ძებნის რეზულტატი:
ტუსკი უკრაინას ეწვევა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ჩასვლას აპირებს, რათა სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის ბლოკადის საკითხიც განიხილოს. ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლონეთის მთავრობა საზღვარზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. „ჩვენ მოვამზადებთ ვიზიტს ისე, რომ პრეზიდენტთან (ზელენსკის - რედ.) შეხვედრის დროს გაირკვეს, რისი მიღწევა შეგვიძლია,“ - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკურ დონეზე "სერიოზული წინადადება" წამოვა კიევიდან, რამაც უნდა გაუადვილოს ცხოვრება პოლონელ გადამზიდავებს. ის გადამზიდავებს სთხოვს „არ გადაკეტონ საზღვარი უკრაინის ომის გამო, რადგან სიტუაცია დრამატულია.“ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა რამდენიმე წინადადება, რომელიც გაამარტივებს პოლონელი მძღოლების მდგომარეობას, მაგრამ მათი აზრით, ეს წინადადებები არასაკმარისია. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობა ასევე ძალიან სერიოზულად არის შეშფოთებული უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოლონეთის ბაზარზე „უკონტროლო ექსპორტით“. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის გამო პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების გართულების მიზეზს ვერ ხედავს. როგორც ცნობილია, 6 ნოემბერს პოლონურმა გადამზიდავებმა სატვირთო მანქანების მოძრაობის ბლოკადა დაიწყეს უკრაინის საზღვარზე სამ უმსხვილეს გამტარ პუნქტთან. მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ ფერმერები, რომლებმაც ასევე სასაზღვრო ჰგადასასვლელის ბლოკირება დაიწყეს. გადამზიდავების მთავარ მოთხოვნებს შორის არის უკრაინელი გადამზიდავებისთვის საჭირო ნებართვების პრაქტიკის დაბრუნება, რომელიც ევროკავშირთან 2024 წლის 30 ივნისამდე გაუქმდა.
საზღვაო ტრანსპორტის ალტერნატიული, მულტიმოდალური სახმელეთო დერეფნების შემუშავების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს - უზბეკეთი
შუა დერეფანზე საუბრისას უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, მარშრუტების ოპტიმიზაციამ და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფამ, ასევე, ტარიფზე შეღავათებმა და სატრანსპორტო დოკუმენტის უნიფიცირებისთვის ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეამციროს მიწოდების დრო და ხარჯების წილი საქონლის ტრანსპორტირებაში. მამანბი ომაროვის თქმით, ასეთ ზომებს, თავის მხრივ, შეუძლია ვაჭრობის ზრდის სტიმულირება და სასარგებლო გავლენა პროექტში ჩართული ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობაზე. „ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ყველა ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა, რომლითაც გადის მარშრუტები," - აღნიშნა ომაროვმა. „დღეისათვის მსოფლიოში, მთავარ პორტებზე დიდი დატვირთვა მოდის, და, შესაბამისად, ტვირთის მფლობელებისთვის მიწოდების რეალური დრო მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, არსებობს უზარმაზარი პოტენციალი მარშრუტების გადამისამართების საზღვაო ტრანსპორტიდან სახმელეთო - სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებით, ახალი ალტერნატიული მულტიმოდალური სახმელეთო ტრანსპორტის დერეფნების შემუშავების მიმართულებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.
საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა
საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოდ მიიჩნევს. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
ლატვიამ უკრაინას გენერატორები გადასცა
ჩერნიგოვის ოლქის რაიონებმა ლატვიიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა სიმძლავრის 32 დიზელის გენერატორი მიიღეს. გენერატორები საგანმანათლებლო დაწესებულებებში უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას დაეხმარება. „ჩვენ მივიღეთ 18 კვტ სიმძლავრის გენერატორი საბავშვო ბაღისთვის, სადაც 200 ბავშვი სწავლობს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დახმარების წყალობით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ საქვაბე ოთახის და სამზარეულოს მუშაობა,“ - ამბობს საბავშვო ბაღის დირექტორი დარინა ჰალუშკა. ჩერნიგოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმ, განაცხადა, რომ ლატვიელი პარტნიორები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კომპიუტერული აღჭურვილობის მიწოდებასაც გეგმავენ.
შავ ზღვაში სამოქალაქო გემი ნაღმზე აფეთქდა
შავ ზღვაში ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აფეთქების შემდეგად ორი მეზღვაური დაშავდა. მათ უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს კი, ადგილზევე გაუწიეს დახმარება. გემთან ბუქსირი გაიზგავნა. გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა. მარცვლეულით დატვირთული გემი უკრაინის დუნაის პორტისკენ მიემართებოდა და სწორედ ამ დროს შეეჯახა რუსულ ნაღმს. აფეთქების შედეგად გემმა კონტროლი დაკარგა, გემბანზე კი, ხანძარი გაჩნდა.
უკრაინა 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების მასობრივ წარმოებას მომავალ წელს დაიწყებს
უკრაინაში უკვე მიმდინარეობს შიდა წარმოების 55 მმ-იანი კალიბრის ჭურვების ექსპერიმენტული ნიმუშების ტესტირება და მასობრივი წარმოების დაწყება მომავალი წლიდან იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა. „უკრაინამ დაიწყო 155 კალიბრის ჭურვების შემუშავება. ჩვენ უკვე გვაქვს პროტოტიპები, რომლებიც გამოცდაზეა. მომავალ წელს ვგეგმავთ მასობრივი წარმოების დაწყებას," - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ წარმოების დაწყება პარტნიორებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, უნიტარული ვაზნის მიწოდების თვალსაზრისით, რომელიც უკრაინაში არ იწარმოება. როგორც ცნობილია, გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უზრუნველყოფს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის წარმოების დაახლოებით 20%-ს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს.
ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება
პირველი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება. “თელმიკოს” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 29.646 თეთრიდან 26.646 თეთრამდე იაფდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას ტარიფები შემდეგნაირად შემცირდა: 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 18.041 თეთრიდან - 15. 041 თეთრამდე მცირდება. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე 22.053 თერიდან - 19.053 თეთრამდე გაიფადება ფასი; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარების შემთხვევაში 26.537 -დან 23.537 თეთრამდე გაიფდება. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შემცირება გაზრდილ ჰიდროგენერაციას უკავშირდება, ასევე მზარდია ენგურჰესის გამომუშავებაც, რამაც სისტემაში შედარებით მეტი იაფი ელექტროენერგია გააჩინა. ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტი ჩანაცვლდა. რაც შეეხება “ეპ ჯორჯია მიწოდებას”, რომელიც ძირითადად რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას მის შემთხვევაში ტარიფი 30.879 თეთრიდან 27.879 თეთრამდე მცირდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 14.731 თეთრამდე იაფდება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ფასი 18. 707 თეთრამდე შემცირდა; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარებაზე ტარიფი 23.227 თეთრამდე იაფდება. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
აშშ გააგრძელებს აღჭურვილობის გადაცემასა და ინფრასტრუქტურისთვის ფინანსების უზრუნველყოფას - საელჩო საბრძოლო მასალების საწყობის აშენებაზე
აშშ-ის საელჩი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობის აშენებით ხდება მოძველებული, არასაიმედო საწყობების ექსპლუატაციიდან ამოღება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. საელჩოს ცნობით, აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პროექტის ამ ნაწილის დასრულება ერთად აღნიშნეს. „სიამაყით ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მხარდამჭერ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობი აშენდა და აღიჭურვა. ამ ძალისხმევის შედეგად ხდება მოძველებული, არასაიმედო საწყობების ექსპლუატაციიდან ამოღება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. გასულ კვირას აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს პროექტის ამ ნაწილის დასრულება. ეს პროექტი აქ არ მთავრდება. შეერთებული შტატები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გააგრძელებს აღჭურვილობის გადაცემასა და ინფრასტრუქტურისთვის ფინანსების გამოყოფას,“ - წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა დასრულდა
სამხედრო მოსამსახურე გორში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. „პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და, შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.“
ძლიერმა ქარმა საქართველოში პრობლემები შექმნა
თბილისში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ავტომანქანები და სახლებს სახურავები გადახადა. თბილისის მერია ძლიერი ქარით გამოწვეული შედეგების შესახებ იუწყება. ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წააქცია ხეები, დაამტვრია ხის ტოტები, დააზიანა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. რამდენიმე ხე ავტომანქანებს დაეცა. ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს," - აცხადებს მერია. უამინდობისგან შექმნილი პრობლემის გამო მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ყვარელი - ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს. სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი, ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია. უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. რადიო თავისუფლების ცნობით, მერიებში განაცხადეს, რომ გზების გაწმენდას დაიწყებენ, მას შემდეგ რაც ქარი ჩადგება.
კახეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. რადიო თავისუფლების ცნობით, ძლიერმა ქარმა ქუჩაში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც კაცს დაეცა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სამ ქალაქში ბიზნესისთვის წყლის ტარიფი იზრდება
პირბელი იანვრიდან თბილისში კომპანიებს წყალი 35%-ით გაუძვირდებათ. ახლა 1კუბ.მ წყალში კომპანიები 6,5 ლარს იხდიან, მომავალი წლიდან კი 8,81 ლარს გადაიხდიან. თბილისსა და მცხეთაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-მდე გაიზრდება. გაზრდილი ტარიფი 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იქნება მოქმედი. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს, 28 დეკემბერს მიიღო. სემეკის ინფორმაციით, ფასის ზრდა გამოწვეულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. ამის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს 2024-2026 წლებში თითქმის 364 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია შეუთანხმა. გეგმების შესაბამისად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ). ამ გადაწყვეტილებით, თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ემხრობა გმირთა მოედანთან ორი ცათამბჯენის მშენებლობას. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს. თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
ნაუსედა: რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას. „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინას უნდა დარჩეს. ქვეყანას, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო და ბევრი დაკარგა, მორალური უფლება აქვს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს და რა პირობებით აწარმოებს მას. ამ საკითხში გადამწყვეტი ხმის უფლება სხვას არავის აქვს,“ - განაცხადა ნაუსედამ. ნაუსედამ აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეიცვლება, მაშინ ომი ხანგრძლივი, დამღლელი და პოზიციური გახდება. „ფაქტობრივად, ეს უკვე ასეა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ უკრაინის კონტრშეტევა სხვაგვარ გავლენას მოახდენდა. რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობის აზრის მიუხედავად, რესურსებისა და ხალხის მობილიზება და ყველაფრის სამხედრო მიზნებისკენ მიმართვა შეუძლია. სხვა სახელმწიფოების შესაძლებლობები უფრო მეტად შეზღუდულია, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დემოკრატიულ საზოგადოებებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ფაქტორებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უკრაინის დამარცხებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ომის სცენარზე ვსაუბრობთ, რომელიც უკრაინისთვის არასახარბიელოა,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, დროის მოსაპოვებლად რუსეთმა შესაძლოა, მოლაპარაკებების ინიციატივის იმიტაცია შექმნას, მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკური ხრიკები იქნება.
პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო
პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი აცხადებს, რომ პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო. პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაბლოკილი ჰქონდა. ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის მთავრობის მოსვლის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია ფინანსური დახმარების მიწოდების გზებს მოძებნიდა, როგორც კი პოლონეთი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას აღადგენდა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის,“ - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა.
ჯეიჰუნ ბაირამოვი: მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საქართველოსთან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სამინისტროს წლის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი დონის შეხვედრების დროს, მნიშვნელოვანი შედეგებია საქართველოსთან ურთიერთობების თვალსაზრისითაც. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წრის მიკერძოებულმა პოლიტიკამ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას გარკვეული გამოწვევები შეუქმნა, ჩვენ შევძელით მათი დაძლევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა შინაარსით მდიდარი იყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით გატარებული პოლიტიკა მიზნად ისახავს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას. ჩვენი სახელმწიფო. 2023 წელს აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ მაღალი დონის შეხვედრებზე თურქეთთან, საქართველოსთან და რუსეთთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანელმა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ წელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დიალოგი გაგრძელდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე. „ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყო აზერბაიჯანის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. კასპიის ზღვისპირა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. გაიმართა მრავალმხრივი დისკუსია. შეთანხმდნენ, რომ კასპია მეგობრობის ზღვაა“. შეთანხმდნენ, რომ კასპია მეგობრობის ზღვაა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.
ზელენსკი: წელს აშშ-მ უკრაინას $24 მილიარდზე მეტის სამხედრო დახმარების პაკეტები მიაწოდა
შეერთებულმა შტატებმა წელს უკრაინას 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 34 სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით. „ამ წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო 34 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 24 მილიარდ დოლარზე მეტია,“ - დაწერა ზელენსკიმ და გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონის შემდგომი მხარდაჭერა გაგრძელდება. საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.
გაგლოევის თქმით, რუსეთთან „სამხრეთ ოსეთის“ მიერთების შესაძლებლობა არ არის
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთთან მიერთების საკითხზე. მისი თქმით, ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს, კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, მან დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის. როგორც გაგლოევმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე განუცხადა, რომ „ოსები მოღალატეები არ არიან.“ მან კი დე ფაქტო პრეზიდენტის გადმოცემით, უპასუხა: „ვიცი“. გაგლოევმა განაგრძო: „ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო.“ გარდა ამისა, როგორც გაგლოევმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთში“ შეიქმნება დრონების ადგილობრივი წარმოება. „ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე ამთავრებს დრონების მართვისა და აწყობის კურსებს. „სამხრეთ ოსეთში“ დაბრუნების შემდეგ, ისინი შეძლებენ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობის სწავლებას“, - თქვა მან. გაგლოევი ამბობს, რომ მოსკოვი და დე ფაქტო ცხინვალი ყველა აუცილებელ ზომას იღებენ, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე დრონების მოძრაობის გასაკონტროლებლად.
გლდანში ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა
გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორ ავტოფარეხს ეკიდა. არავინ დაშვებულა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას უკანონოდ მიიჩნევენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. დღის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გავრცელდა. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას კანონიერი ძალის არმქონედ თვლის ჩეხეთი. „ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია," წერს ელჩი პეტრ კუბერნატი Twitter-ზე. საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ასევე უკანონოს უწოდებს. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი. აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა მილერმა. საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებით, ქვეყანა „მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს. „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის," წერს როტანდუ X-ზე. NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი