ძებნის რეზულტატი:

უკრაინა და NATO-ს წევრი ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა და NATO-ს წევრი ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ. დანილოვის შეფასებით, თქმით, დღეს უკრაინა აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც NATO-ში არსებობს. „NATO-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს. სხვა საქმეა, რომ წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს არის ტექნიკური პროცესები, რომელსაც ამუშავებენ შესაბამისი ინსტიტუტები და შესაბამისი ხალხი. განვითარებები, რაც ქვეყანაში გვაქვს, აოცებს ჩვენს პარტნიორებს და აოცებს მათ არაერთხელ. არის პროდუქტები, რომლებიც უმაღლეს დონეზეა გლობალური სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა დანილოვმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში  

შსს სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ქართულმა მხარემ გერმანიას უარი განუცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“

შსს გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განმარტებას აკეთებს.უწყების განცხადებით, “გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.“ „შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში. შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის, შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები თავისი მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს

უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები ემუქრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს განუცხადა. უმეროვის თქმით, განხილვის საგანია სანქციები, რომლებიც ნებაყოფლობით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირებს დაეკისრებათ. „მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ და როდის გათავისუფლდებიან,“ განაცხადა უმეროვმა. Welt-ის ცნობით, გაწვევის შიშით ბევრმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა. ზელენსკი: სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს - ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა  

გერმანია უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დამატებით, 88,5 მილიონი ევროს გამოყოფით დაეხმარება

გერმანია უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გამძლეობის გასაძლიერებლად, დამატებით, 88,5 მილიონ ევროს (96,89 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის KfW-ის მეშვეობით 54,3 მლნ ევროს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო - 34,2 მლნ ევროს უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში შეიტანს. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, ამერიკის შემდეგ მეორეა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. გასული წლის ზამთრის გათვალისწინებითა და გამიზნული თავდასხმების ფონზე, დასავლეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.  

უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 248 დეპუტატმა მისცა ხმა, 16 წინააღმდეგი იყო, 33-მა თავი შეიკავა, 40-მა კი მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. კანონი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში. ჟელეზნიაკის განმარტებით, მარიხუანას რეკრეაციული მოხმარებისთვის გავრცელება კვლავაც დანაშაულად ჩაითვლება. კანონი გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2024 წლის მეორე ნახევარში შედისძალაში. უკრაინაში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის აუცილებლობაზე 2016 წლიდან საუბრობენ. 2023 წლის ივლისში კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა. „ჩვენ საბოლოოდ გულწრფელად უნდა დავაკანონოთ კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. გვჭირდება შესაბამისი სამეცნიერო კვლევა და კონტროლირებადი უკრაინული წარმოება," - აცხადებდა პრეზიდენტი ზელენსკი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს შექმნას ევროპაში ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრია  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6882 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6854 ლარი იყო. ევროს ახალი კურსი 2.9430 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9413 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

უკრაინული მედია: ქერჩში აფეთქებების გამო, ყირიმის ხიდი დაიხურა

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩში, ადგილობრივებმა რამდენიმე აფეთქების შესახებ განაცხადეს, ხოლო ყირიმის ქერჩის ხიდი ტრანსპორტისთვის დაიკეტა.  მედია წერს, რომ ქერჩში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე Ukrinform-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც ოკუპანტებისთვის საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის ,რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა

წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას, რომელსაც აშშ ხელმღვანელობს, საბერძნეთიც შეუერთდება. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ მათი ფრეგატი სავაჭრო გემების, მეზღვაურების სიცოცხლის და გლობალური ეკონომიკის დასაცავად, მრავალეროვნულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს. ბერძნული ფლოტის ფრეგატი წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ბრძანებით შეუერთდება. აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან.  

შუა დერეფნის გაძლიერების გზებზე დისკუსიები გრძელდება

შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ IRU-ს (საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი) საერთაშორისო საბაჟო ტრანზიტის სისტემისა (TIR) და ტრანზიტის მიმართულების დირექტორმა ტატიანა რეი-ბელეტმა განაცხადა.  მან ეს განცხადება გააკეთა ღონისძიებაზე სახელწოდებით - „შუა სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერება: შესაძლებლობების გახსნა ევრაზიის გულში.“ ღონისძიების ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფნის გასწვრივ საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციისა და ჰარმონიზაციის მნიშვნელობას მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად. „ჩვენ გვაქვს ის, რაც საჭიროა შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად,“ - აღნიშნა რეი-ბელეტმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

„მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები პუტინს“ - ენტონი ბლინკენის შემაჯამებელი პრესკონფერენცია

აშშ მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ეს და სხვა მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 20 დეკემბერს, მედიასთან შეხვედრაზე, რითაც 2023 წელი შეაჯამა. მან ამერიკის ლიდერობის პირობა მომავალი წლისთვისაც დადო. რაზე დებს პუტინი ფსონს, შეძლებს თუ არა უკრაინა ფეხზე დადგომას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და რა გეგმა აქვს შტატებს. ამ შეკითხვებს უპასუხა ამერიკელმა დიპლომატმა. „პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს." ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას, მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენ ხანს შეიძლება, გაძლოს უკრაინამ დასავლეთის დამატებითი მხარდაჭერის გარეშე? „ჩვენ განვახორციელეთ რეალური ინვესტიცია უკრაინის მომავალში, მის თავისუფლებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორც ვთქვი, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა შეძლებს საკუთარ ფეხზე დადგეს - სამხედრო, ეკონომიკურად, დემოკრატიულად - ისე, რომ ამ დონის მხარდაჭერა და დახმარება აღარ იქნება საჭირო. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადალახოს შემდეგი პერიოდი, გადალახოს ეს ზამთარი, გადალახოს გაზაფხული და ზაფხული,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა ამავე პრესკონფერენციის დროს ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა უკვე ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს უკრაინაში: მის რუკიდან წაშლასა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. „უკრაინელი ხალხი წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას და შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ ბრძოლაში, მის მომავალ აღდგენაში. ეს იყო მძიმე წელი ბრძოლის ველზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო," - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა ასევე გაიხსენა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნების წვლილი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დიდ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში. „მათაც იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველგან ვაჩვენოთ შესაძლო აგრესორებს, რომ ჩვენ წინ აღვუდგებით მათ, ვინც ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების შეცვლას,” - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწფიო მდივნის შეფასებით, რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, NATO კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი. ბლინკენმა პირობდა დადო, რომ შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გაძლიერების ძალისხმევას. „2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს ხედვას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს,“ აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.  

USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

Europetime-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის პერსონა ნონგრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID/Georgia) განუცხადეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“ USAID მიმდინარე პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას. „USAID გაეცნო ამ განცხადებას. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება პარტნიორობას საქართველოსთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში პირველად 1992 წელს გააღო თავისი კარი და დაამყარა ძლიერი პარტნიორობა. „საერთო ჯამში, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან. USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ამბობს, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არ არის დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს. „მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია, მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს,” - ამბობს არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს.“ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების “ხელმძღვანელად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. უკრაინამ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიენიჭა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC

ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებული პირი გაანეიტრალეს და რომ შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კარლის უნივერსიტეტში მოხდა.    Reuters-ის ცნობით, უნივერსიტეტის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ „დარჩნენ ადგილზე“.   პრემიერ მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მან გააუქმა მომავალი ღონისძიებები "ტრაგიკული მოვლენების" ფონზე.  

საგარეო უწყება პრაღის უნივერსიტეტში სროლაზე: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ. „საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის,“ - აცხადებენ სამინისტროში. წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. მსროლელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა.  

ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 21-ე სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი განცხადება აშშ-ში ფინეთის საელჩომ სოციალური მედიის პლატფორმ X-ზე გააკეთა. ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.  „ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის. ეს 21-ე გადაზიდვა ფინეთის სამხედრო დახმარების მთლიან ღირებულებას შეადგენს 1,6 მილიარდ ევროს (1,8 მილიარდი აშშ დოლარი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დახმარების წინა პაკეტის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა.  

ნიდერლანდები უკრაინას 102 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ნიდერლანდების მთავრობა 2024 წლის პირველი ოთხი თვისთვის 102 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა უკრაინას ზამთრის გადალახვასა და შემდგომი თვეებისთვის მომზადებაში დაეხმაროს. ეს თანხა იმ 2 მილიარდ ევროზე მეტის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ მომავალი წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად გამოყო. აღნიშნულია, რომ ახალი მხარდაჭერის პაკეტი მიმართულია გადაუდებელ საჭიროებებზე. ნიდერლანდებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინას 550 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. მხარდაჭერის მთლიანმა მოცულობამ 2,6 მილიარდ ევროს მიაღწია.  

ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში სულ მცირე 15 ადამიანი მოკლა, სტუდენტი იყო. კიდევ 24 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, დღეს, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ. „მასობრივი სროლა არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმთან,“ განუცხადა ჟურნალისტებს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა. როგორც BBC წერს, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი შთაგონებული იყო მსგავსი ხოცვა-ჟლეტით, რომელიც საზღვარგარეთ მოხდა. თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC  

ორბანი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდა - AP

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. „მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?" განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს, განიხილოს უკრაინის წინადადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ორბანმა განაცხადა, რომ ის ზელენსკის წინადადებას მომავალი შეხვედრის შესახებ, 10 დეკემბერს, არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ფიცის დადების ცერემონიაზე მოკლე საუბრის დროს დათანხმდა. ორბანისა და ზელენსკის შეხვედრა შეიძლება, ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა იყოს. მანამდე ორბანმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფას. უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება კი, მის გარეშე მიიღეს. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია  

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა

პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმისას 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული პოლიციამ პრაღის კარლის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სროლა მოხდა, იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში გაისროლა, სტუდენტი იყო. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.  

ღაზის სექტორში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება - გაერო

ღაზის სექტორის მთელი 2,3 მილიონი მოსახლეობა განიცდის შიმშილის კრიზისულ დონეს და შიმშილის რისკი ყოველდღიურად იზრდება ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებასთან ერთად, ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება. ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ღაზის სექტორის მოსახლეობის მდგომარეობა ფასდება კრიზისულად. სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში. კლასიფიკაცია მიუთითებს, რომ „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას. FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასის“ თავდასხმისას 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.