. მგონი, პასუხი არავინ იცის. ის პატივცემული ხალხიც კი, მეთაურები ამბობენ, რომ არ იციან, არის თუ არა ეს მრავალი წლის ომი. ეს არის დიალოგი, ეს არის მოსაზრებები. მოსაზრებები ხშირად განსხვავდება რეალობისგან,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ომი გამარჯვება, სტაგნაცია - დამოკიდებულია მრავალ გადაწყვეტილებაზე, მრავალ მიმართულებაზე, მაგრამ უმეტესად - ჩვენზე. თუკი უდრეკნი დავრჩებით, ომს უფრო ადრე დავასრულებთ,“ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი ერდოღანის „უშედეგო ძალისხმევაზე“ საუბრობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიტუაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყირიმელების, მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტ კრიმ.რეალიის ჟურნალისტ, ვლადისლავ ესიპენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავ „რთულია“. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის როქსოლანა ბიჩაის კითხვის პასუხად განაცხადა. „რაც შეეხება ყირიმელებს, სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი სამადლობელი არაფერია. ვერაფერი გააკეთეს. ამ საკითხზე ერდოღანთან ძალიან ბევრი ვიმუშავე. ჯერჯერობით, პატივცემულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა შედეგი ვერ აჩვენა ყველა პატიმართან მიმართებით, რომლებიც იმყოფებოდნენ ყირიმის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის პლატფორმის სამიტში, აღნიშნეს, რომ სამოქალაქო პირების, მათ შორის ანექსირებული ყირიმში პატიმრების გაცვლის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სამხედრო ტყვეების. უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 191 მცხოვრები აღმოჩნდა პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში, ყირიმის, მათგან 123, ყირიმელი თათარი იყო.
იტალიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
იტალიის მთავრობამ დაამტკიცა დეკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ერთი წლით აგრძელებს. იტალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება მოიცავს იარაღს, ელექტროენერგიის გენერატორებს და „ყველაფერს, რაც საჭიროა სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“ „იტალიამ აირჩია ერების თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მხარეზე ყოფნა. NATO-სა და ევროკავშირის მოკავშირეების პოზიციის შესაბამისად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნის პროცესში 2024 წელს ჩაერთვება
საფრანგეთი დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნების პროცესს 2024 წლის დასაწყისში შეუერთდება, - უკრაინული მედიის ინფორრმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში. უწყების განმარტებით, საუბარია საწყის მომზადებაზე, რომელსაც შემდეგ ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ. „პირველი მფრინავები 2024 წლის დასაწყისში ჩამოვლენ. საფრანგეთში საწყისი მომზადების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მოიერიშე თვითმფრინავებზე მომზადებას ჩვენი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ კურსებზე“, - ნათქვამია ანგარიშში. უკრაინული მედია წერს, რომ ფრანგული მხარე არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე წვრთნების გავლაზე, რომელსაც ევროპაში ორგანიზებას უწევს კოალიცია დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით. შეგახსენებთ, უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ზე წვრთნები უკვე დაიწყეს შეერთებულ შტატებსა და დანიაში. რუმინეთში, ნიდერლანდების დახმარებით, გაიხსნა სასწავლო ცენტრი, რომელიც უკრაინელებს მიიღებს.
ზელენსკი: სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს - ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს. „მათ შემომთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება. ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება. „იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია. მეორეც, ეს არის სამართლიანობის საკითხი. ეს არის თავდაცვისუნარიანობის და ფინანსების საკითხი. რაც შეეხება ხალხს, მე მჭირდება სპეციფიკა : რა ბედი ეწევა უკრაინის მილიონიან არმიას, რა ბედი ეწევათ იმ ბიჭებს, რომლებიც ორი წელია იცავენ ჩვენს სახელმწიფოს?“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ არის როტაციის საკითხები, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი გეგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ მოაწერს ხელს ქალთა მობილიზაციის შესახებ კანონს, თუ მას რადა მიიღებს.
Upday Italia ჟურნალისტებს ხელოვნური ინტელექტით ცვლის: პირველი რედაქცია მილანში „გაუქმდა“
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა, მილანში რედაქცია დახურა. ახალი ამბების ვებგვერდი მსოფლიოს 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Axel Springer-მა, Upday Italia-ს ახალი ამბების განყოფილებაში რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლა. მათ ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ახალი ამბების ავტომატურად გენერირებას შეძლებს. მილანის რედაქცია მალე დაიხურება და სამი ჟურნალისტი და ერთი პოლიგრაფი გათავისუფლდებიან. განცხადება ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა Axel Springer-მა გააკეთა. "Upday" წარმოდგენილია არამხოლოდ იტალიასა და გერმანიაში, არამედ, საფრანგეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში: ის 2016 წელს „ალექს სპრინგერსა“ და “სამსუნგს“ შორის შეთანხმების შედეგად დაფუძნდა. აპლიკაცია მალევე გახდა წარმატებული და, შესაბამისად, Samsung-ის მობილური ტელეფონების გარდა, სადაც ის წინასწარ იყო დაინსტალირებული, მისი ჩამოტვირთვა სხვა მოწყობილობებზეც იყო შესაძლებელი: ის 34 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. “Upday“-ის დახურვამ ჟურნალისტებსა და პროფკავშირებში შეშფოთება გამოიწვია. არსებობს შიში, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება, სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ჟურნალისტებს. მედიის წარმომადგენლებს მოუწევთ ამ ცვლილებასთან ადაპტაცია და ახალი უნარების განვითარება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.